განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი: ა---------------
ადვოკატი: მ---–---- ჯ---------
თარჯიმანი: ვ-----–- მ-----------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: მ-------–- მ--------ი
მამის სახელი: ა------
დაბადებული: 0---------წ.
პირადი ნომერი: 0----------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: ქ------------------–----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–---–---------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ-------–- მ--------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: მ-------–- მ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მ-------–- მ--------ს განესაზღვრა 02 წელი პირობითი მსჯავრი, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა მ-------–- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 16,2 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რაც 2018 წლის 04 აგვისტოს, ქ. თბილისში, დ-------–-------------------------------’ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, მ-------–- მ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ-------–- მ--------მა ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილი ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 220-დან 300 საათამდე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის დინების პერიოდში.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მ-------–- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 05-10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-------–- მ--------ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს მ-------–- მ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - ჯარიმას 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით მ-------–- მ--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს 01(ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და სრულად დაემატოს დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ-------–- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ-------–- მ--------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.
მ-------–- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-------–- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–--------------------–-------------------------–------------------–-------–----–----------–---------------–-----------------–---------------------------------------–----------------–----–----–-------------–---- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი, შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე