განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ნ--------------–ის,ადვოკატ ნ------------–---–--,ბრალდებულ გი-------–--------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი-------–--------–---–ის (პ--------------------) - დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რ----------------–-------–----–ი, გრ-–-–---–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, მ--------–---–---------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ს---------------------–------–----–--–--------------------).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გი-------–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 იანვარს, შუადღის საათებში, თბილისში, გლდანის მ---------------------------–-------------‘‘ მიმდებარედ განთავსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე, გი-------–--------–---–მა ყოფილ მეუღლეს - ქ------------–----ეს სთხოვა შერიგება, თხოვნაზე უარის მიღების შემდგომ კი მას ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და დაემუქრა მოკვლით, რაზეც ქ------------–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 21 მაისს, იმავე ბაზრობის ტერიტორიაზე, გი-------–--------–---–მა კვლავ სთხოვა შერიგება ყოფილ მეუღლეს, ხოლო თხოვნაზე უარის მიღების შემდგომ მოკვლით დაემუქრა ქ------------–----ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, იმავე ტერიტორიაზე, გი-------–--------–---–ი შეეცადა, ქვის ფილა დაერტყა ყოფილი მეუღლის - ქ------------–----ისთვის და დაემუქრა მოკვლით, რის შემდგომაც, დაახლოებით 19:00 საათზე, თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან სიცოცხლის მუქარის შემცვლელი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ქ------------–----ეს, რომელსაც ორივე შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 7--ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ გი-------–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ქ------------–----ის, მოწმეების: მ----------–-–---–ის, გ----------------–---–ისა და ე-–---------------------ის გამოკითხვის ოქმებით; ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ; შემაკავებელი ორდერებით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულს) სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია გი-------–--------–---–ის მიერ საქართველოს ს---------------------–------–----–--–--------------------) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
უტყუარადაა დადგენილი, რომ გი-------–--------–---–მა 2018 წლის 9 იანვრიდან 1 სექტემბრის ჩათვლით ყოფილი მეუღლის - ქ------------–----ის მიმართ სამჯერ განახორციელა ფსიქოლოგიურ ძალადობა მუქარის სახით, კერძოდ, დაემუქრა მოკვლით. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც ბრალდებულს გაუხდია სადავოდ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, გი-------–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მეუღლეს - ქ------------–----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ს---------------------–------–----–--–--------------------). შესაბამისად, გი-------–--------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლით და სასჯელი განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს ს---------------------–------–----–--–ით გათვალისწინებული ქმედებისთვის სასჯელის სახეს წარმოადგენს ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გი-------–--------–---–ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, ითვალისწინებს დაზარალებულ ქ------------–----ის პოზიციას, რომელიც წარმოდგენილია წერილობით და არ ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გი-------–--------–---–მა დაზარალებულ ქ------------–----ის მიმართ განახორციელა სამი დამოუკიდებელი ქმედება, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა ბრალდებულს გაეცნობიერებინა საკუთარი ქმედებები და კვლავ არ ჩაედინა დანაშაული. ამდენად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გი-------–--------–---–ის მიმართ საქართველოს 1--------------–------–----–--–ით (სამივე ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
გი-------–--------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 2-8-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გი-------–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს ს---------------------–------–----–--–ით (სამ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
ს---------------------–------–----–--–ით (2018 წლის 9 იანვრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ს---------------------–------–----–--–ით (2018 წლის 21 მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;
ს---------------------–------–----–--–ით (2018 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გი-------–--------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
გი-------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 2 სექტემბრიდან.
გი-------–--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე