გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/10500-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.11.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - გი--------------–---–ი
მოპასუხეები - სსიპ----------–---------------–------რო, გიზ---–----------–-ძე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ითხოვს გათავისუფლდეს ყადაღისაგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1----- აქტით, დაყადაღებული და ქ. თ---–--–----------------------------------––-----------------–----------8-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი BEKO (თეთრი ფერის, ორკამერიანი); ტელევიზორი SAMSUNG (შავი ფერის, თხევადკრისტალური), შუშის მაგიდა 4 სკამით (წითელი ფერის); კუთხის დივანი (შავი ფერის, ტყავის); პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი DELL, სისტემური ბლოკი შავი, კლავიატურა, მაუსი); სარეცხი მანქანა GORENJE (თეთრი ფერის, 7 კგ).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გიზ---–----------–-ძემ სარჩელი ცნო.
მოპასუხე სსიპ----------–---------------–------რო არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოვალის მისამართზე არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს მის საკუთრებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქ თ---–--–----------------------------------––-----------------–----------8-–- (ს/კ N01.---------.------.0--) რეგისტრირებულია გი--------------–---–ის საკუთრების უფლება.
3.2.2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებულია ქ. თ---–--–----------------------------------––-----------------–----------8-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი BEKO (თეთრი ფერის, ორკამერიანი); ტელევიზორი SAMSUNG (შავი ფერის, თხევადკრისტალური), შუშის მაგიდა 4 სკამით (წითელი ფერის); კუთხის დივანი (შავი ფერის, ტყავის); პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი DELL, სისტემური ბლოკი შავი, კლავიატურა, მაუსი); სარეცხი მანქანა GORENJE (თეთრი ფერის, 7 კგ).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 40-ე და 32-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 151-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
6.2 ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
6.3 სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.4 სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე: ქ--–--------–--–----------------------------------–---------------------ინა N----ს (ს/კ N01.---------.------.0--) მესაკუთრეა გი--------------–---–ი, ხოლო მითითებულ მისამართზე მოპასუხე გ------–----------–-ძის მიმართ მოძრავი ნივთების კუთვნილების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოძრავი ნივთები უნდა გათავსუფლდნენ ყადაღისგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გიზ---–----------–-ძეს მოსარჩელე გი--------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 170 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გი--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №1----- აქტით დაყადაღებული და ქალაქ თ---–--–----------------------------------––-----------------–----------8-–- მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი BEKO (თეთრი ფერის, ორკამერიანი); ტელევიზორი SAMSUNG (შავი ფერის, თხევადკრისტალური), შუშის მაგიდა 4 სკამით (წითელი ფერის); კუთხის დივანი (შავი ფერის, ტყავის); პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი DELL, სისტემური ბლოკი შავი, კლავიატურა, მაუსი); სარეცხი მანქანა GORENJE (თეთრი ფერის, 7 კგ).
3. მოპასუხე გიზ---–----------–-ძეს მოსარჩელე გი--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 170 ლარის გადახდა სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე