განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1------
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ეკ------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - თა--------------ე (დაბადებული - 199--–-–--------------------------–----------–---------------------------------------–------------------------------------–-----–-------–-------------–---------------------------------–---ვრები: ქ-------–------------------------------------–---------------------------ში),ადვოკატი - თა----------–--ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
დისპოზიცია: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 2 ნოემბერს დაახლოებით 00:45 საათზე ქ. თბილისში, დი----------------------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თა--------------ე იმყოფებოდა რა თავის მეგობრებთან - ლე---------–---–თან და ვინმე გი-------თან ერთად, მათ შელაპარაკება მოუვიდათ გი-----------–----ესთან. რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გი-----------–----ემ შეძლო თავდამსხმელებისგან თავის არიდება. მოგვიანებით კი დაახლოებით 01:30 საათზე თა--------------ემ კვლავ შენიშნა რა გი-----------–----ე, რომელიც იმყოფებოდა ნი------–-----ესთან და გი----------------ესთან ერთად, აგრესიით, დანის მუქარით გაემართა მათკენ, რა დროსაც დანის რამდენჯერმე მოქნევით ნი------–-----ეს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით დაუზიანა დიაფრაგმა, რითაც მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ვინაიდან იგი შემჩნეულ იქნა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–ოს პი-----–ი განყოფილების თანამშრომლების მიერ.
1.2. 2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 00:45 საათზე ქ. თბილისში, დი----------------------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თა--------------ე იმყოფებოდა თავის მეგობრებთან - ლე---------–---–თან და ვინმე გი-------თან ერთად. მათ შელაპარაკება მოუვიდათ გი-----------–----ესთან, რა დროსაც ამ უ--ნასკნელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თა--------------ემ გი-----------–----ეს თავის არეში მიაყენა ღია ჭრილობა, თავის ტვინის შერყევით. აღნიშნული დაზიანებები სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლის 2 ნოემბერს დაახლოებით 00:45 საათზე თა--------------ე მეგობრებთან - ლე---------–---–თან და ვინმე გი-------თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, დი----------------------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გი-----------–----ესა და მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს. მოგვიანებით, დაახლოებით 01:30 საათზე გი-----------–----ე, ნი------–-----ე და გი----------------ე მიუახლოვდნენ ქ. თბილისში, დი----------------------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას, რა დროსაც მათი მიმართულებით გადაადგილდა თა--------------ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად. კონფლიქტი გაგრძელდა და განმეორებითი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თა--------------ემ დანის ერთხელ მოქნევით ნი------–-----ეს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 2 ნოემბერს, ქ. თბილისი, დი----------------------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თა--------------ის მიერ გი-----------–----ის მიმართ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უ-ეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელე---ტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს თა--------------ის მიერ ნი------–-----ისა და გი-----------–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ნი------–-----ისა და გი-----------–----ის, მოწმეების - გი------------–---–ის, გი----------------ის, ალ--------------------ის, გუ------------–--ის, სა-–-----–----–---–ის, ნა----------–--------ას, გი--------------–---–ის, ლუ------------–---–ის, რა------------ის, მი--------------ის ჩვენებები, ექსპერტების - ქე--------------–---–ის, ზუ-------------–-–---–ის, ნა----------–---–ის, ირ---–----------ის, რე--------------–---–ის, ირ---–-----------ისა და ლე--–--------–იას ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები და ნივთიერი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები. საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ თა--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელე---ტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 2 ნოემბერს, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს პი-----–ი განყოფილების გამომძიებელ და-------------ის მიერ, ექსპერტების - ირ---–----------ისა და რე--------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი - მდებარე ქ. თბილისი, დი----------------------------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის წინაც არის 50 მეტრის სიგრძის და 8 მეტრის სიგანის ტროტუარი, რომლის მიმდებარედ განთავსებულია ავტომანქანების სადგომი. კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, რომლებშიც ასასვლელია სამსაფეხურიანი კიბით. ფილებით გაწყობილ ბაქანზე კორპუსის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ვიტრინიანი მარკეტი წარწერით „ჩე-----------ი“. აღნიშნული მარკეტის შესასვლელი კარის პირდაპირ კიბეებთან ერთ მეტრში, ასფლატის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. მარკეტის შესასვლელი კარის კუთხეში მარცხნივ დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლის თავზეც კედელზე დამაგრებულია ორი სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთ - ერთი უყურებს მარკეტის შესასვლელისკენ. კორპუსის პირველ სართულზე ასევე განთავსებულია „ლ-------------ი“, რომლის ზედა კუთხეში განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. #-- კორპუსის გვერდით შესასვლელია ეზოში, რომლის მარცხენა მხარეს კუთხეში მდებარეობს ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია კვების ობიექტი, რომელზეც განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. აღნიშნული შენობის მარცხენა კუთხეშიც განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. #-- კორპუსის უ--ნა ეზოში, კორპუსიდან დაახლოებით 15 მეტრში, მიწის ბალახიან ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა შავტარიანი დასაკეცი დანა დაკეცილ მდგომარეობაში, რომლის პირზეც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ტარზე კი აღენიშნება წითელ ფონზე თეთრი ფერის ჯვარი. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები და დანა, ხოლო შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა.
3.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ირ---–----------ემ და რე--------------–---–მა. ექსპერტებმა დამატებით აღნიშნეს, რომ შემთხვევის ადგილზე გამოძახების საფუძველზე გამოცხადნენ. იქ უ-ვე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებთაც დაცული ჰქონდათ შემთხვევის ადგილი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სისხლის ლაქა და დასაკეცი დანა, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის ერთი ნაწილი განათებული იყო ლამპიონებით და მაღაზიიდან გამოსული შუქით, ხოლო მეორე ნაწილის დათვალიერებისას მათ მიერ გამოყენებულ იქნა ხელის ფანარი. დაასურათეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შედგა სათანადო ოქმი და მოაწერეს ხელი.
3.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე ასევე დაადასტურა ქ. თბილისის დ-----------------------–--------------–-----------–ი განყოფილების გამომძიებელმა და-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, რომელმაც დამატებით განმარტა,რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, ქ. თბილისში, დ------------ი, მ-----------ლის, 5- კორპუსთან, რომელიც ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა. ამოღებულ იქნა სისხლის ლაქები და დასაკეცი დანა. შემთხვევის ადგილი დაცული იყო და საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
3.8. დაზარალებულმა ნი------–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, სამსახურის დასრულების შემდეგ, მეგობრებთან ერთად წავიდა ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე მდებარე ბარ „კა--------ში“, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი (რამდენიმე ჭიქა ლუდი დალია). დაახლოებით ორი საათის შემდეგ გი-----------–----ე, გ--- სა-------ე და სა-–-----–----–---–ი ბარიდან წავიდნენ დ------------ის მიმართულებით. დაახლოებით 00:50 საათზე დაურეკა დეიდაშვილმა გი-----------–----ემ და უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------ში, ვ. მ----------------–თან, სადაც უცხო პირებთან მოუვიდა შელაპარაკება, რომლებმაც იგი სცემეს. გი------- განმარტებით, ჩხუბის შედეგად თავის არეში მიიღო დაზიანება. რამდენიმე წუთში მივიდა მ----------------–თან, სადაც დახვდნენ გ--- სა-------ე და გი-----------–----ე. მათთან ერთად წავიდა დ------ს ბაზის მიმართულებით, მიუახლოვდნენ მარკეტს, რომელთანაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მისთვის უცნობი ორი პირი (ერთი დაბალი, მეორე ოდნავ მაღალი). აღნიშნული პირებიდან ერთს დანა ეჭირა ხელში და ისინი აგრესიით მიემართებოდნენ მათკენ. დანიანი პირი წავიდა მისკენ და გ--- სა-------ისკენ, ხოლო მეორე გი-----------–----ის მიმართულებით დაიძრა და დაიწყო ჩხუბი. მის წინ მყოფი პიროვნება დანას იქნევდა. რამდენიმე მოქნევა აირიდა, თუმცა მუცლის არეში სისველე მაინც იგრძნო. თავი დახარა და დაინახა, რომ მისგან მარცხნივ ჩხუბობდნენ გი-----------–----ე და მეორე პიროვნება, მარჯვნიდან კი ადამიანის რამდენიმე ლანდი მიდიოდა მათკენ. მასთან ახლოს მყოფმა პიროვნებამ დანის ქნევა შეწყვიტა. თვითონ ჩხუბის ადგილს გაერიდა და გადაინაცვლა „ლ-------------ისკენ“, სადაც მისთვის უცნობმა პიროვნებებმა გაუწიეს დახმარება. შემთხვევის ადგილზე ჯერ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, შემდეგ სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
დაზარალებულის განმარტებით, მ----------------–თან მდგომ გი-----------–----ეს თავი დაზიანებული ჰქონდა და სისხლი სდიოდა. ცდილობდა მის დახმარებას და სისხლდენის შეჩერებას. შემთხვევის ადგილი ლამპიონის შუქით იყო განათებული. კონფლიქტში მონაწილე პიროვნებების აღწერილობა დეტალურად არ ახსოვს (ერთი საშუალო სიმაღლის იყო, მეორე შედარებით მაღალი). დანა თავდამსხმელის ხელში მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაინახა. თვითონ დანიან პიროვნებას ეჩხუბებოდა, ხოლო გი-----------–----ე მის თანმხლებს. მანქანიდან გადმოსული პიროვნებებიდან დანა მხოლოდ ერთს ჰქონდა. ჩხუბი დაახლოებით 4-5 წუთს გაგრძელდა. ჩხუბის დასრულების შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუ-ეთეს ოპერაცია და შეუჩერეს სისხლდენა. ჭრილობა მუცლის არეში, მარჯვენა მხარეს ჰქონდა მიყენებული. დაამახსოვრდა, რომ დანას ვერცხლისფერი დეტალი ჰქონდა, რომელიც შუქზე მკვეთრად ჩანდა (ირეკლავდა). მისთვის უცნობი პიროვნება ხელსახოცს ადებდა და ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას. თავდამსხმელები რა მიმართულებით გაიქცნენ არ დაუნახავს. პოლიციის გამოჩენისთანავე გაიქცა და უ--ნ რომ მოიხედა არავინ ჩანდა. ჩხუბის დაწყებიდან დასრულებამდე დანა მხოლოდ ერთ პიროვნებას ეჭირა. თავდამსხმელების მხრიდან აგრესია გამოიხატებოდა იმაში, რომ მათკენ მიმავალი ადამიანები გამოსცემდნენ გაურკვეველ ხმებს, ვერ გაიგო ისინი რას ამბობდნენ. ჩხუბის მიმდინარეობისას მხოლოდ დანიან პიროვნებასთან ჰქონდა ურთიერთობა. დანიანი პიროვნება იყო მაღალი, მეორე შედარებით დაბალი. მაღალს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, დაბალს შედარებით ღია ფერის შარვალი, ხოლო ფეხზე მუქი ფერის ფეხსაცმელი ეცვა. ჩხუბის მიმდინარეობისას მის გვერდით გ--- სა-------ე იდგა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს და არ იცის რას აკეთებდა. ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა და თავდამსხმელისთვის სახეზე ყურადღება არ მიუქცევია, დანაზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული.
3.9. დაზარალებულმა გი-----------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, საღამოს საათებში დაახლოებით 10 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა ბარში, სადაც ალკოჰოლური სასმელი (ლუდი) დალიეს. დაახლოებით 2-3 საათი იმყოფებოდნენ ბარში, რის შემდეგაც წამოვიდნენ. გ--- დატოვა რ-------ის გამზირზე, თვითონ დ------------ის მ-----------ლისკენ გადაუხვია და დაახლოებით პირველის ნახევარზე შეყვარებული სა-–-----–----–---–ი მიაცილა სახლში. სახლში წასასვლელად ტაქსი გააჩერა, ყურსასმენი ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მაინც გაიგონა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება ეძახდა. როდესაც გამოიხედა, დაინახა, რომ მასთან ახლოს იდგა სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა (მაღალმა)სახეში ხელი დაარტყა. დარტყმის შედეგად მიწაზე დავარდა. სცადა მათი მოგერიება მაგრამ ვერ მოახერხა, თუმცა გაქცევა მაინც შეძლო. დაურეკა დეიდაშვილ ნი------–-----ეს და მეგობარ გ--- სა-------ეს. ისინი მალევე მივიდნენ და მოუყვა მომხდარის შესახებ. წავიდნენ იმ ადგილისკენ, სადაც თავდაპირველი ჩხუბი მოხდა. შეამჩნიეს, რომ იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან ორი ადამიანი გადმოვიდა, რომელთაგან ერთს ხელში დანა ეჭირა. მიუახლოვდნენ მათ და მოხდა დაპირისპირება, ერთს თვითონ ეჩხუბებოდა, მეორეს (პიროვნებას, რომელსაც დანა ეჭირა) - ნ--- და გ--- ეჩხუბებოდნენ. ჩხუბი რამდენ ხანს გაგრძელდა არ ახსოვს, მაგრამ პოლიციის გამოჩენისთანავე ყველა გაიქცა. თავდაპირველად თვითონაც გაიქცა, შემდეგ მოტრიალდა და დაინახა დაჭრილი დეიდაშვილი.
დაზარალებულის განმარტებით, პირველი კონფლიქტის დროს სამი პიროვნება ეჩხუბებოდა. მათ ხელში დანა არ შეუმჩნევია. პირველად მაღალმა პიროვნებამ დაარტყა ხელი და ძირს დავარდა. წაქცეულს წიხლს ურტყამდა იგი ტანის არეში, თავში და სახეში. დანარჩენი ორის მოქმედება მას არ დაუნახავს, მაგრამ ფიქრობს, რომ ისინიც ურტყამდნენ წიხლებს. დარტყმების გამო თავზე მიიღო დაზიანება. ფიქრობს, რომ სახეში მაღალმა პიროვნებამ დაარტყა, დანარჩენები სავარაუდოდ წელის არეში ურტყამდნენ. ვარაუდს იმიტომ გამოთქვამს, რომ მიწაზე დავარდნილმა სახეზე აიფარა ხელი თავის დასაცავად, წამოდგომისთანავე გაიქცა და ვინ სად იდგა არ დაუნახავს. ერთადერთი გარემოება, რომელიც დანამდვილებით ახსოვს არის ის, რომ დანიანი პიროვნება უფრო მაღალი იყო.
დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მ----------------–თან იმყოფებოდა, როდესაც ნ---ს და გ---ს დაურეკა. ისინი დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ ადგილზე და დაიძრნენ იმ მიმართულებით, სადაც ჩხუბი მოხდა. ამ დროს მანქანიდან გადმოხტნენ პიროვნებები, რომელთაგან ერთს დანა ეჭირა. გ---ს არ უნდოდა კონფლიქტის გაგრძელება, თუმცა ჩხუბი მაინც დაიწყო. გ--- და ნ--- ეჩხუბებოდნენ მეორე პიროვნებას. ორჯერ გაიხედა მათკენ და დაინახა, რომ მაღალი პიროვნება დანას იქნევდა. უშუალოდ მას ვინც ეჩხუბებოდა, იმ პიროვნებას დანა არ ჰქონდა. კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ორ წუთში შენიშნა პოლიციის თანამშრომლები და დაიშალნენ. თვითონ წავიდა მ----------------–ისკენ. ის ორი პიროვნება რომელ მხარეს გაიქცა არ დაუნახავს. მ----------------–ისკენ მარტო გაიქცა, მაგრამ პოლიციელი დაეწია. სალონ „სარკესთან“ მისულმა დაინახა, რომ გ---ც იქ იდგა. შემდეგ შეამჩნია მაღაზიასთან მდგომი ნი------–-----ე. თვითონ ტყავის ქურთუ-ი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი ეცვა. ნ---ს ეცვა ტყავის ქურთუ-ი, თეთრი ბოტასი და როგორც ახსოვს შავი შარვალი.
როგორ გამოიყურებოდნენ თავდამსხმელები არ ახსოვს, სახეზე არ დაჰკვირვებია მათ. ნასვამი იყო და ერთადერთი რაც ახსოვს არის ის, რომ მაღალ პიროვნებას წვერი ქონდა და ხელში დანა ეჭირა. დაბალ პიროვნებას საკმაოდ დიდი თმა ჰქონდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მაღალი პიროვნების მიერ ხელის დარტყმის შემდეგ, საპასუხო დარტყმის განხორციელების მიზნით შებრუნდა, ამ დროს უ-ვე დაეცა ძირს. პოლიციაში უყურა ვიდეოფირს და შეძლებისდაგვარად აღიდგინა ფაქტები. დათვალიერების ოქმში ყველაფერი სწორად წერია. თა--------------ე ნანახი ჰყავს თუ არა არ ახსოვს. პიროვნება რომელმაც მას პი-----–ად დაარტყა ხელი და დანიანი ბიჭი ერთი და იგივე პირები არიან. იგი სიმაღლით, დაბალი წვერითა და თმით იცნო, მისი სხვა მახასიათებლები არ ახსოვს.
მოსამართლის და----უსტებელ კითხვაზე (თქვენ ბრძანეთ, რომ მაღალ პიროვნებას დაბალი თმა და წვერი ჰქონდა, სხვა განმასხვავებელი ნიშანი არ გახსოვთ, ამასთან აცხადებთ, რომ მოჩხუბრებისთვის სახეში არ შეგიხედავთ, როგორ ახსნით აღნიშნულ გარემოებას?) დაზარალებულმა განმარტა, რომ ტვინის შერყევა მიიღო და არ დაკვირვებია დანარჩენ დეტალებს და არ დაუმახსოვრებია ის ადამიანები.
3.10. მოწმე გი----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იქეიფა. შემდეგ მეგობრებთან ერთად (გი-----------–----ე და ნი------–-----ე, სა-–-----–----–---–ი) წავიდა ბარში და იქ გააგრძელა ალკოჰოლური სასმელის მიღება. რამდენიმე ხანში დაიშალნენ და სა-–-----–----–---–თან და გი-----------–----ესთან ერთად წამოვიდა ბარიდან. დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკა გი-----------–----ემ და უთხრა, რომ მ----------------–თან იმყოფებოდა ნაცემი და მისვლა სთხოვა. მაშინვე ჩაიცვა ტანსაცმელი, გამოვიდა სახლიდან და ფეხით მივიდა მ----------------–თან, რადგან მისი სახლი ახლოს იყო შემთხვევის ადგილთან. გი------- მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. ამასობაში ნი------–-----ეც მივიდა. წავიდნენ დ------ს ბაზის მიმართულებით, როგორც კი მივიდნენ ადგილზე, მათკენ წამოვიდა ორი პიროვნება. გი-----იმ ტა-–----ემ თქვა, რომ სწორედ აღნიშნულ პირებთან მოუვიდა კონფლიქტი. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ამასობაში დაინახეს პოლიციის ავტომანქანა და დაიშალნენ. ის და გი-----ი გაიქცნენ ერთი მიმართულებით, მაგრამ ვინაიდან ნი------–-----ე ვერ იპოვეს, უ--ნ მობრუნდნენ. მივიდნენ ისევ დ------ს ბაზის ტერიტორიაზე, სადაც დაინახეს ძირს დავარდნილი ნი------–-----ე, რომელსაც სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული. პოლიციელებს უთხრა, რომ ნ--- მისი მეგობარი იყო. პოლიციელებმა გი-----------–----ე და ნი------–-----ე საავადმყოფოში წაიყვანეს, ხოლო თვითონ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად.
ცუდი მხედველობა აქვს, კონტაქტურ ლინზებს ხმარობს და ვერ იტყვის ზუსტად რამდენ მეტრში დაინახა მანქანიდან გადმოსული პირები. პოლიციელები „შკოდას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც შუშები დაბურული ჰქონდა და მიხვდა რომ პოლიციელები იყვნენ.
ჩხუბის დაშლის მიზეზი იყო პოლიციის მანქანის გამოჩენა. ჩხუბის პერიპეტიები თვითონ კარგად არ ახსოვს, მაგრამ გი-----------–----ესთან და ნი------–-----ესთან საუბარში აღიდგინა. ის და ნი------–-----ე ერთ ადამიანს ეჩხუბებოდნენ, გი-----ი მეორეს, თვითონ შუაში იდგა, ნი------–-----ე მარჯვნივ, ხოლო გი-----------–----ე მარცხნივ.
მოწმის განმარტებით, გი-----------–----ეს დაახლოებით 3 წელია იცნობს. იგი უ-ონფლიქტო ადამიანია. ზუსტად იგივე შეუძლია თქვას ნი------–-----ეზეც. სიმთვრალეშიც უნახავს ისინი და სიფხიზლეშიც. გაუ-ვირდა, როცა გი-----იმ დაურეკა და უთხრა რომ სცემეს. მ----------------–იდან დ------ს ბაზის მიმართულებით იმიტომ წავიდნენ რომ ხელსახოცის და წყლის ყიდვა უნდოდათ, რათა სისხლიანი სახე და თავი გაესუფთავებინათ. ლუ------------–---–ს არ იცნობს.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებელს სწორი ჩვენება მისცა. დ------ს ბაზის ტერიტორია განათებულია ლამპიონებით. სიმთვრალეში კონტაქტური ლინზა არ უ-ეთია. შემთხვევის დღეს სათვალეც არ ეკეთა. ახლომხედველია და სათვალის გარეშე შორს ვერ ხედავს, თუმცა გადაადგილება არ უჭირს.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულემა - ნი------–-----ემ და გი-----------–----ემ, მოწმე გი----------------ემ დეტალურად აღწერეს ჩხუბის დაწყების, განვითარებისა და დასრულების დროის მონაკვეთი. აღნიშნეს თუ როგორ დაიწყო და რამდენი ხანი გაგრძელდა ჩხუბი, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, ვინ რომელს ეჩხუბებოდა და რა გახდა კონფლიქტის მონაწილეთა დაშლის მიზეზი. დაზარალებულებმა ასევე მიუთითეს პოლიციის თანამშრომელთა გამოჩენის შემდეგ ვინ რომელ მხარეს გაიქცა. რაც შეეხება თავდამსხმელების მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ნი------–-----ეს, გი-----------–----ესა და გი----------------ეს განმარტება არ გაუ-ეთებიათ. მათ აღნიშნეს, რომ ჩხუბში იყვნენ ჩართულები და თავდამსხმელთა სახეები არ დაუნახავთ. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების მიერ გაკეთებული განმარტებები კონფლიქტის მონაწილეთა მაიდენტიფიცირებელ ნიშნებთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და აჩენს არაერთ კითხვას მათ გულწრფელობასთან დაკავშირებით. სადავო არ არის, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში განვითარებული კონფლიქტი ორი ნაწილისგან შედგებოდა - პი-----–ში მონაწილეობდა გი-----------–----ე და მისთვის უცნობი სამი პირი, რომელთაგან ორი ასევე მონაწილეობდა მეორე კონფლიქტში. დამაჯერებლობას მოკლებულია, რომ გი-----------–----ეს, რომელსაც ორჯერ ჰქონდა შეხება მოწინააღმდეგესთან, შემთხვევის ადგილზე იყო განათება, რაც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლეოდა, მისივე განმარტებით ამოიცნო, რომ პი-----– და მეორე ჩხუბში ერთიდაიგივე პირები მონაწილეობდნენ, დაიმახსოვრა თავდამსხმელის სახეზე წვერი, თუმცა ვერ დაიმახსოვრა მოჩხუბარის სახე და არ შეუძლია მისი ამოცნობა. ასევე ლოგიკას მოკლებული და არადამაჯერებელია ნი------–-----ისა და გი----------------ის განმარტება, რომ თითქოს არანაირი დეტალი არ ახსოვთ თავდამსხმელების გარეგნობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ვიდეოჩანაწერის თანახმად, მოჩხუბრები ერთმანეთის პირისპირ იმყოფებოდნენ, ერთმანეთს უყურებდნენ სახეში და იყო დამაკმაყოფილებელი განათება, რაც პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულები და მოწმე არ არიან გულწრფელები და მათ მიერ დაფიქსირებული პოზიცია მიმართულია ბრალდებულების პასუხისმგებლობის აცილებისკენ. დაზარალებულების - ნი------–-----ის, გი-----------–----ის და მოწმე გი----------------ის ჩვენებები ერთი მხრივ თავდამსხმელი პირების იდენტიფიცირების თვალსაზრისით არაინფორმატიულია, ხოლო მეორე მხრივ ეწინააღმდეგება ასევე ვიდეოჩანაწერს (მათ შორის ჩხუბის მეორე ეპიზოდის დაწყების ნაწილში), გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნასა და პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც შეესწრნენ მომხდარ კონფლიქტს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი შესაძლებლობას მათი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს ვინ მიაყენა დაზარალებულებს ჯანმრთელობის დაზიანებები.
ასევე აღსანიშნავია, რომ გი-----------–----ემ აღწერა პი-----–ი კონფლიქტის დეტალები, მიუთითა, რომ უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას, თუმცა ვერ დააკონკრეტა ვინ რა დაზიანება მიაყენა და სხეულის რა ადგილებში დაარტყა კონკრეტულად ჩხუბის თითოეულმა მონაწილემ. მისთვის დაზიანებების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირებაც მისივე განმარტებით ეფუძნება მხოლოდ თავდამსხმელის სიმაღლესა და წვერს, რაც არ არის საკმარისი პირის სწორად იდენტიფიცირებისა და თავდამსხმელის ვინაობის უტყუარად დადგენისათვის.
3.12. მოწმე გი------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე იმყოფებოდა დ------------ში მდებარე მაღაზიაში. გამოსვლისას დაინახა დაახლოებით 6 ადამიანი, რომლებიც ორ ჯგუფად ჩხუბობდნენ. იმის თაობაზე თუ როგორ დაიწყო, განვითარდა და დასრულდა კონფლიქტი, მოწმეს ინფორმაცია არ გააჩნია. მან მხოლოდ შენიშნა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. მაღაზიასთან ასევე შეამჩნია დაჭრილი პიროვნება, რომელსაც დახმარება აღმოუჩინა. გი------------–---–ს ნი------–-----ის დაჭრის მომენტი არ დაუნახავს. არც ჩხუბში მონაწილეთა ჩაცმულობა და მათი გარეგნობისთვის დამახასიათებელი რაიმე გარემოება დაუმახსოვრებია.
3.13. რაც შეეხება მოწმეების - ნა----------–--------ას, სა-–-----–----–---–ისა და ლუ------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამარლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია 2017 წლის 2 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან (ჩხუბი და ნი------–-----ის დაჭრა) დაკავშირებით არაინფორმაციულია. ნა----------–--------ამ დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში მაღაზიაში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ითხოვა სასწრაფოში დარეკვა. გარეთ არ გასულა, მაგრამ მაღაზიიდან დაინახა დაჭრილი პიროვნება, რომელსაც სისხლი სდიოდა. კონფლიქტთან დაკავშირებულ დეტალებზე მოწმეს ინფორმაცია არ გააჩნია. სა-–-----–----–---–მა კი მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 2 ნოემებრს, ღამის საათებში იმყოფებოდა ბარ „კა--------ში“. დაახლოებით 12 საათზე წამოვიდა იქიდან და სახლში მიაცილა გი-----------–----ემ. ნახევარ საათში დაურეკა მას და შეიტყო რომ ის და ნი------–-----ე გადაჰყავდათ საავადმყოფოში. რა იყო მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი, ვინ და რატომ მიაყენა გი-----------–----ეს და ნი------–-----ეს ჭრილობები, სა-–-----–----–---–ისთვის უცნობია. ლუ------------–---–მა აღნიშნა, რომ თა--------------ესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მასთან კონფლიქტი არასდროს მოსვლია და ვისთან იჩხუბა ბრალდებულმა, როდის და გამოიყენა თუ არა კონფლიქტისას დანა, მისთვის უცნობია. 2017 წლის 2 ნოემბერს, დ------------ში, მ-----------ალი, მე-5- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
3.14. 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ------------ში, მ-----------ალი, მე-5- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის შესახებ (მეორე ეპიზოდი) დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს ჩხუბის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს პი-----–ი განყოფილების თანამშრომლებმა, კერძოდ:
3.15. ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს პი-----–ი განყოფილების თანამშრომელმა ალ--------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კოლეგებთან ერთად. სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ პ-----ის ქუჩაზე. ქ. თბილისში, დ------------ის მ-----------ლის, მე-5- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე შეამჩნიეს დაახლოებით 5 ადამიანი, რომლებიც ჩხუბობდნენ. გააჩერეს ავტომანქანა, გადავიდნენ და დააპირეს მათთან მისვლა, რომ ერთმანეთისთვის დაზიანებები არ მიეყენებინათ. როდესაც მოჩხუბრებმა პოლიციელები დაინახეს, გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა თა--------------ე, გაიქცა მ-----------ლის მიმართულებით, მე-5- კორპუსის გვერდით. გაეკიდა მას, თვალთახედვის არედან არ დაუ--რგავს და დაახლოებით 20-25 მეტრში შეაჩერა. უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო და დამორჩილებისკენ მოუწოდა. როდესაც პიროვნება შეჩერდა, ჰკითხა მას ვინაობა და აღმოჩნდა, რომ იგი იყო 1--- წელს დაბადებული თა--------------ე. ბრალდებული საკმაოდ განერვიულებული იყო. ჰკითხა დაჭრილი ან ნაცემი ხომ არ იყო, რაზედაც თა--------------ემ განუცხადა, რომ ყველაფერი სრულ წესრიგში ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო დაჭრილი, რაც შეატყობინა ხელმძღვანელობას, ასევე პროკურორს და მათი მითითებით აღნიშნული პიროვნება გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. შემოვლას გი--------------–---–თან და გუ------------–--თან ერთად ახორციელებდა.
მოწმის განმარტებით, ავტოსადგომზე რამდენიმე ავტომანქანას შორის ჩხუბობდა 3 პიროვნება, ოდნავ მოშორებით კი 2 ადამიანი. მიანათეს მათ ავტომანქანის ფარები, რათა გაერკვიათ ვინ იყვნენ და დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. გააღეს ავტომანქანის კარები და გადასვლა დააპირეს, რა დროსაც მოჩხუბრებმა მიმალვა სცადეს. ხუთივე მათგანი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა. თვითონ თა--------------ეს გაეკიდა, რადგან იგი საეჭვოდ მოეჩვენა. როდესაც ავტომანქანების ფარები მიანათეს მოჩხუბრებს, თა--------------ე შეტრიალდა და ხელები შეატყუპა, თითქოს დანა დაკეცა. იფიქრა რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ხომ არ მალავდა და სწორედ ამიტომ აირჩია ბრალდებული. ახლოს როდესაც მივიდა, მიანათა ტელეფონის ფანარი და შეამჩნია, რომ თა--------------ეს შარვალზე ლაქები ეტყობოდა, რომელიც სავარაუდოდ სისხლის ლაქები უნდა ყოფილიყო. აღნიშნულმა გარემოებამ დააეჭვა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. პიროვნება თვალთახედვის არედან არ დაუ--რგავს. დარწმუნებულია, რომ სწორედ ის პიროვნება შეაჩერა ვისაც გაეკიდა. დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ბრალდებული გაიქცა „ლ-------------ის“ მიმართულებით. იმ ორი პიროვნებიდან, რომელიც მოშორებით იმყოფებოდნენ, ერთი საერთოდ ვერ იპოვეს. დანარჩენი ოთხიდან ერთი იყო თა--------------ე, მეორე კი დაჭრილი იწვა მიწაზე. განცალკევებით მდგომი სამი პიროვნებიდან ერთი შედარებით მაღალი იყო.
3.16. ქ. თბილისის დ--------------------ის შს სამმართველოს პი-----–ი განყოფილების თანამშრომელმა გი--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე ის და მისი თანამშრომელი მოძრაობდნენ ქ. თბილისში, დ------------ში, მ-----------ლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პ-----ის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რა დროსაც მე-5- კორპუსთან შეამჩნიეს ჩოჩქოლი და გაიგონეს ხმაური. დაინახეს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ერთმანეთს გამეტებით ურტყამდა. ისინი ორად იყვნენ გაყოფილები - 3 ადამიანი ცალკე ჩხუბობდა, ორი ოდნავ მოშორებით. საქმეში გარკვევის მიზნით ახლოს მისვლა გადაწყვიტეს. ავტომანქანა გააჩერეს 3 მოჩხუბართან. პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები და ისინი მათ დანახვაზე გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებებით. განცალკევებით მდგომი პიროვნებები გაიქცნენ სხვა მხარეს. ისინი შორს იყვნენ მათგან და დადევნებას აზრი არ ჰქონდა. ის და მისი თანამშრომელი გუ------------–--ი გაეკიდნენ სამ პიროვნებას. სამიდან ერთ-ერთს ასევე გაეკიდა მისი თანამშრომელი ალ--------------------ე. რამდენიმე მეტრის მოშორებით შეაჩერეს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება. ჰკითხეს ვინ იყო და რა ხდებოდა. იგი დაბნეული იყო, ნერვიულობდა და ეტყობოდა რომ ოდნავ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პიროვნებამ განმარტა, რომ მეგობრებთან ერთად იჩხუბა და ეძებდა თავის მეგობარ ნ---ს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო 1--- წელს დაბადებული გი----------------ე. ხელმძღვანელის მითითების თანახმად, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზნით, აღნიშნული პიროვნება მიიყვანეს ავტომანქანასთან. როდესაც ავტომომანქანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, დაინახეს, რომ იმ ადგილზე სადაც ჩხუბი მოხდა, მაღაზიასთან იწვა დაჭრილი პიროვნება, რომელსაც სისხლი სდიოდა. დაჭრილს მეორე პიროვნება ადგა თავზე და დახმარებას უწევდა. როდესაც მიუახლოვდნენ ამ ორ ადამიანს, გი----------------ემ თქვა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო მისი მეგობარი ნ---, რომელსაც ეძებდა. ამასობაში შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება, ასევე მისი სხვა თანამშრომლებიც მივიდნენ და დაჭრილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. შემოვლას „შკოდას“ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდნენ. ადგილი სადაც ჩხუბი მიმდინარეობდა კარგად განათებული არ იყო, თუმცა არც ბნელოდა. მისი თანამშრომელი ალ--------------------ე ერთ-ერთ მოჩხუბარს გაეკიდა „ლ-------------ის“ მიმართულებით. მოჩხუბართაგან ერთი პიროვნება ადგილზე დარჩა და იგი არ გაქცეულა. მას სახეზე ეტყობოდა რომ ნაცემი იყო. პიროვნება, რომელიც მაღაზიასთან დაჭრილი იწვა, ჩხუბის დროს იდგა სამ პიროვნებას შორის. აღნიშნული სამი პიროვნებიდან ერთი გაიქცა „ლ-------------ის“ მიმართულებით, მეორე პ-----ის ქუჩისკენ, ხოლო ცალკე მდგომი ორი პიროვნება კორპუსის მეორე მხარეს. ცალკე მყოფი ორი პიროვნებიდან ერთი იყო დაბალი ტანის, შავებში ჩაცმული. მისი სხვა აღწერილობა არ ახსოვს. იმ პიროვნებას, რომელსაც ალ--------------------ე გაეკიდა, ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და სავარაუდოდ დუტის ქურთუ-ი.
3.17. ქ. თბილისის დ--------------------ის შს სამმართველოს პი-----–ი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გუ------------–--მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში თანამშრომლებთან - გი--------------–---–თან და ალ--------------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ავტომანქანით მოძრაობდნენ პ-----ის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ქ. თბილისში, დ------------ის მ-----------ალში, მე-5- კორპუსის პი-----– სართულზე განთავსებულ მაღაზიასთან „ჩე-----------ი“ დაინახეს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ორი პიროვნება ცალკე ჩხუბობდა. მათგან დაახლოებით 5-6 მეტრში იმყოფებოდა სამი ადამიანი, რომლებიც ასევ ჩხუბობდანენ. როდესაც მოჩხუბრებმა დაინახეს პოლიციის ფორმიანი ადამიანები, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. ერთი პიროვნება გამოეყო მოჩხუბრებს და „ლ-------------ისკენ“ გაიქცა, რომელსაც მისი თანამშრომელი ალ--------------------ე გაეკიდა. თვითონ გი--------------–---–თან ერთად გაეკიდა ორ პიროვნებას, რომლებიც რ-------ის გამზირის მხარეს გაიქცნენ. რამდენიმე მეტრში გააჩერეს ერთი მათგანი, რომელიც აღმოჩნდა გი----------------ე. მის კითხვაზე გი-----იმ უპასუხა, რომ უცნობებთან იჩხუბეს, მეგობარს ვერ პოულობდა და დახმარება ითხოვა. შემდეგ წავიდნენ მათი ავტომანქანისკენ, რა დროსაც დაინახეს მარკეტის წინ მწოლიარე ბიჭი, რომელსაც მუცლიდან სისხლი სდიოდა. დაჭრილს უცნობი დახმარებას უწევდა. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა გი----------------ის მეგობარი, რომელსაც იგი ეძებდა.
3.18. სასამართლო აფასებს ქ. თბილისის დ--------------------ის შს სამმართველოს პი-----–ი განყოფილების თანამშრომლების - ალ--------------------ის, გუ------------–--ის და გი--------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში. მოწმეებმა დეტალურად მიუთითეს, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ------------ში, მ-----------ალის მე-5- კორპუსთან სამსახურეობრივი შემოვლისას შენიშნეს 5 ახალგაზრდა რომლებიც ორ ჯგუფად ჩხუბობდნენ (სამი ერთად და ორი ერთად) და გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს. გააჩერეს ავტომანქანა და გადავიდნენ. პოლიციელების დანახვაზე ისინი გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანი (რომელიც შემდეგ აღმოჩნდა თა--------------ე), გაიქცა მ-----------ლის მიმართულებით, მე-5- კორპუსის გვერდით. ალ--------------------ე გაეკიდა მას ისე, რომ თვალთახედვის არედან არ დაუ--რგავს და დაახლოებით 20-25 მეტრში შეაჩერა. აღმოჩნდა, რომ გაქცეული პიროვნება იყო 1--- წელს დაბადებული თა--------------ე. იგი საეჭვოდ მოეჩვენათ, რადგან როდესაც ავტომანქანის ფარები მიანათეს მოჩხუბრებს, ბრალდებული შეტრიალდა, ხელები შეატყუპა და თითქოს დანა დაკეცა. იფიქრა რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ხომ არ მალავდა და სწორედ ამიტომ აირჩია ალ--------------------ემ ბრალდებული. ახლოს როდესაც მივიდა, შეამჩნია, რომ თა--------------ეს შარვალზე ლაქები ეტყობოდა (სავარაუდოდ სისხლის ლაქები უნდა ყოფილიყო). ალ--------------------ე კატეგორიულად აღნიშნავს, რომ პიროვნება თვალთახედვის არედან არ დაუ--რგავს. დარწმუნებულია, რომ სწორედ ის პიროვნება შეაჩერა ვისაც გაეკიდა. დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ბრალდებული გაიქცა „ლ-------------ის“ მიმართულებით. მოწმეებმა ასევე დაწვრილებით განმარტეს რამდენ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი მოჩხუბრები, პოლიციის გამოჩენისას ვინ რომელ მხარეს გაიქცა, შეძლებისდაგვარად აღიდგინეს ვის რა ტანსაცმელი ეცვა და ვინ როგორ როგორ გამოიყურებოდა, როგორ აღმოაჩინეს დაჭრილი ნი------–-----ე და როგორ გადაიყვანა ის და გი-----------–----ე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ გარდა მუცელში დაჭრილი ნი------–-----ისა, თავზე დაზიანება ეტყობოდა გი-----------–----ეს, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და რომელიც ასევე საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ.
3.19. ექსპერტმა ირ---–-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული, ბრალდებულ თა--------------ისგან ნერწყვისა და ანაწმენდების ნიმუშების აღების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედება ჩატარდა ექსპერტ ლე--–--------–იას მიერ, კანონმდებლობის სრული დაცვით, ნებაყოფლობით. რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მონაწილე პირთა მხრიდან რაიმე შენიშვნა გამოთქმული არ ყოფილა.
3.20. ექსპერტმა ლე--–--------–იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მან მეწყვილე ირ---–-----------ესთან ერთად აიღო ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში და ხელებიდან ანაწმენდები. ნიმუშის აღება ნებაყოფლობით მოხდა. ნიმუშები გადასცა გამომძიებელს დალუქული სახით. შედგა შესაბამისი ოქმი რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მონაწილემ. რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
3.21. 2017 წლის 2 ნოემბერს, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს პი-----–ი განყოფილების გამომძიებელ რო------------ის მიერ, თა--------------ისგან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ქურთუ-ი, რომელსაც მკლავებზე და წინა მხარეს მუქი ფერის ლაქები, ღია ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მუხლის არეში აღენიშნება დაზიანებები და სხვადასხვა ფერის ლაქები, მუქი ფერის ფეხსაცმელი.
3.22. ლ----------------–--------–---ის ს----------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 15 იანვრის #0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი ნა----------–---–ი):
სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „ . . . მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები ამოღებული ასფალტის ზედაპირიდან ტროტუარზე..“ მოთავსებულ ასფალტის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ. #1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნი------–-----ეს (ობ. #22);
პაკეტში წარწერით: „ . . . ერთი ცალი შავტარიანი დასაკეცი დანა, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით დასვრილი ნანახი იქნა კორპუსის უ--ნა მხარეს ბალახიან ზედაზე...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნი------–-----ეს (ობ. #22). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. #3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თა--------------ეს (ობ. #24);
პაკეტში წარწერით: „. . ანაწმენდები მარჯვენა და მარცხენა ხელიდან..“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოყვითალო ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. #4.5) შეიცავს სისხლს. ობ. #4-5-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელთა ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის თა--------------ეს (ობ.#24).
ობიექტი #4-ის (კონვერტი წარწერით: „ანაწმენდი მარჯვენა ხელიდან..“) მინორული წილი წარმოდგენილია ნი------–-----ისა (ობ. #22) და გი-----------–----ის (ობ. #23; პაკეტი წარწერით: „. . . ნერწყვის ნიმუში აღებული მოწმე გი-----ი ბესოს ძე ტა-–----ის პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილების ალელებით;
ობიექტი #--ის (კონვერტი წარწერით: ,,ანაწმენდი მარცხენა ხელიდან . . “) მინორულ წილში პარალელურად ვლინდება ნი------–-----ისა (ობ. #22) და გი-----------–----ის (ობ. #23) გენეტიკური თანამონაწილეობა.
პაკეტში წარწერით: „თა--------------ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. #6,7), ქურთუ-ზე (ობ. #8,9), ჟილეტზე (ობ. #10), სვიტერზე (ობ. #11) და ფეხსაცმელებზე (ობ. #12,13) არსებული მოწითალო - მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს.
ობ. #6-7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნი------–-----ეს (ობ. #22), ობ. #11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თა--------------ეს (ობ. #24), ხოლო ობ. #8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი-----------–----ეს (ობ. #23);
ობ. #9, 10, 12, 13-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #9-ის გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია; ობ. #10-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის გი-----------–----ეს (ობ. #23), ხოლო მინორული წილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია; ობ. #12-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული წილი ეკუთვნის თა--------------ეს (ობ. #24), ხოლო ობ. #12-ის მინორული წილი ეკუთვნის ნი------–-----ეს (ობ. #22); ობ. #13-ის ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის ნი------–-----ეს (ობ. #22), ობ. #13-ის შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიმცირის გამო არაინფორმატიულია;
3.23. ექსპერტმა ნა----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მეირ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დანის პირიდან იყო ანაწმენდი გაკეთებული, რომელზეც დაფიქსირებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა ნი------–-----ეს, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილი თა--------------ეს. დანის პირზე ან ტარზე, რომ ყოფილიყო შერეული პროფილი, მაშინ ექსპერტიზის დასკვნაში გააკეთებდა შესაბამის ჩანაწერს. დანის პირზე და ტარზე სახეზეა სუფთა გენეტიკური პროფილები და არა შერეული. ყველა ადამიანის აქვს მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური გენეტიკური პროფილი, ანუ გენეტიკური კოდი.
3.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - ალ--------------------ის, გუ------------–--ისა და გი--------------–---–ის ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ ბრალდებული თა--------------ე გაიქცა ,,ლ-------------ის“ მიმართულებით, რომელსაც დაედევნა ალ--------------------ე და შეაჩერა. ამ მიმართულებით სხვა კონფლიქტის მონაწილე არ გაქცეულა. სწორედ იმ ადგილიდან, რომელ მხარესაც გაიქცა თა--------------ე ამოღებული იქნა დანა, რომლის პირზე აღმოჩნდა მხოლოდ დაზარალებულ ნი------–-----ის გენეტიკური პროფილი, ხოლო დანის ტარზე მხოლოდ თა--------------ის გენეტიკური პროფილი. დანის ტარზე და პირზე ექსპერტის განმარტებით აღმოჩნდა სუფთა გენეტიკური პროფილები და, შესაბამისად, დანის ამ ნაწილებზე არ გამოვლენილა სხვა შერეული გენეტიკური პროფილი, თუნდაც მინორული წილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთადერთი გონივრული შეფასება არის იმგვარი, რომ თა--------------ემ მითითებული დანით დაზარალებულ ნი------–-----ეს მიაყენა ჭრილობა. ამგვარ შეფასებას და ბრალდებულის დაზარალებულთან მჭიდრო კონტაქტს (მათ შორის დაჭრის შემდეგ) ამყარებს თა--------------ის ტანსაცმელზე (შარვალზე) და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი დაზარალებულის სისხლი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა მოწმე საუბროს ორ ჯგუფად ჩხუბის ფაქტზე (მეორე პირი ეჩხუბებოდა გი-----------–----ეს) და რომ არა თა--------------ის მჭიდრო კონტაქტი და ნი------–-----ისათვის დანის დარტყმა, სხვაგვარად ვერც დანაზე და ვერც მის ტანსაცმელზე/ფეხსაცმელზე ვერ აღმოჩნდებოდა ნი------–-----ის სისხლი. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ფაქტობრივად იგი უტყუარია, აღნიშნულზე სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს. საქმეში არ არსებობს ამ მტკიცებულებების საპირწონე რაიმე მტკიცებულება, რომელიც მათ სანდოობას დააყენებდა ეჭქვეშ და უტყუარად მიუთითებდა მოვლენების სხვაგვარ განვითარებაზე.
რაც შეეხება გი-----------–----ისათვის ჯანმრთელობის დაზიანებას, თა--------------ის ტანსაცმელზე არსებული მისი სისხლის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მან მიაყენა გი-----------–----ეს დაზიანება, ვინაიდან განსხვავებით ნი------–-----ისაგან მან დაზიანება მიიღო და სისხლით დასვრილი იყო მაღალი ალბათობით პი-----–ი ჩხუბის შემდეგ, ხოლო მეორე ჩხუბის დასაწყისში ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდე ხუთივე პირი იმყოფებიან ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში და ვერ გამოირიცხება, რომ გი-----------–----ის სისხლი სწორედ ამ მომენტში გადავიდა თა--------------ის ტანსაცმელზე, რაც არსებითად განსხვავდება ნი------–-----ესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან.
3.25. ლ----------------–--------–---ის ს----------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 21 ნოემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, (ექსპერტი ზუ-------------–-–---–ი) ექსპერტიზაზე წარდგენილი ს.ს.ი.პ. ს--–---------------–------------------–-----------–-----ის სამედიცინო ბარათი #3--------ის (დათარიღებული 0------- წლით) ასლის მონაცემების თანახმად: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ნი------–-----ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 0------- წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ღია ჭრილობა, სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. ამავე დოკუმენტში არსებული ჩანაწერების თანახმად, ნი------–-----ეს მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრატში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა (ზომა 1,5X0,5 სმ).
ექსპერტიზაზე წარდგენილი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (გაცემის თარიღი 0--------7 წ.) და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8-------ის ასლების მონაცემების თანახმად: მოქალაქე ნი------–-----ე მოთავსებული იქნა აღნიშნულ კლინ---ში 0--------7 წ-ს. 02:17სთ-ზე, სადაც გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა - 0---------წ-ს 12:00 სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის მიდამოს ჭრილობა. პარიესული პერიტონეუმის დაზიანება, ჰემოპერიტონეუმი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქე ნი------–-----ის სხეულზე არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის ზემოქმედებით - მიმართულებით წინიდან-უ--ნ, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა ზუ-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ნი------–-----ის მიმართ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
3.26. ლ----------------–--------–---ის ს----------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 5 იანვრის #0-------- დასკვნის თანახმად (ქე--------------–---–ი), შპს „თ---–-----–--------–----------------–ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8-------ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. გი-----------–----ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 0--------0------- წწ. დიაგნოზით: თავის ღია ჭრილობა, თავის ტვინის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული, ინტრაკრანიალური ტრავმა. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ექსპერტმა ქე--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გი-----------–----ის მიმართ გაცემული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
3.27. 2017 წლის 2 ნოემბერს, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს პი-----–ი განყოფილების გამომძიებელ მი--------------ის მიერ, ქე--------------–--ისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის ქურთუ-ი, გრძელმკლავებიანი პერანგი, რომელიც გაწყობილია მუქი და ღია ფერის ზოლებით, რომელსაც წინა მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის დიდი ლაქა. აღნიშნულ ლაქაზე აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების სავარაუდოდ გაჭრის კვალი, მოწითალო ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, რომელიც შუა წინა ნაწილში და ორივე მკლავის მთლიან სიგრძეზე არის გაჭრილი, მაისურს წინა მარჯვენა ქვედა მხარეს აღენიშნება მუქი ფერის ლაქა და ლაქაზე აღენიშნებოდა ზემოქმედების სავარაუდოდ გაჭრის კვალი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი.
3.28. 2017 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს პი-----–ი განყოფილების გამომძიებელ რო------------ის მიერ, ხა--------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ნი------–-----ისა და გი-----------–----ის ავადმყოფობის ისტორია და ჩატარებული კვლევების რენტგენოფირები.
3.29. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს 1--–- განყოფილების გამომძიებელ რა------------ის მიერ, ნი------–-----ისა და ირ--------------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა „ლ-------------ი-დან“ გამოთხოვილი, 2017 წლის 2 ნოემბრის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე ვიდეო ჩანაწერი. დისკის ჩართვისას ვიდეოზე აღბეჭდილია დ------------ი, მე-5- კორპუსის ქვეშ არსებული „ლ-------------ის“ ვიდეო ჩანაწერი. რომლის ვიდეო კამერაც უყურებს პ-----ის ქუჩას და მიმართულია მ----–---------ისკენ. ჩანაწერზე დაფიქსირებულ დროსა და თარიღზე (11.02.2017, 0---- სთ.) ჩანს, რომ სამი პიროვნება მიემართება პ-----ის ქუჩიდან ბანკის წინ არსებული ა/სადგომისკენ, რომელთაგან ერთ-ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი. ნი------–-----ის განმარტებით, თეთრფეხსაცმლიანი პიროვნება არის სავარაუდოდ თავად, ხოლო დანარჩენი ორი პიროვნებიდან ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, ხოლო მეორეს მუქი ფერის ზედა და შედარებით ღია ფერის შარვალი, მათ საწინააღმდეგოდ მოემართება ორი პიროვნება, ერთს აცვია ღია ფერის შარვალი და თეორძირიანი ფეხსაცმელი, ხოლო მეორეს მუქი ფერის ტანსაცმელი. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ საუბრობდნენ. ნი------–-----ის განმარტებით, ორი პიროვნებიდან რომელიც მას ახლავს, ერთი რომელსაც აცვია ღია ფერის შარვალი, არის გი----------------ე, ხოლო მეორე გი-----------–----ე. ნი------–-----ის განმარტებით გი----------------ე და გი-----------–----ე ესაუბრებიან ორი პიროვნებიდან შედარებით მაღალს, რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი გვერდებზე თეთრი ფერის ზოლებით, ხოლო თავად ესაუბრება იმ პიროვნებას, რომელსაც აცვია ღია ფერის ძირიანი ფეხსაცმელი. ნი------–-----ის განმარტებით, მათთან საუბრიდან ახსოვს მხოლოდ ის, რომ მათ ჰკითხეს სახელები და პირდაპირ გადავიდნენ აგრესიაზე. 01:43 საათზე კადრში ჩანს, რომ ის პიროვნება რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ზოლებით, რომელიც არის მეორე პიროვნებასთან შედარებით მაღალი, ეცვა ღია ფერის შარვალი, ჰქონდა დაბალი თმა და წვერი, მარჯვენა ხელი გააქვს უ--ნა მხარეს რა დროსაც დაინახა რომ ხელში ეჭირა დანა. ამ დროს მაღალ პიროვნებას ესაუბრებიან სა-------ე და ტა-–----ე. სა-------ე უ--ნ იხევს, სავარაუდოდ დაინახა დანა მის ხელში. როდესაც გო–-----ემ დაინახა დანა, მივიდა მასთან სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მაგრამ იგი არ მშვიდდებოდა, იყო აგრესიული, დაიწყო ჩხუბი და დანის ქნევა. ასევე ნი------–-----ის განმარტებით, 01:44 საათზე იგი ცდილობს დანიანი პიროვნების ხელის გაკონტროლებას, თუმცა ერთ მომენტში მის ხელებს ვერ იმორჩილებს და აღნიშნულმა პიროვნებამ მოუქნია დანიანი ხელი და ჭრილობა მიაყენა მას მუცლის არეში რაც ვერ იგრძნო. ამ დროს გი-----------–----ე გარბის კადრიდან, რომელსაც მისდევს დანიანი პიროვნების თანმხლები ადამიანი. ნი------–-----ე ცდილობს დანიანი პიროვნების შეკავებას, მაგრამ იგი უსხლტება ხელიდან და მირბის იმავე მიმართულებით საითაც გაიქცა გი-----------–----ე. 01:44 საათზე კადრში ჩანს თუ როგორ მორბის უ-უ მიმართულებით ნი------–-----ე, რომელიც ერთ მომენტში იკუზება და ისევ გარბის, მას აცვია თეთრი ფერის ფეხსაცმელი, 01:44 საათზე როდესაც ნი------–------ე გადის კადრიდან მას უ--ნ მოსდევს პიროვნება, რომელსაც აშკარად აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი, რომელზეც აღინიშნება თეთრი ფერის ზოლები, რომლის ტანის შუა ნაწილში ერთ მომენტში ჩანს გაელვება, სავარაუდოდ დანის პირის, მას ასევე უ--ნ მიყვება მეორე პიროვნებაც. ნი------–-----ის განმარტებით ის ჩაიკუზა იქვე მდგარ ავტო მანქანასთან და წამოდგა რამოდენიმე წამში, როდესაც წამოდგა გარშემო ვერავინ დაინახა მის მახლობლად. ამ დროს მან შენიშნა კორპუსის ქვეშ არსებული მარკეტი, რომელიც იყო განათებული და გაემართა მის მიმართულებით, რა დროსაც დაინახა, რომ აღნიშნული მარკეტიდან გამოდიოდა პიროვნება. როდესაც მივიდა მარკეტის შესასვლელთან მან უ-ვე ძალა დაკარგა და ჩაიკეცა იქვე მდგარ ავტომანქანასთან. 01:45 საათზე ჩანს, რომ იმ მიმართულებით საითაც გაიქცნენ ნი------–-----ე, სავარაუდოდ დანიანი პიროვნება და მეორე პიროვნება, ასევე გარბის სხვა ორი პიროვნება. რომლის უ--ნ მიჰყვება ვერცხლისფერი ა/მანქანა, მანქანის მაშუქების სინათლე ანათებს ამ პიროვნებებს, რომელთაგან ერთს აცვია შავი ფერის ქურთუ-ი სავარაუდოდ ტყავის, რომელიც უნდა იყოს გი-----------–----ე.
3.30. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს, ქ. თბილისის დ-------------------------–--------------–ოს 1--–- განყოფილების გამომძიებელ რა------------ის მიერ, გი-----------–----ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა „ლ-------------ი-დან“ გამოთხოვილი, 2017 წლის 02 ნოემბრის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე ვიდეო ჩანაწერი. დისკის ჩართვისას ვიდეოზე აღბეჭდილია დ------------ი, მე-5- კორპუსის ქვეშ არსებული „ლ-------------ის“ ვიდეო ჩანაწერი. რომლის ვიდეო კამერაც უყურებს პ-----ის ქუჩას და მიმართულია მ----–---------ისკენ. ჩანაწერზე დაფიქსირებულ დროსა და თარიღზე (0--------7, 0----) ჩანს, რომ სამი პიროვნება მიემართება პ-----ის ქუჩიდან ბანკის წინ არსებულ ა/სადგომისკენ, რომელთაგან ერთ-ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი. აღნიშნული პიროვნება გი-----------–----ის განმარტებით არის ნი------–-----ე. დანარჩენი ორი პიროვნებიდან ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, ხოლო მეორეს მუქი ფერის ზედა და შედარებით ღია ფერის შარვალი. პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, არის თავად გი-----------–----ე, მეორე პიროვნება კი გი----------------ე. მათ საწინააღმდეგოდ მოემართება ორი პიროვნება, ერთს აცვია ღია ფერის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი, ხოლო მეორეს მუქი ფერის ტანსაცმელი. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ საუბრობდნენ. გი-----------–----ის განმარტებით, მათთან საუბარი არ ახსოვს, თუმცა მაღალი პიროვნება მალე გადავიდა აგრესიულ ტონზე. 01:43 საათზე კადრში ჩანს, რომ ის პიროვნება რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ზოლებით, რომელიც არის მეორე პიროვნებასთან შედარებით მაღალი, ეცვა ღია ფერის შარვალი, ჰქონდა დაბალი თმა და წვერი, მარჯვენა ხელი გააქვს უ--ნა მხარეს, რა დროსაც გი-----------–----ემ დაინახა რომ ხელში ეჭირა დანა. ამ დროს მაღალ პიროვნებას ესაუბრებიან სა-------ე და ტა-–----ე. სა-------ე უ--ნ იხევს, სავარაუდოდ დაინახა დანა მის ხელში, როდესაც გო–-----ემ დაინახა დანა, გადადის აღნიშნული პიროვნებისკენ, მაგრამ იგი არ მშვიდდებოდა, იყო აგრესიული, დაიწყო ჩხუბი და დანის ქნევა. ამ დროს გი----------------ე დგას მოჩხუბრებიდან რამდენიმე მეტრში, ხოლო ნი------–-----ე და გი-----------–----ე ეჩხუბებიან აღნიშნულ პიროვნებას. 01:44 საათზე ნი------–-----ე ეჩხუბება დანიან პიროვნებას, ხოლო გი-----------–----ე დანიანის თანმხლებ პიროვნებას. მალე გი-----------–----ე გარბის კადრიდან, რომელსაც მისდევს დანიანი პიროვნების თანმხლები. ნი------–-----ე ცდილობს დანიანი პიროვნების შეკავებას, დანიან ხელზე კიდებს ხელს, მაგრამ იგი უსხლტება ხელიდან და მირბის იმავე მიმართულებით საითაც გაიქცა გი-----------–----ე. 01:44 საათზე კადრში ჩანს თუ როგორ მორბის უ-უ მიმართულებით ნი------–-----ე, რომელიც ერთ მომენტში იკუზება და ისევ გარბის, მას აცვია თეთრი ფერის ფეხსაცმელი, 01:44 საათზე როდესაც ნი------–------ე გადის კადრიდან მას უ--ნ მოსდევს პიროვნება, რომელსაც აშკარად აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი, რომელზეც აღინიშნება თეთრი ფერის ზოლები, რომლის ტანის შუა ნაწილში ერთ მომენტში ჩანს გაელვება, სავარაუდოდ დანის პირის, მას ასევე უ--ნ მიყვება მეორე პიროვნებაც. 01:45 საათზე კადრში ჩანს, რომ იმ მიმართულებით, საითაც გაიქცნენ ნი------–-----ე და დანიანი პიროვნება, გარბის კიდევ ორი ადამიანი, რომელსაც მისდევს ვერცხლისფერი ავტომანქანა მაშუქების ანთებით.
3.31. გამომძიებელმა რა------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების (მათ შორის ამოღებების, ნივთიერ მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმების) სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
3.32. ლ----------------–--------–---ის ს----------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 14 მაისის #0-------8 დასკვნის თანახმად:
1. გამოსაკვლევად წარდგენილი - ქარხნული წესით დამზადებული, ცალმხრივ ლესილი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს;
2. „ნ--- გო–-----ის...“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ტყავის ქურთუ-ი, პერანგი, მაისური, შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) პერანგზე და მაისურზე დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანითაც.
3. „თა--------------ის ...“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ქურთუ-ი, ჟილეტი, პულოვერი, შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) ქურთუ-ზე და პულოვერზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, ქურთუ-ს - რღვევით, პულოვერს - ხევით განვითარებული დაზიანება.
3.33. ექსპერტმა ლე--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.34. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
3.35. მოწმე ლე---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, საღამოს საათებში ის და მისი მეგობარი ნი----–-–----ე მ----------------–თან შეხვდნენ თა--------------ეს. ნი----–-–----ე წავიდა, ხოლო გი-----ი (რომლის გვარიც არ იცის და იმ დღეს გაიცნო), თა----ი და თვითონ ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომანქანაში და დალიეს ერთი ლიტრი არაყი. რამდენი ხანი დაჰყვეს ავტომანქანაში არ ახსოვს. რომ გადმოვიდნენ ყველანი ნასვამები იყვნენ. ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთანხმდებოდა ფასზე, რა დროსაც შემომესმა ყვირილის ხმა. როდესაც შემობრუნდა, დაინახა, რომ გი-----ი ელაპარაკებოდა დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ჩხუბი, ორივე მხარე ხელს იქნევდა და ერთმანეთს ურტყამდა. დაზარალებული ფეხზე იდგა, მისი მიწაზე დაცემა არ დაუნახავს. არც მისი დაზიანებები შეუმჩნევია. ამის შემდეგ რა მოხდა მისთვის უცნობია, რადგან გლდანში წავიდა. პოლიციის განყოფილებაში აღნიშნულიდან მე-4 დღეს დაიბარეს. მოგვიანებით, თა--------------ემ უთხრა, რომ ჩხუბი გაგრძელდა და ადამიანის დაჭრას ჰქონდა ადგილი. თა----ის თქმით, ჩხუბი 2-3 ადამიანთან მოუვიდათ, რომლებიც ჯერ მას ეჩხუბებოდნენ, შემდეგ გი-------.
მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში. უნდა ამოეცნო გი-----ი, რომელიც მასთან ერთად სვამდა არაყს მანქანაში, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგან ამოსაცნობ პიროვნებებში გი-----ი არ იმყოფებოდა. გი-----ი მასზე მაღალია. ტანზე რა ეცვა არ ახსოვს. როდესაც თა----ისთან მივიდა საკმაოდ ნასვამი იყო. მას ჯიბეში დანა არ ჰქონია. არც თა----ისთვის შეუმჩნევია დანა. ჩხუბი რატომ მოხდა არ იცის. დაზარალებულს ხელი გი-----იმ დაარტყა. თა----ის მისთვის ხელი არ დაურტყამს. ჩხუბი განვითარდა გი-------ა და დაზარალებულს შორის.
მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ თა--------------ის ჯიბე არ შეუმოწმებია, მაგრამ მის ხელში დანა არ დაუნახავს. ჩხუბი გამოიხატა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში, ხელის დარტყმაში. მას და თა----ის არ უჩხუბიათ.
3.36. ბრალდებულმა თა--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა ნი------–-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და გი-----------–----ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები და განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, საღამოს საათებში ლე---------–---–ს შეხვდა მ----------------–თან. ლე---თან და მეგობარ გი-------თან (გვარი არ ახსოვს) ერთად, იქვე გაჩერებულ ავტომანქანაში დალია არაყი. დალევა დაახლოებით საღამოს 12 საათზე დაამთავრეს. გადაწყვიტა დედამისისთვის ეთქვა, რომ დააგვიანდებოდა. გადავიდა ავტომანქანიდან და დაიძრა სახლისკენ, რა დროსაც მოესმა ყვირილი. მოტრიალდა და დაინახა, რომ გი-----ი და დაბალი ბიჭი (მისი გვარი და სახელი არ ახსოვს) ერთმანეთში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ჩხუბი. ამ დროს ლე---------–---–ი ტაქსს აჩერებდა, რომელიც მივარდა მოჩხუბრებს, გი------- ხელი მოჰკიდა და უ--ნ გაიყვანა. თვითონ უცნობი ბიჭი გაიყვანა გვერდზე და სთხოვა მას დაწყნარებულიყო. საუბარში უცნობმა მასაც დაარტყა ხელი, რასაც მანაც დარტყმითვე უპასუხა. ჩხუბი დაახლოებით 20 წამი გაგრძელდა და დაშორდნენ ერთმანეთს. ჩასხდნენ ტაქსში და ლე---------–---–ი წაიყვანეს გლდანში. გლდანიდან ისევ დ------------ის, მ-----------ალში დაბრუნდნენ. ავტომანქანიდან გადასულებმა დაინახეს სამი პიროვნება, რომლებიც მათკენ გაემართნენ. დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. თვითონ ელაპარაკებოდა დაბალ პიროვნებას. ვინაიდან სიტუაციის გამწვავება არ უნდოდა, სთხოვა მათ, რომ დაშლილიყვნენ და მეორე დღეს შეხვედროდნენ. ამ დროს მეორე მხარეს ყვირილის ხმა გაისმა. მივიდა გი-------თან და გაიყვანა. ისინი გი------- მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილები. გი-----ი და ის ორი ბიჭი ცოტა მოშორებით გავიდნენ და ისევ ყვირილი და ხმამაღალი საუბარი გააგრძელეს. ამ დროს ერთ-ერთმა მაღალმა ბიჭმა თავი მიადო შუბლზე და მიაწვა, საპასუხოდ მანაც ხელი ჰკრა. დაბალმა დაიძახა „ჩემს ბიძაშვილს ხელს როგორ ურტყამო“ და ხელი დაარტყა. საპასუხოდ მანაც დაარტყა ხელი და გაიმართა ჩხუბი. დაახლოებით 10 ნაბიჯი გაიარეს ჩხუბით და გაიგონეს იარაღის გასროლის ხმა. გი-----ი და ერთი მაღალი ბიჭი გაიქცნენ ,,შაურმის“ მიმართულებით, მეორე მაღალი და დაბალი ბიჭი გაიქცნენ დ------------ის მე-4 კვარტლის მიმართულებით. თვითონ პირდაპირ გაიქცა და „ნ--–-----–----თან“ ჩამოჯდა. ამ დროს მასთან მივიდა პოლიციელი ფორმის გარეშე, ხელ-ბორკილები დაადო და წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. ტანსაცმელი გახადეს და დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან. შემდეგ მისი ადვოკატი მივიდა და გამოუშვეს.
3.37. დამოუ-იდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ა-–------------ს“ 2018 წლის 14 მარტის დასკვნის თანახმად, ვიდეოჩანაწერი 01:42:00 საათიდან 01:47:00 საათამდე უწყვეტ რეჟიმში არ ასახავს ვიდეოკამერის ხედვის არეში განვითარებულ მოვლენებს. ვიდეო ფაილები ქრონოლოგიურად არ მიჰყვება და არ ებმის ერთმანეთს. ფაილებს შორის აკლია 13,46, 13 წამი. შემდეგ სრულად ხდება გადასვლა და შემდგომ ასევე აკლია 1 წთ. და 3. წამი, ბოლოს 13 წამი.
ვიდეოჩანაწერში 01:42:00 საათიდან 01:47:00 საათამდე განვითარებული მოვლენები და მასში მონაწილე პირთა მოქმედებები მათი მიახლოებითი ჩაცმულობების მითითებით დეტალურად იქნა აღწერილი და წარმოდგენილი დანართის სახით, კერძოდ:
ვიდეჩანაწერი წარმოადგენს შენობის გარეთ მდებარე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერს. ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული დროის მიხედვით მოქმედება ხდება 2017 წლის 02 ნოემბერს 01:42:00 საათიდან 01:47:00საათამდე დროის მონაკვეთში. ვიდეოკამერის ხედვის არეში მცირე ზომის სვეტთან გაჩერებულია ავტომობილი. ოდნავ მოშორებით კიდევ ერთი ავტომობილია გაჩერებული, თუმცა მისი მხოლოდ ბორბლების მცირე ნაწილი ჩანს.
ჩანაწერის 01:42:40 საათზე სვეტთან გაჩერებული ავტომანქანის მხრიდან კადრში შემოდის ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ზედა ჩასაცმელი და თეთრი ფეხსაცმელი. მას უ--ნ მიჰყვება და 01:42:42 საათზე კადრში შემოდის მეორე მამაკაცი, რომელსაც აცვია ასევე მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ზედა ჩასაცმელი და მუქი ფერის ფეხსაცმელი და მესამე მამაკაცი, რომელსაც აცვია შედარებით ღია ფერის შარვალი, მუქი ზედა ჩასაცმელი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. სამივე მამაკაცი მიემართება ავტომობილების სავალი გზისკენ, სადაც მათ საპირისპირო მხრიდან უახლოვდება ორი მამაკაცი 01:42:46 საათზე. ორი მამაკაციდან ერთს, რომელიც მეორე მამაკაცთან შედარებით უფრო მაღალია, აცვია მუქი ფერის (არ არის ძალიან მუქი) შარვალი, მუქი ფერის ზედა ჩასაცმელი და მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ზოლებით (ან ღია ფერით გაწყობილი), ხოლო მეორე შედარებით დაბალ მამაკაცს აცვი ღია ფერის შარვალი, მუქი ფერის ზედა ჩასაცმელი და მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ან ძალიან ღია ფერის ძირებით. ხუთივე მამაკაცი მიდის სვეტთან მდგომ ავტომობილთან, 01:42:59 საათზე ჩერდებიან ავტომობილის უ--ნა მხარეს და სავარაუდოდ საუბრობენ ერთმანეთში (01:43:02 საათზე ჩანაწერი დასრულდა). ჩანაწერი გრძელდება 01:43:50 საათიდან და კადრში ჩანს, რომ ოდნავ განცალკევებით დგას სამი მამაკაცი და იქვე ორი მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ ერთმანეთში საუბრობენ. ცალკე მდგომი სამი მამაკაციდან კამერიდან მარცხენა მხარის დგას მაღალი მამაკაცი მუქი ფერის თეთრზოლებიანი ფეხსაცმლით, მის წინ დაგს მთლიანად მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი და მის გვერდით დგას ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი. 01:43:58 საათზე მაღალი მამაკაცი მარჯვენა ხელს უ--ნ გასწევს, რა დროსაც მის გვერდით მდგომი ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი უ--ნ იხევს. ამ დროს ცალკე მდგომი ორი მამაკაციდან ერთერთი, რომელსაც აცვია ღია ფერის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი, მიდის მაღალ მამაკაცთან, რომელსაც მარჯვენა ხელი ჯერ კიდევ გვერდზე აქვს გაწეული, მარცხენა ხელს ჰკიდებს მარჯვენა ხელში და დგება მღალ მამაკაცსა და დანარჩენ სამ მამაკაცს შორის. ღია ფერის შარვალში და თეთრძირიან ფეხსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ზურგით დგას მაღალი მამაკაცისკენ, ორივე ხელი უ--ნ აქვს გაწეული და თითქოს ცდილობს ხელები დაუ--ვოს მაღალ მამაკაცს, რითაც სავარაუდოდ კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობს. ჩანაწერი გრძელდება (01:44:22 საათზე) . კადრში ჩანს რომ მამაკაცები ჩხუბობენ და ერთმანეთს ურტყამენ. მათ გამოეყო ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც უ--ნ იხევს და ოდნავ მოშორებით ჩერდება. მამაკაცს ხელები აქვს გაშლილი, ოთხი მამაკაცი აგრძელებს ჩხუბს ერთმანეთში. 01:44:27 საათზე მთლიანად მუქი ფერის ტანსცმელში ჩაცმული მამაკაცი უ--ნსვლით იხევს უ--ნ და გარბის მარცხენა მხარეს, მას უ--ნ მისდევს მაღალი მამაკაცი, რომელსაც ფეხსაცმელზე თეთრი ზოლები აღენიშნება, 01:44:28 საათზე კადრში რჩება ღია ფერის შარვალში ჩაცმული ცალკე მდგომი მამაკაცი, რომელსაც აცვია ღია ფერის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი და მუქი ფერის ტანსაცმელში და თეთრ ფეხსაცმელში ჩაცმული მამაკაცი. მამაკაცს თეთრძირიანი ფეხსაცმლით ორი ორივე ხელი აქვს გაშლილი, განზე გაწეული და სავარაუდოდ რაღაცას ეუბნება მის წინ მდგომ თეთრფეხსაცმლიან მამაკაცს და ცალკე მდგომ ღიაფერის შარვლიან მამაკაცს. 01:44:29 საათზე თეთრფეხსაცმლიანი მამაკაცი სირბილით იწყებს სვლას მის წინ ოდნავ მოშორებით მდგომი მამაკაცისკენ, რომელსაც აცვია ღია ფერის შარვალი თეთრძირიანი ფეხსაცმელი, ეს უ--ნასკნელი გარბის იმავე მიმართულებით რა მიმართულებითაც გაიქცა ორი მამაკაცი. მათ უ--ნ აუჩქარებელი ნაბიჯით მიჰყვება ღია ფერის შარვალში ჩაცმული ცალკე მდგომი მამაკაცი და 01:44:34 საათზე კადრიდან გადის. 01:44:39 საათზე მარცხენა მხრიდან კადრში ისევ შემოდის თეთრფეხსაცმლიანი მამაკაცი, რომელიც ოდნავ იხრება და ანელებს სვლას. მას უ--ნ მოჰყვება მაღალი მამაკაცი თეთრზოლებიანი ფეხსაცმლით. ჩანაწერის 01:44:41 საათზე კადრში კარგად ჩანს რომ მამაკაცის მარჯვენა ხელში სავარაუდოდ, რომელსაც აცვია თეთრზოლებიანი ფეხსაცმელი, რაღაც საგანი შუქს ირეკლავს, სავარაუდოდ მას დანა უჭირავს ხელში. 01:44:43 საათზე ჩანაწერი დასრულდა.
ჩანაწერი გრძელდება 01:44:43 საათზე. 01:44:44 საათზე კადრში ჩანს მარცხენა მხრიდან სირბილით მომავალი ღია ფერის შარვლიანი მამაკაცი, რომელიც შეუჩერებლად გადის კადრიდან. ამ დროს კამერის მარჯვენა მხრიდან 01:44:47 სთ-ზე კადრში ისევ შემოდის თეთრფეხსაცმლიანი მამაკაცი, რომელიც ჩერდება ოდნავ მოშორებით მდგომ ავტომობილთან. 01:45:00 საათზე მარცხენა მხრიდან კადრში შემოდის და მარჯვენა მხარეს სირბილით მიემართება ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი თეთრძირიანი ფეხსაცმლით, ხოლო მას უ--ნ ასევე სირბილით მიჰყვება მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი. ჩანაწერი დასრულდა 01:45:16 საათზე.
ჩანაწერი გრძელდება 01:46:19 საათზე. მარჯვენა მხრიდან ჩანაწერის 01:46:25 საათზე კადრში შემოდის ღია ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი და სირბილით მიერთება იმ მხარეს, რომელ მხარესაც თეთრფეხსაცმლიანი მამაკაცი გავიდა კადრიდან. 01:46:33 საათზე კამერის მარჯვენა მხრიდან ასევე სირბილით შემოდის მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი და ისიც იმ მიმართულებით გადის კადრიდან, სადაც თეთრფეხსაცმლიანი მამაკაცი. 01:46:39 საათზე კადრში შემოდის კიდევ ორი პიროვნება. ჩანაწერი დასრულდა 01:46:39 საათზე.
ჩანაწერი იწყება 01:46:52 საათზე. 01:47:03 საათზე კამერის მიმართულებით სირბილით მიდის ორი პოლიციის ფორმიანი მამაკაცი და მარჯვენა მხარეს გადიან კადრიდან. ჩანაწერი დასრულდა 01:47:21 საათზე.
ექსპერტმა მა------------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.38. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეო ჩანაწერებით, მისი დათვალიერების ოქმებით, დამოუ-იდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ა-–------------ს“ 2018 წლის 14 მარტის დასკვნით, მოწმეების - მა------------–---–---–ის, ლე---------–---–ისა და ბრალდებულ თა--------------ის ჩვენებებით არ დასტურდება ბრალდებულ თა--------------ის უდანაშაულობა, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს (შესაძლოა ჩანაწერები არც წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს, თუმცა ცხადია, რომ არც ბრალდებულის გამამართლებელია). აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს მხოლოდ განვითარებული კონფლიქტის ნაწილი და არ ჩანს მისი შემდგომი განვითარება, როდესაც უშუალოდ განხორციელდა ნი------–-----ის დაჭრა. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმებში ასევე ექსპერტიზის დასკვნაში გამოთქმულია სავარაუდო მოსაზრებები, მათ შორის დანის სავარაუდოდ გაელვება, რაც ვიდეო ჩანაწერის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად კიდევ უფრო სათუო გახდა. გაურკვეველია და ვიზუალურად არ ჩანს რა ირეკლავს გაქცევის დროს შუქს, მაგალითად დანა, თუ სხვა ნივთი: საათი, მობილური ტელეფონი, მეტალის ღილი, სამაჯური ან სხვა საგანი. ექსპერტიზის დასკვნაში და დათვალიერების ოქმებში არსებული განმარტებები ვიდეო ჩანაწერში დანის არსებობის თაობაზე მთლიანად არის სავარაუდო (ვიზუალურად ნათლად არ აღიქმება) და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. რაც შეეხება ბრალდებულ თა--------------ის ჩვენებას, არსებითად წინააღმდეგობაშია ისეთ უტყუარ მტკიცებულებასთან, როგორიც არის გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ასევე მოწმეების - ალ--------------------ის, გუ------------–--ისა და გი--------------–---–ის ჩვენებები. ექსპერტმა ნა----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური გენეტიკური პროფილი და იმის ალბათობა, რომ ერთი ადამიანის გენეტიკური პროფილი დაემთხვეს მეორისას, კატეგორიულად გამორიცხა. ბრალდებულის მიერ დასახელებული გარემოებები და დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია არ არის მყარი და დამაჯერებელი, იმ პირობებში, როდესაც დანაშაულის იარაღზე - დანის ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ ბრალდებულის, ხოლო დანის პირზე მხოლოდ დაზარალებულის გენეტიკური პროფილი (არ არის შერეული), ბრალდებულის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ასევე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი, ხოლო პოლიციის თანამშრომლები დეტალურად აღწერენ თა--------------ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევის, მისი შეჩერებისა და მისი გაქცევის ადგილის სიახლოვეს დანაშაულის იარაღის ამოღების ფაქტებს (ამ მიმართულებით სხვა კონფლიქტში მონაწილე არ გაქცეულა). ბრალდებულს რაიმე გონივრული განმარტება თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მისი გენეტიკური პროფილი დანის ტარზე, არ გაუ-ეთებია. მოწმე ლე---------–---–ის ჩვენება ეხება მხოლოდ ჩხუბის პი-----– ეპიზოდს (არ ფლობს ინფორმაციას ჩხუბის მეორე მონაკვეთთან დაკავშირებით) და ადასტურებს, რომ თა--------------ეს დაზარალებულისთვის (გი-----------–----ისთვის) არ დაურტყამს, მხოლოდ აშველებდა.
3.39. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში ქ. თბილისში, დ------------ში, მ-----------ალის მე-5- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი მხრივ თა--------------ეს, მის მეგობარს ვინმე გი-------, ლე---------–---–სა და მეორე მხრივ გი-----------–----ეს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს, თუმცა ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი რადიკალურად განსხვავებულად აღწერს რა მოხდა პი-----–ი კონფლიქტის დროს, ვინ დაარტყა გი-----------–----ეს და თავის არეში ვინ მიაყენა დაზიანებები. თავად დაზარალებულ გი-----------–----ის ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ თავდამსხმელის სახეზე წვერის არსებობითა და მისი სიმაღლით ახდენს სავარაუდო თავდამსხმელის იდენტიფიცირებას და, ამასთან, დამაჯერებლად ვერ აღწერს ძირს დაცემის შემდეგ ვინ ურტყამდა, სხეულის რომელ მიდამოებში, ვისი დარტყმის შედეგად მიიღო დაზიანება და სამივე პირი იღებდა თუ არა მის ცემაში მონაწილეობას. ამდენად, ამ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ვინ მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება გი-----------–----ეს. რაც შეეხება მეორე კონფლიქტს, მიუხედავად გი-----------–----ის მიერ თავდამსხმელთა ზუსტი იდენტიფიკაციის შეუძლებლობისა, ნათელია (დაზარალებულები მიემართებიან შემთხვევის ადგილისკენ და მათ დანახვაზე, ბრალდებული და მისი თანმხლები პირი მიდიან დაზარალებულების მიმართულებით და გრძელდება ჯერ საუბარი, ხოლო შემდეგ კონფლიქტი), რომ მეორე კონფლიქტი ცალსახად არის პი-----–ი კონფლიქტის გაგრძელება, რა დროსაც თა--------------ემ დანით მიაყენა ჭრილობა ნი------–-----ეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
3.40. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ნაწილობრივ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა თა--------------ის მიერ ნი------–-----ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, ხოლო უტყუარად ვერ დაადასტურა თა--------------ის მიერ გი-----------–----ისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
3.43. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულების ჩვენებები არ მიუთითებენ თა--------------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, ხოლო ვიდეოჩანაწერები, მათი დათვალიერების ოქმები და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას, აღნიშნულზე სასამართლომ ზემოთ იმსჯელა ამ მტკიცებულებების შეფასების ნაწილში და განმეორებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
4.2. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა თა--------------ის განზრახვა ნი------–-----ის სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
4.3. ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხეხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული თა--------------ის მიერ ლუ-- გო–-----ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს თა--------------ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირად ძალიან რთულია ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა, რის გამოც პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის ყველა დეტალს. ლ. მ-ს საქმეზე (იხ. სუსგ №227აპ-16) პალატამ აღნიშნა, რომ ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გაანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. ზემოაღნიშნული საქმეზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2011 წლის 25 ივლისის 252აპ-11 და 2016 წლის 29 სექტემბრის #227აპ-16 განაჩენებში, რომელიც შეეხება მოცემული საქმის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა 117-ე მუხლზე.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ თა--------------ეს ჰქონდა ნი------–-----ის მოკვლის განზრახვა, კერძოდ: დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში ერთი მხრივ გი-----------–----ესა და მეორე მხრივ თა--------------ეს, მის მეგობარ გი-------ა და ლე---------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს (კონფლიქტის ზუსტი განვითარება ვერ დგინდება) და წარმოადგენდა მეორე კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს (აღნიშნული გამორიცხავს თა--------------ის ქმედებაში ხულიგნური ქვენაგრძნობის არსებობას). უტყუარად დადგენილია, რომ კონფლიქტი გრძელდებოდა დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში, ხოლო თა--------------ეს ნი------–-----ის მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ობიექტურად შეეძლო პოლიციის გამოჩენამდე განეხორციელებინა დანით არაერთი დარტყმა, ნი------–-----ისათვის მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები (მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ან მსუბუქი ხარისხის), რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში. საწინააღმდეგოდ სახეზე გვაქვს ერთი მცირე ზომის ჭრილობა, რომელიც მართალია ხარისხობრივად მიაკუთვნება მძიმე ხარისხს, მაგრამ მისი ლოკალიზაციიდან (მუცლის ქვედა ნაწილი), ზომიდან (1.5.X0.5 სმ.) და ფორმიდან (ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე) გამომდინარე, დანის არაერთხელ დარტყმის შესაძლებლობის არსებობის პირობებში უტყუარად არ მიუთითებს თა--------------ის განზრახვაზე მოეკლა ნი------–-----ე, მით უფრო, რომ დაზარალებულები პირველი კონფლიქტის შემდეგ თვითონ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, რამაც გარკვეულწილად კონფლიქტის გაგრძელება განაპირობა. მართალია ჩხუბის დასრულების მიზეზი გახდა პოლიციის გამოჩენა, თუმცა კონფლიქტის გაგრძელების ხანგრძლივობიდან გამომდინარე (4-5 წუთი), თა--------------ეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და არაერთხელ დაერტყა დანა ნ--- გ--–--------თვის, რაც ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.
4.8. გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ------------ის მ-----------ალში, მე-5- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, თა--------------ემ დანის ერთხელ დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ნი------–-----ეს, შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა (თა--------------ის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმა) და დამდგარ შედეგს (ნი------–-----ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თა--------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდება დაკვალიფიცირებული 19,108-ე მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პი-----– ნაწილზე.
4.9. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულ თა--------------ის მიერ გი-----------–----ისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენება (უტყუარად ვერ დადგინდა ვინ, როგორ, როდის და რა ვიტარებაში მიაყენა დაზიანება), რის გამოც თა--------------ე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1--–- ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც თა--------------ეს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს თა--------------ის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ თა--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების - თა--------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (თა--------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (2017 წლის 2 ნოემბერს, ბრალდებულმა ნი------–-----ეს დანა დაარტყა მუცლის არეში) ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას დანის გამოყენებით ნი------–-----ესთვის მიეყენებინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებული არის სტუდენტი, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ საქმეში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/ნი------–-----ისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება).
5.7. ამდენად, განაჩენის 5.5. და 5.6. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ თა--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1--–- ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ასევე ასფალტის ანატეხები, თა--------------ის ხელის ანაწმენდები, თა--------------ის ნერწყვის ნიმუში, ნი------–-----ის სისხლის ნიმუში და გი-----------–----ის ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ თა--------------ისა და ნი------–-----ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
§ დისკები, ნი------–-----ისა და გი-----------–----ის ჯანმრთელობის ისტორიები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თა--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
2. თა--------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1--–- ნაწილზე.
3. თა--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1--–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. თა--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 9 თებერვლიდან.
5. თა--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ასევე ასფალტის ანატეხები, თა--------------ის ხელის ანაწმენდები, თა--------------ის ნერწყვის ნიმუში, ნი------–-----ის სისხლის ნიმუში და გი-----------–----ის ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ თა--------------ისა და ნი------–-----ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
§ დისკები, ნი------–-----ისა და გი-----------–----ის ჯანმრთელობის ისტორიები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი