განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002540507
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/3----18

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა--------ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- გ--–-- ძე ი-----–---–ი დაბადებული 1----–-–------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------ში,ადვოკატი - შ--–-- ხ---------ძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით;

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2017 წლის დეკემბერში, დაახლოებით თვის ბოლო რიცხვებში ქ.თბილისში, გ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- ი-----–---–მა მეუღლის ს-----------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 29 მაისს ქ.თბილისში, გ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- ი-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის - 9 წლის მ------ ი-----–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ძლიერად უჩქმიტა მარცხენა ფეხის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ს-----------–--ე და გ------- ი-----–---–ი 11 წელია არიან მეუღლეები და ჰყავთ 9 წლის შვილი მ------ ი-----–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 29 მაისამდე გ------- ი-----–---–ი ქ.თბილისში, გ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლის - ს-----------–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის მ------ ი-----–---–ის თანდასწრებით და არასრულწლოვანი შვილის მ------ ი-----–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ს-----------–--ის და მ------ ი-----–---–ის ტანჯვას იწვევდა.

 

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.

 

გ------- ი-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე სრულად შეესაბამება არა მარტო სასამართლო - სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე ს-----------–--ის, მ------ ი-----–---–ის, დ-------- ძ-------ის და თ-----------–---ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ გ------- ი-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

გ------- ი-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას. გ------- ი-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ი-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოდ გ------- ი-----–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

გ------- ი-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 07 ივნისიდან - 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გ------- ი-----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/