განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100115747931
№1/64-15
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
26 ნოემბერი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - მ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ-------- ჭ--------–---–ი
ბრალდებული: ა-–---- ღ-----–---–ი
მამის სახელი: ე-–------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ბ--–---ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ბ--–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუელაბას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2013 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისი-ბ------–--ე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 6---------–--------ზე თბილისიდან ბ------–--ის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ვაზ-2106“ სახელმწიფო ნომრით A------, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-–---- ღ-----–---–ი.
2. საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას ა-–---- ღ-----–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა „ოპელ-ფრონტერას“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით S------, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ-----–---- ბ-----–---–ი.
3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებით ავტომანქანა „ვაზ-2106-ის“ მგზავრი გ---- ბ-------ე 23.11.2013 წელს გარდაიცვალა.
სასამარლომ დაადგინა.
4. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულს - ა-–---- ღ-----–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით წარდგენილი ბრალდება და იგი უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
5. ბრალდებულმა ა-–---- ღ-----–---–მა გამოიყენა დუმილი და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
6. მოწმემ დაზარალებულმა ნ-----–---- ბ-----–---–მა განმარტა, რომ ავარიის თაობაზე მას არაფერი არ ახსოვს.
7. მოწმის დ----- გ---–-----მა აჩვენა, რომ მუშაობს ე------------------------–----------ს, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე ორჯერ ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზა. პირველად მან ბ---------ის საჯარიმო ავტოსადგომზე გამოიკვლია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები, ექსპერტ თ-------ის თანდასწრებით დაათვალიერა შემთხვევაში მონაწილე ორივე ავტომობილი და მათზე არსებული დაზიანებები. მან უშუალოდ დაათვალიერა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი, შეისწავლა საქმის მასალები, მოწმეთა ჩვენებები, უშუალოდ მძღოლების ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ავტომობილებზე არსებული დაზიანებების მიხედვით, მათ შორის შეჯახების კუთხის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი არ შეიძლება ისე განვითარებულიყო, როგორც ამას შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა „ვაზ-2106-ის“ მძღოლი თავის ჩვენებაში განმარტავდა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, შეიძლება განვითარებულიყო ისე, როგორც ამას განმარტავდა შემთხვევაში მონაწილე „ოპელ ფრონტერას“ მძღოლი. აქედან გამომდინარე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ვაზ-2106-ის“ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს კანონის 27.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონტრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. რაც შეეხება „ოპელ ფრონტერას“ მძღოლის მოქმედებას მასზე არ იყო დამოკიდებული მოცემული საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.
8. მანვე პროკურორის შეკითხვაზე დეტალურად განმარტა, ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები და მექანიზმი. ავტომობილების „ოპელ ფრონტერას“ და „ვაზ-2106-ის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა წინა მარჯვენა ნაწილებით, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 10 გრადუსს, რომელიც შემდგომ იზრდებოდა. ავტომობილების „ოპელ ფრონტერას“ და „ვაზ-2106-ის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ბ------–--ე-თბილისის (ოპელ ფრონტერას) სამოძრაო ზოლში. შეჯახების მომენტში ავტომობილი „ვაზ-2106“ მთლიანად იყო გადასული და მოძრაობდა საპირისპირო (ოპელ ფრონტერას) მოძრაობის ზოლში. მანვე დეტალურად აღწერა, მოცემული დაზიანენებიდან გამომდინარე, თუ რატომ ვერ დაარღვევდა „ოპელ-ფრონტერა“ კანონს. შეჯახების შემდეგ „ვაზ-2106“ ავტომანქანა ძირითადად საპირისპირო მოძრაობის ზოლშია, ხოლო „ოპელ-ფრონტერა“ ძირითადად თავის სამოძრაო ზოლშია მოთავსებული, მხოლოდ წინა ნაწილი აქვს საპირისპირო მოძრაობის ზოლში. შეჯახების შემდეგ ავტომანქანების განლაგება მან გამოთვალა სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, გაითვალისწინა მანქანების მდებარეობა, სიმძიმის ცენტრი, მანქანებზე არსებული დაზიანებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია „ვაზ-2106“ ავტომანქანის მძღოლმა. მანქანებზე არსებული დაზიანებების მხედველობაში მიღებით, რომ ორივე მანქანას დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარე, „ოპელ-ფრონტერა“ უნდა გადასულიყო „ვაზ-2106-ის“ სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს ან გვერდითა მხრიდან უნდა ამოსულიყო, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
9. მანვე განმარტა, რომ მართალია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია გზაზე არსებული ნაკაწრი, თუმცა მას ნაკაწრით არ უსარგებლია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
10. მანვე აჩვენა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მართალია გზა გადარეცხეს, ჩამონაყარი შეიცვალა, მიუხედავად ამისა, მისი დასკვნა კატეგორიულია. მასზე გავლენა არ ქონია წინა დასკვნებს და მან უშუალოდ გამოიკვლია ყველა დეტალი და ისე გასცა დასკვნები. (იხ. სხდომის ოქმი, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1-ს.ფ. 290-295, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1-ს.ფ. 313-316)
11. მოწმის გ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------–-------–-–-------------------ის პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში კ------- კ---------–თან ერთად და ბ------–--იდან კ-------ამდე პატრულირებდა. მათ ბ------–--ესთან შენიშნეს „ოპელ ფრონტერა“, რომელმაც არასწორი მანევრით გაასწრო მიკროავტობუსს, შედეგად მან „სპრინტერს“ მიკროავტობუსს დააკარგვინა ორიენტაცია და გადავიდა მარჯვენა მხარეს, რომ შეჯახება აერიდებინა თავიდან. ისინი „ოპელ ფრონტერას“ გაეკიდნენ რომ გაჩერებულიყო, მაგრამ მძღოლი არ რეაგირებდა, კვლავ ასწრებდა მანქანებს, აკეთებდა არასწორ მანევრებს. მათ სხვა ეკიპაჟს გადასცეს, ამის თაობაზე, მაგრამ „ოპელ ფრონტერა“ მათაც არ დაემორჩილა. შემდეგ ისეთი დიდი ნაკადი იყო მანქანების, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად გაჩერდნენ, რადიოსადგურით გადასცეს „ოპელ ფრონტერას“ დაკავების თაობაზე, თვითონ უკან დაბრუნდნენ და კ-------ის წყალთან გაჩერდნენ. ამ დროს ოცმეთაურმა დაურეკა, რომ სოფელ ვ--------თან მოხდა ავარია და მისულიყვნენ. ისინი როდესაც გასცდნენ ბ---------ს, სანამ ვ--------თან მივიდოდნენ, საცობის გამო გზა ვერ გააგრძელეს, გააჩერეს მანქანა და დაახლოებით 200 მერტი მოუწიათ ფეხით გავლა, შემთხვევის ადგილამდე. ადგილზე, დახვდათ ორი მანქანა, ის „ოპელ ფრონტერა“ რომელიც მათ არ დაემორჩილა და „ვაზ-2106“. „ოპელ ფრონტერა“ გადაბრუნებული იყო გვერდზე მარჯვენა მხარეს, პირით ბ------–--ის მიმართულებით, ხაზთან, ხოლო „ვაზ 2106“ იდგა გვერდულად პირით თბილისის მიმართულებით, ხოლო უკანა ნაწილი იყო ბ------–--ის მიმართულებით მოძრავ სავალ ნაწილში. ჩამონაყარი იყო მთლიან წყვეტილ ხაზთან ორივე მხარეს გაშლილი, გაფანტული. მისვლისას ვერ დაადგენდა ზუსტად სად იყო შეჯახების ადგილი. ძალიან ბევრი ხალხი იყო, ორივე მანქანიდან გადმოყვანილი იყვნენ მგზავრები, მათ სასწრაფო და ასევე სახანძრო გამოიძახეს, რადგან ზეთი და საწვავი იყო დაღვრილი. იკითხეს მძღოლები და იქ მყოფმა უთხრა, რომ „ოპელ ფრონტერას“ მძღოლი წასული იყო შემთხვევის ადგილიდან. ვინაიდან, „ოპელ ფრონტერას“ მძღოლი იყო დაბნეული, სისხლიანი, არაადექვატური, შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს გამომძიებელთან. მეორე მანქანის მძღოლი იყო ღ-----–---–ი. იქ იმყოფებოდნენ თვითონ, თავისი მეწყვილე, გამომძიებელი და განყოფილების უფროსი. ბევრი ხალხი იყო და ეს ოთხი ვერ ახერხებდა მათ დაშოშმინებას. მოვიდა სასწრაფოც. ვინაიდან, საწვავი დიდ ტერიტორიაზე იყო დაღვრილი და რამდენიმე ცისტერნაც იყო გაჩერებული, საფრთხე იქმნებოდა, რომ ცეცხლი გაჩენილიყო, აალებულიყო და განყოფილების უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახანძროს გადაერეცხა გზა. გადარეცხვის შემდეგ, მხოლოდ ჩამონაყარი შეიცვლიდა ადგილს, დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩებოდა. იქ ორჯერ მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, ვინაიდან „ვაზ 2106-ის“ მარკის ავტომანქანაში 4-5 ადამიანი დაზიანდა. ერთი მძიმედ იყო და პირველმა სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. მისვლისას, მანქანებიდან ხალხი უკვე გადმოყვანილი იყო, გადმოყვანისას მანქანებმა შეიცვალეს თუ არა მდებარეობა, ეს არ იცის, ვინაიდან, მანქანიდან მგზავრების გადმოყვანას არ ესწრებოდა. შემდეგ მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა სხვა ავარია, ამიტომ დატოვა შემთხვევის ადგილი.
12. მოწმის კ-----–---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლიდან მუშაობს საპატრულო პოლიციის ჩ--–-----ის განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სოფელ მ--------–თან წერდა საჯარიმო ქვითარს. ამ დროს დაურეკა უფროსმა და უთხრა, რომ სოფელ ვ--------თან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ ვერ წავიდნენ, რადგან ქვითარს ადგენდნენ. ამიტომ სხვა ეკიპაჟი გაიგზავნა და თვითონ მოგვიანებით წავიდნენ. როდესაც მივიდნენ, საცობი იყო ბ---------ის გასასვლელიდან მოძრაობა იყო დაკეტილი. ფაქტობრივად ვერ მივიდა შემთხვევის ადგილამდე და დაახლოებით 200 მეტრში გაჩერდა, მოძრაობას არეგულირებდა. მოძრაობა ორივე მხრიდან დაკეტილი იყო, მოძრაობა ოთხ ზოლში კეთდებოდა. დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად. როდესაც მივიდა, დაინახა, ამოტრიალებულ „ოპელ ფრონტერა“, ხოლო „ვაზ 2106“ იდგა ჩვეულებრივ. როგორც შორიდან აღიქვა შეჯახება მარჯვენა მხარეს მოხდა. „ვაზ-2106“ ცხვირი ბ---------ის მხარეს ჰქონდა და ჯიპის სავალ ზოლში იდგა, ხოლო ჯიპს ცხვირი საპირისპირო, კახეთიდან თბილისის მიმართულებით ქონდა და მარჯვენა მხარეს იყო გადაბრუნებული იყო. მას დაშავებული ხალხი და მძღოლები არ უნახავს, ვინაიდან, გვიან მივიდა შემთხვევის ადგილზე. იქ იყო სახანძრო სამსახური. მშრალი ამინდი იყო. მისვლისას გზის სავალი ნაწილი სველი იყო, ვინაიდან, ხანძრის გაჩენის ალბათობის გამო, გზა გადარეცხილი იყო.
13. მოწმის ა------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2005 წლიდან მუშაობს სახანძრო სამსახურში მეხანძრე-მაშველად. 2013 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში და შეტყობინება მიიღეს, რომ შეჯახება მოხდა სოფელ ვ--------თან. ვინაიდან, ბევრი მანქანა იყო გაუჭირდათ შემთხვევის ადგილამდე მისვლა. სასწრაფოს ხალხი მიჰყავდა. „ოპელი“ და „ვაზ-2106“ იყო შეჯახებული. შემთხვევის ადგილზე საწვავი იყო დასხმული და იყო ხანძრის გაჩენის საშიშროება. შემთხვევაში მონაწილე მანქანები იყვნენ თბილისის მიმართულებით სავალ ზოლში. ჯიპი მარჯვენა მხარეს იყო გადატრიალებული, ხოლო მეორე მანქანა ღერძულა ხაზთან ახლოს იდგა. გზაზე ხორბალი იყო მოფანტული. ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და შესაძლოა ვინმეს სიგარეტი გადაეგდო და ხანძარი გაჩენილიყო. ამიტომ საპატრულო პოლიციის დავალებით გადარეცხეს გზა.
14. მოწმის ე----- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---- ღ-----–---–ი ბიძამისია და მასთან აქვს კარგი დამოკიდებულება. გარდაცვლილი გ---- ბ-------ე მამამისი იყო. 2013 წლის 22 ნოემბერს ბიძამ ა-–---- ღ-----–---–მა ჩააკითხა თბილისში, რომ კახეთში ჩაეყვანა. ბიძამ მსუბუქი მანქანით წამოიყვანა, საჭესთან ა-–---- ღ-----–---–ი იჯდა. ხშირი მოძრაობა იყო. უცებ დაინახეს, რომ კოლონას გამოეყო საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა და მხოლოდ ფარების შუქი ახსოვს. ა-–---- ღ-----–---–მა დაიძახა, რას შვებოდა. ყველამ წამოიყვირა. ეს მანქანა შეეჯახა მათ. ფანჯრების მსხვრევის ხმა ახსოვს და მეტი არაფერი. მძღოლის გვერდით გ---- ბ-------ე იჯდა, თვითონ გ---- ბ-------ის უკან, მის გვერდით მისი ძმა გ------- ბ-------ე, დედა ი---- ბ-------ე და მისი და თ----- ბ-------ე. მან ეს ყველაფერი საავადმყოფოში აღიდგინა. ბუნდოვნად ახსოვს, როგორ გადმოიყვანეს მამამისი. ვინც დაეჯახა ის მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ყავდათ და არ უშვებდნენ. მან შეჯახებისას გონება დაკარგა და როდესაც გადმოიყვანეს მანქანიდან, მაშინ მოვიდა გონზე. მას თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, სერიოზული დაზიანება არ ჰქონია. დედამისიც მსუბუქად იყო დაზიანებული, ხოლო მამამისი გ---- ბ-------ე მძიმედ იყო და საავადმყოფოში მიყვანის მერე გარდაიცვალა.
15. მისივე განმარტებით ვერც ერთი გამოცდილი მძღოლი ვერ აიცილებდა ამ შემთხვევას, მანქანა, რომელიც მათ შეეჯახა იმდენად იყო გამოყოფილი კოლონას, რომ მათ სამოძრაო ზოლში იყო გადმოსული და მოხდა შეჯახება. მეორე მძღოლი, როგორც მერე გაიგო, ნ-----–---- ბ-----–---–ი იყო. ამ ადამიანის ნათესავები იყვნენ საავადმყოფოში მათთან და დახმარებას პირდებოდნენ.
16. მოწმის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ი---- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---- ღ-----–---–ი მისი ძმაა. გარდაცვლილი გ---- ბ-------ე მისი მეუღლე იყო. 2013 წლის 22 ნოემბერს, საღამოს მის ძმას „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით მიჰყავდა კახეთში. საჭესთან მისი ძმა იჯდა, გვერდზე მისი მეუღლე ეჯდა, ხოლო თვითონ უკან იჯდა. შეჯახება მოხდა სოფელ ვ--------თან. თვითონ კ-------ის მიმართულებით მიდიოდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი კოლონიდან გამოეყო მანქანა. ფარებანთებული და გამდოვიდა მათ სამოძრაო ზოლში. მისმა ძმამ მხოლოდ ერთი თქმა მოასწრო და მოხდა შეჯახება. მან შემთხვევით გამვლელს სთხოვა შველა, მანქანა გაასწორეს, რომ მისი მეუღლე გადმოეყვანა. ამ პიროვნებამ დახმარება შესთავაზა მათ. საავადმყოფოშიც მიყვა. ყველას გონება ჰქონდა დაკარგული, მხოლოდ თვითონ იყო გონზე. შემდეგ პატრული მივიდა. სასწრაფოშიც თვითონ დარეკა. პატრულის თანამშრომლებმა მანქანის მძღოლს, ვინც მათ დაეჯახა ხელბორკილები დაადო. ის მძღოლი არაადექვატური იყო. დარწმუნებულია მთვრალი იყო. მისი მეუღლის მდგომარეობა, როდესაც დამძიმდა თბილისში გადმოიყვანეს. ამ პიროვნების ნათესავები, დახმარებას პირდებოდნენ. ერთ დღეს, როდესაც თვითონ საავადმყოფოში არ იყო, ამ ადამინის შვილმა მისი მეუღლის ნათესავს ფული მისცა.
17. მისივე განმარტებით, მისი ძმა უდანაშაულოა. იგი ნელი სიჩქარით მოძრაობდა. მეორე მანქანა როდესაც დაეჯახა, უკუსვლით წავიდა მათი მანქანა და ამოტრიალდნენ. მისმა ძმამ მუხრუჭიც იხმარა. შემდეგ მათმა მშველელმა ბიჭმა მანქანის უკანა მინა ჩაამსხვრია და ე---- გადაიყვანა. შემდეგ ყველანი ამოიყვანეს. თვითონ როგორც კი გადმოვიდა, ფეხზე დადგა. მას ტვინის შერყევა ჰქონდა, საავადმყოფოში არ წოლილა თვითონ. მხოლოდ იმ პირველ დღეს. მას მოტეხილობა არ ქონდა. მის ძმას ჰქონდა მოტეხილობები. მის შვილებსაც ჰქონდათ დაზიანებები, მაგრამ მძიმე არა.
18. მანვე განმარტა, რომ მეორე მანქანა მთლიანად იყო მათ ზოლში გადმოსული და ისე შეეჯახა. იქ მყოფ ხალხს მან გაასწორებინა ძმის ავტომანქანა, რომ მისი მეუღლე გადმოეყვანათ. მეორე მანქანაზე იდო საწვავი და ხორბალი. შეჯახების დროს საწვავი დაიღვარა და ხორბლი მიმოიფანტა, ასვევ მისი ძმის მანქანის საწვავის ავზიც დაზიანებული იყო.
19. მანვე განმარტა, რომ სანამ პოლიცია მოვიდა, მანამდე მოძრაობა შეუფერხებელი იყო.
20. ადვოკატის შეკითხვაზე, განმარტა, რომ დაირღვა მისი როგორც დაზარალებულის უფლებები.
21. მოწმის თ----- ბ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---- ღ-----–---–ი მისი ბიძაა, ხოლო გარდაცვლილი იყო მამამისი. 2013 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში ბიძის, ა-–---- ღ-----–---–ის ავტომანქანით, წავიდნენ თბილისიდან კახეთის მიმართულებით. მძღოლის გვერდზე მამამისი, გ---- ბ-------ე იჯდა. უკან თვითონ, დედა, ი---- ბ-------ე, მისი და, ე---- ბ-------ე და ძმა, გ------- ბ-------ე ისხდნენ. თვითონ ზუსტად მძღოლის უკან იჯდა. მოულოდნელად მათ გზაზე გადავიდა მანქანა, შუქებს ანათებდა და უცებ შეეჯახა მათ. თვითონ გაითიშა, გონზე რომ მოვიდა მიწაზე იწვა. დედას ჰკითხა მამა სად იყო, როდესაც გაიგო, მივიდა მამასთან და მასთან ერთად იყო. შემდეგ საავადმყოფოში რომ წაიყვანეს, ბიძასთან ერთად იყო. ყველა იწვა, თვითონ იყო გონებაზე. იქ მიიყვანეს ის კაცი, ვინც მათ დაეჯახა. ძლივს აკავებდნენ, არაადექვატურად იქცეოდა, სახლში გაშვებას ითხოვდა და ორი პოლიციელი აკავებდა. ფიქრობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
22. მისივე განმარტებით, მას არაფერი ახსოვს, არც ის ახსოვს დაამუხრუჭეს თუ არა. მხოლოდ იმაშია დარწმუნებული, რომ მათ სავალ გზაზე შეეჯახა ავტომანქანა ჯიპი. ბიძამისი ძალიან ნელა მიდიოდა. ორივე მანქანა, კახეთისკენ მიმავალ გზაზე იყო გაჩერებული. ირგვლივ სულ შუშები ეყარა. რაღაც ყვითელიც ეყარა, ზუსტად არ იცის რა იყო.
23. ავარიის მეორე დღეს უფრო ცუდად გახდა, ტვინის შერყევა ჰქონდა, მის დასაც. დედამისს ფეხები ჰქონდა დაზიანებული.
24. მოწმის ს---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს-----------------–-----------------------ოში მძღოლის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 ნოემბერს იყო მორიგე, როდესაც 112-ით შევიდა შეტყობინება. ბნელოდა, ბ---------ის მიმართულებით სოფელ ვ--------თთან იყო გამოძახება. თვითონ მძღოლია და არ უკითხავს რატომ გამოიძახეს. მხოლოდ მისამართი იკითხა. როდესაც მივიდნენ იყო ავარია და ოცმეთაურის ბრძანების გადარეცხეს დაღვრილი საწვავი.
25. მისივე განმარტებით ორი მანქანა იყო შეჯახებული. ერთი ჯიპი და მეორე „ჟიგული“. იქ იყო პატრულის მანქანები და თანამშრომლები. ადგილი იყო ლენტით შემოხაზული. ჯიპი გადაბრუნებული იყო კახეთის მხარეს. გზაზე, მარცხენა მხარეს, შუშები ეყარა.
26. მოწმის ზ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საგარეჯოს სამაშველო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, შეატყობინეს ავარიის შესახებ და გზა უნდა გადაერეცხათ. მისი სამსახურიდან გავიდა მანქანა, თვითონ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე. გადმოცემით იცის, რომ „ოპელის“ და „ჟიგულის“ მარკის მანქანები იყო შეჯახებული. თანამშრომლებისგან გაიგო, რომ საწვავი იყო დაღვრილი და ის გადარეცხეს.
27. მოწმის ი-----–- ს-------ის ჩვენებითა და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს შ--------------------------–--------------------------------–--ში ექსპერტის თანამდებობაზე. მან ექსპერტ დ----- გ---–-----თან ერთად მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიურ ექსპერტიზაში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ოპელ ფრონტერას“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება.
28. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში „ვაზ -2106-ის“ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს კანონის 27.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონტრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
29. მისივე განმარტებით, მათ შეისწავლეს მთლიანი საქმე და შეჯახება მოხდა ავტომანქანა „ოპელ ფრონტერას“ სამოძრაო ზოლში. ორივე მძღოლი ჩვენება იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. ამ დასკვნამდე მივიდნენ იმის გამო, რომ ავტომანქანები განლაგებულები იყვნენ „ოპელ ფრონტერას“ სამოძრაო ზოლში და ამ შემთხვევაში ზუსტად ეს განლაგება იქნებოდა. მეორე შემთხვევაში სულ სხვანაირი განლაგება იქნებოდა. რაც შეეხება გადარეცხვას და ჩამონაყარის ცვლილებას, ამას გავლენა არ მოუხდელია დასკვნის გასაცემად, ვინაიდან, ისინი დასკვნის გასაცემად გამოვიდნენ ავტომანქანების საბოლოო განლაგებიდან. (იხ. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნა- ტომი 1, ს.ფ.313-316).
30. მოწმის თ------ ბ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---- ბ-----–---–ი მისი მამაა. 2013 წლის 22 ნოემბერს, იგი როდესაც სახლში მივიდა მამა არ დახვდა სახლში. იცოდა რომ 400 კილო ქერი ედო მანქანაზე და ეგონა სოფელში ტრიალებდა და ტრაქტორს ეძებდა დასათესად. ეძება მამამისი და ვერ იპოვნა. მერე ჩ--–-----ის საგზაო-საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა და უთხრეს, რომ სოფელ ვ--------თან მოხდა ავარია. როდესაც მივიდა ძალიან ცუდი სურათი დახვდა. მამამისის „ოპელ ფრონტერა“ და „ჟიგული“ იყო ერთმანეთზე შეჯახებული. მამამისის მანქანა თავის სავალ გზაზე იყო. მას უთხრეს, რომ დაზარალებულები საავადმყოფოში იყვნენ. იგი წავიდა და შეძლებისდაგვარად ყველას გაუწია დახმარება. ერთი იყო ძალიან მძიმედ, რომელიც გარდაიცვალა. მან დახმარება გაუწია დაზარალებულებს.
31. მისივე განმარტებით, ორივე მანქანა მამამისის სავალ გზაზე იყო გაჩერებული. მამამისის მანქანა გადატრიალებული იყო, ხოლო „ჟიგული“ ფეხზე იდგა, ნახევრად თბილისისკენ შემოტრიალებული. კვლები მეორე დღეს ნახა, ყველაფერი მამამისის სავალ გზაზე იყო, ბენზინის და მუხრუჭის კვალიც.
32. მანვე განმარტა, რომ მამისისი ძალიან ცუდადაა, აქვს ეპილეფსია. ხშირად უგონოდაა. მამამისს არ შეუძლია სიარული და ფიქრობს ვერ შეძლებს სასამართლოში მისვლას და ჩვენების მიცემას.
33. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ მას მამამისი ბორკილებში არ უნახავს. ავარიის დღეს ისე იქცეოდა, მღეროდა, სრულ ჭკუაზე არ იყო. სისხლი აუღეს, მაგრამ არ აღმოჩნდა არაფხიზელ მდგომარეობაში. რა დაემართა არ იცის.
34. მოწმის ზ--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა საპატრულო პოლიციაში, პატრულ-ინპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 ნოემბერს, იგი 205-ე ეკიპაჟში იყო, მეწყვილესთან კ-----–---–--–---–თან ერთად. სოფელ მ--------–თან, როდესაც ავსებდნენ საჯარიმო ქვითარს, მიიღეს შეტყობინება ავარიის თაობაზე, რომელიც სოფელ ვ--------თან მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისასვლელად საცობების გამო დიდი დრო დასჭირდათ. მოძრაობა იყო გაჩერებული, შეეცადნენ მოძრაობა დაერეგულირებინათ, როდესაც მოახერხეს ფეხით მივიდნენ ადგილამდე. მისვლისას სავალი ნაწილი უკვე გადარეცხილი დახვდათ. „ოპელ ფრონტერა“ იყო გადაბრუნებული თავის სავალ ნაწილში, თბილისის მიმართულებით. მეორე ავტომანქანა „ვაზ 2106-ის“ ადგილმდებარეობას ვერ იხსენებს.
35. ადვოკატოს შეკითხვაზე განმარტა, რომ სანამ ავარია მოხდებოდა, 206-ე ეკიპაჟმა მოთხოვნა გადმოსცა „ოპელ ფრონტერას“ დაკავებაზე, ვინაიდან, იგი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას.
36. მოწმის ლ---- ე----–--ის ჩვენებით, 2013 წლის 22 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და 2013 წლის 24 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა შ--------------–-------–-–-------------------------------------------–ოს საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე, ჩ--–-----ის უბანზე. მან მოცემულ საქმეზე ჩაატარა გამოძიება, მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები. იგი 2013 წლის 22, ან 23 ნოემბერს იმყოფებოდა ჩ--–------ში, როდესაც შევიდა შეტყობინება ავარიის შესახებ. გადაადგილება გაუჭირდა, რადგან მაგისტრალზე მოძრაობა დაკეტილი იყო. დაახლოებით 100 მეტრში გააჩერა მანქანა და მივიდა შემთხვევის ადგილზე. მისვლისას ნახა, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო, სახანძროც იქ იყო და ბოლო სასწრაფოს გაყავდა დაშავებული. იქ უკვე სხვა ეკიპაჟი იყო და იცავდა ადგილს. სახანძროს გადარეცხვა ჰქონდა დაწყებული და ამის გამო იჩხუბა. მისი მისვლისას არაფერი არ შეცვლილა. მან გადარეცხილ გზაზე დაიწყო დათვალიერება, ღამით ხელოვნური განათების პირობებში. „ოპელ ფრონტერა“ იყო გადაყირავებული და ხორბალი იყო გაბნეული. ადგილზე, „ჟიგული“ ფეხზე იდგა და მიმართულება ჰქონდა ჩრდილოეთის მიმართულებით. „ოპელ ფრონტერა“ გადაყირავებული იყო და ორივე მანქანა ბ------–--იდან თბილისის მიმართულებით სავალ ზოლში იყო. მან დეტალურად აღწერა ადგილი, რისი დანახვაც შეძლო. საწვავის გამო ასფალტზე ცოტა ჭირდა რამის დანახვა. მან შეადგინა სქემა და ნახაზი, რაც ერთვის ოქმს. ხოლო ფოტოები ექსპერტმა გადაიღო და ისიც ოქმს ერთვის. მან მალევე დაკითხვა მძღოლი და შემდეგ სხვა მოწმეები.
37. 2013 წლის 24 ნოემბერს, მან განმეორებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ვინაიდან, თავდაპირველად ასფალტი გადაგლესილი რადგან იყო და კვლები კარგად არ ჩანდა, მაგის გამო გამშრალ გზაზე კვლავ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ამ პერიოდამდე დაცული არ ყოფილა ადგილი, თუმცა იმ ადგილზე არანაირი სხვა ავარია ან დარღვევა არ დაფიქსირებულა. ადგილზე, მხოლოდ ზეთის კვალი დააფიქსირეს, სხვა კვალი არ ყოფილა. ექსპერტმა გადაიღო ფოტოები და დაურთო ოქმს. მან ასევე დაკითხა, მეხანძრეებიც, საპატრულოს თანამშრომლებიც. მოიპოვა ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და სხვა დასკვნები. ექსპერტები რა დაზუსტებასაც სთხოვდნენ, ყველა მოთხოვნა შეასრულა. იგი ეთანხმება ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ოქმს, რაც მან შეასრულა. მან წაუდგინა ბრალი ა-–---- ღ-----–---–ს და ი---- ბ-------ესაც დაზარალებულად ცნობის დადგენილება.
38. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ ექსპერტის მოთხოვნის საფუძველზე მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები, მან დამატებით დაკითხვა მოწმეები. (იხ. სხდომის ოქმი და 2013 წლის 22 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით - ტომი 1-ს.ფ.7-16, 2013 წლის 24 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ტომი 1. ს.ფ.53-61)
39. მოწმის გ------- ხ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------------------–---------------------ში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ გურჯაანში. ამ დღეს მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------თან, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ორი მანქანა იყო ერთმანეთს შეჯახებული. დათვალიერებას ატარებდა გამომძიებელი ლ---- ე----–--ე. თვითონ გაეცნო და ხელი მოაწერა ოქმს. შემთხვევის ადგილზე ერთი ავტომანქანა ჯიპი ამოტრიალებული იყო, იწვა გვერდულად, ხოლო მეორე ავტომანქანა იყო „ვაზ 2106“. მან შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ფოტოები გადაიღო, რაც გადასცა გამომძიებელს. გამომძიებელმა ოქმი იქვე შეადგინა და თვითონ მოაწერა ხელი. დათვალიერების შემდეგ ავტომანქანები ევაკუატორმა წაიღო. მას როგორც ახსოვს შემთხვევის ადგილზე რაღაც იყო გაფანტული, ქერი ან ხორბალი და სითხეც იყო დაღვრილი.
40. მოწმის დ----- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ-------------------------------–---------------------ში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. 2013 წლის 24 ნოემბერს მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დამატებით დაათვალიერებაში სოფელ ვ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერებას ატარებდა გამომძიებელი ლ---- ე----–--ე. მან შემთხვევის ადგილზე დაალაგა ნომრები და გადაიღო ფოტოები. ასფალტის ზედაპირზე აღინიშნებოდა კვლები, მოცურების კვლებიც და ნაკაწრიც. გამომძიებლის მითითებით ალაგებდა ნომრებს და იღებდა ფოტოებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შეადგინა გამომძიებელმა და მან მოაწერა ხელი.
41. მოწმის ზ------- თ-------ის ჩვენებით, 2014 წლის 04 თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვით, 2014 წლის 02 ივლისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვით და 2014 წლის 22 სექტემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვით დადგენილია, რომ მუშაობს ლ---- ს----------–--------–-----------------–----------------------------–---------ში. მან ა-–---- ღ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეში ჩაატარა სამი ექსპერტიზა, ორი დამოუკიდებლად და მესამე ექსპერტ დ----- გ---–-----თან ერთად. მან 2013 წლის 17 დეკემბრის გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა კომპლექსური სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, მან შეისწავლა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილები საჯარიმო ავტოსადგომზე, დაათვალიერა ვიზუალურად შემთხვევის ადგილი და საბოლოოდ დასკვაში მიუთითა, რომ თუ როგორ განვითარდა საგზაო შემთხვევის მექანიზმი და რომელი მძღოლის მოქმედებამ განაპირობა საგზაო შემთხევა ამის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ტრასოლოგიურ ნაწილს, ავტომობილების ურთიერთკონტაქტი მოხდა „ჟიგულის“ წინა მარჯვენა და „ფრონტერას“ შუა ნაწილში, კუთხე მათ შორის დაახლოებით 10 გრადუსი იყო. დაახლოებით 5 პროცენტიანი ცდომილებით. მანქანებს ყველა დაზიანება მიღებული აქვთ ავარიის შედეგად და ავარიამდე მანქანები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება საჭირო გახდა იმის გამო, რომ „ჟიგულის“ მძღოლმა განმარტა, რომ იგი თავის სავალ ზოლში მოძრაობდა და შეჯახებაც მის ნაწილში მოხდა, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ „ჟიგულს“ დაზიანება აქვს წინა მარჯვენა მხარეს. ავტომობილები ვერანაირად ვერ მიიღებდნენ ისეთ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იყვნენ ავარიის შემდეგ. მას არ აქვს ბ------–--ის მიმართულებით სავალ ნაწილზე პირველადი კონტაქტის დამყარების დამადასტურებელი ნიშნები, ხოლო რაც შეეხება თბილისის მიმართულებით სავალ ნაწილს აქ შეინიშნებოდა შეჯახების შედეგად ჩამონაყარი, საქარე მინა, დაზიანებულ გაშლილ მდგომარეობაში, მის გარშემო მოპირკეთების ჩამონაყარი. თუ ჩამონაყარი და ავტომობილების განლაგება ერთ მხარეს მდებარეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ზოლში მოხდა შეჯახება.
42. 2014 წლის 22 სექტემბერს ექსპერტს დ----- გ---–-----თან ერთად გასცა დასკვნა, მათ რადგან გამორიცხეს, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ვერ განვითრდებოდა ისე, როგორც ამას „ჟიგულის“ მძღოლი განმარტავდა, მათ უნდა დაედგინათ რამ განაპირობა ამ მძღოლის საპირისპირო სამოძრაო ზოლში გადასვლა.
43. მანვე განმარტა, რომ შეჯახების კუთხიდან გამომდინარე გამორიცხა „ჟიგულის“ მძღოლის ჩვენება, მაგრამ ვერ დაადგინა, რამ განაპირობა „ჟიგულის“ საპირისპირო სამოძრაო ზოლში გადასვლა. იგი კატეგორიულად ეთანხმება თავის დასკვნებს და განმარტავს, რომ „ჟიგულის“ სავალ ნაწილზე შეჯახება არ მომხდარა.
44. მან 2014 წლის 22 სექტემბერს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილების „ოპელ ფრონტერას“ და „ვაზ -2106-ს“ საჭის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემები მთლიანად დაკომპლექტებულია ტექნიკურად გათვალისწინებული დეტალებით, რომელთა მთლიანობაც დარღვეული არ არის. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილების „ოპელ ფრონტერას“ და „ვაზ 2106-ის“ სავალი ნაწილის დეტალებზე რაიმე სახის დაზიანებების გარეგნული ნიშნები, რასაც მსვლელობისას შეეძლო გამოეწვია ავტომობილების მართვადობის დაკარგვა არ აღენიშნებათ. ავტომობილების „ოპელ ფრონტერას“ და „ვაზ 2106-ის “პირველადი ურთიერთკონტაქტი (შაჯახება) მოხდა წინა მარჯვენა ნაწილებით, როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 10 გრადუსს, რომელიც შემდგომ იზრდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილების „ოპელ ფრონტერას“ და „ვაზ 2106-ის“ პირველადი ურთიერთკონტაქტი (შეჯახება) მოხდა ბ------–--ე-თბილისის (ოპელ ფრონტერას) სამოძრაო ზოლში. შეჯახების მომენტში ავტომობილი „ვაზ 2106“ მთლიანად გადასული იყო და მოძრაობდა საპირისპიროს (ოპელ ფრონტერას) მოძრაობის ზოლში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, იმისათვის რომ გადაწყდეს დასმული საკითხები - შეეძლოთ თუ არა ავტომობილების მძღოლებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და დარღვეული აქვთ თუ არა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის რომელიმე მუხლის მოთხოვნები, საჭიროა გამოძიებით დადგინდეს, რამ განაპირობა ავტომობილ „ვაზ 2106-ის“ საპირისპირო მოძრაობის (ოპელ ფრონტერას) სამოძრაო ზოლში გადასვლა.(იხ. სხდომის ოქმი, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1-ს.ფ. 173-183, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1-ს.ფ. 223-228, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1-ს.ფ. 290-295 )
45. მოწმის კ------- კ---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------–-------–-–-----------------------------------------------------–--ს ჩ--–-----ის განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის გვიანი შემოდგომა იყო, ზუსტი დრო და თარიღი არ ახსოვს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილე გ----------–-–---–თან ერთად. მათ სოფელ მ--–---ში შეამჩნიეს „ოპელ ფრონტერა“, რომელიც არასწორი მანევრით მოძრაობდა ჩ--–-----იდან თბილისის მიმართულებით, მძღოლის გადამოწმების მიზნით, შეეცადნენ მანქანის გაჩერებას, მაგრამ არ ჩერდებოდა. სხვა ეკიპაჟიც ჩართეს, მაგრამ მანქანა არ გაჩერდა. რაიმე რომ არ მომხდარიყო, სოფელ კ-------თან გაჩერდნენ და მანქანა გადასცეს დაკავებაზე, იქნებ სხვა ეკიპაჟს შეეჩერებინა. ამის შემდეგ სხვა შეტყობინება ამ მანქანის თაობაზე არ მიუღიათ. მალევე სოფელ ვ--------თან მომხდარი ავარიის თაობაზე შეატყობინეს. ისინი გაემართნენ, მაგრამ მოძრაობის ნაკადი საგრძნობლად გამოირჩეოდა, საცობი იყო, ბევრი მანქანა იყო გაჩერებული. მათ გააჩერეს მანქანა და ფეხით წავიდნენ შემთხვევის ადგილამდე. ადგილზე ნახეს, რომ ერთ-ერთი ავარიის მონაწილე მანქანა, ის „ოპელ ფრონტერა“ იყო, რომლის შეჩერებაც სცადეს. მათ შეასრულეს თავიანში მოვალეობა, დაიცვეს შემთხვევის ადგილი, შემოავლეს ლენტი, მალევე მივიდა გამომძიებელიც. იქ იყო ძალიან ბევრი ხალხი, ბევრი ნასვამი, ზოგიერთი სიგარეტს ეწეოდა და ფერფლი ძირს ცვიოდა. ზოგიერთი უცხოელი იყო და უჭირდათ ხალხთან კომუნიკაცია. მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების ორი ან სამი მანქანა და ერთი სახანძრო მანქანა. შემთხვევის ადგილზე საწვავი იყო დაღვრილი და აალების საფრთხე იყო. სახანძრო მანქანამ გადარეცხა შემთხვევის ადგილი.
სამართლებრივი შეფასება:
46. სასამართლომ, განიხილა რა საქმე მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–---- ღ-----–---–ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს. სახელდობრ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, რასაც მოყვება ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებადმძიმე, მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი.
47. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ბლანკეტურია, მასში ზოგადადაა მითითებული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესზე. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რაც ცალკე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.
48. თუ რამ გამოიწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და როგორ განვითარდა შეჯახების მექანიზმი, უნდა გარკვეულიყო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით.
49. სასამართლო აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები ადასტურებენ, რომ 2013 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისი-ბ------–--ე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 6---------–--------ზე თბილისიდან ბ------–--ის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ვაზ-2106“ სახელმწიფო ნომრით A------, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-–---- ღ-----–---–ი.
50. იმავე დროს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ოპელ-ფრონტერა“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით S------, რომელსაც მართავდა მძღოლი ნ-----–---- ბ-----–---–ი.
51. საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას ა.ღ-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი „ვაზ-2106“ სახელმწიფო ნომრით A------ ავტომანქანა და ნ-----–---- ბ-----–---–ის მართული „ოპელ-ფრონტერას“ მარკის ნომერ S------ ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებით ავტომანქანა „ვაზ-2106-ის“ მგზავრი გ---- ბ-------ე 23.11.2013 წელს გარდაიცვალა.
52. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ---- ბ-------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული სხეულის მრავლობითი ბლაგვი ტრავმის გამო დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის შედეგად. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, გ---- ბ-------ის სიკვდილი დადგა 23.11.13 წელს, 13:00 საათზე. (ს.ფ 160-170).
53. სასამართლო სხდომაზე მძღოლმა, ბრალდებულმა ა-–---- ღ-----–---–მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო ნ-----–---- ბ-----–---–მა განაცხადა, რომ არ ახსოვს რა ვითარებაში მოხდა ავტო-საგზაო შემთხვევა.
54. სისხლის სამართლის საქმეზე რამდენიმეჯერ ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა.
55. ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 04 თებერვლის დასკვნით (ს.ფ 173-183, ექსპერტი ზ------- თ-------ე) ვერ დადგინდა ის მძღოლი, თუ რომელმა შექმნა საფრთხე მოძრაობაში. შეეძლო თუ არა თითეულ მძღოლს, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, დადგენა შეუძლებელია.
56. ამავე ექსპერტიზით ირკვევა, რომ თუ როგორ იყვნენ განლაგებულები ავტომობილები გზის სავალ ნაწილზე უშუალო შეჯახების მომენტში (ზუსტი კორდინირება) და როგორ განვითარდა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, დადგენა შეუძლებელია.
57. ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 2 ივლისის დასკვნით (ს.ფ 223-228, ექსპერტი ზ------- თ-------ე) დადგენილია, რომ შეჯახებამდე ორივე ავტომანქანა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ვერ დადგინდა ის მძღოლი, თუ რომელმა შექმნა საფრთხე მოძრაობაში და შეეძლო თუ არა თითეულ მძღოლს კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
58. ამავე ექსპერტიზით ირკვევა, რომ თუ როგორ იყვნენ განლაგებულები ავტომობილები გზის სავალ ნაწილზე უშუალო შეჯახების მომენტში (ზუსტი კორდინირება) და როგორ განვითარდა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, დადგენა შეუძლებელია.
59. ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 22 სექტემბრის დასკვნით (ს.ფ 290-295, ექსპერტი ზ------- თ-------ე და დ----- გ---–-----ი) დადგენილია, რომ ორივე ავტომანქანა შეჯახებამდე ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო.
60. ავტომობილების “Opel frontier“ S-------ის და „ვაზ 2106“ A-------ის პირველადი ურთიერთკონტაქტი, (შეჯახება) მოხდა ბ------–--ე-თბილისის (“Opel frontier-ას“) სამოძრაო ზოლში, შეჯახების მომენტში ავტომობილი „ვაზ2106“ A------ მთლიანად იყო გადასული და მოძრაობდა საპირისპირო „Opel frontier“ S-------ის მოძრაობის ზოლში.
61. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებული მასალებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ გადაწყდეს დასმული საკითხები, შეეძლოთ თუ არა ავტომობილის მძღოლებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და დარღვეული აქვთ თუ არა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის რომელიმე მუხლის მოთხოვნები, საჭიროა გამოძიებით დადგინდეს რამ განაპირობა ავტომობილ „ვაზ 2106“ A-------ის საპირისპირო მოძრაობის, („Opel frontier-ას“) სამოძრაო ზოლში გადასვლა.
62. ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 11 ნოემბრის დასკვნით (ს.ფ 314-316, ექსპერტი ზ------- თ-------ე და ი-----–- ს-------ე) დადგენილია, რომ „მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „Opel frontier-ას“ მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო, და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.“
63. „მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ვაზ 2106“ A-------ის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 27.1 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
64. ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ერთმანეთის გამომრიცხავი ექსპერტიზის დასკვნები, ამასთან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ იხელმძღვანელეს საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებითაც სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს ექსპერტების ჩვენებებს, დასკვნებს, საქმის მასალებს, მათ შორის გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ჩვენებებს, ვინაიდან ექსპერტებმა იხელმძღვანელეს საქმის მასალებით.
65. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
66. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 23-25 ნაწილებით მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
67. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
68. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.
69. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
70. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
72. სატრანსპორტო დანაშაულის, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოჩენილ კვლებს, რაც აისახება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. ასეთი კვალი შეიძლება იყოს დამუხრუჭების კვალი, შეჯახების ადგილზე მანქანის ფრთიდან მიწის ჩამონაყარი და სხვა, რომელთა მეშვეობითაც დგინდება შეჯახების მექანიზმი.
73. 2013 წლის 22 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 7-16) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი სახანძრო სამსახურის მიერ გადარეცხილი იყო და ავტომანქანების განლაგების გარდა, რაიმე კვალი, რაც დაადგენდა შეჯახების ადგილს, დაფიქსირებული ვერ იქნა.
74. 24 ნოემბრის, (წელი უცნობია სავარაუდოდ 2013 წლის,) შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმით (ს.ფ 53-55) დადგენილია, რომ დამატებით დათვალიერების დროს აღმოჩენილი იყო მუხრუჭის კვალი, ასფალტის ნაკაწრი, დაზიანებები და ზეთოვანი შავი ზედაპირი. ამავე ოქმში გამომძიებელი მიუთითებს, რომ ეს კვლები ძირითადად დატოვებულია 2013 წლის 22 ნოემბერს მომხდარი ავარიის დროს. თუმცა, ძირიოთადად რომელი წარმოიშვა ავარიის დროს, გაურკვეველია.
75. აღნიშნული კვლები, შემდგომ გამოყენებული აქვს ექსპერტებს იმ დასკვნაში, რომლითაც გაამტყუნეს ა.ღ-----–---–ი. მართალია სასამართლო დაკითხვაზე ექსპერტმა დ----- გ---–-----მა განმარტა, რომ ასფალტზე არსებულ ნაკაწრს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მას ნაკაწრი გამოყენებული აქვს დასკვნის დასაბუთებაში და თან აცხადებს, რომ ადასტურებს დასკვნის სისწორეს, სასამართლო მაინც შეაფასებს შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების დროს გამომძიებლის მიერ აღმოჩენილი კვლების რელევანტურობას და ამ საქმესთან შემხებლობას.
76. პირველ რიგში სასამართლოსთვის გაუგებარია გამომძიებლის კატეგორიული მითითება დამატებით დათვალიერების ოქმში, რომ 24 ნოემბერს აღმოჩენილი კვლები ძირითადად დატოვებულია 2013 წლის 22 ნოემბერს მომხდარი ავარიის დროს. შემთხვევის ადგილი წარმოადგენს საგარეჯოს რაიონის სოფელ ვ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზას. 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე შემთხვევის ადგილი დაცული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, მაშინ უნდა შეწყვეტილიყო მოძრაობა. სწორედ ამიტომ გადაირეცხა შემთხვევის ადგილი, რომ არ აალებულიყო დაღვრილი საწვავი და ავტომობილების მოძრაობა უსაფრთხო ყოფილიყო.
77. დაღვრილი ზეთი, განსაკუთრებით კი ასფალტის დაზიანება და მუხრუჯის კვალი, გადარეცხვის შედეგად ვერ წაიშლებოდა და თუ ნამდვილად არსებობდა ასეთი კვლები 2013 წლის 22 ნოემბერს, გამომძიებელს უნდა დაეფიქსირებინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რაც არ დაუფიქსირებია. აღნიშნული კი ადასტურებს იმას, რომ ასეთი კვალი 22 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე არ იყო და შემდგომ წარმოიშვა. საყურადღებოა, რომ შემთხვევის ადგილი დამატებით დათვალიერდა ერთი დღის შემდეგ. თუ შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების საჭიროება იყო, სასურველი იქნებოდა დათვალიერებულიყო შემთხვევიდან უახლოეს მომავალში, ანუ 23 ნოემბერს დილის საათებში, რაც შედარებით სარწმუნოს გახდიდა, რომ 23 ნოემბრის დილით ნანახი კვალი, წინა ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდა.
78. ლევან სამხარაულის სახელობის სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 22 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ 290-295, ექსპერტი ზ------- თ-------ე და დ----- გ---–-----ი) მსჯელობაში ეყრდნობა შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების დროს აღმოჩენილ მტკიცებულებას.
79. ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ (ს.ფ 293-294) და აღწერენ 2013 წლის 24 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმს, რომ „შემთხვევის ადგილზე არის მოშავო ფერის ზეთოვანი ზედაპირი ასფალტზე ბ------–--იდან თბილისის მიმართულებით სავალ ზოლში. აღნიშნული ზეთოვანი შავი ზედაპირი არის ძირითადად 2013 წლის 22 ნოემბერს, როცა აღნიშნულ ადგილზე იყო შეჯახება.“ ასევე სამოტივაციო ნაწილში აფიქსირებენ 24 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმში მითითებულ მრავლობით კვლებს და ამ მტკიცებულებების გამოყენებით ადგენენ მასშტაბურ სქემა ნახაზს, შემდგომ კი ა.ღ-----–---–ის ბრალეულობას.
80. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ შემთხვევის ადგილზე არსებობდა ისეთი კვლები, რასაც წყლის ქაფი ვერ გადარეცხავდა, მაგალითად მუხრუჭის კვალი, ასფალტის ზედაპირის დაზიანებები, ზეთოვანი ზედაპირი, გამომძიებელი ვალდებული იყო დაეფიქსირებინა ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში დგინდება, რომ ეს კვლები შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ არსებობდა, წარმოიშვა შემდეგ, დაუცველ ადგილზე ავტომანქანების მოძრაობის დროს და ექსპერტი უფლებამოსილი არ იყო, ეხელმძღვანელა იმ მტკიცებულებებით, რომლებსაც შემხებლობა არ აქვს შემთხვევასთან.
81. გარდა ამისა, ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 22 სექტემბრისა (ს.ფ 290-295, ექსპერტი ზ------- თ-------ე და დ----- გ---–-----ი) და 2014 წლის 11 ნოემბრის დასკვნები (ს.ფ 314-316, ექსპერტი ზ------- თ-------ე და ი-----–- ს-------ე) ემყარება ავტომანქანების შემთხვევის ადგილზე განლაგებას. ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენება ასევე ემყარება შეჯახების მომენტში წარმოშობილ კინეტიკურ ენერგიას და სიმძიმის ცენტრს. ექსპერტ დ.გ---–-----ის განმარტებით ამ მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალური კომპიუტერული პროგრამით გამოიკვლია და დაადგინა შეჯახების მექანიზმი.
82. სასამართლო ვერ გაიზიარებს ექსპერტ დ.გ---–-----ისა და ი-----–- ს-------ის განმარტებებს და შესაბამისად 2014 წლის 22 სექტემბრისა და 2014 წლის 11 ნოემბრის დასკვნებს, ვინაიდან, სიმძიმის ცენტრი და კინეტიკური ენერგია მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მითუმეტეს, ტვირთის გათვალისწინებით, უცნობია მანქანების წონა და სიჩქარე შეჯახების მომენტისათვის. რაც შეეხება ავტომანქანების განლაგებას. გამოძიების სტადიაზე „ვაზ 2106-ის“ მგზავრმა, მოწმემ, ი---- ბ-------ემ (ს.ფ 107) გამოძიებას და შემდგომ სასამართლოს უჩვენა, რომ შეჯახების შემდეგ მისი მეუღლე რომ გადმოეყვანათ მანქანიდან, მანქანა გადააადგილეს. გამოძიებაში კი განმარტავს, რომ ავტომანქანა გადმოაბრუნეს. ავტომანქანა „ვაზ 2106“ რომ შესაძლოა მართლაც გადაბრუნებული ყოფილიყო, ადასტურებს ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები, რაც დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათებით და ავტოტექნიკური-ტრასოლოგიური დასკვნებით. დაზიანების მიხედვით ავტომანქნის გადაბრუნების ფაქტი, სასამართლოში დაკითხვის დროს დაადასტურა ექსპერტმა დ.გ---–-----მაც. გამოძიებას მძღოლმა ა. ღ-----–---–მაც დაუდასურა, რომ (ს.ფ194) ავარიის შემდეგ „იქ შეკრებილმა ხალხმა ფეხზე დააყენეს ავტომობილი და გადმოგვიყვანეს.“
83. ამდენად მოწმე ი---- ბ-------ის ჩვენებით, ვინაიდან მეუღლის მანქანიდან გადმოყვანის მიზნით მანქანა გადააადგილეს, „ვაზ 2106-მა“ შეიცვალა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ ის მდებარეობა, რაც მან მიიღო შეჯახების შემდეგ. შესაბამისად შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებულია უკვე გადმობრუნებული, გადაადგილებული, ანუ მდებარეობა შეცვლილი „ვაზ 2106“. სასამართლოსთვის გაუგებარია რატომ აუარეს გვერდი მოწმის ი.ბ-------ისა და აღ-----–---–ის ჩვენებებს ექსპერტებმა ავტომანქანის გადაბრუნების ნაწილში, მაშინ როდესაც ყველა ექსპერტი წერს, რომ შეჯახების მექანიზმი ისე ვერ განვითარდებოდა, როგორც ამას მიუთითებენ „ვაზ 2106-ის“ მგზავრები და ამავდროულად ეყრდნობიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დაფიქსირებულ ავტომანქანების განლაგებას. მათი ასეთი დასკვნა სწორია, წინააწმდეგობაში მოდის „ვაზ 2106-ის“ მგზავრების მიერ ნაჩვენები შეჯახების მექანიზმი და ავტომანქანების განლაგება სწორედ იმიტომ, რომ შეჯახების შემდეგ ავტომანქანა „ვაზ 2106-მა“ შეიცვალა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ ის მდებარეობა, რაც მან მიიღო შეჯახების შემდეგ.
84. „ვაზ 2106-ის“ მგზავრები, ი---- ბ-------ე და ე----- ბ-------ე ადასტურებენ, რომ როდესაც ისინი მოძრაობდნენ ა.ღ-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საპირისპირო სამოძრაო ზოლიდან მანქანებს უცებ გამოეყო მანქანა, გადმოვიდა მათ ზოლში და შეეჯახა „ვაზ 2106-ს“
85. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმის პატრულ ინსპექტორის გ----------–-–---–ის განმარტებას, 2013 წლის 22 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში კ------- კ---------–თან ერთად და ბ------–--იდან კ-------ამდე პატრულირებდა. მათ ბ------–--ესთან შენიშნეს „ოპელ ფრონტერა“, რომელმაც არასწორი მანევრით გაასწრო მიკროავტობუსს, შედეგად მან „სპრინტერს“ მიკროავტობუსს დააკარგვინა ორიენტაცია და გადავიდა მარჯვენა მხარეს, რომ შეჯახება აერიდებინა თავიდან. სწორედ არასწორი მანევრით გასწრების გამო რომ შექმნა საავარიო სიტუაცია „ოპელ ფრონტერას“ მძღოლმა, სრულიად სამართლიანად გახდა ის დევნის ობიექტი. ეს ის „ოპელ ფრონტერაა“ რომელიც შეეჯახა შემდეგ „ვაზ 2106-ს“ და შეჯახების ადგილზე ნახეს პატრულ-ინსპექტორებმა.
86. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა.ღ-----–---–ის ბრალდების საქმეზე გამოძიება თავიდანვე არ წარიმართა სრულყოფილად, სახელდობრ, ს----------–-------–-–-----------------------------------------------------–--ს ჩ--–-----ის განყოფილების პატრულ-ინსპექტორების კ------- კ---------–ისა და გ----------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიცვეს შემთხვევის ადგილი. მათთან მალევე მივიდა გამომძიებელი და მათი უფროსი. ამის შემდეგ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რომ არ მომხდარიყო დაღვრილი საწვავის აალება, სახანძრო სამსახურმა გადარეცხა შემთხვევის ადგილი.
87. სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებასთან ერთობლიობაში შეაფასებს მოწმე კ------- კ---------–ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენება, ვინაიდან ექსპერტების განმარტებით, მათი დასკვნა ეყრდნობა საქმის მასალებს, ისინი გაეცნენ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
88. კ------- კ---------–მა 2014 წლის 17 ივლისს (ს.ფ 70; 251-255) გამოძიებას განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე, წყვეტილ ხაზთან, ბ------–--ის მიმართულებით ნახა ჩამონაყარი. „შეჯახების ადგილზე რომ მივედი, ძირითადი ჩამონაყარი იყო ბ------–--ის მიმართულებით სავალ გზაგე, წყვეტილ ხაზთან.“ აღნიშნულით დასტურდება, რომ პოლიციელებმა, შემთხვევის ადგილზე ნახეს ჩამონაყარი, რაც შესაძლო შეჯახების ადგილზე მიუთითებს, თუმცა სახანძრო სამსახურმა ჩამონაყარი ისე გადარეცხა, რომ ეს ადგილი პოლიციელებს არ დაუფიქსირებიათ, მითუმეტეს, რომ სახანძრო სამსახურის მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გამომძიებელი მივიდა. სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ ბ------–--ის მიმართულებით კი მოძრაობდა „ვაზ 2106“ ნომერ A------ ავტომობილი, რომელსაც მართავდა ა.ღ-----–---–ი.
89. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, სქემა ნახაზში ჩამონაყარის ასეთი კვალი, რაც ნახა კ.კ---------–მა, დაფიქსირებული არ არის.
90. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას კ------- კ---------–მა არ ისაუბრა მის მიერ ნანახ ჩამონაყარზე და არც ბრალდების მხარეს არ უკითხავს მისთვის ეს გარემოება.
91. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 22 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ 290-295, ექსპერტი ზ------- თ-------ე და დ----- გ---–-----ი) და ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 11 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ 314-316, ექსპერტი ზ------- თ-------ე და ი-----–- ს-------ე) არ ემყარება იმ მტკიცებულებებს, რომლებიც რელევანტურია, შემხებლობა აქვს ა-–---- ღ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან და სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ დასკვნებს.
92. ამ კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ექსპერტ ზ------- თ-------ის სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 04 თებერვლისა და 2014 წლის 2 ივლისის დასკვნებს, რომელიც ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეების ჩვენებებს. ზ.თ-------ე დასკვნაში მიუთითებს, რომ „თუ როგორ იყვნენ განლაგებულები ავტომობილები გზის სავალ ნაწილზე უშუალო შეჯახების მომენტში (ზუსტი კორდინირება) და როგორ განვითარდა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, დადგენა შეუძლებელია.“ ასევე ვერ დადგინდა ის მძღოლი თუ რომელმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები.
93. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული იყო ავტომანქანების განლაგება, მან ეს არ მიიჩნია საკმარისად და დაასკვნა, რომ „თუ როგორ იყვნენ განლაგებულები ავტომობილები გზის სავალ ნაწილზე უშუალო შეჯახების მომენტში (ზუსტი კორდინირება)“ უცნობია.
94. იმავე ექსპერტმა ლ---- ს----------–--------–-----------------–-- ე------------------------–----------ს სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2014 წლის 22 სექტემბრის დასკვნით (ს.ფ 290-295, ექსპერტი ზ------- თ-------ე და დ----- გ---–-----ი), ასევე 2014 წლის 11 ნოემბრის დასკვნით (ს.ფ 314-316, ექსპერტი ზ------- თ-------ე და ი-----–- ს-------ე) დაადგინა, რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია ა.ღ-----–---–მა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა „ოპელ ფრონტერას.“ საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ------- თ-------ემ ექსპერტიზის ორი დასკვნით ჯერ ვერ დაადგინა ბრალეული პირი და შეჯახების მექანიზმი, ხოლო შემდეგ ასევე ექსპერტიზის ორი დასკვნით, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რითაც მანამდე ხელმძღვანელობდა, ანუ ვერ ადგენდა „თუ როგორ იყვნენ განლაგებულები ავტომობილები გზის სავალ ნაწილზე უშუალო შეჯახების მომენტში (ზუსტი კორდინირება)“ დაადგინა შეჯახების მექანიზმი, დანაშაულის ჩამდენი პირი და წინააღმდეგობაში მოვიდა თავისსავე დასკვნებთან, მითუმეტეს, რომ მისთვის ცნობილია მოწმის ჩვენება შეჯახების შემდეგ ავტომანქანა „ვაზ 2106-ის“ გადაადგილების თაობაზე.
95. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილის ნ-----–---- ბ-----–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნება, რაზეც უარი ეთქვა. საქმის მასალების მიხედვით ნ-----–---- ბ-----–---–ი პირველად დაიკითხა 2013 წლის 2 დეკემბერს.(ს.ფ85) ავტოსაგზაო შემთხვევა კი მოხდა 2013 წლის 22 ნოემბერს. ჩვენებაში მან განმარტა, რომ არ ახსოვს თუ რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მეორედ დაიკითხა 2014 წლის 25 ივლისს (ს.ფ283-286) და აღწერა შეჯახების მექანიზმი. სასამართლო სხდომაზე ნ-----–---- ბ-----–---–მა გამნმარტა, რომ არ ახსოვს ავტოსაგზაო შემთხვევა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდწების მხარემ მესამედ იშუამდგომლა ჩვენების გამოქვეყნება, რაზეც უარი ეთქვა.
96. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი არ ითვალისწინებს 2014 წელს მიღებული ჩვენების გამოქვეყნებას, ვინაიდან მაშინ მოქმედებდა დაკითხვის განსხვავებული წესი. სწორედ ამიტომ მიუთითებს კანონმდებელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლით მიღებული ჩვენების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე.
97. გარდა აღნიშნულისა ა.ღ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმე მთავარი სხდომის წარმართვის მიზნით სასამართლოს გადაეცა 2015 წლის 30 მარტს. საქმეზე დაიკითხა 18 მოწმე, თუმცა გაიმართა 65 სხდომა. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ ამჟამად ნ-----–---- ბ-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მან ვერ შეძლო ფაქტების სწორად აღქმა და გადმოცემა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ასეთ პოზიციას, ვინაიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, ანუ რომ მას არ შეუძლია სწორად აღიქვას და გადმოსცეს ფაქტი, არ ჩატარებულა სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურორის განმარტება ექსპერტის დასკვნით არ დასტურდება. გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ნ-----–---- ბ-----–---–ი დაეკითხა არსებითი სხდომის საწყის ეტაპზე, როდესაც ნ.ბ-----–---–ს ჩვენების მიცემა შეეძლო, რაც არ გააკეთა. ყურადღებამისაქცევია, რომ კიდეც რომ გამოქვეყნებულიყო ნ-----–---- ბ-----–---–ის ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, სასამართლო მაინც ვერ გაიზიარებდა ვერცერთს. ვინაიდან, 2013 წლის 2 დეკემბერის ჩვენებით, ნ-----–---- ბ-----–---–ს არ ახსოვს, თუ რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო 2014 წლის 25 ივლისს, შემთხვევიდან 8 თვის შემდეგ გაიხსენა და აღწერა შეჯახების მექანიზმი.
98. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
99. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
100. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
101. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ავტოავარიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
102. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–---- ღ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 269-ე 270-274-ე, 277-278-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
103. ა-–---- ღ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
104. ნივთიერი მტკიცებულებები - ა-–---- ღ-----–---–ი სისხლის ნიმუში და ნ-----–---- ბ-----–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
105. ავტომობილი „ოპელ-ფრონტერა“, სახელმწიფო ნომრით S------, რაც დაუბრუნდა მფლობელს, დარჩეს მის მფლობელობაში და ავტომობილი „ვაზ-2106“, სახელმწიფო ნომრით A------, რაც მოთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
106. ვიდეო ჩანაწერი (DVD დისკი) და შემთხვევის ადგილის ფოტო-სურათები 02 ცალ CD დისკზე, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
107. ა-–---- ღ-----–---–ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
108. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
109. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური