განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
020100118002736083
დავის ტიპი
322 (1)
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0201001-8002736083 (1/602-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით,პროკურორ - დი---------------ს,ბრალდებულ - სკ-–---------------------ს,ადვოკატ - გვ--–--–--–---ა და

თარჯიმან - თა-----------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამ------–-------------------------–------------------------------------რ მი-------------–---ს შუამდგომლობა

 

ბრალდებულ სკ-–---------------------ს მიმართ

დაბადების თარიღი: 17.1-.1--- წელს,პირადი №0-----------

ჰა------------–----

არასრული უმაღლესი განათლების მქონე,დასაოჯახებული,მისამართი: პო--------------–-------–-----------------------------

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ სკ-–---------------------მ ჩაიდინა უცხო ქვეყნის მოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჰაიტის რესპუბლიკის მოქალაქე სკ-–---------------------მ 20---–-–----------------–- ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი მდ------ ,,ფ--------- მონაკვეთზე და შევიდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფ-----------------------------------–---ში.

 

2----–-–---------------- გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამ------–-------------------------–------------------------------------რ მ--------------–---ს, ბრალდებულ სკ-–---------------------ს და ადვოკატ გვ--–--–--–--- შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სკ-–--------------------- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული სკ-–--------------------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული სკ-–--------------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული პროკურორი დი--------------- შუამდგომლობს სკ-–---------------------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:

 

სკ-–--------------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3-----–---ის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, დაკავების ვადის - 2 დღის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3------–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე ამოღებული მოქალაქის პა-------------------, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

სკ-–--------------------- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:

 

-სკ-–---------------------ს დაკავების ოქმით;

-ბრალდებულ სკ-–---------------------ს ჩვენებით;

-მოწმე გი-----------------–--ს ჩვენებით;

-ამოღების ოქმით;

-ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიზანშეწონილია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება.

 

ვინაიდან, ბრალდებული არის დაკავებული, სასჯელის დანიშვნისას მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რის შესაბამისად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისდაგან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მ--------------–---ს, ბრალდებულ სკ-–---------------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გვ--–--–--–--- შორის;

 

სკ-–--------------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3-----–---ის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, დაკავების ვადის - 2 დღის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3------–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სკ-–---------------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

სკ-–---------------------ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

საქმეზე ამოღებული მოქალაქის პა-------------------, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა აცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა