გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.11.2018
საქმის ნომერი
150310018002477930
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150310018002477930

№ 3/24-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0- ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივ--ი და---- მე-–----ე

მოსარჩელე: მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი

წარმომადგენელი: ნა----–ი დუ----–-–---–ი

მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ნი---–-----ის ფილიალი

წარმომადგენელი: ივ--ე ათ----–---–ი

მესამე პირები: ცი–--ო ნა------ე, თე- კა-----ე, გი-----ი წყ------–---–ი

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი:

1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 12 მარტის, #8-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 30 აპრილის #1----- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 18 მაისის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

1.3. 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, 2000 წლის 20 ივლისის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ კა-–----ოში (ამჟამინდელი სოფელი სა---ა), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 11040,27 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: 65.13.03.---;

 

1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ისა და ნუ---ი წყ------–---–ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრეები: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), ნუ---ი წყ------–---–ი (0----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--;

 

1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 26 აპრილის # 8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრე: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა 1990 წლის 09 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბო---------ის რაიონის (დღევ--დელი ნი---–-----ის რაიონი) სოფელ კა-–----ში (დღევ--დელი სოფელი სა---ა) მოქალაქე პე----ე ფი-–--ეს ძე ან---------ისგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი კარ-მიდამოთი, რომელიც განლაგებულია 6.500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი სახლისთვის ფონდმა პე----ე ან---------ს გადაუხადა 15,942 მანეთი. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ას----ის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუს ლ.ლე--–---–ის მიერ, შემდგომ რეგისტრირებული იქნა ბო---------ის ტექაღრიცხვის ბიუროში და ასევე დარეგისტრირდა გო----–----ის აღმასკომის სახალხო დეპუტატთა სოფლის საბჭოშიც. ზემოთ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვოდა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, სადაც კონკრეტულადაა აღწერილი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი და მიწის ფართის ოდენობა. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი იმთა----ვე, 1990 წლიდანვე ცხოვრებისა და სარგებლობის უფლებით, ქირით გადაეცა მოქალაქე ცი–--ო შოთას ასულ ნა------ეს. 1992 წლის 01 ივლისს მერა კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდსა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება #1/17. ფონდის აღიშნული საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება #1/17 ცი–--ო ნა------ესთან მისივე განცხადების საფუძველზე 2006 წლის 11 სექტემბერს შეიცვალა საცხოვრებელი სახლის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის უფლებით. 2011 წლის 01 მარტს მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდსა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ეს გადაეცა ფონდის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სარგებლობის უფლებით უვადოდ, ხოლო ც.ნა------ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებთან ერთად ეკისრებოდა, რომ საცხოვრებელი სახლი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში ფონდის სახელზე უნდა დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულებით მას ეკრძალებოდა ფონდის ქონების ხელყოფა, გასხვისება და ა.შ. 2013 წლის 21 თებერვალს ფონდში შევიდა ცი–--ო ნა------ის განცხადება რომ მისი ქონება იყო დაყადაღებული, არ ქონდა შემოსავალი, უჭირდა ფინანსურად და ითხოვდა ყოველთვიურად დაკისრებული თანხის გადახდის გადავადებას ან გაუქმებას. ფონდმა მხედველობაში მიიღო განცხადებაში მოცემული ვითარება, დააკმაყოფილა ც.ნა------ის მოთხოვნა და იგი გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან. 2018 წლის 05 მარტს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის წარმომადგენელმა ნა----–ი დუ----–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნი---–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით, მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის კუთვნილი ზემოთხსენებული საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და კანონის თანახმად წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დოკუმენტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელექტრონული ვერსია; ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #8-------------- გადაწყვეტილებით ფონდს ეცნობა რომ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან #65.13.33.0--, რა დროსაც მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდისთვის გახდა ცნობილი, რომ ფონდის კუთვნილი ქონება რეგისტრირებულია ცი–--ო ნა------ის სახელზე. საჯარო რეესტრის აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდს ჩაბარდა 2018 წლის 26 მარტს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო 2018 წლის 18 აპრილს ფონდის იურისტმა მ.გო-----ამ მიმართ ასაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნი---–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით, რომ გადმოეცათ ფონდისთვის ნი---–-----ის რაიონის, სოფელი სა---ა, საკადასტრო ერთეულზე #65.13.33.0---უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტების ასლები, კერძოდ: საგადასახადო სია #10; ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 20.04.2017; საარქივო ცნობა #2016038912-03. 2018 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფონდს გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 20.04.1017 წ. საარქივო ცნობა #2016038912-03 და ასევე 2016 წლის 27 ივნისის ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა 3140, სადაც წერია: „1992-1997 წ.წ. რეფორმის პერიოდში ნი---–-----ის სოფლების მაცხოვრებლებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის სიაში #3 ნომრად შეცდომით დაფიქსირებული ნა------ე ცი–--ს ს. (დოკუმენტის მიხედვით), რომელმაც მიიღო 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი სინამდვილეში არის სოფელ სა---აში მცხოვრები ცი–--ო ნა------ე, დაბადებული 2-.0-.196- წელს, პ/ნ 3----------“. ფონდის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი უფლების დამდგენ დოკუმენტებს შორის არ იყო საგდასახადო სია #10. აღნიშნული საგადასახადო სია #10 გამოითხოვა ფონდმა განმეორებით 2018 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრიდან. 20.04.2018 წ. საჯარო რეესტრის # 2018051310-03 გადაწყვეტილებით ფონდს ეცნობა, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში თქვენს მიერ განცხადებაში მითითებული დოკუმენტი არ ინახება, შესაბამისად სამსახური მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტის ასლის მომზადების შესაძლებლობას“. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრიდან ასევე გამოთხოვილი იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო ერთეულზე # 65.13.33.0--, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც შეძენისთანავე გადაეცა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე ცი–--ო ნა------ეს, ფონდის კუთვილ ქონებას 2016 წლის 17 აგვისტოს თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირეგისტრირებენ ცი–--ო ნა------ე და ვინმე ნუ---ი წყ------–---–ი (ც.ნა------ის სიძე). ამონაწერის თანახმად მათ მიერ საჯარო რეესტრში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილი: საარქივო ცნობა, საგადასახადო სია #10. 2017 წლის 20 აპრილს, საჯარო რეერსტრში ზემოთ აღნიშნული უფლების დამდგენ დოკუმენტებს ემატება ნუ---ი წყ------–---–სა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან არც ერთში არ ჩანს უძრავი ქონების წარმომავლობის დამდასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

 

2. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ნი---–-----ის ფილიალის წარმომადგენლის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს იყო სადავო უძრავი ქონება ცი–--ო ნა------ის სახელზე საკუთრების უფლებით, ხოლო 2016 წელს განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია და აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა ცი–--ო ნა------ესა და მის სიძეზე - ნუ---ი წყ------–---–ზე თანასაკუთრების უფლებით. ამის შემდეგ 2017 წელს მათ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება დარეგისტრირდა მხოლოდ ცი–--ო ნა------ის სახელზე. აღნიშნული რეგისტრაცია არის კანონიერი, რადგანაც საჯარო რეესტრში არანაირი ინფორმაცია დაცული არ ყოფილა იმის თაობაზე, რომ სადავო უძრავი ქონება ფონდის საკუთრება იყო.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

ცი–--ო ნა------ე იზიარებს და ეთანხმება მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ მიწა მას სახელმწიფომ მისცა და მისი საკუთრებაა, ის მიწა, რომელშიც სახლი დგას ასევე მის საკუთრებას წარმოადგენს. იგი 1990 წლიდან დღემდე ცხოვრობს სადავო სახლში, მას 2000 წელს სახელმწიფომ გადასცა საკარმიდამო მოწმობა, მან პრივატიზაციით გაიფორმა მიწა და არა სახლი, რაც მოხდა კანონიერად, ც.ნა------ე არ უარყოფს, რომ სადავო სახლი ფონდის საკუთრებაა და განმარტავს, რომ თანახმაა მოსარჩელემ სახლი დაშალოს და წაიღოს, მიწა კოსტავას ფონდს არ ეკუთვნის და მისი საკუთრებაა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1. მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამული, მოსახლეობის განსახლებისა და დახამარების ფონდმა 1990 წლის 09 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბო---------ის რაიონის (დღევ--დელი ნი---–-----ის რაიონი) სოფელ კა-–----ში (დღევ--დელი სოფელი სა---ა) მოქალაქე პე----ე ფი-–--ეს ძე ან---------ისგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი კარ-მიდამოთი, რომელიც განლაგებულია 6.500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი სახლისთვის ფონდმა პე----ე ან---------ს გადაუხადა 15,942 მანეთი. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ას----ის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუს ლ.ლე--–---–ის მიერ. ქონების გასხვისებამდე პე----ე ან---------მა გასაყიდი ქონება (სახლი და 0,65 ჰა მიწის ნაკვეთი) დაარეგისტრირა ბო---------ის ტექაღრიცხვის ბიუროში, რაც შეეხება შემძენს - კოსტავას ფონდს, ნასყიდობა გააფორმა სანოტარო წესით, ხოლო შეძენილი ქონება მაშინ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად ტექაღრიცხვის ბიუროში თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 1990 წლის 09 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20);

4.1.2. სადავო საცხოვრებელი სახლი იმთა----ვე, 1990 წლიდანვე ცხოვრებისა და სარგებლობის უფლებით, ქირით გადაეცა მოქალაქე ცი–--ო შოთას ასულ ნა------ეს. 1992 წლის 01 ივლისს მერა კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდსა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება #1/17. ფონდის აღიშნული საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება #1/17 ცი–--ო ნა------ესთან მისივე განცხადების საფუძველზე 2006 წლის 11 სექტემბერს შეიცვალა საცხოვრებელი სახლის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის უფლებით. 2011 წლის 01 მარტს მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდსა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ეს გადაეცა ფონდის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სარგებლობის უფლებით უვადოდ, ხოლო ც.ნა------ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებთან ერთად ეკისრებოდა, რომ საცხოვრებელი სახლი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში ფონდის სახელზე უნდა დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულებით მას ეკრძალებოდა ფონდის ქონების ხელყოფა, გასხვისება და ა.შ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 1992 წლის 01 ივლისის #1/17 საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);

- 2006 წლის 11 სექტემბერის ხელშეკრულება #03/02 საცხოვრებელი სახლის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 24-25);

- 2011 წლის 01 მარტის ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 27-2-).

4.1.3. 2013 წლის 21 თებერვალს ფონდში შევიდა ცი–--ო ნა------ის განცხადება რომ მისი ქონება იყო დაყადაღებული, არ ქონდა შემოსავალი, უჭირდა ფინანსურად და ითხოვდა ყოველთვიურად დაკისრებული თანხის გადახდის გადავადებას ან გაუქმებას. ფონდმა მხედველობაში მიიღო განცხადებაში მოცემული ვითარება, დააკმაყოფილა ც.ნა------ის მოთხოვნა და იგი გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- ცი–--ო ნა------ის, 2013 წლის 21 თებერვალის, განცხადება (ს.ფ. 31);

- მერა კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის, 2013 წლის 21 თებერვლის #4 ბრძანება (ს.ფ. 32).

4.1.4. 2018 წლის 05 მარტს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის წარმომადგენელმა ნა----–ი დუ----–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნი---–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით, მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის კუთვნილი ზემოთხსენებული საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და კანონის თანახმად წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დოკუმენტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელექტრონული ვერსია; ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 2018 წლის 05 მარტის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 33-36);

4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #8-------------- გადაწყვეტილებით ფონდს ეცნობა რომ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან #65.13.33.0--, რა დროსაც მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდისთვის გახდა ცნობილი, რომ ფონდის კუთვნილი ქონება რეგისტრირებულია ცი–--ო ნა------ის სახელზე. საჯარო რეესტრის აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდს ჩაბარდა 2018 წლის 26 მარტს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 37-38).

4.1.6. 2018 წლის 18 აპრილს ფონდის იურისტმა მ.გო-----ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნი---–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით, რომ გადმოეცათ ფონდისთვის ნი---–-----ის რაიონის, სოფელი სა---ა, საკადასტრო ერთეულზე #65.13.33.0---უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტების ასლები, კერძოდ: საგადასახადო სია #10; ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 20.04.2017; საარქივო ცნობა #2016038912-03. 2018 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფონდს გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 20.04.1017 წ. საარქივო ცნობა #2016038912-03 და ასევე 2016 წლის 27 ივნისის ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა #140, სადაც წერია: „1992-1997 წ.წ. რეფორმის პერიოდში ნი---–-----ის სოფლების მაცხოვრებლებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის სიაში #3 ნომრად შეცდომით დაფიქსირებული ნა------ე ცი–--ს ს. (დოკუმენტის მიხედვით), რომელმაც მიიღო 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი სინამდვილეში არის სოფელ სა---აში მცხოვრები ცი–--ო ნა------ე, დაბადებული 2-.0-.196- წელს, პ/ნ 3----------“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 2017 წლის 20 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-41);

- საარქივო ცნობა #2016038912-03 (ს.ფ. 42);

- 2016 წლის 27 ივნისის ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა #140 (ს.ფ. 43).

4.1.7. 2018 წლის 19 აპრილს, ფონდის მიერ საჯარო რეესტრიდან განმეორებით იქნა გამოთხოვილი საგადასახადო სია #10. 20.04.2018 წ. საჯარო რეესტრის # 2018051310-03 გადაწყვეტილებით ფონდს ეცნობა, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში თქვენს მიერ განცხადებაში მითითებული დოკუმენტი არ ინახება, შესაბამისად სამსახური მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტის ასლის მომზადების შესაძლებლობას“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 2018 წლის 19 აპრილის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 44).

4.1.8. 2018 წლის 24 აპრილს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ც.ნა------ის სარეგისტრაციო ჩანაწერის საკადასტრო კოდზე # 65.13.35.0--, 2018 წლის 12 მარტის საჯარო რეესტრის #893018185478-03 გადაწყვეტილებისა და ყველა იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ემ ფონდის კუთვნილი უძრავი ქონება დაირეგისტრირა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- ფონდის 2018 წლის 24 აპრილის საჩივარი (ს.ფ. 51-56).

4.1.9. 2018 წლის 30 აპრილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, #1----- და 2018 წლის 18 მაისის # 218104 გადაწყვეტილებებით მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 2018 წლის 30 აპრილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, #1----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 57-58);

- 2018 წლის 18 მაისის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, # 218104 გადაწყვეტილება (ს.ფ. 60-63).

5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.1. ფონდის მიერ გამოთხოვილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან საკადასტრო ერთეულზე # 65.13.33.0--, ირკვევა, რომ მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც შეძენისთანავე გადაეცა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე ცი–--ო ნა------ეს, 2016 წლის 17 აგვისტოს თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირეგისტრირებენ ცი–--ო ნა------ე და ნუ---ი წყ------–---–ი (ც.ნა------ის სიძე). ამონაწერის თანახმად მათ მიერ საჯარო რეესტრში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია: საარქივო ცნობა, საგადასახადო სია #10. 2017 წლის 20 აპრილს, საჯარო რეერსტრში ზემოთ აღნიშნული უფლების დამდგენ დოკუმენტებს ემატება ნუ---ი წყ------–---–სა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მხოლოდ ცი–--ო ნა------ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-14, სხდომის ოქმი 129-133, 250-258);

- 2017 წლის 06 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-48);

- 2017 წლის 26 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 49-50);

სამოტივაციო ნაწილი:

6. შემაჯა---ელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვ--ელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე, 53-ე, მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლებით

 

8. სამართლებრივი შეფასება

8.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი:

8.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 12 მარტის, #8-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 30 აპრილის #1----- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 18 მაისის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

8.1.2. 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, 2000 წლის 20 ივლისის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ კა-–----ოში (ამჟამინდელი სოფელი სა---ა), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 11040,27 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: 65.13.03.---;

 

8.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ისა და ნუ---ი წყ------–---–ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრეები: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), ნუ---ი წყ------–---–ი (0----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--;

 

8.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 26 აპრილის # 8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრე: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტების ნაწილი 1) 2000 წლის 20 ივლისის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ კა-–----ოში (ამჟამინდელი სოფელი სა---ა), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 11040,27 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: 65.13.03.---; 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და 3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 26 აპრილის # 8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შე-მოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც

სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - მოსარჩელე მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა რომ მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამული, მოსახლეობის განსახლებისა და დახამარების ფონდმა 1990 წლის 09 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბო---------ის რაიონის (დღევ--დელი ნი---–-----ის რაიონი) სოფელ კა-–----ში (დღევ--დელი სოფელი სა---ა) მოქალაქე პე----ე ფი-–--ეს ძე ან---------ისგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი კარ-მიდამოთი, რომელიც განლაგებულია 6.500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი სახლისთვის ფონდმა პე----ე ან---------ს გადაუხადა 15,942 მანეთი. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ას----ის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუს ლ.ლე--–---–ის მიერ. ქონების გასხვისებამდე პე----ე ან---------მა გასაყიდი ქონება (სახლი და 0,65 ჰა მიწის ნაკვეთი) დაარეგისტრირა ბო---------ის ტექაღრიცხვის ბიუროში, რაც შეეხება შემძენს - კოსტავას ფონდს, ნასყიდობა გააფორმა სანოტარო წესით, ხოლო შეძენილი ქონება მაშინ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად ტექაღრიცხვის ბიუროში თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია. სადავო საცხოვრებელი სახლი იმთა----ვე, 1990 წლიდანვე ცხოვრებისა და სარგებლობის უფლებით, ქირით გადაეცა მოქალაქე ცი–--ო შოთას ასულ ნა------ეს. 1992 წლის 01 ივლისს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდსა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება #1/17. ფონდის აღიშნული საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება #1/17 ცი–--ო ნა------ესთან მისივე განცხადების საფუძველზე 2006 წლის 11 სექტემბერს შეიცვალა საცხოვრებელი სახლის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის უფლებით. 2011 წლის 01 მარტს მერაბ კოსტავას სახელობის საადგილმამულო ფონდსა და ცი–--ო ნა------ეს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ეს გადაეცა ფონდის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სარგებლობის უფლებით უვადოდ, ხოლო ც.ნა------ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებთან ერთად ეკისრებოდა, რომ საცხოვრებელი სახლი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში ფონდის სახელზე უნდა დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულებით მას ეკრძალებოდა ფონდის ქონების ხელყოფა, გასხვისება და ა.შ. 2013 წლის 21 თებერვალს ფონდში შევიდა ცი–--ო ნა------ის განცხადება რომ მისი ქონება იყო დაყადაღებული, არ ქონდა შემოსავალი, უჭირდა ფინანსურად და ითხოვდა ყოველთვიურად დაკისრებული თანხის გადახდის გადავადებას ან გაუქმებას. ფონდმა მხედველობაში მიიღო განცხადებაში მოცემული ვითარება, დააკმაყოფილა ც.ნა------ის მოთხოვნა და იგი გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან. 2018 წლის 05 მარტს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის წარმომადგენელმა ნა----–ი დუ----–-–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნი---–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით, მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის კუთვნილი ზემოთხსენებული საცხოვრებელი სახლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და კანონის თანახმად წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დოკუმენტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელექტრონული ვერსია; ნასყიდობის ხელშეკრულების დედანი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 მარტის #8-------------- გადაწყვეტილებით ფონდს ეცნობა რომ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან #65.13.33.0--, რა დროსაც მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდისთვის გახდა ცნობილი, რომ ფონდის კუთვნილი ქონება რეგისტრირებულია ცი–--ო ნა------ის სახელზე. საჯარო რეესტრის აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდს ჩაბარდა 2018 წლის 26 მარტს. 2018 წლის 18 აპრილს ფონდის იურისტმა მ.გო-----ამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნი---–-----ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით, რომ გადმოეცათ ფონდისთვის ნი---–-----ის რაიონის, სოფელი სა---ა, საკადასტრო ერთეულზე #65.13.33.0---უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტების ასლები, კერძოდ: საგადასახადო სია #10; ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 20.04.2017; საარქივო ცნობა #2016038912-03. 2018 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფონდს გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 20.04.1017 წ. საარქივო ცნობა #2016038912-03 და ასევე 2016 წლის 27 ივნისის ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა #140, სადაც წერია: „1992-1997 წ.წ. რეფორმის პერიოდში ნი---–-----ის სოფლების მაცხოვრებლებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის სიაში #3 ნომრად შეცდომით დაფიქსირებული ნა------ე ცი–--ს ს. (დოკუმენტის მიხედვით), რომელმაც მიიღო 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი სინამდვილეში არის სოფელ სა---აში მცხოვრები ცი–--ო ნა------ე, დაბადებული 2-.0-.196- წელს, პ/ნ 3----------“. 2018 წლის 19 აპრილს, ფონდის მიერ საჯარო რეესტრიდან განმეორებით იქნა გამოთხოვილი საგადასახადო სია #10. 20.04.2018 წ. საჯარო რეესტრის # 2018051310-03 გადაწყვეტილებით ფონდს ეცნობა, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში თქვენს მიერ განცხადებაში მითითებული დოკუმენტი არ ინახება, შესაბამისად სამსახური მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტის ასლის მომზადების შესაძლებლობას“. 2018 წლის 24 აპრილს მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ც.ნა------ის სარეგისტრაციო ჩანაწერის საკადასტრო კოდზე # 65.13.35.0--, 2018 წლის 12 მარტის საჯარო რეესტრის #893018185478-03 გადაწყვეტილებისა და ყველა იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ემ ფონდის კუთვნილი უძრავი ქონება დაირეგისტრირა. 2018 წლის 30 აპრილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, #1----- და 2018 წლის 18 მაისის # 218104 გადაწყვეტილებებით მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონება ჯერ კიდევ 1990 წლიდან იმყოფებოდა მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამული, მოსახლეობის განსახლებისა და დახამარების ფონდის საკუთრებაში და მოპასუხე ცი–--ო ნა------ეს მხოლოდ სარგებლობის უფლებით - ქირის ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა გადაცემული, სადაც ცალსახად იყო მითითებული, რომ მას აღნიშნული ქონების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის არ იყო ცნობილი, რადგანაც მათთან არ იყო დაცული ინფორმაცია იმის თაობაზე რომ სადავო უძრავი ქონება ფონდის საკუთრებას წარმოადგენდა. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არ იყო უფლებამოსილი ტავისი გადაწყვეტილებები დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, იგი ვალდებული იყო ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე გამოეკვლია უძრავი ქონების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. რამდენადაც საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა, საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები - კერძოდ; 1) 2000 წლის 20 ივლისის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ კა-–----ოში (ამჟამინდელი სოფელი სა---ა), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 11040,27 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: 65.13.03.---; 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და 3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 26 აპრილის # 8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების დარღვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სარჩელი საფუძვლიანია, ზემოთ აღნიშნული გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 12 მარტის, #8-------------- გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 30 აპრილის #1----- გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 18 მაისის, გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, რამდენადაც არ არსებობს აღნიშნული აქტების მიმართ ბათილად ცნობისათვის მოსარჩელე მხარის - მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას არ ახდენენ ზემოთხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კონკრეტულად სამივე აქტში მოპასუხე საჯარო რეესტრმა მართებულად უარყო მოსარჩელის მოთხოვნა რეგისტრაციის გაუქმებაზე, რადგან მისი უარი ემყარებოდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად მოპასუხეს სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიემართა არა საჯარო რეესტრის არამედ სასამართლოსათვის. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 12 მარტის, 2018 წლის 30 აპრილისა და 2018 წლის 18 მაისის, გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ამდენად, მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის (ს/ნ 203845090) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 12 მარტის, #8-------------- გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 30 აპრილის #1----- გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 18 მაისის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობაზე; ბათილად უნდა იქნას ცნობილი: 1) 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, 2000 წლის 20 ივლისის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ კა-–----ოში (ამჟამინდელი სოფელი სა---ა), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 11040,27 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: 65.13.03.---; 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ისა და ნუ---ი წყ------–---–ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრეები: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), ნუ---ი წყ------–---–ი (0----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--; 3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 26 აპრილის # 8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრე: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--.

 

10. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. შესაბამისად მოპასუხეს ,მოსარჩელე მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვ--ელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მერაბ კოსტავას სახელობის საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდის (ს/ნ 203845090) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოსარჩელეს უარი ეთქვას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 12 მარტის, #8-------------- გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 30 აპრილის #1----- გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 18 მაისის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობაზე;

 

3. ბათილად იქნას ცნობილი:

 

3.1. 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, 2000 წლის 20 ივლისის, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ კა-–----ოში (ამჟამინდელი სოფელი სა---ა), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 11040,27 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: 65.13.03.---;

 

3.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 06 იანვრის #8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ისა და ნუ---ი წყ------–---–ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრეები: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), ნუ---ი წყ------–---–ი (0----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--;

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 26 აპრილის # 8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ცი–--ო ნა------ის სახელზე ნი---–------ში, სოფელ სა---აში, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 11000.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 65.13.03.---, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი #1-ის (საცხოვრებელი სახლი), ობიექტი #2-ისა (ბოსელი) და 0,65 ჰა-ს ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილში, მესაკუთრე: ცი–--ო ნა------ე (პ/ნ 3----------), საკადასტრო კოდით: 65.13.33.0--;

 

3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის ნი---–-----ის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).

 

მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე