განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
07 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - თ-----------------–---–-
დაცვის მხარე
დამცველი - ნ----------–-------
თარჯიმანი - ს----------------------
ბრალდებული - ს---------, დაბადებული - 1----–-–---------------ს, ი----------–-----------------–---- მოქალაქე, პასპორტის N---------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ი----------–-----------------–-----------------, ყ---------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–-----------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
ს---------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8,393 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,38865 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილი - დიდი ოდენობით 0,8379 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება, 2018 წლის 23 მარტს, ქ-------–--–-------------–-------–-----------------------------ში უკანონოდ გაასაღა არასრულწლოვან ჰ-----------------------------, ხოლო დარჩენილ ნაწილს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,5551 გრამ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველ ნივთიერებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,38865 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ქ-------–--–-------------–-------–-----------------------------ში მდებარე დროებით საცხოვრებლ სახლში.
ზემოთაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი - დიდი ოდენობით 0,8379 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა 2018 წლის 23 მარტს, ქ-------–--–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰ---------------------------- პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,5551 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,38865 გრამი ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი ნივთიერება ამოღებული იქნა ამავე დღეს, ქ-------–--–-------------–-------–-----------------------------ში მდებარე ს---------ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ს---------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 227,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა ქ-------–--–-------------–-------–-----------------------------ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში და რაც მ/წლის 23 მარტს ამოღებული იქნა მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ს---------ს მიმართ
ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
მოწმე კ---------–--–----ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით, რომელიც მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, ირკვევა შემდეგი: 2018 წლის 23 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ--------------------ნი და ს--------- იყვნენ ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები და ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვას, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდათ როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ ბინაში. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად დ--------------------ნი იმყოფებოდა თბილისში, კოტე აფ--------------ე, ხოლო ს--------- იმყოფებოდა თავის დროებით საცხოვრებელ სახლში: ო--------–-------–-----------------------------ში, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.
მოწმე ჰ---------------------------- სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა შემდეგი: ს--------- გაიცნო „------------–-,“ რომელმაც შესთავაზა ერთად ცხოვრება. ს---------მ იქირავა ბინა, რომელშიც ცხოვრობდა დ--------------------ნთან და ს--------თან ერთად. ს--------- გასაღების მიზნით აძლევდა მარიხუანას და ჰაშიშს. 2018 წლის 23 მარტს, ს---------მ კლიენტზე გადასაცემად გადასცა სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო 30 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. თუმცა, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების კლიენტისათვის გადაცემა ვერ მოახერხა გამომდინარე იქედან, რომ შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ე.წ „ჰაშიში.“ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს---------ს, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა მათ დროებით საცხოვრებელ ბინაშიც. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ჩატარებული იქნა ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ს---------ს საძინებელი ოთხიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებითვე, ს---------ს ოთახთან და ზურგჩანთასთან მას და დ--------------------ნს შეხება არ ჰქონიათ.
მოწმე დ--------------------ნის ჩვენებით დადგინდა, რომ ს--------- გაიცნო „------------–-,“ რომლისგანაც მოხმარების მიზნით ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალება - მარიხუანას. ს---------მ შესთავაზა, რომ გასაღების მიზნით გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა უარი განუცხადა. ს--------- ცხოვრობდა ორთაჭალაში, რომელთანაც მიდიოდა დასაძინებლად, თუმცა იძინებდა მისაღებ ოთახში და ს---------ს საძინებელთან შეხება არ ჰქონია. 2018 წლის 23 მარტს რესტორან „--------------- ჩამოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა ს---------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჩატარებული იქნა ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ს---------ს ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ზურგჩანთა ჩხრეკის ჩატარებამდეც ჰქონდა ნანახი და მისთვის ცნობილია, რომ ეკუთვნის ს---------ს.
მოწმე მ------- ქ------- დაადასტურა, რომ მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში, სადაც გაიცნო ს---------, ჰოსეინ მ------------------ი და დ--------------------ნი. ს---------ს უნდოდა ბინის ქირაობა, მაგრამ ვინაიდან არ იცოდა ქართული ენა სთხოვა დახმარება. დაეხმარა და ორთაჭალაში აქირავებინა ბინა, რომელიც შედგებოდა მისაღებისა და საძინებელი ოთახისგან. მოწმის განმარტებითვე, ბინის ქირაობისას ს---------ს ჰქონდა შავი ფერის ზურგჩანთა.
ბინის დაქირავების ფაქტი დაადასტურა ბინის მესაკუთრე ლ-–---------მ, რომელმაც განმარტა შემდეგი: თ---–--–-------------–-–------–-----------------------------ში საკუთრებაში აქვს ბინა, რომელიც მიაქირავა ს---------ს, რომელმაც გადაუხადა ფულადი თანხა. ს---------ს ბინის ქირაობისას ჰქონდა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელიც 2018 წლის 23 მარტს ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ბინის ჩხრეკის შედეგად, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება.
მოწმეთა: ი-----–---------–---–ის, დ-------–-------ის და გ----------------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ ქ-------–--–--------- აფ--------------ე დ--------------------ნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ადგილზე მისულს დ--------------------ნი დახვდათ ჰ-------------------------თან ერთად. გამომძიებლის მიერ განემარტათ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰ-------------------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ვინსტონის ფირმის სიგარეტის კოლოფი, მასში არსებული 30 ცალად დაფასოებული ნივთიერებებით. ჰ-------------------------მა პირადი ჩხრეკისას განმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰაშიშს, რომელიც გასაღების მიზნით გადასცა ს---------მ. მისივე ჩვენებით, ანალოგიური სახის ნივთიერებას ს--------- ინახავდა თ---–--–-------------–-–-------–---------------------------- მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ჰ-------------------------თან ერთად მივიდნენ მის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც ბინის მეპატრონის და ექსპერტების თანდასწრებით ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. ბინის ჩხრეკის შედეგად ს---------ს საძინებელ ოთახში მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სპორტული სტილის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული ნივთიერებები. ჰ-------------------------ის განმარტებითვე, მისი პირადი ჩხრეკისას და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ს---------ს.
მოწმე ა-–------------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მონაწილეობა მიიღო დ--------------------ნის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შვიდ ცალად დაფასოებული მცენარეული მასა. ასევე მონაწილეობა მიიღო ს---------ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში.
მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ს---------ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები. მის მიერ მოხდა ამოღებული ნივთიერებების დასურათება.
2018 წლის 23 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ჰ-------------------------ის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის სიგარეტი „Vinston“-ის კოლოფი, მასში მოთავსებული პოლიეთილენის მცირე ზომის 30 ცალ ნაჭერში შეფუთული მოყავისფრო ფერის და სპეციფიური სუნის მქონე რბილი მასა. პირადი ჩხრეკის ოქმზე ჰ-------------------------მა შენიშვნის სახით დააფიქსირა - „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკის მსგავსი ნივთიერება არის სახლში, მდებარე - ქ. თბილისი, ო--------–-------–-----------------------------ში, რომელიც ეკუთვნის ს--------ს.“
2018 წლის 23 მარტის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ო--------–-–-------–--------------------------ში მდებარე ჰ-------------------------ის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში არსებული შავი ფერის ნაჭრის ზურგჩანთიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ნივთიერებები. კერძოდ, პოლიეთილენის მოწითალო ფერის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, პოლიეთილენის გამჭვირვალე ნაჭერში მოთავსებული მოშავო ფერის მართკუთხედის ფორმის რბილი მასა. პოლიეთილენის გამჭვირვალე მცირე ზომის 12 ცალ ნაჭერში მოთავსებული მოშავო ფერის რბილი მასა. მოლურჯო და მოწითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება კრისტალების სახით. ჰ-------------------------ის განმარტებით - „საძინებელი ოთახის ჩხრეკისას კარადაში აღმოჩენილი ზურგჩანთა ეკუთვნის ს---------ს. ასევე, მას ეკუთვნის ზურგჩანთაში აღმოჩენილი ნივთიერებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არის ჰაშიში, რომელიც მისცა ს---------მ.“
2018 წლის 24 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით დადგინდა, რომ ჰ-------------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: სიგარეტი „Winston“-ის კოლოფში მოთავსებული 30 (ოცდაათ) ცალად დაფასოებული, უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის 30 ცალ გადაკეცილ ნაჭერში დაკრული კუსტარული წესით დამზადებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი მომწვანო ფერის პლასტიკური მასები, საერთო წონით - 11,97 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისს, 0,8379 გრამის ოდენობით. ჰ-------------------------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: თეთრი-წითლით პოლიეთილენის პარკში შეფუთული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 108,14 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის თავმოკრულ ნაჭერში შეფუთული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) - 50,04 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით შემოგარსული, ლურჯი, შავი და უფერო პოლიეთილენის ფენებიან გახსნილ ნაჭერში არსებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) 69,15 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას. 12 (თორმეტ) ცალად დაფასოებული: უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის 12 ცალ გადაკეცილ ნაჭერში დაკრული კუსტარული წესით დამზადებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი-მომწვანო ფერის პლასტიკური მასები, საერთო წონით - 5,02 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისს, 0,3514 გრამის ოდენობით. უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, ლურჯი პოლიეთილენის ნაჭრებით გადაკრული კუსტარული წესით დამზადებული სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი-მომწვანო ფერის ბრტყელი პლასტიკური მასა წონით - 102,91 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისს, 7,2037 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ვარდისფერი პოლიეთილენის სამმაგ ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით 3,1521 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) - 0,85106 გრამის ოდენობით. თერმულად დამუშავებული ცისფერი პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით - 1,9911 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) - 0,53759 გრამის ოდენობით. ჰ-------------------------ის პირადი ჩხრეკისას და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება - კანაფის ფისის შემცველი ყავისფერი-მომწვანო ფერის პლასტიკური მასები ერთნაირია ფიზიკური და ქიმიური მაჩვენებლებით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების: კანაფის ფისის საერთო რაოდენობა შეადგენს - 8,393 გრამს; გამომშრალი მარიხუანას საერთო რაოდენობა შეადგენს - 227,33 გრამს და მეტამფეტამინსის (მარილი) საერთო რაოდენობა შეადგენს - 1,38865 გრამს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ-----–-------მ და ა-–----------------------მ.
2018 წლის 24 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N------------რ დასკვნით დადგინდა, რომ „დ--------------------ნის ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული“ 7(შვიდ) ცალად დაფასოებული ქაღალდის პაკეტებში მწვანე ფერის გამომშრალი მცენარეული მასა სპეციფიური სუნით, საერთო წონით - 1,92 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ--------------------მ და ა-–----------------------მ.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისი,“, „მეტამფეტამინი“ (მარილი) და „გამომშრალი მარიხუანა“ შედის ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობა მიიჩნევა 5 გრამიდან, „მეტამფეტამინის“ (მარილი) განსაკუთრებით დიდი ოდენობა მიიჩნევა 1 გრამიდან, ხოლო დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა - 50 გრამიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
შეაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ს---------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტი. კერძოდ; ს---------ს და ჰ-------------------------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ჰ-------------------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, კ---------–--–----ისა და დ-------–-------ის გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და ოპერატიული ინფორმაციის ამსახველი პატაკით.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ს--------მა არ აღიარა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღების ფაქტი და განმარტა, რომ ირანიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა დ--------------------ნს, რომელმაც სთხოვა მათთან მისულიყო სახლში. დ--------------------ნთან დახვდა ჰ-------------------------იც, რომელმაც აჩვენა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ჰაშიში. დ--------------------ნმა შესთავაზა ბინის დაქირავება, იქირავეს ბინა, სადაც შეინახეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა დ--------------------ნს ეუბნებოდა, რომ აღნიშნული სახიფათო იყო და არ უნდა შეენახათ ბინაში ნარკოტიკები. ს---------ს განმარტებით, არ ახსოვს მის კუთვნილ ჩანთაში, როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან ჩანთას ხშირად იყენებდა და იქ მსგავსი ნივთიერება არასოდეს უნახავს. მას არ ეკუთვნის ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და შესაბამისად, არც ჰოსეინისთვის გადაუცია. მას ეძინა მისაღებ ოთახში და არა საძინებელში, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - ს--------მა ჩაიდინა: 1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა; 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ს---------მ ჩაიდინა: 1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა; 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა- შენახვა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება კანაფის ფისი, მეტამფეტამინი (მარილი), გამომშრალი მარიხუანა. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ -იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტები. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი.
საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია: 1 სია მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების კრებსით ჩამონათვალს. II სია მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; საქართველოში ეს ნივთიერებები სამედიცინო მიზნით გამოყენებისას აკრძალულია. ესენია განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ასეთი ნარკოტიკული საშუალებაა, მაგალითად: კანაფის ფისი, მეტამფეტამინი (მარილი), გამომშრალი მარიხუანა.
განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების შეძენა, შენახვა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვით საფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე, გადასცემს მას სხვას.
სუბიექტური მხრივ, ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებაც ბრალის ფორმის მიხედვით არის პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული. ე.ი. პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას თანაც ისე, რომ არა აქვს ამგვარი ქმედების ჩადენის კანონიერი უფლებამოსილება.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, ს--------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს) მოთხოვნებს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც დალუქული ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ს---------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც განთავსებულია ერთ ცალ დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
3. ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.
4. ს---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც დალუქული ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- სპეციალურ საცავში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ს---------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც განთავსებულია ერთ ცალ დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი