გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210018002529027
საქმე N2/117-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018წელი ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - ფატი მინდიაშვილი
მოსარჩელე: სს ,,ლი------- ბ----’’;
წარმომადგენელი: თ---ია ზ-----ი–---–ი;
მოპასუხე: მ--- კ-------ოვა;
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ--- კ-------ოვას სს ,,ლი------- ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს N1091---- სესხზე არსებული დავალიანების 3188 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა - 1062.44 ლარი, პროცენტი - 1396.84 ლარი, ჯარიმა 728.72 ლარი) გადახდა.
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 24 ნოემბერს მოპასუხე მ--- კ-------ოვას მიერ შეივსო განაცხადი Liberty Express-ის (სწრაფი სესხი) ტიპის სესხის გაცემის თაობაზე, ამ განცხადებით განმცხადებელი დაეთანხმა ამ ტიპის საბანკო პროდუქტისათვის ბანკის მიერ საიტზე განთავსებულ სტანდარტულ პირობებს, რის შემდეგაც მასზედ გაიცა საბანკო კრედიტი. კრედიტის მოცულობამ შეადგინა 1200 ლარი, ვადა განისაზღვრა 18 თვე. ხელშეკრულებით ასევე დადგინდა საპროცენტო სარგებელი 111%-ის ოდენობით, ყოველთვიური შესატანის ოდენობა 140 ლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 1.0%-ის ოდენობით.
სს ,,ლი------- ბა----’’ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მსესხებელმა კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა მასში, რომ მან ვერ გადაიხადა კრედიტის თანხა, შეთანხმებული პირობების შესაბამისად, აქედან გამომდინარე დღეის მდგომარეობით, მ--- კ-------ოვა იმყოფება ვადაგადაცილებაში სს ,,ლი------- ბ----ს’’ მიმართ და სესხზე N1091---- ერიცხება დავალიანება 3188 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 1062.44 ლარი, პროცენტი - 1396.84 ლარი, ჯარიმა 728.72 ლარი) ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე სს ,,ლი------- ბ----ს’’ წარმომადგენელმა თ---ია ზ-----ი–---–მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სესხის ძირი 1064.44 ლარი, პროცენტი - 1396.84 ლარი, პირგასამტეხლო 728.72 ლარი კი შეამცირა და ითხოვა მხოლოდ 50 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მ--- კ-------ოვა საქმის მოსამზადებელ სხდომაზე სრულად დაეთანხმა დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 ნოემბერს მოპასუხე მ--- კ-------ოვასა და მოსარჩელე სს ,,ლი------- ბა---’’ შორის გაფორმდა Liberty Express-ის N1091---- სესხი, რომლის საფუძველზეც მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 1200 ლარი და მასზე რიცხული პროცენტი დაებრუნებინა 18 თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.14-25)
3.1.2 მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაფარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
2018 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, მ--- კ-------ოვას დავალიანება სს ,,ლი------- ბ----ს’’ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3188 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს - 1062.44 ლარს, პროცენტი - 1396.84 ლარს და ჯარიმა - 728.72 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ.33)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლი------- ბ----ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ--- კ-------ოვან სარჩელი ცნო სრულად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მ--- კ-------ოვამ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნო, შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სს ,,ლი------- ბ----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.მოპასუხე მ--- კ-------ოვას (პ/ნ 4---------9) სს ,,ლი------- ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2509.28. (ორიათას ხუთას ცხრა ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა. (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1062.44 ლარი, პროცენტი - 1396.84 ლარი, ჯარიმა 50 ლარი.
2.მოსარჩელე სს ,,ლი------- ბა---’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი. (საგადახდო დავალება N51447-----; გადახდის თარიღი 2018 წლის 3 ივლისი; გადამხდელის ბ----: სს ,,ლი------- ბ----’’; მიმღები სახელმწიფო ბიუჯეტი. ანგარიში/ სახაზინო კოდი 3000273150; მიმღები ბ----/ ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი TRESGE22.
3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე