განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100118002581874
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/3642-18

(006010618001)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების ზ-----------–--–---–ის,ბრალდებულ ზ--------------–---–ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----------------------------–---–ის (პ/№4----------) - დაბადებულის 1----–-–--------------ერს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ს--------------------------–--------- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ზ--------------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. რაც გამოიხატება შემდეგში:

2018 წლის 31 მაისს, თბილისში, წ---------------–---ში, შპს „მ--------“-ს კუთვნილი „მანი“-ს ბეტონმზიდის ავტომანქანის მძღოლი, ზ--------------–---–ი, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნული ავტომანქანის ავზიდან 15 ლიტრისა და 790 გრამის ოდენობის დიზელის საწვავს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 35 ლარის ქონებრივი ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ვ-–-------------------------------------–----------------------------–---–--------–-----–----–----ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ცატარების ოქმი, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები ) ერთობლიობა ზ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი მშობლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

გაუქმდეს ზ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ზ--------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულები:

1. სამი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

2. 5 ლიტრიანი და 10 ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭელი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

3. დიზელის საწვავი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი