განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
180100118002668115
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/240-18 14 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–--------------ძე;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - პ----- რ---ს ძე ქ-–---–---–ი (დაბადებული 1--- წლის 30 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: თბილისი, იმ-------ს ქ. N66, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი მ–----–---ი), ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---ში მცხოვრებმა პ----- ქ-–---–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების მოტივით, იმავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ თავის ძმას - მ------ ქ-–---–---–ს მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---ში მცხოვრებმა პ----- ქ-–---–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების მოტივით, იმავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ თავის ძმას - მ------ ქ-–---–---–ს მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდგომ კი პ----- ქ-–---–---–ი დანის გამოყენებით, მ------ ქ-–---–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, პ----- ქ-–---–---–მა მაგიდიდან აღებული სამზარეულოს დანა მოუქნია მ------ ქ-–---–---–ს, რომელმაც აიცილა მოქნეული დანა და გაიქცა სახლიდან. პ----- ქ-–---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მ------ ქ-–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.1. ბრალდებულმა პ----- ქ-–---–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ითხოვა პატიება.

 

2.2. დაზარალებულ მ------ ქ-–---–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მ–----–---ში დედასთან ნ----- ლ---–------თან და ძმასთან პ----- ქ-–---–---–თან ერთად. 2018 წლის 18 ივლისს, დილის საათებში 10:45 საათზე პ----- ქ-–---–---–ი მივიდა დაზარალებულთან აგრესიული და მოულოდნელად მას მუშტი მოუქნია და მოხვდა მარცხენა ლოყის არეში, რის გამოც მ------ ქ-–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შემდეგ პ----- ქ-–---–---–მა მაგიდიდან აიღო სამზარეულის დანა და მოუქნია ძმას, ხოლო მ------ ქ-–---–---–მა აიცილა მოქნეული დანა, მ------ს შეეშინდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობის. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების (დაზარალებულ მ------ ქ-–---–---–ის გამოკითხვის ოქმი, ნ----- ლ---–----ის გამოკითხვის ოქმი, პ----- ქ-–---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, მ------ ქ-–---–---–ის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ქ-–---–---–მა 2018 წლის 18 ივლისს, ძმას მ------ ქ-–---–---–ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების მოტივით, ჯერ მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის გამოც მ------ ქ-–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო შემდეგ დანა მოუქნია და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულის შედეგად მ------ ქ-–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. შესაბამისად, პ----- ქ-–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ პ----- ქ-–---–---–ის შემამსუბუქებელია ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ქ-–---–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უნდა მოხდეს შთანთქმის პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

2. პ----- ქ-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ერთმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, პ----- ქ-–---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

4. პ----- ქ-–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

5. პ----- ქ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 19 ივლისიდან.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი