განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002339208
საქმე #1/67-18 (#0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ----------ი დაბადებული - 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------------------------–-.
ადვოკატი: ლ---–------------–---–ი
თარჯიმანი: ე-–------------–--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის ივლისის თვიდან, 2018 წლის 07 იანვრის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარი საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ძალადობის გამოყენებით, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ---------------ს. სისტემატური ცემის შედეგად მ--------------- განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ---------------ს ორივე ლოყის და მკერდის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღნდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღებს.
2017 წლის ივლისის თვიდან, 2018 წლის 07 იანვრის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი მეუღლეს - მ---------------ს, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ---------------, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2018 წლის 07 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცივი იარაღისა და ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს მ---------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 07 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს დ-----------ას, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 07 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს გ-------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 07 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულ რძალს გ---–-------------------ას, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ და უდაოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ნ----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულებმა მ---------------მ, დ-----------მა და გ-------------მა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადეს, რომ არ სურთ მათი ოჯახის წევრის, ნ----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ მოხდა.
გ---–-------------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 7 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მან გაიგონა ნ----------სა და მ---------------ს შორის იყო ხმამაღალი საუბარი. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი გავიდა ოთახიდან ამ დროს ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გასვლისას ნ----------ს ხელში ცული არ ჭერია, ამასთან სახლში არსებული ნივთები იყო დამტვრეული, რაც ნ----------ს არ გაუკეთებია და ისინი მანამდეც იყო დაზიანებული. მოწმემ ასე განმარტა, იგი უშუალოდ არ შესწრებია მ---------------ს ცემის ფაქტს, ასევე, როგორვ მის, ისე სხვათა მიმართ ნ----------ის მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ---------------სთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია, ასევე, ხმამაღალი საუბარი ეხებოდა ფულად თანხას. მოწმის განმარტებით იმავე ღამეს ნ----------ის გარდა ყველანი წავიდნენ მ---------------ს ძმის ოჯახში, ვინაიდან მ--------------- იყო განერვიულებული, ამასთან იგი ავადმყოფობს და პერიოდულად კარგავს გონებას. მოწმემ ასევე განმარტა, იგი დღემდე ცხოვრობს ნ----------ის ოჯახში სადაც არანაირ კონფლიქტს ადგილი არ აქვს.
ე---------------მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მ--------------- არის მისი და. 2018 წლის 7 იანვარს ღამის 01:00 საათზე მასთან სახლში მივიდნენ მისი და და დისშვილები, ასევე დის რძალი. ადგილზე მისვლისას მათ დაიწყეს ყვირილი, რომ ეშველათ მათთვის, რადგან ნ----------ი მათ ეჩხუბებოდა, რადგან ბანკის ფული დროზე დაფარეთო. მოწმის განმარტებით ისინი ასევე ეუბნებოდა, რომ ნ----------ი მისდევდა, რაზეც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ნ----------ი გაიქცა. მოწმის განმარტებით მ---------------ს ქონდა დაზიანებები. მოწმემ ასევე აჩვენა, 2018 წლის 7 იანვარს უკვე შუადღეზე გამოიძახეს სასწრაფო, რადგან მ--------------- იყო ცუდად და მისდიოდა გული. მოწმემ განმარტებით, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები მ---------------ს არ იცის, რადგან უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია, ასევე იგი არც მუქარის ფაქტის შემსწრე არ არის. მოწმემ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, მ---------------ს და ნ----------ს შორის ხშირად ხდებოდა ჩხუბი, მაგრამ პირადად აღნიშნულის შემსწრე არ არის და აღნიშნული იცის მისი დისგან გადმოცემით.
ი-----–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისივე თანამშრომლებთან გ-------------–-–---–თან და გ--------------–---–თან ერთად ასრულებდა ოპერატიულ შემოვლას, რა დროსაც ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში. ადგილზე მისვლისას მათ მ--------------- არ დახვდათ, რომელიც წასული იყო ძმის ოჯახში, ხოლო სახლი იყო დაკეტილი. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ მ---------------სთან, სადაც ადგილზე მისვლისას მ---------------მ მათ მოუყვა მომხდარის შესახებ, ამასთან მათ უკვე გამოძახებული ყავდათ სასწრაფო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მ---------------ს მან ვიზუალურად დაზიანებები ვერ შეატყო, ამასთან იგი უშულოდ არ შესწრებია მომხდარ ინციდენტს. მოწმემ ასევე განმარტა, მან მიიღო ოპერატიული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ნ----------ი მოძრაობდა ქ. თელავში კავკასიონის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩის მიმართულებით, რაზეც მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-------------–--–--–მა, რომელმაც ასევე განმარტა, როდესაც ისინი მივიდნენ მ---------------ს ძმის ოჯახში ამ უკანასკნელს ნიკაპისა და მკერდის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მისი გადმოცემით მიაყენა მეუღლემ ნ----------მა. მოწმის განმარტებით ამის შემდეგ მათ მ--------------- გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში სადაც მოხდა მისი დაკითხვა, რის შემდეგაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მოწმემ ასევე განმარტა, იგი უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ--------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მან მოახდინა ნ----------ის დაკავება და პირადი ჩხრეკა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქ. მ---------------ს ორივე ლოყის და მკერდის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათის 391 და პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქ. ნ----------ს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა თხემის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ნაჭდევი წელის არეში მარცხნივ, განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელოის მოუშლელად. ხაზოვანი ნაჭდევები მარჯვენა ფერდქვეშა და წელის მალების არეში განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებათა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან(ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით ბრალდებულ ნ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
ნ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ნ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვმა მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ----------ის მიმართ ზემოაღნიშნულ წარდგენილ ბრალდებებს, კერძოდ:
დაზარალებულებმა მ---------------მ, დ-----------მა და გ-------------მა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადა, რომ არ სურთ მათო ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. რაც შეეხება გ---–-------------------ას, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის მიმართ ნ----------ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ქონია, ასევე, მან მხოლოდ ხმამაღალი საუბრის ხმა გაიგო რაც ეხებოდა ფულად თანხას, რაზეც იგი გავიდა და ამ დროს ეს კამათიც კი იყო დასრულებული. ამასთან ნ----------ს ხელში არაფერი არ ჭერია და არაფერი არ დაუმტვრევია. გარდა ამისა მ---------------სთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია. იმავე მოწმემ განმარტა, რომ ნ----------ი არავის დამუქრებია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ბრალდებულის ახლო ნათესავს. ახლო ნათესავის განმარტებას კი, თავის მხრივ, იძლევა ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ,,ახლო ნათესავი არის მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ---------------, დ-----------ა და გ-------------ი, როგორც ბრალდებულ ნ----------ის მეუღლე და შვილები, უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, ხოლო მის მიერ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია გაზიარებულ არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ, ვინაიდან სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ი-----–--------–---–ის, გ-------------–-–---–ისა და გ--------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულმა შემთხვევიდან მეორე დღეს თითქმის 12 საათის შემდეგ გამოიძახა დახმარება, ვინაიდან ნ----------ი მათზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ადგილზე მისვლისას მათ მ--------------- არ დახვდათ მისამართზე, რის შემდეგაც წავიდნენ მისი ძმის ოჯახში, სადაც მართლაც დახვდათ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი მ---------------, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები, რის შემდეგ დაკითხეს მოწმის სახით და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რაც იყო არეულ მდგომარეობაში, ხოლო ავეჯი დამტვრეული.
ასევე ე---------------ის ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მან სხდომაზე აჩვენა ის გარემოება, რომ 2018 წლის 7 იანვარს ღამის 01:00 მასთან სახლში მივიდნენ დაზარალებულები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ნ----------ი მ---------------ზე ძალადობდა ასევე მათ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ იგი პირადად შემსწრე მომხდარი ფაქტის არ არის, ასევე არ შესწრებია ნ----------ის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქ. მ---------------ს ორივე ლოყის და მკერდის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ კი სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად შეფასებული და გაანალიზებული უნდა იქნეს ბრალდებულ ნ----------ის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, დასადგენია ნ----------ის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ინკრიმინირებულ დანაშაულებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით ასევე კრიმინალიზებულია სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე, შვილი, რძალი და აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის, მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად (ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა არა ყოველთვის), გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ამ უკანასკნელის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, ამასთან, ზემოაღნიშნულ ქმედებებს არ უნდა მოჰყვეს არც ჯანმრთელობის მძიმე და არც ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, იგივეს იმეორებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილი, მასში განსხვავებაა, რომ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხოლოდ არც ჯანმრთელობის მძიმე და არც ნაკლებად მძიმე დაზიანება და იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ნებისმიერი პირის მიმართ.
რაც შეეხება მუქარას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანებია: ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა, სსკ-ის 111, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
მოცემულ შემთხევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულებმა მ---------------მ, გ-------------მა და დ-----------მა ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ხოლო გ---–-------------------ამ არ დაადასტურა ნ----------ის მხრიდან ვინმეს მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე დაკითხული თითოეული მოწმის ჩვენება და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ----------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
გამომძიებლები ი-----–--------–---–ი, გ-------------–-–---–ი და გ--------------–---–ი, აგრეთვე მოწმე ე---------------ი განმარტავენ სხვის მონათხრობს, ხოლო დაზარალებულთა ნაწილმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ნ----------ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა და ე---------------ის ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც გ---–-------------------ამ უარყო ნ----------ის მიერ ძალადობისა თუ მუქარის განხორციელების ფაქტი. ამასთან ის გარემოება, რომ უშუალოდ ნ----------მა მიაყენა ის დაზიანებები მ---------------ს, რაც მას აღენიშნებოდა სასამართლო სდომაზე ვერ დადასტურდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბრალდებულს უფრო მეტი და უფრო მძიმე ხარისხის დაზიანებები აქვს მიყენებული, იგივე იმავე საგნით, რაც მ---------------ს, აღნიშნული კი დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სასამართლო არ დავობს აღნიშნული ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ მ---------------მ, დ-----------მა და გ-------------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე და სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა გადაემოწმებინა მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენები სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება).
ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა უშუალოდ ნ----------ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და მხოლოდ წარმოდგენილი იქნა ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი თუ საეჭვო მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ან მუქარის ჩადენის ფაქტი უშუალოდ ნ----------ის მხრიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდებულ ნ----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, ნ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც ნ----------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
ნ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნ----------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქმეზე ამოღებული ცული, მაგიდა, სკამები და ტუმბო დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო სისხლის ნიმუში განადგურდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე