განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
№0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოებერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - დავით მუხიაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ს---–---------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ს-----------------------------–----------ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა.
ადვოკატები - იზოლდა მელიქიშვილი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
_ 2018 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში სოფელ ყ--------–--ში, ლ-----ის ხიდის მიმდებარედ, მის მფლობელობაში არსებულ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ა/მანქანით სახ. N--------- გადაადგილების დროს ს---–---------------–---–ი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეჩერებული იქნა გაჩიანის პოლიციის თანამშრომლების მიერ და ჩაუტარდა პირადი და მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტის“ უკანა მარჯვენა დამცავსა და უკანა მარჯვენა ფრთას შორის არსებული ღარიდან ამოღებული იქნა ს---–---------------–---–ის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროს შეძენილი და შენახული, მოყვითალო ფერის გაზეთის ნაჭერში გახვეული, ლურჯი ფერის 8 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, ხოლო ავტომანქანის სალონის მარცხენა კარის სათავსოდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 3 მგ-იანი შპრიცი, მუქი ყავისფერი სითხით, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 1,8467 გრამს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ს---–---------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების გ--–----–----–---–-----------------------------------–---–------–-------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში სოფელ ყ--------–--ში, ლ-----ის ხიდის მიმდებარედ, მის მფლობელობაში არსებულ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ა/მანქანით სახ. N--------- გადაადგილების დროს ს---–---------------–---–ი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეჩერებული იქნა გაჩიანის პოლიციის თანამშრომლების მიერ და ჩაუტარდა პირადი და მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტის“ უკანა მარჯვენა დამცავსა და უკანა მარჯვენა ფრთას შორის არსებული ღარიდან ამოღებული იქნა ს---–---------------–---–ის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროს შეძენილი და შენახული, მოყვითალო ფერის გაზეთის ნაჭერში გახვეული, ლურჯი ფერის 8 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, ხოლო ავტომანქანის სალონის მარცხენა კარის სათავსოდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 3 მგ-იანი შპრიცი, მუქი ყავისფერი სითხით, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 1,8467 გრამს. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ს---–---------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ს---–---------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”; ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 01 გრამიდან განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე ამოღებული ,,ჰეროინის” საერთო წონა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 1,8467 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს---–---------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 1,8467 გრამი.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ს---–---------------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ს---–---------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ს---–---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰერონი“ წონით 1,8467 გრამი და საინექციო შპრიცი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი, სახ. ნომრით T--------, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
ს---–---------------–---–ს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
2. ს---–---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 სექტემბრიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰერონი“ წონით 1,8467 გრამი და საინექციო შპრიცი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი, სახ. ნომრით T--------, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი