გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210016001637274
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/37484-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------- კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - დ------- ბ--------–---–ი (ხ-------- ც--–------ის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ა-------ი ჭ--–---–ი

 

მოპასუხე - ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს ს------–----- დ-–-------–--- ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ა

წარმომადგენელი - გ------- თ-----–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2229,93 ლარის გადახდის დაკისრება.

 

ხ-------- ც--–------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მატერიალური ზიანის 2229,93 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება. სარჩელში განმარტებულია, რომ ხ-------- ც--–------ე ს------------ პ---–-–-ის უფროსის 2014 წლის 11 მარტის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა ს------------ პ---–-–-ის ა------------–იის კადრების სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2014 წლის 11 ივლისის ბრძანებით ხ-------- ც--–------ე გათავისუფლდა ს------------ პ---–-–-იდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხ-------- ც--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 3 მარტისა და 11 მარტის ბრძანებები და ს------------ პ---–-–-ას დაევალა ხ-------- ც--–------ისათვის არაუმეტეს 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა. თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით ს------------ პ---–-–-ის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად, ხოლო ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ს------------ პ---–-–-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის განჩინება. ს------------ პ---–-–-ის 2016 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოთ აღნიშნული ბრძანებები.

 

ს------------ პ---–-–-ის ხელმძღვანელობამ ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში არ მიიღო ხ-------- ც--–------ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულების გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადაწყვეტილება. ამან ძლიერ იმოქმედა ხ-------- ც--–------ის ჯანმრთელობაზე. განცდებისა და ნერვიულობის გამო ხ-------- ც--–------ე დაავადდა და განიცადა მნიშვნელობვანი მატერილური ზიანი. მკურნალობისათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 2229,93 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგნელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს სახელმწიფო ს------–----- დაწესებულების ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის უფროსის 2014 წლის 11 მარტის №------ ბრძანებით ხ-------- ც--–------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა ს------------ პ---–-–-ის ა------------–იის (მთავარი სამმართველო) კადრების სამმართველოს განკარგულებაში.

 

ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს სახელმწიფო ს------–----- დაწესებულების ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის უფროსის 2014 წლის 11 ივლისის №------- ბრძანებით ხ-------- ც--–------ე გათავისუფლდა ს----------–ოს ს------------ პ---–-–-იდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ბრძანებები (ს.ფ 18-19).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №-------14) ხ-------- ც--–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს სახელმწიფო ს------–----- დაწესებულების ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის უფროსის 2014 წლის 11 მარტის №------ ბრძანება ხ-------- ც--–------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს სახელმწიფო ს------–----- დაწესებულების ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის უფროსის 2014 წლის 11 ივლისის №------- ბრძანება ხ-------- ც--–------ის ს----------–ოს ს------------ პ---–-–-იდან დათხოვნის შესახებ; დაევალა ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს სახელმწიფო ს------–----- დ-–-------–---ს ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ას ხ-------- ც--–------ის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის არაუმეტეს 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.

 

თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით ს----------–ოს შ------ ს------- ს----------ოს სახელმწიფო ს------–----- დ-–-------–--- ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ა------------–იულ ს------- კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

 

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ა------------–იულ ს------- პალატის 14.04.2015.წ. განჩინება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ 20-31).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 32-35).

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 36-37).

 

3.1.3. ს------------ პ---–-–-ის 2016 წლის 23 სექტემბრის №------- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 11 მარტისა და 11 ივლისის ბრძანებები.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

ს------------ პ---–-–-ის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს წერილი (ს.ფ 44).

 

3.1.4. 2017 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ხ-------- ც--–------ე, რომლის საპროცესო უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მეუღლე დ------- ბ--------–---–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 28 თებერვლის განჩნება (ს.ფ. 123-128).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ს----------–ოს ს------------ პ---–-–-ის მიერ ხ-------- ც--–------ისათვს 2229,93 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ს------------ პ---–-–-ის ხელმძღვანელობამ ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში არ მიიღო ხ-------- ც--–------ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადაწყვეტილება. ამან ძლიერ იმოქმედა ხ-------- ც--–------ის ჯანმრთელობაზე. განცდებისა და ნერვიულობის გამო ხ-------- ც--–------ე დაავადდა და განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, მკურნალობისათვის გადახდილმა თანხამ კი შეადგინა 2229,93 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შ------ი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შ------ რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შ------ი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში.

 

მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას ასახელებს, კერძოდ ხ-------- ც--–------ის დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (იხ. ს.ფ. 45-52), აღნიშნული ცნობები ნამდვილად ადასტურებს მოსარჩელის ჯანმრთელობის მოშლას, თუმცა სასამართლო ყურდაღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა 2014 წლის 11 მარტს, 2015 წლის 21 ოქტომბრის ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში კი ასახულია, რომ პაციენტის გადმოცემით 12 წელია დაავადებულია არტერიული ჰიპერტენზიით, 2009 წლიდან დადგენილი აქვს მოციმციმე არითმია, 2006 წლიდან დიაგნოსტირებული აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) და მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლასა და მოპასუხის ქმედებებს შორის.

 

შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს სსკ-ის 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი ელემენტები - ბრალი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას სსკ 1005-ე მუხლის მესამე ნაწილზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციის წინაპირობები სახეზე არ გვაქვს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ დ------- ბ--------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ, სუსგ №ას-507-481-2011). შესაბამისად, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი (იხ, სუსგ №ას-718-683-2015).

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან - მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

ამავე ნორმის მესამე ნაწილის თანახმად - რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის აპელირებას სსკ 1005-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან განსახილველი დავის ფარგლებში სახეზე არ გვაქვს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის მოპასუხის ქმედებით მიყენების ფაქტს. ამდენად, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 100,00 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნვლეყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ-------- ც--–------ის უფლებამონაცვლის დ------- ბ--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე