განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/416-18წ. 22 ნოემბერი 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი -ბელა მერაბიშვი-–-
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ო---------------ე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - დ------–-----–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-----1--- წელს, პ/ნ 1---------0 მცხ: ბ----------- მუნიციპალიტეტი, სოფ. ტ--------
ადვოკატი-ი----------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-–-ს „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწი-–-:
სასამართლომ დაადგინა:
დ------–-----–-–---–ი, სისტემატიურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ძმის მეუღლეს მ---------–---ს, რომელმაც 2018 წლის 19 სექტემბერს ბ----------- რაიონის სოფელ ტ-----–-, სადაც ცხოვრობენ ერთად ბინაში, არიან ერთი ოჯახის წევრები და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, ორი არასრულწლოვანი შვი-–-ს, 5 წლის ვ------- შ-----–-–-ი-–-ს და 10 წლის ლი-–- შ-----–-–-ი-–-ს თანდასწრებით მ---------–--- ლანძღა აგინა, ითრია თმებიდან, ყელში ძლიერად წაუჭირა ხელები და მუშტი ჩაარტყა სახის არეში რითაც მ---------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივი-–- და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ------–-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-–- და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენი-–- არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა დ------–-----–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენი-–- ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენი-–- ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, მ---------–---ს შეტყობინება დანაშაულის შესახებ; მოწმეების მ---------–---ს, მ----–-----–-–---–--, გ------ი შ-----–-–-ი-–-ს, გ----------------, ნ-----–---------–--–------, ლი-–- შ-----–-–-ი-–-ს ჩვენებები, არასრულწლოვან ლი-–-, გ------ი და ვ------- შ-----–-–-ილების დაბადების მოწმობის ასლები, ბ----------- სარეგისტრაციო სამასახურის მომართვა დ------–-----–-–---–ის ოჯახის შესახებ, შემთხვევის ადგი-–-ს დათვალიერების ოქმი, თავად დ------–-----–-–---–ის აღიარებითი ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მ---------–---ს და დ------–-----–-–---–ის მიმართ, დადგენილება მ---------–---ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და სასამართლოში წარმოდგენი-–- ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენი-–- ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე მ---------–---ს გამოკითხვის ოქმით დადგენი-–-ა, რომ მ---------–--- ცხოვრობს მაზლთან, დ------–-----–-–---–თან და შვილებთან ერთად ბ----------- რაიონ სოფელ ტა-----–ი. მისი მეუღლე წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. მისი მეუღლის წასვლის შემდეგ, დ------ა გაუხშირა სმას, დაიწყო მისი შევიწროვება, თავიდან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ დაიწყო მისი კონტროლი და ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. 19 სექტემბერს 6 საათზე მივიდა სახლში, დ-----ი ეზოში ელოდებოდა. დ------ა უთხრა, თუ რატომ არ პასუხობდა ტელეფონზე, მ---მ უთხრა, რომ თავი დაენებებინა მისთვის, რადგან ის ცუდს არაფერს აკეთებდა. დ------ა დაიწყო მისი ლანძღვა, აგინებდა დედის და ოჯახის მისამართით. მ--- გაერიდა თავის ოთახში, თუმცა დ-----ი ისევ აგრძელებდა მის ლანძღვას. დ-----ი შევიდა ოთახში, სადაც მ---სთან ერთად მისი 5 და 10 წლის გოგონები იყვნენ და გაიწია დასარტყმელად მასზე. მ---მ მოახერხა მისი მოშორება, რის შემდეგაც გაბრაზებულმა დ------ა ჩაამსხვრია მისი სძინებელი ოთახის ფანჯრის მინები პოლისჯოხით, მ--- მარჯვენა ხელით დაიჭირა, თმებიდან ჯერ ითრია, რა დროსაც მან განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივი-–- თავის არეში, მას შემდეგ კი მარცხენა ხელის მუშტი ჩაარტყა დ------ა ძლიერად სახის არეში, რა დროსაც ოთხივე დარტყმისას განიცადა მწვავე ფიზიკური ტკივი-–-, დ-----ს ისევ თმებიდან ეჭირა, გაუშვა ხელი და ორივე ხელით ძლიერად წაუჭირა ყელში, გრძნობდა, რომ უკვე სუნთქვა ეკვრებოდა და იგუდებოდა, რის გამოც ორივე ხელით კისრის არეში ძლიერად წამოპოტნა, რათა ხელი გაეშვა მისთვის. დ------ა ხელი გაუშვა, ბავშვები შიშისგან ყვიროდნენ. 10 წლის ლი-–-ს მ---მ უთხრა, რომ გადასულიყო მეზობელთან და დაეძახა საშველად. მ--- 5 წლის ვ-------სთან ერთად გავიდა ოთახიდან. დ-----ი ისევ გაჰყვა უკან და აგრძელებდა მის ლანძღვას. ამ დროს მან თავისი ტელეფონის ნომრიდან დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. ამ დროს მისი სახლის ეზოსთან მოვიდა მეზობელი მ--- შ-----–-–-ი-–-, რომელსაც ესმოდა როგორ ლანძღავდა დ-----ი. 19 სექტემბერს დ-----ის დართყმების შედეგადმან სხეულზე მიიღო დაზიანებები. განაცხადა, რომ არ იცის რატომ იქცევა ასე მისი მაზლი დ-----ი და ითხოვს მის დასჯას კანონის შესაბამისად.
მოწმე მ----–-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმით დადგენი-–-ა, რომ ცხოვრობს ბ----------- რაიონ სოფელ ტა-----–ი, მ---------–---ს მეზობლად, რომელსაც მეუღლედ ჰყავს ი-–-ა შ-----–-–-ი-–-. ი-–-ას საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, დ------ა მოუხშირა სმას. 19 სექტემბერს დაახლოებით იქნებოდა 18 საათი, მასთან სახლში მივიდა მ---ს შვი-–- ლი-–-, რომელიც იყო შეშინებული და მომტირალი. ლი-–-მ უთხრა, რომ დ----- ბიძია დედას სცემს და უშველეო. აღნიშნულის გამო, ის წავიდა მ---ს სახლისაკენ. მანამ მივიდა, მ--- თავის 5 წლის შვილთან ერთად იყო გამოსული გარეთ ეზოში და მას უკან მოჰყვებოდა დ-----ი გინებით და უშვერი სიტყვების ძახი-–-თ. მან უსაყვედურა დ-----ს, რას სჩადიოდა, დ------ა გაიწია მ---სკენ, სავარაუდოდ უნდოდა დაერტყა, მაგრამ მ--- მ---მდე მივიდა ჩქარი ნაბიჯით და წაიყვანა თავისთან სახლში შვილებთან ერთად. დ-----ი დარჩა სახლის გარეთ ქუჩაში, შემდეგ წავიდა. მალე პოლიციაც მივიდა. აღნიშნავს, რომ არ დაუნახავს რამდენჯერ დაარტყა მ---ს დ------ა, ამას არ შესწრებია. როგორც მ---მ უთხრა დაუთრევია თმებიდა, შემდეგ მუჭი ურტყია სახეში და ბოლოს ხელები მოუჭერია კისერში. მ---ს სახის არეში ცხვირზე, მარჯვნივ მხარეს თვალზე და კისრის არეში აღენიშნებოდა ახალი დაზიანებები. აღნიშნავს, რომ კამათის, გინების ხმა გაუგია ხშირად მ---ს სახლიდან, კერძოდ,როცა დ-----ი მას აგინებდადა ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. მაგრამ უცნობია რატომ აგინებდა დ-----ი მ---ს.
მოწმე ლი-–- შ-----–-–-ი-–-ს გამოკითხვის დადგენი-–-ა, რომ ბიძასიმა დ----- შ-----––---–-- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მ---------–---ს.
მოწმე გ------ი შ-----–-–-ი-–-ს გამოკითხვის ოქმით დადგენი-–-ა, რომ ცხოვრობს დედასთან, მ---------–---სთან, დებთან ლი-–- და ვ------- შ-----–-–-ილებთან ერთად, მამამისი ი-–-ა შ-----–-–-ი-–- წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ და უგზავნით ფულს. რაც მამამისი წავიდა საზღვარგარეთ, ბიძამისი დ------–-----–-–---–ი დედამისის მიმართ გახდა აგრესიული და ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებს დედის მისამართით და ლანძღავს უშვერი სიტყვებით. აღნიშნავს, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს, სკოლის მერე, ის წავიდა ქ.ბ---------–- ჭიდაობაზე, საიდანაც დაბრუნდა საღამოს. სახლში მისვლისას მან გაიგო, რომ ბიძამისმა დედამისი სცემა. აღნიშნულ ფაქტს ის არ შესწრებია. სახლში იყვნენ მარტო მისი დები. აღნიშნავს, რომ ბიძამისს მხოლოდ დედამისის მიმართ აქვს აგრესია, განსაკუთრებით როცა მთვრალია. აღნიშნავს, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას ბიძამისის მიერ დედამისის მიმართ ადგი-–- ხშირად ჰქონდა.
2018 წლის 20 სექტემბრის შემთხვევის ადგი-–-ს დათვალიერების ოქმით დადგენი-–-, რომ დათვალიერებული იქნა ბ----------- რაიონის სოფ.ტა-----–ი მდებარე მ---------–---ს საცხოვრებელი სახლი, სახლში არსებული მისაღები ოთახიდან პირდაპირ არის მ---------–---ს საძინებელი ოთახი, ოთახში შესასვლელი ხის ორფრთიანი კარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კედელში ჩაშენებულია,,დაკლეტკი-–-" ფორმის ფანჯრები, მარჯვენა ფანჯრის მარჯვენა მხარეს ფრთაზე ქვედა მარჯვენა კუთხის ერთი განყოფილების ფანჯარა არის ჩამსხვრეული და მისი ნამსხვრევები მიმოფანტულია ფანჯრის რაფაზე გარედან და შიგნიდან. ოთახში სხვა არეულობა არ აღინიშნება, სწორედ ამ საძინებელ ოთახში მიაყენა დ------–-----–-–---–მა მ---------–---ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა(იხ.ს.ფ.24-27).
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N7--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ---------–---ს სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობი აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(იხ.ს.ფ.97-99).
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N7--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ------–-----–-–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობი აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.(იხ.ს.ფ.100-102)
სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- N0-------- ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ---------–--- ფსიქიკურად დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ამს შეუძლია სწორად აღიქვას დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.(იხ.ს.ფ.167-179)
2018 წლის 21 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მ---------–--- ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწი-–-ს „ბ“ ქ/პ-ით.(იხ.ს.ფ.10--106)
სასამართლოს დასკვნა დ------–-----–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწი-–-ს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
დ------–-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწი-–- ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დ------–-----–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენი-–- ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგი-–-ს დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენი-–- წესით, რომლის შესრულება დაევალოს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოს.
სარეზოლუციო ნაწი-–-:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------–-----–-–---–ს (პ/№1---------0) ცნობი-–- იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწი-–-ს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 6--ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი.
დ------–-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით.
2. დ------–-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ვ----– შ-----–-–-ი-–-ს( პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას მდებარე ბ----------- რაიონის სოფელ ტ-------, დაზუსტებული ფართობი 2279,29 კვ.მ ს/კ 6-.0--0--1--- (სასამართლოს განჩინება N1--------წ. 03.10.2018წ).
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგი-–-ს დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენი-–- წესით, რომლის შესრულება დაევალოს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგი-–-ს (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვი-–-ს ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია