განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
170100118002654154
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/35-18

(გამოძიების #0-----------)

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ამ----------–-----------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–--------------ს, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, უმუშევარი, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თე-----–-------------------------–---------–--ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის მე-111 მუხლი და 126-ე მუხლის 12 ნაწილი; სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: (1) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; (2) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (3) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებული - ზა-------------------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–----------------ს, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, უმუშევარი, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თე-----–-------------------------–---------–--ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ადვოკატი - რო-–-------------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ბრალდების ფორმულირება:

 

1.1. 2018 წლის 19 აგვისტოს, დილით, თე-----–-------------------------–---------–--ში მდებარე ვა------–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ამ--------------–---–ი დანისა და ცულის დემონსტრირებით და სიტყვებით „უნდა მოგკლა“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ზი-----------–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. ამ--------------–---–მა თე-----–-------------------------–---------–--ში მდებარე ვა------–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, ხელების სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით სისტემატური ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ზი-----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცდა ფიზიკური ტანჯვა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. არ დადგინდა ამ--------------–---–ის მიერ 2018 წლის 19 აგვისტოს მეუღლის ზი-----------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, ასევე თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატური ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

 

2.2. ამ--------------–---–მა თე-----–-------------------------–---------–--ში მდებარე ვა------–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თანაცხოვრების (2018 წლის 19 აგვისტოდან) ბოლო ორი წლის განმავლობაში, სისტემატური გინების, შეურაცხყოფისა და დამცირების გზით ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის - ზი-----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცდა ტანჯვა.

 

2.3. ზა------------–---–მა თე-----–-------------------------–---------–--ში მდებარე ვა------–---–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თანაცხოვრების (2018 წლის 19 აგვისტოდან) ბოლო ორი წლის განმავლობაში, სისტემატური გინების, შეურაცხყოფისა და დამცირების გზით ფსიქოლოგიურად იძალადა დედის - ზი-----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცდა ტანჯვა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

3.2. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.).

 

3.3. განსახილველ საქმეში ბრალდებულების - ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ადვოკატის მონაწილეობით, სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ბრალდებულებმა ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადეს უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.5. ვინაიდან საქმეზე არსებული მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს საქმის გარემოებებს, ვინაიდან განსაკუთრებით ამ--------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების არსებობა-არარსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია თითოეული მომენტის აღდგენა და შეფასება. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ნიშნავს ამ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის გამოკვლევის გარეშე მიღებას და არა მათი შეფასების გარეშე დატოვებას ან, მით უმეტეს, ბრალად წარდგენილი ქმედების არსებობის ავტომატურ დადასტურებას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება, სასამართლო ვალდებულია, ისინი შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავეობის შეფასების კომპონენტი საერთოდ ამოვარდებოდა, რაც პირის დაუსაბუთებელი მსჯავრდების რისკს გააჩენდა.

 

3.6. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ--------------–---–ი და ზი-----------–---–ი არიან მეუღლეები, ხოლო ეს უკანასკნელი არის ზა------------–---–ის დედა, რაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

3.7. მიუხედავად იმისა, რომ ამ--------------–---–მა საქმის არსებითი განხილვისას აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, გარდა სსკ-ის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისა, მის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენების მიხედვით მან საერთოდ გამორიცხა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა, ასევე 2018 წლის 19 აგვისტოს მუქარის ფაქტი, მისი განმარტებით ფული სთხოვა მეუღლეს, სხვათა შორის თავისი ფული, რაზეც მეუღლემ უპასუხა: „რად გინდა ფული შე მიწაში ჩასაგდებოო?“, რის შემდეგაც დაემუქრა, ზუსტად არ ახსოვს როგორ, თუმცა მოკვლის მუქარას, განსაკუთრებით, დანითა და ნაჯახით, გამორიცხავს, უფრო მეტად უშვებს, რომ დედა შეაგინა და ამ მეთოდით. ბრალდებულის ჩვენებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად სვამს და აგინებს მეუღლეს, ისიც წყევლის, ზოგჯერ ყოველდღე, ხან კი თვე გავა და მსგავსი არაფერი არ ხდება, ტკბილად არიან ერთმანეთში. რაც შეეხება ბრალდებულ ზა------------–---–ს, მან აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას შეურაცხყოფას აყენებდა დედას, მათ შორის, აგინებდა, რაც ხდებოდა ზოგჯერ ყოველდღე, ხან კი თვე გავიდოდა და მსგავსი არაფერი არ ხდებოდა. დაზარალებულმა ზი-----------–---–მა გამოკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან, ზა------------–---–თან ერთად, რომლებიც თითქმის ყოველდღე იღებენ ალკოჰოლს, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, რა დროსაც არიან აგრესიულები და არაადეკვატურები, რის გამოც ეშინია მათი. ისინი აგინებენ და ლანძღავენ, რის გამოც განიცდის ტანჯვას. მათი უდიერი ქცევის, არაერთგზის დამცირებისა და შეურაცხყოფის გამო რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი გადაწყვიტა. აგრეთვე, ჩხუბისას მეუღლე სცემს, ხელებს ურტყამს სხეულის არეში, ბოლოს მაგალითად ერთი თვის წინ ჰქონდა ადგილი მსგავს ფაქტს, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 19 აგვისტოს ამ--------------–---–ი ყოფით ნიადაგზე აგინებდა და ლანძღავდა მას ხმამაღლა, რაზეც გამოესარჩლა ზ----, რის შემდეგაც ა------- შევიდა დამხმარე სათავსოში, საიდანაც გამოიტანა დანა და ცული და ყვიროდა, რომ დახოცავდა მათ, შემდეგ გამოეკიდა და მოკვლით დაემურა, რა დროსაც შეეშინდა, სახლში შევიდა და დაიმალა. წინა საღამოსაც ნასვამმა აგინა. დაზარალებულმა აღნიშნული გარემოებები საგამოძიებო ექსპერიმენტის - ჩვენების ადგილზე შემოწმების - დროსაც დაადასტურა. მა--------------–---–მა (ამ--------------–---–ისა და ზი-----------–---–ის შვილი) განმარტა, რომ ცხოვრობს მშობლების სახლთან ახლოს და თითქმის ყოველდღიურად სტუმრობს მათ. ხშირად შესწრებია მამისა და ძმის მხრიდან დედის მისამართით გინებას, თუმცა არ უნახავს მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამ--------------–---–მაც (ამ--------------–---–ისა და ზი-----------–---–ის შვილიშვილი) დაადასტურა, რომ უნახავს მთვრალ მდგომარეობაში, ბაბუა როგორ ლანძღავს და აგინებს დაზარალებულს, თუმცა არ შესწრებია ფიზიკურ ძალადობას, ასევე არ შესწრება ზა------------–---–ის მიერ ბებიის ლანძღვა-გინებას. გარდა ამისა, გამომძიებლებმა - კა------------–---–მა და მი----–-----–--–---–მა, ასევე ექსპერტებმა - ზუ-------------–---–მა და და--------–--ემ, რომლებიც 2018 წლის 19 აგვისტოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად იყვნენ მისულები ვა------–---–--ის სახლში, აღნიშნეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისას, ზა------------–---–ი გამოვიდა სახლიდან და ლანძღვა-გინება დაიწყო დედის მისამართით, რის გამოც ეს უკანასკნელი ტიროდა.

 

3.8. სასამართლომ ასევე შეაფასა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებულ იქნა ნაჯახი, დანის პირი და მინის ნამტვრევები, რომლებზეც დაზარალებული გამოკითხვისას მიუთითებდა. 2018 წლის 19 აგვისტოს ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, ზი-----------–---–ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. 2018 წლის 19 აგვისტოს ალკოტესტით შემოწმებისას ამ--------------–---–ს დაუდგინდა 1.219, ხოლო ზა------------–---–ს 3.443 პრომილე, რაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მიუთითებს.

 

3.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ზემოთ აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის მიერ იმ ქმედებათა განხორციელებას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის 2.2 და 2.3 პუნქტებში. ამასთან, არ არსებობს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს უტყუარად დაარწმუნებდა ამ--------------–---–ის მიერ ზი-----------–---–ზე მუქარისა და სისტემატური ძალადობის განხორციელებას. სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ასევე ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი, რაც ბუნებრივია ცალკე დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ აღიქმება, რადგან ორივე ერთი წყაროდან მომდინარეობს. რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, უშუალოდ საუბარია ნაჯახსა და დანის პირზე, რომლებიც დაზარალებულის ინფორმაციით ბრალდებულს ხელში ეჭირა და მისდევდა დაზარალებულს, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა, რომლებიც ამოღებულ იქნა საგამოძიებო ესპერიმენტისას სახლის სხვადასხვა ადგილებიდან, ასევე რეალურად ამოღებულ იქნა დანის პირი და არა დანა, და რომც მივიჩნიოთ, რომ ეს სწორედ ის დანა და ნაჯახია, რომელზეც დაზარალებული მიუთითებდა აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს მუქარის განხორციელებას. გარდა ამისა, სასამართლო გამორიცხავს, ბრალდებულის განმარტებიდან გამომდინარე, რომ დედის შეგინება რაიმე ფორმით, მით უმეტეს, სამართლებრივ კონტექსტში, უკავშირდებოდეს მუქარის იმ მოცემულობას და შემადგენლობას, რაც ამ--------------–---–ს ბრალად აქვს წარდგენილი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მეუღლე. ამასთან, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე და დედა. განსახილველი დანაშაულებისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ორივე შემთხვევა შედეგიანი დელიქტია და მათი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ამ--------------–---–ის საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლისა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე მე-111 მუხლისა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

4.3. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა - ამ--------------–---–მა და ზა------------–---–მა მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც აღწერილია წინამდებარე განაჩენის 2.2 და 2.3 პუნქტებში ჩაიდინეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მათ მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი ცნობილნი უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ამ--------------–---–ის და ზა------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, აცნობიერებენ, რომ დაუშვებელია მეუღლისა და დედის მიმართ ამგვარი მოპყრობა; დაზარალებულს პრეტენზია არა აქვს მათ მიმართ, გასათვალისწინებელია მათი როლი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში.

 

5.2. ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ ისინი დანაშაულს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადიოდნენ.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

6.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

6.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით (მეუღლისა და დედის მიმართ), რომლებიც განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის, ნასვამ მდგომარეობაში და ასევე რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, სისტემატურად, გასათვალისწინებელია დაზარალებულის ასაკი, იგი 70 წელს გადაცილებულია, სასამართლო გამორიცხავს ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გამორიცხულია ძირითადი სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით (სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ--------------–---–ს ასაკის გამო ვერც დაენიშნება ეს სასჯელი) იმ შედეგის მიღწევა, რასაც თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოფს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ მათთან მიმართებით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას, რადგან ამისათვის არავითარი მიზეზი არ არსებობს. გარდა ამისა, ზა------------–---–ს ჩადენილი დანაშაულის გამო დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, რაც დამატებითი ზემოქმედების სახეს შეიძენს მასთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იგი უმუშევარია და მშობლების კმაყოფაზეა, მათ შორის, პენსიონერი დედის, რომლის მიმართაც ძალადობს (საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შესაძლებელია დაინიშნოს დამატებით სასჯელად).

 

6.5. ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას ორივე ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული ქმედებების განხორციელების ხასიათსა და ძალადობის ხარისხს, რაც გამოიხატა შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რაც ატარებდა სისტემატურ ხასიათს, ჩადენილია მთვრალ მდგომარეობაში, მათ აღიარებასა და მონანიებას, ასევე მათ როლს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ სასჯელად უნდა განესაზღვროთ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის საშუალოზე მაღალი ზომა - 10-10 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დამატებით სასჯელს - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, სასამართლოს მიაჩნია, რომ 120 საათი (სსკ-ის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელი ინიშნება 40-დან 800 საათამდე ვადით) სავსებით საკმარისია იმ მიზნისთვის, რის გამოც მას სასამართლო იყენებს მოცემულ შემთხვევაში.

 

6.6. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ამ--------------–---–მა და ზა------------–---–მა აღიარეს ჩადენილი დანაშაულები, არ არიან ნასამართლევნი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: მათ გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, წუხილს გამოთქვამენ მომხდარის გამო და პირობას დებენ, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები არ განხორციელდება, ამ--------------–---–ი არის 71 წლის, ჰყავს 10 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მათ მიმართ, ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას, გასათვალისწინებელი მათი პატიმრობაში ყოფნის ვადა, თითქმის 4 თვე, რის გამოც მათ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელ ვადად უნა განესაზღვროთ 1-1 წელი.

 

6.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ამ--------------–---–ი და ზა------------–---–ი ხშირად იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, რა დროსაც ადგილი აქვს სისტემატურ ძალადობას, რაც სასამართლოს მიანიშნებს მსგავსი კურსის გავლის აუცილებლობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ამ--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ამ--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ამ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთავლოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4. ამ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

5. ზა------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთავლოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

6. ზა------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

7. ამ--------------–---–სა და ზა------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოთ დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 19 აგვისტოდან 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

 

8. მსჯავრდებულების - ამ--------------–---–ისა და ზა------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, აგრეთვე ზა------------–---–ის მიმართ - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაზე კონტროლი - განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით, მანვე განსაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახე. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულებმა არ უნდა ჩაიდინონ ახალი დანაშაული და უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.

 

9. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ამ--------------–---–სა და ზა------------–---–ს დაეკისროთ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

10. ნივთმტკიცებები: ნაჯახი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ზი-----------–---–ს, ხოლო დანის პირი და მინის ნამტვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს.

 

11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი