განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100118002510778
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 15 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ----------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ----------------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები თ---–-–----------–---–-------------ში.

 

ადვოკატი - ი------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 25 აპრილის, დაახლოებით 22:40 საათზე თ---–--–----------------–-----–------------------ში არსებული შპს „მ-----------“ ოფისის მიმდებარედ რ---------------ი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც მასთან მივიდა იქვე მყოფი შსს თ---–---------–-–---------------------------–-------–------------------–-------- განყოფილების პოლიციის თანამშრომელი დ----------–---------ე, რომელმაც რ---------------ს წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა და მოუწოდა მას წესრიგის დაცვისკენ. რ---------------ი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და საპასუხოდ მინის ბოთლის გამოყენებით თავს დაესხა დ----------–---------ეს. რ---------------მა დ----------–---------ეს ბოთლი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დ----------–---------ემ მიიღო სხეულის დაზიანებები.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა რ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების - ა-----–---------–---–ის, ს----------------ის, დ----------–---------ის, ლ-------------–---–ის, მ----------------ის გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N---------- დასკვნის, ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნის, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მსხვერპლის ჯანმრთელობის ხელყოფაში, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნებისმიერი სიმძიმის დაზიანებას. დანაშაული დამთავრებულია ჯანმრთელობის დაზიანების ან/და დაზიანების მცდელობის მომენტიდან. დამნაშავის ქმედება აუცილებლად კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ამასთან, ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება მაშინაც, თუ იგი ჩადენილია არა მარტო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგაც. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივისა და მიზეზობრივი კავშირის დადგენა ხელყოფასა და პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - ა-----–---------–---–ის, ს----------------ის, დ----------–---------ის, ლ-------------–---–ის, მ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N---------- დასკვნით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით რ---------------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - პოლიციელზე თავდასხმის, პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით, შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც რ---------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, ის რომ იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაულებისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, ბრალდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სახეზეა დანაშაული რეციდივი, რის გამოც ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ---------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, და მის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.რ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 25 აპრილიდან.

 

3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

მომწვანო ფერის მინის ბოთლი, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში (ინახება თბ--–---------–-–--------------------------–-------–-----------------–------------------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

CD დისკი (ინახება ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე