განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
330100118002506219
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/2----18

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–- ქ--------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ---- მ-----–ის ძე მ–---------ე დაბადებული 1----–-–-----------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------------------ში,ადვოკატი - დ----- ა-–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2015 წლიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით, ზ---- მ–---------ე მის მეუღლეს ა---–--------------, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აგინებდა და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას. 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თ---–----------------------------------ში, თვის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- მ–---------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა---–--------------, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. იმის გამო, რომ ა---– მ-----------ი, ტელეფონით ესაუბრებოდა დედამისს, მოსთხოვა საუბრის შეწყვეტა და ძლიერად დაარტყა ხელი მხარში, შემდგომ კვლავ დაარტყა ცხელი მხარში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა იატაკზე, ამავდროულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და როდესაც ა---– მ-----------მა დააპირა ადგომა, კვლავ ძლიერად დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და დაიწყო ტირილი. ამის შემდგომ დააპირა სახიდან სისხლის მობანა, რის გამოც შევიდა სააბაზანო ოთახში, რა დროსაც მას დანით შეიარაღებული, გაყვა ზ---- მ–---------ე, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ თუ ტირილს არ შეწყვეტდა მოკლავდა, რა დროსაც ა---–-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამის შემდეგომ, კვლავ ტირილის შეწყვეტის მოთხოვნით, ყელში ძლიერ მოუჭირა ხელი და წააქცია იატაკზე, შემდგომ კი წაქცეულს მკერდზე ძლიერ დააჭირა ფეხი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ა---– მ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ.თ---–----------------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- მ–---------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა---–--------------, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, კერძოდ: კისერში ძლიერად ჩაარტყა ხელი, რის შედეგად ა---– მ-----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

გამოკვლეული მტკიცებულებები:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ა---– მ-----------მა განმარტა, რომ ათი წელია ქორწინებაშია ზ---- მ–---------ესთან და ყავთ ერთი საერთო შვილი - 7 წლის მ-----– მ–---------ე. 2018 წლის 10 მაისს ზ---- ნასვამი დაბრუნდა სახლში, ამ დროს გაიგო, რომ ა---– მ-----------ი ტელეფონით ელაპარაკებოდა დედამისს, რის გამოც დაიწყო ჩხუბი, ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური, რაც გამოიხატა ხელის დარტყმაში, ერთხელ დაარტყა მხარში, შემდეგ გაიყვანა ზალაში, დარტყა და წააქცია დივანზე. დაზარალებულმა სცადა ადგომა, რის გამოც სახეში დაარტყა და დარტყმის შედეგად ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. საპირფარეშოში სისხლის მოსაწმენდად შესულს, ტირილის შეწყვეტის მოთხოვნით, ყელში ძლიერ მოუჭირა ხელი და წააქცია იატაკზე, შემდეგ მკერდზე დაადო ფეხი და დანით ემუქრებოდა. ეს ყველაფერი, ბავშვის თანდასწრებით ხდებოდა, რომელიც იყო შეშინებული და კანკალებდა. მეორე დღეს, 11 მაისს კომპიუტერის გამო მომხდარი კამათისას ზ---- მ–---------ემ კვლავ დაარტყა ხელი კეფაში, დარტყმის შედეგად დაუზიანდა ცხვირი. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მისივე განმარტებით დარტყმების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ხოლო სულიერი ტანჯვა გამოიხატებოდა იმაში, რომ როდესაც ზ---- სახლში მიდიოდა ნასვამი, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და უშლიდა მშობლებთან ურთიერთობას. მომხდარის შესახებ მოუყვა მამას - ნ-----–---- მ-----------ს, რომელმაც 11 მაისს ნახა დასისხლიანებულ მდგომარეობაში.

 

მოწმე ნ-----–---- მ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის შვილს - ა---–--------------ა და სიძეს - ზ---- მ–---------ეს ოჯახური კონფლიქტი რამდენიმეჯერ მოსვლიათ, თუმცა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები მისთვის უცნობია. 2018 წლის 10 მაისს საღამოს, მისი მეუღლე ტელეფონით ესაუბრებოდა შვილს - ა---–--------------, ტელეფონში შემოესმა კამათის ხმა, აღნიშნული გაგრძელდა მეორე დღესაც, რის გამოც მოწმე წამოვიდა თბილისში შვილის საცხოვრებელ სახლში. ა---– მ-----------ისა და ზ---- მ–---------ის სახლში მისულს დახვდა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, მის შვილს სისხლი ქონდა ცხვირზე, ასევე სისხლიანი იყო მისი ხალათიც. აღნიშნულ დროს სახლში იყო ზ---- მ–---------ეც და მათი შვილიც - მ-----– მ–---------ე. სწორედ ბავშვისგან შეიტყო, რომ ზ---- მ–---------ემ სცემა ა---– მ-----------ი. მიწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ არის, რამდენად ხშირად სვამდა ზ----, მაგრამ იმის გამო, რომ იგი არ მუშაობდა შვილს მატერიალურად ხშირად ეხმარებოდა.

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მ----- ბ-------- დადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დაზარალებულ ა---– მ-----------თან ფსიქოლოგიური ტესტური კვლევის თითქმის ყველა სერია ჩაატარა. გამოიკვლია მისი მეხსიერება, აზროვნება, ყურადღების გადატანა, გადანაცვლება, შფოთვის კალა და მისი დეპრესიული მდგომარეობა. მოწმის განმარტებით დაზარალებულის ფსიქიკა სრულიად დანგრეულია. იგი ნამდვილად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ამბობდა რომ აწუხებდა უძილობა და თავის საშინელი ტკივილები, რადგან ოჯახური კონფლიქტისას ჩაარტყეს თავში და თავზე ჰქონდა ტრამვა მიღებული.

 

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.

 

ზ---- მ–---------ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და დაეთანხმა მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

ზ---- მ–---------ის აღიარება დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, ნ-----–---- მ-----------ის, მ----- ბ------ის და დაზარალებულ ა---– მ-----------ის ჩვენებებით, ასევე ვ--–---- გ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, სამედიცინო ბარათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფსიქოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ ზ---- მ–---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძაალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მაოინანია ჩადენილ დანაშაული, დაზარალებული შეურიგდა ზ---- მ–---------ეს და ითხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევა, ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს წარსულში ნასამართლობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---- მ–---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე თანახმად 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 2018 წლის 11 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ---- მ–---------ეს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე თანახმად 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და ზ---- მ–---------ეს საბოლოდ, სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე თანახმად 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ზ---- მ–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.

 

გაუქმდეს ზ---- მ–---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

მსჯავრდებულ ზ---- მ–---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: -შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხალათი და ერთი ცალი პირსახოცი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ა---– მ-----------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; 01 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/