გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210016001498785
საქმე №2/1199-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ----------------”
წარმომადგენელი - ც-----ე ც----ა
მოპასუხე - ო-–-ა მ-----–---–ი, ბ-–-ნ მ-----–---–ი, გ-----მ ტ---–--–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს მოსარჩელე შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 05 მარტის სესხის, გირავნობის და თავდებობის №701-10 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 1130 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1000 აშშ დოლარი, სარგებელი -80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 50 აშშ დოლარი.
1.2 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 05 მარტს მასსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულბა №701-10, რომლის საფუძველზეც ო-–-ა მ-----–---–ის სახელზე გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარი 30 დღის ვადით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 80 აშშ დოლარს, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად 36 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა ბ-–-ნ მ-----–---–მა და გ-----მ ტ---–--–---–მა, როგორც თავდებმა პირებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ----------------ის” წინაშე ვალდებულების შესრულება.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეების სახელზე არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს სულ 1130 აშშ დოლარს, რომელიც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე გ-----მ ტ---–--–---–მა სარჩელი არ ცნო, ხოლო მოპასუხეები ო-–-ა მ-----–---–ი და ბ-–-ნ მ-----–---–ი, რომლებიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთილებულები იყვნენ სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 05 მარტს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ----------------სსა” და მოპასუხეებს ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულბა №701-10, რომლის საფუძველზეც ო-–-ა მ-----–---–ის სახელზე გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარი, 30 დღის ვადით.
3.1.2. მოპასუხეებმა ბ-–-ნ მ-----–---–მა და გ-----მ ტ---–--–---–მა, როგორც თავდებმა პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ----------------ის” წინაშე ვალდებულების შესრულება.
3.1.3 ხსენებული ხელშეკრულების 1.20 პუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სსსკ 268-ე მუხლის 1.11 საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები
3.2.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ რომ 2015 წლის 05 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს - ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ----------------ის” მიმართ ერიცხებათ ფულადი დავალიანება, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხეთა მიერ ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 05 მარტს შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+სსა" და მოპასუხეებს ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს შორის გაფორმდა სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე ო-–-ა მ-----–---–ზე დამტკიცდა და გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარის ოდენობით 30 დღის ვადით, სარგებელი განისაზღვრა 80 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულებით მოპასუხეებმა ბ-–-ნ მ-----–---–მა და გ-----მ ტ---–--–---–მა სოლიდარულად იკისრეს თავდებობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე გ. ტ---–--–---–ის პოზიციას მასზედ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო თავდებობის ხელშეკრულების ძალით მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოაპასუხეს უნდა წარმოედგინა სარჩელში მითითებული გარემოების უარმყოფელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი დაზუსტებული პირგასამტეხლო 50 აშშ დოლარი გონივრულია და იგი შემცირებას არ უნდა დაექვემდებაროს.
6.2 სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, 269-270-ე, 414-416-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს მოსარჩელე შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1130 (ათას ასოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა;
2.მოპასუხეებს ო-–-ა მ-----–---–ს, ბ-–-ნ მ-----–---–ს და გ-----მ ტ---–--–---–ს მოსარჩელე შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ის" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.
3.გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლი აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომელიც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე