განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
330100118002652479
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–- გ-------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- გ--–-- ძე ხ------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 5----------ს, რეგისტრირებული: რ--------,მე-- მ/რ-ნი, კორპუსი #--, ბიან #3--–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–---, მ--- მ/რ-ნი, კორპუსი #--, ბინა #6-–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ვ---------–---, პ------–- მ/რ-ნი, კორპუსი #4-- ბინა #1--–- დ----- ხ------ემ საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ქ------- კ----–-–---–ს, კერძოდ ოთხჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, შემდეგ მუშტი დაარტყა მარცხენა ხელში და ერთხელ უკბინა მარცხენა მხართან, რის შედეგადაც ქ------- კ----–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.დ----- ხ------ის ქმედებით ქ------- კ----–-–---–ს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა დ----- ხ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ქ------- კ----–-–---–ის და მოწმეების - ი---------–----------------------- გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ----- ხ------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს.

 

3.3.უდავო მტკიცებულებით დაზარალებულის ქ------- კ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს, სრულწლოვან შვილს გ------- ხ------ეს, უქონლობის გამო ვერ მისცა მის მიერ მოთხოვნილი თანხა, რის გამოც ბრალდებულმა სცემა. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,.. დამიწყო ცემა, ოთხჯერ დამარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, შემდეგ მუშტი დამარტყა მარცხენა ხელში, ასევე ერთხელ მიკბინა მარცხენა ხელის მხართან. თითოეული დარტყმისა და კბენისას განვიცდიდი ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.’’

 

3.4. ძალადობის თვითმხილველი მოწმის ი--- მ----–-ძის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს, გ------- ხ------ემ მოწმის თანდასწრებით - დედას ქ------- კ----–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამონარიდი მოწმის გამოკითხვის ოქმიდან ,,...ამოვედი სახლში და ვხედავ, რომ დ----- ხ------ე არის მოსული ჩემს სახლში და გამეტებით ურტყამს მუშტებს დედამისს, ქ------- კ----–-–---–ს, ასევე ჩემი მისვლისას ერთხელ უკბინა კიდეც ხელზე...“

 

3.5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის - პაციენტის ქ------- კ----–-–---–ის სამედიცინო ბარათის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს, ოჯახური ძალადობის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ძალადობის მსხვერპლს. ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის ტკივილს და აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა.

 

3.6.ძალადობის შემდეგ, მსხვერპლის ქ------- კ----–-–---–ის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----, მსხვერპლის აღქმით მოძალადემ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ან მოკლას იგი.

 

3.7.ოჯახური ძალადობა სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დ----- ხ------ემ იძალადა დედაზე - ქ------- კ----–-–---–ზე. მიყენებული ძალადობით მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - ქ------- კ----–-–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2018 წლის 30 აგვისტოს, დ----- ხ------ემ დედაზე, ქ------- კ----–-–---–ზე განახორციელა ძალადობა.

 

3.8. უდავო მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები დედა-შვილი.

 

3.9. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.11. სასამართლომ საქმეში არსებული რელევანტური მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა დ----- ხ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ----- ხ------ის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ხერხი და მასშტაბი - მრავალჯერადი დარტყმები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე პიროვნული მახასიათებელი და მიდრეკილება ოჯახური ძალადობისადმი, რაც გამოიხატა წარსულში მისი მხრიდან ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ არნახულ სისასტიკეს მიაღწია, ბრალდებულმა არაერთი დარტყმა განახორციელა სხეულის სხვადასხვა მიდამოში და უკბინა კიდევაც. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს ასევე დაზარალებულ ქ------- კ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მსხვერპლი შიშობს, რომ დ----- ხ------ე გათავისუფლების შემთხვევაში სიცოცხლეს მოუსპობს (...როცა დ----- ხ------ე გაიგებს, რომ დავრეკე პოლიციაში, მიიმალება და თუ მას არ დაიჭერთ შეიძლება უარეს დღეში ჩამაგდოს და საერთოდ მომკლას კიდეც. ეჭვი არ მეპარება, რომ მას ჩემი მოკვლა შეუძლია, ისე სასტიკად მცემა. გთხოვთ მიიღოთ უმკაცრესი ზომები..’’). სასამართლომ ჩათვალა, რომ დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული საფრთხეები მხედველობაშია მისაღები სასჯელის განსაზღვრის დროს. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, 2018 წლის 30 აგვისტოს შემთხვევა არ ყოფილა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის პირველი ფაქტი, წარსულში - 2018 წლის 17 ივნისს, მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალადობის აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმი შემკავებელი ორდერი, მეუღლის თ----- მ----–-ძის ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, აღნიშნული ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული ადრეც ძალადობდა ოჯახის წევრებზე.

 

5.3.რაც შეეხება საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს – დ----- ხ------ის მიერ დანაშაულის აღიარებას, მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საფუძველი. სასამართლოს შეფასებით არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ იქნება თანაზომიერი სასჯელი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე.

 

5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დაბალანსებით დ----- ხ------ეს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) თვის ვადით.

 

5.5. სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის მიზნით და ძალადობის მასშტაბის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გარკვეული პერიოდით დ----- ხ------ის იზოლაცია ოჯახისგან. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ხ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 სექტემბრის განჩინებით დ----- ხ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა