განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
330100118002449037
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ი-----–- ქ-------ას

ბრალდებულ _ ა----- კ---------ის

ადვოკატ _ მ---–---- ჯ---------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ა----- ბ-------ს ძე კ---------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის მქონის, განათლების არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-------------------–----–--------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----- კ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ა----- კ---------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ--------–-------–--------------------------------------ში, ა----- კ---------მა მეუღლეს - ე-- ს------–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილის - ა----- ს------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში, რის შემდეგაც ე-- ს------–---–მა სცადა ოთახიდან გაქცევა, რა დროსაც ა----- კ---------მა ძლიერად მოქაჩა თმაში.

ა----- კ---------ის ქმედებით ე-- ს------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა----- კ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი).

იმავე დღეს, 2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, ქ--------–-------–--------------------------------------ში, ა----- კ---------მა მეუღლეს - ე-- ს------–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ს------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში, ასევე მუშტი დაარტყა ტუჩების არეში და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში.

ა----- კ---------ის ქმედებით ე-- ს-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა----- კ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი).

2017 წლიდან 2018 წლის 14 აპრილამდე ა----- კ---------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ე-- ს------–---–ს, კერძოდ, ამცირებდა და აგინებდა, რის გამოც ე-- ს------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

ე.ი. ა----- კ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------––--------–--–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა----- კ---------ი მეუღლეს - ე-- ს------–---–ს დაემუქრა ყელის გამოჭრით, რა დროსაც ე-- ს------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ე.ი. ა----- კ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------––--------–--–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა----- კ---------მა მეუღლეს - ე-- ს------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ე-- ს------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ა----- კ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მართალია, სასამართლო სხდომაზე ა----- კ---------მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ მან ე-- ს------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მხოლოდ ერთხელ და არა სამჯერ, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, ამასთან დაადასტურა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტი, თუმცა სასამართლოს დასკვნა ა----- კ---------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს (მათ შორის თვითმხილველ არასრულწლოვან მოწმეთა - ა----- და ე-–--- ს------–---–ების გამოკითხვის ოქმებს), სამედიცინო ექსპერტიზის #------------ასკვნასა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის განაჩენით ა----- კ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამავე განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ა----- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.

ა----- კ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 4 თებერვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება და ა----- კ---------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ა----- კ---------ი დანიშნული სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა - 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით ადრე და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა - 2017 წლის 7 მარტს, ამდენად, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს ა----- კ---------ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა----- კ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში, ა----- კ---------ის მხრიდან გამოვლენილ ძალადობის ფაქტს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, კერძოდ, მის მიერ ე-- ს------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა გამოიხატა არაერთჯერად ძალადობაში, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წარსულში მის მიმართ არაერთხელ გავრცელდა შეღავათი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით პირობით მსჯავრდებულ ა----- კ---------ს შეღავათიანი პირობებით კვლავ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა - 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ა----- კ---------მა კვლავ პირობითი მსჯავრის პირობებში ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები ოჯახის წევრის მიმართ, რომელიც ატარებდა სისტემატურ ხასიათს და რასაც ესწრებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. ეს კი მიუთითებს მის არაკანონმორჩილებაზე და შესაბამისად, ა----- კ---------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) ზემოაღნიშნულ მუხლებს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლით) ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი, ხოლო ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების მიმართ ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----- კ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 11 აპრილის პირველი ეპიზოდი - 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ა----- კ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 11 აპრილის მეორე ეპიზოდი - 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ა----- კ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა - 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ა----- კ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 აპრილის ძალადობის ეპიზოდი - 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ა----- კ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 11 აპრილის პირველი ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 11 აპრილის მეორე ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს ა----- კ---------ის მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით, 4 (ოთხი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა----- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. ა----- კ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 აპრილიდან.

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი