გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/13890-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: მე-----------–--ე, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: მე--------------ე
მოპასუხე: სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი: მა-------------ე
დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 6 ივლისის ცნობა დახასიათებით პე--------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება (ცნობა დახასიათებაში მითითებულია: „1/3: პე--------------“), მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, იფ----ს ქ. N2----- სააღრიცხვო ბარათი N------, და აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მე-----------–--ეს.
მოსარჩელის განმარტებით, ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, იფ----ს ქ. N------ში მდებარე საცხოვრებელ სადგომში. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სამი ოჯახი და თითოეული მათგანი საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით N---------------- რეგისტრირებული სახლთმფლობელობის 1/3 ნაწილს ფლობს. მოსარჩელის მეზობლად მცხოვრებ ორივე ოჯახს საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით უკვე აღრიცხული აქვს საჯარო რეესტრში, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომი კი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ტექბიუროს არქივში ირიცხება აწ გარდაცვლილი პე--------------ს სახელზე. პე-------------მა სადავო საცხოვრებელი სადგომი 1976 წელს დაუთმო მოსარჩელის მეუღლეს, ალ-----------------–--ეს. საცხოვრებელი სადგომის დათმობისას, უძრავი ქონება საზღვრების შეცვლის გარეშე გაიმიჯნა დანარჩენი ორი თანამფლობელისაგან და გაიცა საბინაო წიგნი მისამართზე იფ----ს ქუჩა N---. მოსარჩელე, როგორც თავისი გარდაცვლილი მეუღლის, ალ-----------------–--ის უფლებამონაცვლე, დღემდე ცხოვრობს პე--------------ს სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ სადგომში და იხდის კომუნალურ გადასახადებს. პე-------------ს ანდერძისმიერი და კანონისმიერი მემკვიდრეები არ ჰყავს და მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, მოითხოვოს სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი უსასყიდლოდ მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს--------–-–-------------------------–-------------მ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, იფ----ს ქ. N------ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთი, ფართობი დოკუმენტით: 448 კვ.მ.; მიწის ფართი უ.დ.დ.-ს გარეშე 1994 წლამდე: 173 კვ.მ.; N------------------ წ., ნაჩუქრობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი: ა--------–---; სააღრიცხვო ბარათი N------; ბინა: 1/3 ნაწილი, N------------------წ., ნაჩუქრობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი: ა--------–--- - აღრიცხულია პე--------------ს სახელზე (ს.ფ. 17-18).
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, იფ--ს ქუჩა N2----- დაზუსტებული ფართობი 611.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N----------------, რეგისტრირებულია ნი-------------ს - 1/3 ნაწილი, ზა----------------ს - 1/3 ნაწილი და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრე და სახელმწიფოს საკუთრებად (ს.ფ. 87-88).
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დადგენილია, რომ უძრავი ნივთზე, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ქუჩა იფ----, N2----- საკადასტრო კოდი N----------------, პე--------------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 41).
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ პე-------------- გარდაიცვალა 1--- წლის 12 აპრილს (ს.ფ. 21).
3.1.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 26 მარტის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1--- წლის 12 აპრილს გარდაცვლილი პე----------------------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 23).
3.1.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 26 მარტის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1--- წლის 12 აპრილს გარდაცვლილი პე----------------------------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 24).
3.1.7. საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ მე-----------–--ე 2003 წლის 24 დეკემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქალაქი თბილისი, იფ----ს ქ. N---, ხოლო ალ-----------------–--ე ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო 1976 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 3 თებერვლამდე (ს.ფ. 25-28, 46-47).
3.1.8. საქმეში წარმოდგენილი ალ-----------------–--ისა და მე-------------–---–-ს ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ მე-------------–---–ს ქორწინების შემდგომ მიეკუთვნა მეუღლის გვარი - მ-----–--- (ს.ფ. 42).
3.1.9. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ალ-----------------–--ე გარდაიცვალა 2--- წლის 2 აპრილს (ს.ფ. 43).
3.1.10. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 28 აპრილის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2--- წლის 2 აპრილს გარდაცვლილი ალ-------------------------------–---ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 44).
3.1.11. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 28 აპრილის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2--- წლის 2 აპრილს გარდაცვლილი ალ-------------------------------–---ს სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 45).
3.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, იფ--ს ქ. N2----- საკადასტრო კოდი N----------------, მისამართი ჩანაწერით იფ--ს (იფ----ს) ქუჩა N-- ა არ ფიქსირდება. ამავე ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია ცალ-ცალკე სააღრიცხვო მასალა, მისამართებით იფ----ს ქუჩა N-- და იფ----ს ქუჩა N------ იფ----ს ქუჩა N---ის სააღრიცხვო მასალის ჩანაწერებში მისამართი იფ----ს ქუჩა N2---- და N--- არ ფიქსირდება, ხოლო იფ----ს ქუჩა N------ის სააღრიცხვო მასალის ჩანაწერებში, მისამართი იფ----ს ქუჩა N-- და N--- არ ფიქსირდება (ს.ფ. 103-116).
3.1.13. შპს „ჯ-------------------“ მიერ გაცემული ინფორმაციითა და სამისამართო რუკით დადგენილია, რომ ქ. თბილისის სამისამართო რუკაზე იფ----ს ქუჩა დატანილია იფ--ს სახელით, რომელზეც ქუჩა N--- არ იძებნება (ს.ფ. 38-39).
3.1.14. საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ---- მ-----–--- არის ქ. თბილისში, იფ----ს ქ. 23-ში მდებარე, „---------“ სახელზე რიცხული უძრავ ნივთის სარგებლობასთან დაკავშირებული კომუნალური გადასახადების გადამხდელი პირი (ს.ფ. 30, 32, 34, 35,98).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სადავო მისამართზე არსებული სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა თანხმობებისა და მოწმეთა ჩვენებების, სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და საქმეზე გამოკვლეული უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მე-----------–--ემ, როგორც მისი მეუღლის, ალ-----------------–--ის უფლებამონაცვლემ, სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ამ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრისაგან მოიპოვა 1976 წელს და მოსარჩელე არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოსარგებლე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ფართს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, როგორც ალ-----------------–--ის მეუღლე და მისი უფლებამონაცვლე, რაც დასტურდება სადავო საცხოვრებელ სადგომში 1976 წლიდან რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდითა და მოწმეთა ჩვენებებით. მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ სადავო მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობაში მე-20 საუკინის სამოცდაათიანი წლებიდან ცხოვრობს მხოლოდ სამი ოჯახი, მათ შორის - მოსარჩელე, და თითოეული ოჯახის სარგებლობაში არსებული ფართი არის იზოლირებული, დამოუკიდებელი შესასვლელით და რაიმე სახის დავა მოსარგებელთა შორის საცხოვრებელი სადგომის საზღვრებთან დაკავშირებით არ არსებობს.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან. ამდენად, ქ. თბილისში, იფ----ს ქ. N------ში მდებარე, პე--------------ს სახელზე რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელი სადგომი ცნობილ უნდა იქნეს უმკვიდროდ.
6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. თბილისში, იფ----ს ქ. N------ში მდებარე, პე--------------ს სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი და ის უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე,243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მე-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 6 ივლისის ცნობა დახასიათებით პე--------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება (ცნობა დახასიათებაში მითითებულია: „1/3: პე--------------“), მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, იფ----ს ქ. N2----- სააღრიცხვო ბარათი N------, და აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მე-----------–--ეს, პ/ნ 0----------.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე