განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
330100118002603912
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-------------------------------------------------–-------------------------------------–----------–--------------------------- განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------–----------------------------–--

ადვოკატი - ზ-----------------

თარჯიმანი - ხ-----------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2----–-–---------–---- დაახლოებით 19:00 საათზე, ქ------–--–--------------------------------------------------------–------------------------------–ი, ალკოჰოლური სასმელის საყიდლად თანხის მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, ნ------------------- მისმა შვილმა, ი--------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა თავის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, ასევე ფეხს ურტყამდა ფეხებში, დარტყმების შედეგად ნ------------------- დაეცა და ი--------------- მისი ცემა წაქცეულ მდგომარეობაშიც განაგრძო. აღნიშნულის შედეგად ნ-------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2----–-–---------–---- დაახლოებით 14:20 საათზე, ქ------–--–--------------------------------------------------------–------------------------------–ი, ნ------------------- ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მისმა შვილმა, ი--------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ძლიერად მოჰკიდა მკლავზე, რის შედეგადაც ნ-------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი--------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

დაზარალებულ ნ-------------------ს ჩვენებით, ი-------------- არის მისი შვილი და ცხოვრობს მასთან ერთად. ი------------ ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც აყენებს შეურაცხყოფას. 2----–-–---------–--- ი-------------- ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის მიმართ, კერძოდ ხელი ჩაარტყა თავის არეში, ხოლო ჯოხი - ფეხებზე. გარდა ამისა, 2----–--–---------–---, ი-------------- დილიდან იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და იყო აგრესიული მის მიმართ, ცდილობდა მის დაწყნარებას, რა დროსაც, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი------------- ხელი მოჰკიდა მხრების არეში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა მისი მსუბუქად დასჯა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ი--------------- მიერ ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), უტყუარად დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით, მოწმეების: ო-–----------------------------------------- გამოკითვის ოქმებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი--------------- ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ი--------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ი-------------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში მისი ჩვენება არ არის და არც სასამართლო სხდომაზე განუმარტავს ბრალის რა ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმებოდა.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი--------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–---------–---------------- თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–---------–---------------- თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ი-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ი-------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -------–-–---------–--------

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი