განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
340100118002645453
დავის ტიპი
126 2
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002645453

№1/202-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

 

ბრალდებულ - ელ----- შა---–--ვის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------

 

ბრალდებული: ელ----- შა---–--ვი;

მამის სახელი: თე------;

დაბადებული: 2------------------–--–-;

პირადი ნომერი: არ მქონე;

მოქალაქეობა: აზერბაიჯანი;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლევი;

რეგისტრირებული: აზერბაიჯანი, კახის რაიონი სოფელი კ-------–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი ლაგოდეხი, ზაქათალის ქუჩა N5-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ‘’ე’’ ქვეპუნქტი, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

კვალიფიკაცია: ელ----- შა---–--ვს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ.ლაგოდეხი, ზაქათალის ქუჩა N60-ში მცხოვრები ელ----- შა---–--ვი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელ----- შა---–--ვი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამა, თე------ შა---–--ვს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ელ----- შა---–--ვის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე------ შა---–--ვის ტანჯვას. 2018 წლის 19 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ.ლაგოდეხი, ზაქათლის ქუჩა 60-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ნასამართლევმა ელ----- შა---–--ვმა, მამამისს, თე------ შა---–--ვს, ფეხის არეში ესროლა ძალაყინი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის აგვისტოს თვეში, ქ.ლაგოდეხი, ზაქათლის ქუჩა N60-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ელ----- შა---–--ვი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, თე------ შა---–--ვს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ელ----- შა---–--ვი 2018 წლის 19 აგვისტოს 20:15 საათზე დააკავეს და 2018 წლის 21 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით. 2018 წლის 20 სექტემბერს ელ----- შა---–--ვს დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ქ.ლაგოდეხი, ზაქათალის ქუჩა N60-ში მცხოვრები ელ----- შა---–--ვი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელ----- შა---–--ვი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამა, თე------ შა---–--ვს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ელ----- შა---–--ვის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე------ შა---–--ვის ტანჯვას. 2018 წლის 19 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ.ლაგოდეხი, ზაქათლის ქუჩა 60-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ნასამართლევმა ელ----- შა---–--ვმა, მამამისს, თე------ შა---–--ვს, ფეხის არეში ესროლა ძალაყინი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. 2018 წლის აგვისტოს თვეში, ქ.ლაგოდეხი, ზაქათლის ქუჩა N60-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ელ----- შა---–--ვი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, თე------ შა---–--ვს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ქე------ ში-------–--ლის, თა----- გო------ას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თე------ შა---–--ვის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ელ----- შა---–--ვის ჩვენება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი ელ----- შა---–--ვის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ელ----- შა---–--ვი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელ----- შა---–--ვი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამა, თე------ შა---–--ვს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ელ----- შა---–--ვის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე------ შა---–--ვის ტანჯვას. 2018 წლის 19 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ.ლაგოდეხი, ზაქათლის ქუჩა 60-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ნასამართლევმა ელ----- შა---–--ვმა, მამამისს, თე------ შა---–--ვს, ფეხის არეში ესროლა ძალაყინი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური კივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე------ შა---–--ვი არის ელ----- შა---–--ვის მამა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელ----- შა---–--ვი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამა, თე------ შა---–--ვს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ელ----- შა---–--ვის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე------ შა---–--ვის ტანჯვას. ელ----- შა---–--ვმა, მამამისს, თე------ შა---–--ვს, ფეხის არეში ესროლა ძალაყინი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური კივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ჩადენილი არაერთგზის

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ქე------ ში-------–--ლის, თა----- გო------ას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თე------ შა---–--ვის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ელ----- შა---–--ვის ჩვენება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი ელ----- შა---–--ვის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ წარსულში ძალადობისათვის ნასამართლევი ელ----- შა---–--ვი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელ----- შა---–--ვი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამა, თე------ შა---–--ვს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ელ----- შა---–--ვის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა თე------ შა---–--ვის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არაერთგზის, თუ წინათ ნასამართლევი პირი ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენს. ელ----- შა---–--ვი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის N1/8-18 განაჩენით გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ----- შა---–--ვმა არაერთგზის ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ქე------ ში-------–--ლის, თა----- გო------ას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თე------ შა---–--ვის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ელ----- შა---–--ვის ჩვენება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი ელ----- შა---–--ვის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ელ----- შა---–--ვი სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა მამას, თე------ შა---–--ვს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა არის ისეთი ქმედება, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. იგი შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამავე დროს, მუქარა უნდა იყოს რეალური და დაზარალებულს უნდა უქმნიდეს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშს. რაც აიძულებს დაზარალებულს იმოქმედოს მუქარის განმახორციელებლის ინტერესების შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ----- შა---–--ვმა თე------ შა---–--ვის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ქე------ ში-------–--ლის, თა----- გო------ას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თე------ შა---–--ვის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ელ----- შა---–--ვის ჩვენება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი ელ----- შა---–--ვის მიმართ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ელ----- შა---–--ვი სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა მამას, თე------ შა---–--ვს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ----- შა---–--ვის მუქარა იყო რეალური და დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ----- შა---–--ვმა

 

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

2. ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ელ----- შა---–--ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ელ----- შა---–--ვის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის N1/8-18 განაჩენით, ელ----- შა---–--ვს დაენიშნა სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1(ერთი) წელი. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ ელ----- შა---–--ვმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რომელიც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი დამეორე ნაწილების თანახმად 1. დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

2. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

ვინაიდან ელ----- შა---–--ვის მიმართ შერაცხული 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტი არის სწორედ კვალიფიცირებული, რადგან ბრალდებული ნასამართლევია, სსკ-ის 1--ლი ნაწილის დანაწესს სასამართლო არ გამოიყენებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელ----- შა---–--ვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ძალაყინი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ელ----- შა---–--ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.

 

2. ელ----- შა---–--ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ელ----- შა---–--ვს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის N1/8-18 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს 16.02.2018 წელის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და საბოლოოდ ელ----- შა---–--ვს სასჯელთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი.

 

6. ელ----- შა---–--ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 19 აგვისტოს 20:15 საათიდან.

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ძალაყინი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე