გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/63---18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------------
მოპასუხე - შპს „------------
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს - შპს „------------ს, მოსარჩელე-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015წლის 16თებერვლიდან 2015წლის 18 ივნისამდე პერიოდისათვის 13562(ცამეტი ათას ხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-13, 2018წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხის განმარტებით, მიწის ნაკვეთი მდებარე: ქ.თბილისი, მ----------------–-----------------------------------------–----------–-------------------------(საკადასტრო კოდი: N01.11.17.006.7-----015 წლის პირველ იანვრამდე მდგომარეობით წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ- შენობა N2/2-ის 1333.9 კვ.მეტრი ფართით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა შპს „------------ რაც დასტურდება ს/ს ორიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოთა საინიციატივო ჯგუფის მიერ 2015წლის 02 ოქტომბრის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი N8------- წერილით. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ,,-----------’ 2011 წლის 20დეკემბრიდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ N--------- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისი, მუ--------------–-------------------------------------------–----------–------------------------- N01.11.17.006.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N2/2-ის 1333.90კვ.მეტრი, ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენს 3335 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების წერილი(2015 წლის 27 აპრილის N-------, 2015წლის 15 ოქტომბრის N-------), რომელითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის 16თებერვლიდან 2015 წლის 18 ივნისამდე პერიოდისათვის, რაც ჯამში შეადგენს 13 562(ცამეტი ათასი ლარი და ხუთასსამოცდაორი თეთრი) ლარს.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს- შპს „------------ს, წერილობითი სახით შესაგებელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად მისი პოზიცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „------------- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 20დეკემბერს დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად, რომლის სამართლებრივი ფორმა არის-შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი- 4--------- იურიდიული მისამართი- საქართველო, ქ.თბილისი, ვ---------------–----------------------–-------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ. 57-58)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------------–------------------------------------------–----------–------------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 105911.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.11.17.006.3--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-დან N13-ის ჩათვლით, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.11.17.006.7--, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამდასტურებელი დოკუმენტია: განკარგულება N95; დამოწმების თარიღი: 16/09/2014, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 18 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------------–------------------------------------------–----------–------------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 105911.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.11.17.006.3-- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-დან N13-ის ჩათვლით, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.11.17.006.7--, საკუთრების უფლებით ირიცხება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამდასტურებელი დოკუმენტია: ბრძანება N1/1-1946, დამოწმების თარიღი: 10/06/2015, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:17/02/2015(ს.ფ. 14 - 15)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:18/06/2015(ს.ფ. 59-60)
3.1.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2015 წლის 08 მაისის N--------- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისის მუ--------------–-------------------------------------------–----------–------------------------- N01.11.17.006.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N2/2-ის 1333.90კვ.მეტრი ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენს 3335 ლარს(დანართი N1-ის მე-2 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 08 მაისის N5002214915 ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 25 - 49)
3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 27 აპრილს N------- წერილით მიმართა შპს ,-------------- და აცნობა, რომ ქ.თბილისი, მ----------------–------------------------------------------–----------–-------------------------(საკ.კოდი: N01.11.17.006.7--) შენობა N2/2-ის 1333.90 კვ.მეტრი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე) საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შემდგომ, თქვენ მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 16თებერვლიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მაისის N------- წერილით, შპს ,,-----------’-ს ეცნობა, რომ ქ.თბილისი, მ----------------–------------------------------------------–----------–-------------------------(საკ.კოდი: N01.11.17.006.7--) შენობა N2/2-ის 1333.90 კვ.მეტრი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღორებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე) საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის’’. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,-----------’-ს ეცნობა, რომ უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის 16 თებერვილიდან თვეში 3335 ლარის ოდენობით(1 კვმ- 2.5ლარი).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის N------- წერილით, შპს ,,-----------’-ს ეცნობა, რომ ქ.თბილისი, მ----------------–-----------------------------------------–----------–-------------------------(საკ.კოდი: N01.11.17.006.7--) შენობა N2/2-ის 1333.90 კვ.მეტრი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღორებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე) საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს,,-----------’-ს ეცნობა, წინამდებარე წერილის/შეტყობინების მიღებიდან 20(ოცი) კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015წლის 16თებერვლიდან 2015 წლის 18 ივნისამდე თვეში 3335 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27აპრილის N------- წერილი (ს.ფ. 52)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს 2015 წლის 19მაისის N------- წერილი(ს.ფ. 53-54)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15ოქტომბრის N------- წერილი(ს.ფ. 55-56)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ არის გამხდარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- შპს ,,-----------’-ს, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015წლის 18ივნისამდე პერიოდისათვის 13562(ცამეტი ათას ხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს - შპს ,,-----------’-ს, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის დაეკისროს 2015 წლის 16თებერვლიდან 2015წლის 18 ივნისის პერიოდისათვის 13562(ცამეტი ათას ხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,-----------’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------------–------------------------------------------–----------–------------------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 105911.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 01.11.17.006.3--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 -დან N13-ის ჩათვლით, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.11.17.006.7--, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ- შენობა N2/2-ის 1333.90 კვ.მეტრი ფართით სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის 2015წლის 16თებერვლიდან იყენებს შპს ,,-----------’. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2015 წლის 08 მაისის N--------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისი, მუ--------------–-------------------------------------------–----------–------------------------- N01.11.17.006.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N2/2-ის 1333.90კვ.მეტრი ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით შეადგენს 3335 ლარს(დანართი N1-ის მე-2 პუნქტი).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი ვალდებულია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასითის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,-----------’-ს არაერთხელ ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, მ----------------–-----------------------------------------–----------–------------------------- (საკ.კოდი: N01.11.17.006.7--) შენობა N2/2-ის 1333.90 კვ.მეტრი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის და ასევე ეცნობა, რომ წინამდებარე წერილის/შეტყობინების მიღებიდან 20(ოცი) კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2015 წლის 16თებერვლიდან 2015 წლის 18ივნისამდე თვეში 3335 ლარის ოდენობით. თუმცა მოპასუხის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2015 წლის 16 თებერვლიდან.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- შპს ,,-----------’-ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- შპს ,---------------- მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015წლის 16 თებერვლიდან 2015წლის 18ივნისამდე პერიოდისათვის 13562(ცამეტი ათას ხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს-შპს ,,-----------’-ს, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015წლის 16თებერვლიდან 2015წლის 18 ივნისამდე პერიოდისათვის 13562(ცამეტი ათას ხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს- შპს ,,-----------’-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 406,86(ოთხასექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს- შპს ,,-----------’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015წლის 16 თებერვლიდან 2015წლის 18ივნისამდე პერიოდისათვის 13562(ცამეტიათას ხუთასსამოცდაორი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს-შპს ,---------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 406,86(ოთხასექვსი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი