განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
140100118002684738
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002684738

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/432-18 13 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ი----- გ-------ის,ბრალდებულ - გ------ მ----------–--ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028230818003 საქმე გ------ ს---------- მ----------–--ის (დაბადებული 1--- წლის 22 აგვისტოს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: კასპის რაიონის სოფელ გ------–---–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გ------ მ----------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 26 ივლისს, დღის საათებში, კასპის რაიონის სოფელ გ------–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------ მ----------–--ემ შელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - ნ-----–- მ----------–--ეს მხარზე ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ-----–- მ----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ გ------–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ------ მ----------–--ე, შელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მეუღლეს - ნ---- მ----------–--ეს და შვილს - ნ-----–- მ----------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ---- მ----------–--ეს და ნ-----–- მ----------–--ეს გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა გ------ მ----------–--ემ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

გ------ მ----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ფოტოცხრილით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით - დანა და გ------ მ----------–--ის მაისური და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ------ მ----------–--ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------ მ----------–--ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გ------ მ----------–--ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ მ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ მ----------–--ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ------ მ----------–--ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ გ------ მ----------–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. გ------ მ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

5. გ------ მ----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს, ხოლო გ------ მ----------–--ის მაისური - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე