განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
140100118002632957
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002632957

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/354-18 19 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–--ს,ბრალდებულ - ს------ ნ-------ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028090818004 საქმე ს------ ვ----–----- ნ-------ის (დაბადებული 1--- წლის 17 დეკემბერს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.კასპი, მი---------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ს------ ნ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე და 22:00 საათზე, ქ. კასპი, ფ----------------------–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს------ ნ-------ი ყოფილ მეუღლეს - ლ--–- ქ--------–---–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ლ--–- ქ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს------ ნ-------ი ფანჯრის მინის დაზიანების გზით, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა ყოფილი მეუღლის - ლ--–- ქ--------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. კასპი, ფ--------------------–-, რითაც დაირღვა ლ--–- ქ--------–---–ის ბინის ხელშეუხებლობა და მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ს------ ნ-------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ს------ ნ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით: აგური, მინის ნამსხვრებები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ს------ ნ-------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ს------ ნ-------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ს------ ნ-------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს------ ნ-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ ნ-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ს------ ნ-------ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ ს------ ნ-------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ს------ ნ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. ს------ ნ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 09 აგვისტოდან 2018 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მინის ნამსხვრევები და სამი ცალი აგური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე