გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
820210018002484386
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002484386 (2-339/2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - დ--------------------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - კ------------------ე

მოპასუხე - ხ-----–----ე

მოპასუხი წარმომადგენელი - ხ--------------–-ა

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხ-----–----ისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის მ----–----ის (პირადი №6----------), სარჩოდ თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

1.2 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიექცეს აღსასრულებლად.

 

მოსარჩელე დ--------------------ემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დ--------------------ე და მოპასუხე ხ-----–----ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, მ----–----ე დაბადებული: 2----–-–-----------ს.

 

მოსარჩელე დ--------------------ე და მოპასუხე ხ-----–----ე ერთად აღარ ცხოვრობენ, მათი შვილის საცხოვრებელ ადგილზე კი შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ იგი იცხოვრებდა დედასთან დ--------------------ესთან.

 

დ--------------------ე ამჟამად ამჟამად არის უმუშევარი და შესაბამისად არანაირი შემოსავალი არ აქვს, ვინაიდან დაკავებულია შვილის აღზრდით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, კერძოდ: მას დაბადებიდან აღენიშნება ლოკალიზებული სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით, ასევე სპასტიური ცერებრული დამბლა. მისი მოვლა-პატრონობა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამისად ფინანსურ დახმარებას. მათი შვილი გარდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნებისა, საჭიროებს დამატებით სახსრებს მკურნალობისათვის, მედიკამენტებისა და ექიმის მომსახურებისთვის. ხ-----–----ე თავს არიდებს მათი საერთო შვილის, მ----–----ის, აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობის მიღებას. უარს ამბობს ნებაყოფლობით ალიმენტის გადახდაზე მათი ავადმყოფი შვილის სასარგებლოდ, თუმცა მას ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს. იგი დასაქმებულია თავის ძმასთან შპს ,,ი-----------–ო’’-ში.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ხ-----–----ის წარმომადგენელმა ხ--------------–-ამ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელი სცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ხ-----–----ე 2017 წლიდან მეორედ დაოჯახდა და ის და მისი მეუღლე ეთერ ართმელაძე ელოდებიან შვილს. გარდა ამისა ოჯახში ჰყავს ასაკიანი და ავადმყოფი მშობლები. მშობლები დაავადებული არიან ქრონიკული დაავადებით და მუდმივად საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობა ოჯახს მძიმედ დააწვება და ვერ გაწვდება ხარჯებს. ხ-----–----ე დღემდე ახორციელებდა ბავშვზე მზრუნველობას და ღებულობდა მონაწილეობას მის აღზრდაში, გრძნობს პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ და თანახმაა შვილის მ----–----ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ხ-----–----ის წარმომადგენელმა ხ--------------–-ამ სარჩელი სცნო ნაწილობრივ, განმარტა, რომ ხ-----–----ეს შეეძინა შვილი, მათი ოჯახის წევრთა რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა ხარჯები. ხ-----–----ეს აქვს ხელფასი 600 ლარი, ის მანამდეც ეხმარებოდა მის შვილს, ის ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას, რის გამოც სასამართლომ გადაწყვიტოს ზომიერების და გონივრულობის ფარგლებში ალიმენტის ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ--------------------ე (პირადი №6----------) და ხ-----–----ე (პირადი №6----------) იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ერთი შვილი: მ----–----ე დაბადებული: 2----–-–-----------ს. დ--------------------ე და ხ-----–----ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ბავშვი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან.

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

- შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე;

- ახსნა-განმარტებები

- დაბადების მოწმობის ასლი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე დასაქმებულია კერძო კომპანიაში. თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ხ-----–----ეს აქვს ხელფასი 600 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე;

- შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე;

- ახსნა-განმარტებები

- 18.06.2018 ლის ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტი არასრულწლოვანი ბავშვის მ----–----ის სასარგებლოდ 150 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1197-ე, 1198-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

დადგენილია, რომ დ--------------------ის და ხ-----–----ის შვილი მ----–----ე (დაბადებული: 2----–-–-----------ს) აღსაზრდელად იმყოფება დედასთან. ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ხ-----–----ე დასაქმებულია კერძო კომპანიაში და აქვს ხელფასი 600 ლარი.

 

მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილების აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლებები მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე. ამასთან სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ - საარსებო მინიმუმს.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ.

 

ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს საარსებო მინიმუმის შესახებ.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოპასუხე შრომისუნარიანი ადამიანია, არის დასაქმებული და აქვს შემოსავალი ხელფასის სახით 600 ლარი, ხოლო მის შვილს გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროება მკურნალობა. მოპასუხეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ბავშვის საჭიროებისთვის მინიმალური აუცილებელი ხარჯი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იქნეს განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა. მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე მხარეს 600 ლარის გარდა სხვა მატერიალური შემოსავალი გააჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი არ უნდა აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 200 ლარით, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნას იმ გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ალიმენტის გადახდევინება უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 07 ივნისიდან.

 

7. გადაწყვეტილების აღსრულების წესი

 

მოსარჩელემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს სახელწმიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,250-ე 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დ--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეს ხ-----–----ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის მ----–----ის (დაბადებული 2----–-–-----------ს, პირადი №6----------), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 07 ივნისიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

3. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან

 

5. ხ-----–----ეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი