განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
#0-----------
თბილისი საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ო-----------, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–-ძე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა-–-----------ია
ბრალდებული - ჯ----–-----–-ძე (პირადი #6----------), დაბადებული 195- წლის 2 ი--–-სს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ.ბათუმში, ლ----- ა---------------–------------ში
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2008 წლის 5 აპრილს თურქეთის მოქალაქე ჰ-–----------ი კ-------ის, ლ--------------ისა და მ--------------იას მიერ ჩამოყალიბდა შპს ,,ლ----- კ-----–--ინგი‘‘, რომლის დირექტორადაც დაინიშნა თურქეთის მოქალაქე ი-–--------------------ნი. შპს ,,ლ----- კ-----–--ინგმა‘‘ ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მიერ 2008 წლის 2------------ ჩატარებულ პირობებიან აუქციონზე შეიძინა ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 810 720 ლარი. სააუქციონო პირობების მიხედვით: 1) საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო აუქციონის ჩატარებიდან 3- კალენდარული დღის ვადაში; 2) აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში უნდა შექმნილიყო საწარმო და განხორციელებულიყო 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია; 3) ინვესტიციის განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა დასაქმებულიყო საქართველოს არანაკლებ 100 მოქალაქე.
2011 წლის დეკემბრის თვეში შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა, წარმომადგენელმა მიმართა შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დირექტორ ჯ----–-----–-ძეს, რომელსაც სთხოვა განხორციელებული ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნის მომზადება და წარუდგინა მხოლოდ შესრულებული სამუშაო აქტები. ჯ----–-----–-ძემ არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, დაამზადა ყალბი აუდიტორული დასკვნა, სადაც ყალბად მიუთითა, თითქოს, მის მიერ შემოწმებულ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, ინვესტიციის მოცულობა და, ნაცვლად განხორციელებული 2 643 845 ლარის ინვესტიციისა, მიუთითა 5 075 148 ლარის (3 079 020 აშშ დოლარი) ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ დირექტორმა ი-–--------------------ნმა წარუდგინა ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მიერ 2008 წლის 2------------ ჩატარებულ პირობებიან აუქციონზე შპს ,,ლ----- კ-----–--ინგმა‘‘ შეიძინა ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 810 720 ლარი. სააუქციონო პირობების მიხედვით: 1) საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო აუქციონის ჩატარებიდან 3- კალენდარული დღის ვადაში; 2) აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში უნდა შექმნილიყო საწარმო და განხორციელებულიყო 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია; 3) ინვესტიციის განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა დასაქმებულიყო საქართველოს არანაკლებ 100 მოქალაქე.
2011 წლის დეკემბრის თვეში შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ წარმომადგენელმა მიმართა შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დირექტორ ჯ----–-----–-ძეს და სთხოვა განხორციელებული ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნის მომზადება, რისთვისაც წარუდგინა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს აქტები. ჯ----–-----–-ძემ არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა და, მხოლოდ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე, დაამზადა ყალბი აუდიტორული დასკვნა, რომელშიც აღნიშნა, თითქოს, მის მიერ შემოწმდა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ მიერ განხორციელებული იყო 5 075 148 ლარის (3 079 020 აშშ დოლარი) ინვესტიცია.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ჯ----–-----–-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 199- წლიდან არის შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დირექტორი, ეწევა აუდიტორულ, საშემფასებლო საქმიანობას. შპს ,,ბ-------–--‘‘ ჯგუფის წარმომადგენლებმა გაუწიეს რეკომენდაცია შპს ,,ლ----- კ-----–--ინგთან‘‘, რომლის ხელმძღვანელობას სჭირდებოდა აუდიტორული დასკვნის მომზადება, მიმართეს მას. სულ სამი დასკვნა აქვს მომზადებული შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ დაკვეთით. 2011 წლის 1------------- დასკვნაში დააფიქსირა, რომ შესწავლილი არ არის წარდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობა და მასზე პასუხისმგებელია დამკვეთი. პირველად წინასწარ დაათვალიერა ტერიტორია და შემდეგ ორჯერ ან სამჯერ მოხდა კიდევ მის მიერ ტერიტორიის დათვალიერება, რომელსაც ეხებოდა ინვესტიცია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმო ვალდებული იყო, 36 თვის ვადაში განეხორციელებინა 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში ინვესტიცია, რის დასამტკიცებლად ჰოლდინგის მიერ მისთვის წარდგენილ იქნა სამუშაოთა წარმოების აქტები. დასკვნაში პასუხი გაეცა იმას, რასაც ითხოვდა დამკვეთი, განახორციელეს ინვესტიცია და სჭირდებოდათ დადასტურება. განხორციელდა მხარეების და აქტების იდენტიფიცირება და ამ აქტების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ სამუშაოთა შესრულების აქტები დეტალურად არ შესწავლილა, არც ჰქონია ვალდებულება ამის, რადგან მათი შპს ეკონომიკურ სამსახურს წარმოადგენდა, ამ საკითხის შესამოწმებლად კი საჭირო იყო საინჟინრო განათლების მქონე პირები. დაისვა საკითხი, რა მოცულობის იყო განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები და პასუხი გასცა დოკუმენტების საფუძველზე. ზედნადების და ანგარიშფაქტურის წარდგენა სამუშაოთა შესრულების აქტთან ერთად სავალდებულო არ არის. ზედნადები არის ტრანსპორტირების დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა - აღნიშნული სამუშაოების შესრულების საგადასახადო აღიარების დოკუმენტი. ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს სამუშაოთა შესრულების აქტი. მისთვის მიწოდებული დოკუმენტაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ვალდებულების დასადასტურებლად, რომელიც საწარმოს ჰქონდა აღებული შეთანხმების ოქმით. შესაბამისად, აღარ ჩაუთვალია საჭიროდ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა. მოახდინა წარდგენილი დოკუმენტების იდენტიფიცირება, რომ ნამდვილად დამოწმებული იყო ორივე მხარის მიერ, რაც მისი კვლევისთვის საკმარისი მტკიცებულება იყო დასკვნის შესადგენად.
დაზარალებულის წარმომადგენელ მ---------------–-ძის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2011 წლის აგვისტოს პერიოდში მუშაობდა ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროში, იურიდიულ დეპარტამენტში. 2008 წელს, ა---------------------------------–-------------------------------- მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გამოცხადდა ე.წ. პირობიანი აუქციონი ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 20 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ შპს ,,ლ----- კ-----–--ინგი‘‘, რომელმაც გაიმარჯვა და, 810 720 ლარის სანაცვლოდ, გადაეცა აღნიშნული უძრავი ქონება, გაკვეული პირობებით. 2008 წლის 2------------ ოქმის შესაბამისად, შპს ,,ლ----- კ-----–--ინგი‘‘ ვალდებული იყო, საბოლოო თანხა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან 3- კალენდარული დღის ვადაში, რაც შეასრულა. მეორე ვალდებულება ჰქონდა, რომ აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში განეხორციელებინა არანაკლებ 3 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და შეექმნა საწარმო, რომელშიც საქართველოს არანაკლებ 100 მოქალაქე იქნებოდა დასაქმებული. აუქციონის ოქმის მე-9 პუნქტში საუბარი იყო, ასევე, იმაზე, რომ ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის, ანუ ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს, მიერ ვალდებულებების შესრულების დადასტურების მომენტიდან, რის შემდეგაც გაუქმდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერები შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ ვალდებულების შესახებ.
2011 წლის 15 დეკემბერს შპს ,,ლ----- კ-----–--ინგმა‘‘ ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროში წარადგინა შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დასკვნა, რომლის მიხედვით, შპს ,,ლ----- კ-----–--ინგმა‘‘ ინვესტიციის ნაწილში განახორციელა 5 175 148 ლარის ინვესტიცია, ანუ შესრულებული ჰქონდა ვალდებულება. რაც შეეხება მეორე ვალდებულებას, საქართველოს 100 მოქალაქის დასაქმებას, ამ ნაწილში მას არ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება და, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 3 ივნისის #112 განკარგულების საფუძველზე, ამ ვალდებულების შესრულების ვადა გაუხანგრძლივდა. ჰოლდინგს დამატებითი დრო მიეცა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ნაწილში ვალდებულების შესასრულებლად და არა - ინვესტიციის. შესაბამისად, ,,დ----აუდიტის‘‘ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა იმ დროისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიჩნია სარწმუნოდ და ამ ნაწილში ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალა. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ მიერ განხორციელებული ინვესტიცია რეალურად შეადგენდა 2 650 845 ლარს და არა - იმ ოდენობას, რაც შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დასკვნაში იყო მითითებული. შესაბამისად, ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტრომ ცალმხრივად მოშალა მყიდველთან ხელშეკრულება და, ა---------------------------------–-------------------------------- მინისტრის 2015 წლის ბრძანების საფუძველზე, დღეისთვის ქონება აღრიცხულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, რაც ნიშნავს, რომ დღეისათვის ზიანი არ არსებობს. რომ არ ყოფილიყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, შესაძლებელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,ლ----- კ-----–--ინგისთვის‘‘ ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალა, რაც 2 400 000 ლარის ზიანს წარმოადგენს. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა სასამართლოში შპს ,,ლ----- კ-----–--ინგსა‘‘ და ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს შორის. შპს ,,ლ----- კ-----–--ინგს‘‘ მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შესრულებული აქვს და ითხოვს მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას, სამინისტრო ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ა---------------------------------–-------------------------------- მინისტრის 2008 წლის 23 ი--–-სის #4-- ბრძანებით, 2008 წლის 2------------ დაინიშნა საწყის ფასზე ნაკლებ ფასად პირობებიანი აუქციონი ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 20 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომლის გასაყიდი ფასი განისაზღვრა 800 720 ლარის ოდენობით. სააუქციონო პირობად განისაზღვრა: 1. საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 3- კალენდარული დღის ვადაში; 2. აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში საწარმოს შექმნა, არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ინვესტიციის განხორციელებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არანაკლებ 100 საქართველოს მოქალაქის დასაქმება.
ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმის თანახმად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ‘‘ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ქონების საწყის ფასზე ნაკლებ ფასად, ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ფასია 800 720 ლარი. კომისიის მიერ მოწყობილ აუქციონზე შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ შეთავაზებული ფასის - 810 720 ლარის საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და, ხელშეკრუკლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსეული, ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ოქმის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 3- კალენდარული დღის ვადაში; აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში შექმნას საწარმო, განახორციელოს არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და ინვესტიციის განხორციელებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში მუდმივად დაასაქმოს არანაკლებ 100 საქართველოს მოქალაქე. ამავე ოქმის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მიერ 2008 წლის 7 ოქტომბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი #8---პ მოწმობით, ზემოხსენებული ქონება შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ გადაეცა, როგორც პირობადადებული საკუთრება.
შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ შპს ,,დ----აუდიტის‘‘ 2011 წლის 1------------- დასკვნის მიხედვით, შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ მიერ ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში 2008 წლის 2------------ გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმით მყიდველზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, მყიდველის მიერ 2011 წლის 2------------ მდგომარეობით განხორციელდა 5 075 148 ლარის, ანუ დამრგვალებით 3 079 000 აშშ დოლარის, ინვესტიციები (1 აშშ დოლარი - 1.6483 ლარი), მაგრამ საწარმო ექსპლუატაციაში გაშვებული არ არის.
მოწმე ი-–--------------------ნის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, სტამბულში მუშაობდა მეტალურგიის ინჟინრად. ჰაშმეკმა გააცნო მ--------------ია და ლ-------------, რომლებმაც შესთავაზეს საქართველოში მეტალურგიის ქარხნის გახსნა. 2008 წელს დაარსეს ,,ლ----- კ-----–--ინგი‘‘, რომლის დირექტორადაც ის დ---შნეს. ქ.ბათუმში სახელმწიფოსგან შეიძინეს კვ.მ. მიწა 40 ლარად, იმ პირობით, რომ 3 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებდნენ, ამასთან, საწარმოში მუდმივად 100 ადამიანი იქნებოდა დასაქმებული და ყოველივე ამის მოწყობა უნდა მომხდარიყო 3 წლის ვადაში. ეს ორი ადამიანი ოფიციალურად არსად ჩანდა. ინვესტირების ვადის გასვლის დროისთვის აჭარის მთავრობიდან იღებდნენ წერილებს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. მშენებლობის ნაწილი უკვე დასრულებული იყო, პირადად თანხების დახარჯვის უფლება არ ჰქონდა და ხშირად აწუხებდა ლევანს, რომ დაესრულებინათ ვალდებულების შესრულება, რაზეც პასუხად იღებდა, რომ მისი საქმე არ იყო. იძულებული გახდა, მ--------------იას მიერ მიტანილ დოკუმენტზე, რომლის თანახმად, 2 700 000-ის ნაცვლად, აითვისეს ხუთი მილიონ ლარზე მეტი, მოეწერა ხელი. ერთმანეთს მუდმივად ხვდებოდნენ ჰ-–----, მ------ და ლ-----. ხელმოწერის თაობაზე ჰკითხა ჰაშმეკს, რომელმაც უთხრა, რომ ხელი უნდა მოეწერა და ასეც მოიქცა. მუდმივად დასაქმებული 100 ადამიანი იქ არ უნახავს. რაც შეეხება ჯ----–-----–-ძეს, მას არ იცნობს, ასევე, არ გაცნობია მის მიერ გაცემულ აუდიტის დასკვნას.
მოწმე ლ------–------ის ჩვენების თანახმად, 2011 წელს მუშაობდა ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროში საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. გარდა საწარმოთა მართვისა, მის ვალდებულებაში შედიოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირობით გაყიდული ობიექტების ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი. 2008 წლის აგვისტოს თვეში შპს ,,ლ----- კ-----–--ინგს‘‘ სახელმწიფომ, კონკრეტული ვალდებულებების 3 წელში შესრულების პირობით, მიჰყიდა ქ.ბათუმში მიწის ნაკვეთი, რომელზეც შპს-ს უნდა განეხორციელებინა 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და დაესაქმებინა 100 ადამიანი. მონიტორინგი ხორციელდება წარდგენილი აუდიტორული დასკვნების საფუძველზე, ვალდებულების შესრულების დადასტურება ხდება აუდიტორული დასკვნების მეშვეობით და სამინისტრო ზოგადად ობიექტზე გასვლას არ ახდენს. ხსენებული შპს-ს მიერ წარდგენილი იყო შპს ,,დ----აუდიტის‘‘ აუდიტორული დასკვნა. სამინისტრომ განიხილა აღნიშნული დასკვნა და, ასე ვთქვათ, ჩაუთვალა კომპანია შპს ,,ლ----- კ-----–--ინგს‘‘ ინვესტირების ვალდებულება შესრულებულად. ამავე დასკვნით შპს ,,ლ----- კ-----–--ინგს‘‘ შესასრულებელი ჰქონდა ერთი კონკრეტული ვალდებულება - დასაქმების, რის გამოც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ვალდებულების დადასტურების საბუთი იმ პერიოდში არ გაცემულა. შემდგომ კომპანიამ რამდენჯერმე მოითხოვა ვალდებულების ჩათვლა, შპს პრაქტიკულად ითხოვდა, რომ დასაქმების ვალდებულება არ განეხილათ, არ ჩაეთვალათ ეს შემაფერხებელ გარემოებად, რადგან ინვესტიციის ნაწილში შესრულებული იყო. შემდეგ სამინისტრომ შეუცვალა ვალდებულება და 2012 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. მოწმის განმარტებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არცერთ შემთხვევაში არ ინტერესებდა, რა დოკუმენტაცია ჰქონდა მიწოდებული მეწარმეს აუდიტორისთვის და რის საფუძველზე გაიცა დასკვნა.
ა---------------------------------–-------------------------------- მინისტრის 2012 წლის 19 დეკემბრის #5-- ბრძანებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროსა და შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ შორის 2008 წლის 2------------ ,,პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმის (ხელშეკრულების) გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით.
მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის #3- ბრძანების თანახმად, შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘, ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შესრულებისთვის, მიეცა დამატებითი ვადა 2013 წლის 3- მაისამდე.
2013 წლის 20 ნოემბრის შეთანხმების აქტის თანახმად, ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროსა და შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ შორის 2008 წლის 2------------ გაფორმებულ, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ #9- ოქმში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ დაევალა, არაუგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა დაასაქმოს 3- საქართველოს მოქალაქე მუდმივად 2015 წლის 1 ი--–-სამდე, ხოლო არაუგვიანეს 2014 წლის 1 ი--–-სისა - მუდმივად 2015 წლის 1 ი--–-სამდე, დამატებით დაასაქმოს 20 საქართველოს მოქალაქე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ, მოწმე დ---------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე საქმის გამოძიებისას გამოითხოვეს დოკუმენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროდან, სადაც აუქციონზე პირობით იყო შეძენილი მიწის ნაკვეთი ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–-. აღნიშნულ მიწის ნაკვეთში იყო გადახდილი კონკრეტული თანხა, რაც ჩადებული იყო აუქციონში და, ამავდროულად, ფიქსირდებოდა 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის შესრულების ვალდებულება, თან უნდა დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე. ყოველივე უნდა შესრულებულიყო 2011 წლის აგვისტოს თვემდე. 2011 წლის ივნისის თვეში საწარმო ეკონომიკის სამინისტროს სთხოვდა გადავადებას, ვინაიდან ვერ ახერხებდნენ მილიონნახევრის ინვესტიციის განხორციელებას კონკრეტული მიზეზების გამო, ხოლო იმავე წლის ი--–-სში, ანუ დაახლოებით ერთ თვეში, 2------------ მდგომარეობით, წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარი იყო, რომ შესრულებული იყო 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიცია. აღნიშნულის გამო დაეჭვდა საგამოძიებო ორგანო და დაიწყო შესწავლა, რის ფარგლებშიც დაინიშნა ექსპერტიზა ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელმაც აჩვენა, რომ დაახლოებით 2 მილიონამდე, თუ 3 მილიონამდე, სამუშაოები ჰქონდა შესრულებული შპს ,,ლ----- კ-----–--ინგს‘‘. გამოჰკითხეს პიროვნება, ვისი სახელითაც იყო შესრულებული სამუშაოები და განაცხადა, რომ ოპერაციები არ შესრულებულა, შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ წარმომადგენელმა მიუტანა დოკუმენტაცია, რაზეც იძულებით მოაწერა ხელი. ამის შემდეგ დაიწყეს შემოწმება, თუ რატომ ჩათვალა სახელმწიფომ ინვესტიცია შესრულებულად, გამოჰკითხეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, მოიძიეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ეს სამუშაოები იქნა ჩაბარებული. ერთ-ერთმა მოწმემ მიუთითა, რომ საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია რეალურად არ შემოწმებულა, არადა დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ განხოციელებულია 3 მილიონი აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში ინვესტიცია. როდესაც უკვე ჰქონდათ დასკვნა, რომლის თანახმად, ვალდებულების ნახევარიც არ იყო შესრულებული, სამინისტროში წარდგენილი დასკვნის მიხედვით, დასკვნა მომზადებული იყო დანახარჯების დათვლის მეთოდით და ადგილზე იყო გასული ექსპერტი, მას შემოწმებული ჰქონდა კონკრეტული სამუშაოები, გამოჰკითხეს დასკვნის ავტორი, ბატონი ჯ----–-, რომელმაც დაადასტურა, რომ ადგილზე არ შეუმოწმებია, რეალურად არ აუზომია, არ მომხდარა გადამოწმება, თუ ვის ეკუთვნოდა იქ დამონტაჟებული დანადგარები და ისე გაიცა დასკვნა. აუდიტის დასკვნაში ნამდვილად წერია, რომ ექსპერტი დაეყრდნო შესრულებული სამუშაოს აქტებს და ამის საფუძველზე გასცა დასკვნა, რაც არ არის სწორი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 2------------ საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ 2008 წლის 25 აგვისტოდან კვლევების პერიოდამდე (0--07 და 1--0--2014) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 643 845,10 ლარს, დარიცხვებისა (ზედნადები 8%, გეგმიური 10%) და დღგ-ს ჩათვლით. დოკუმენტალურად ასახული სამუშაოების ნაწილი და მათი ღირებულებები განსხვავდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და მათი ღირებულებისაგან.
საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტმა კ-------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაევალა ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ მიერ 2008 წლის 25 აგვისტოდან კვლევის პერიოდამდე შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შეკითხვები - რეალურად რა მოცულობის და ღირებულების სამუშაოები შეასრულა შპს ,,ლ---------–--ინგმა‘‘ აღნიშნულ მისამართზე, შეესაბამება თუ არა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მონაცემები სამუშაოთა აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე, რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები შეასრულა 2011 წლის 25 აგვისტოდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში და შეესაბამება თუ არა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მონაცემები შესრულებულ სამუშაოთა აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა შესაბამისობა, უნდა დაედგინა, რას შეადგენდა სხვაობა და რაში გამოიხატებოდა ის. კვლევის ფარგლებში რამდენჯერმე იყო ჩასული ქ.ბათუმში, დაათვალიერა ობიექტი: ნაკვეთი შემოღობილი იყო, თუმცა ბოლომდე არ იყო დასრულებული, გარკვეული სამუშაოები იყო ნაწარმოები ღობის გარეთაც. შესწავლილი და გამოკვლეული იქნა მთლიანი ობიექტი, მასზე შესრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, მოხდა მოცულობების დადგენა და ამ მოცულობების გადატანა შესრულებული სამუშაოების ფორმა აქტებში. შესრულებული სამუშაოების ერთეული ღირებულებები არ გამოკვლეულა იმ მიზეზის გამო, რომ სათანადო დოკუმენტაცია არ არსებობდა. ამასთან, ფორმულარების შედგენის დროს დაშვებული იყო ზოგიერთი შეცდომა, რაც შესწორდა მის მიერ, როგორც თვითონ ფორმულარში, ასევე -დარიცხვების კუთხით. საბოლოოდ დაადგინა, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 643 845 ლარი და 10 თეთრი, დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 23 აპრილის #2-- დავალების საფუძველზე ჩატარებული, თემატური რევიზიის 2014 წლის 24 ოქტომბრის ცნობით, შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ განუხორციელებელმა ინვესტიციამ შეადგინა 2 297 155 ლარი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულებაა ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებების მეშვეობით, სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ჯ----–-----–-ძის დანაშაულებრივი ქმედება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება.
ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმით დასტურდება, რომ 2008 წლის 2------------ ჩატარებული პირობიანი აუქციონით ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე, 2----- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დ---შნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა შპს ,,ლ---------–--ინგმა‘‘, იმ პირობით, რომ 3- დღის ვადაში დაფარავდა უძრავი ქონების საფასურს და სამი წლის ვადაში განახორციელებდა 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 100 მოქალაქეს.
2011 წელს, აუდიტორული დასკვნის გაცემის მიზნით, შპს ,,ლ---------–--ინგმა‘‘ მიმართა შპს ,,დ-------------‘‘, რომლის დირექტორ ჯ----–-----–-ძის მიერ იმავე წლის 1------------- გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც, შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ განხორციელბული ინვესტიცია შეადგენდა 5 075 148 ლარს (3 079 020 აშშ დოლარს). დასკვნის შეგდენისას ჯ----–-----–-ძეს არ უწარმოებია რეალური კვლევა, მან მხოლოდ შესრულებული სამუშაოს აქტებში მითითებული ჯამური ღირებულებების დაჯამების გზით მოახდინა განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის განსაზღვრა, რაც შემდგომში შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ წარედგინა ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს, ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ჩასათვლელად.
მოწმე ლ------–------ემ, რომელიც იყო ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალებოდა შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ შესრულებული ვალდებულების მონიტორინგი, განმარტა, რომ 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ინვესტიციის განხორციელება სახელმწიფოს მიერ შესრულებულად ჩაითვალა სწორედ ,,დ----აუდიტის‘‘ მიერ 2011 წლის 1------------- გაცემული დასკვნის საფუძველზე.
საქმის სასამართლოში განხილვისას ჯ----–-----–-ძემ უარყო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტი და განაცხადა, რომ მას არ ჰქონია არანაირი განზრახვა, რაიმე მოტივი და ინტერესი, დაემზადებინა ყალბი აუდიტორული დასკვნა. ბრალდებულმა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მას არ მოუძიებია არავითარი დოკუმენტი აუდიტორული კვლევის ჩასატარებლად და არც ევალებოდა აღნიშნული, იგი სრულად დაეყრდნო დამკვეთის მიერ მისთვის წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტებს და დასკვნა გასცა ამ დოკუმენტების, ასევე, ობიექტზე პირადად გასვლისა და შემოწმების საფუძველზე. ის, რომ დასკვნის გაცემისას ეყრდნობოდა წარდგენილ დოკუმენტაციას, მითითებული აქვს დასკვნაშიც, რომლის თანახმადაც, შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2008 წლის 2------------ #9- ოქმით მყიდველზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მყიდველის მიერ 2011 წლის 2------------ მდგომარეობით განხორციელდა 5 075 148 ლარის, ანუ დამრგვალებით 3 079 000 აშშ დოლარის ინვესტიციები (1 აშშ დოლარი - 1.6483 ლარი), მაგრამ საწარმო ექსპლუატაციაში გაშვებული არ იყო.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარის მიერ წამოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 2------------ საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე 2----- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს ,,ლ----- კ-----–--ინგის‘‘ მიერ 2008 წლის 25 აგვისტოდან კვლევების პერიოდამდე (0--07 და 1--0--2014) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 643 845,10 ლარს, დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით. დოკუმენტალურად ასახული სამუშაოების ნაწილი და მათი ღირებულებები განსხვავდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და მათი ღირებულებისგან. ექსპერტმა კ-------------–მა სასამართლოს განუმარტა, რომ კვლევისას მან დაათვალიერა და შეისწავლა ობიექტი, მასზე შესრულებული, სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, მოცულობა. შეისწავლა, ასევე, 2011 წლის 1------------- აუდიტის დასკვნა, წარდგენილი სხვა დოკუმენტები და გაირკვა, რომ დასკვნაში იყო რიგი შეუსაბამობები დარიცხვების კუთხით, ასევე, შეცდომები იყო შესრულებული სამუშაოს აქტებში. შესაბამისად, ის, რომ ჯ----–-----–-ძე დაეყრდნო მისთვის წარდგენილ, შესრულებული სამუშაოს აქტებს, რომლის სისწორეზეც ის პასუხისმგებელი არ არის, არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა ვალდებულება, გადაემოწმებინა პირველადი დოკუმენტები, როგორიცაა ზედნადებები და ა.შ., რაზეც ბრალდებული უთითებს, რომ, თითქოს, არის მეორეხარისხოვანი და ძირითადი დოკუმენტი შესრულებული სამუშაოს აქტია.
სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ჯ----–-----–-ძე არ წარმოადგენს ექსპერტს, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, თუმცა მისი უფლება-მოვალეობები ფაქტობრივად გათანაბრებულია მასთან და მის მიერ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას აპელირებული თემა, რომ ის არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე, არანაირად არ გამორიცხავს მის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებას, რამდენადაც, მას, როგორც სახელმწიფოსგან, ცოდნისა და გამოცდილების გამო, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, ჰქონდა არა მარტო უფლება, არამედ - ვალდებულება, მოეთხოვა დოკუმენტები, თუკი მას საკვლევად არასრულყოფილად წარედგინა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰქონდა საკმარისის ცოდნა, საინჟინრო განათლების არქონის გამო (როგორც თვითონ უთითებს), შეეფასებინა ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, უარი უნდა ეთქვა დასკვნის გაცემაზე.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ჯ----–-----–-ძეს მის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული აქვს, რომ ფაქტიურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის დასადგენად გამოყენებულია დანახარჯების მეთოდი, რაც ფაქტიურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრისას ეფუძნება პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებას, განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრისას კი - მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელთა შესრულებაც უკვე დაწყებულია. ამავდროულად, სასამართლოში ფაქტობრივად უარყო და გარკვეულწილად უმნიშვნელოდ გამოაცხადა ასეთი დოკუმენტები. განაცხადა, რომ ზედნადები წარმოადგენს ტრანსპორტირების ამსახველ დოკუმენტს, ის არ წარმოადგენს მთავარ და ძირითად დოკუმენტს, ძირითადი დოკუმენტია შესრულებული სამუშაოს აქტი, შესაბამისად, მისთვის მიწოდებული დოკუმენტაცია საკმარისი აღმოჩნდა დასკვნის გასაცემად, რის გამოც აღარ ჩათვალა საჭიროდ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა, მოახდინა წარდგენილი დოკუმენტების იდენტიფიცირება, რომ ნამდვილად დამოწმებული იყო ორივე მხარის მიერ, რაც საკმარისი იყო დასკვნის შესადგენად. ჯ----–-----–-ძის განცხადებით, მან კვლევა ჩაატარა ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნია. აღნიშნულით მან ფაქტობრივად მთლიანად გამორიცხა საკუთარი პასუხისმგებლობა და მთელი ტვირთი ერთიანად გადაიტანა დამკვეთ მხარეზე. მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნა, მას დასკვნაში მითითებული აქვს, თითქოს, კვლევისას ის დაეყრდნო პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რაც არ წამოადგენს სინამდვილეს და უტყუარად მოწმობს, რომ ჯ----–-----–-ძეს ყალბად აქვს დასკვნაში მითითებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოკვლევის საფუძველზე დასკვნის გაცემა, რამდენადაც მას შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ გადაეგზავნა მხოლოდ 9 ცალი აქტი შესრულებული სამუშაოების შესახებ, რისი დაჯამებაც მოახდინა ბრალდებულმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 2------------ საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნაში ამომწურვადაა პასუხი გაცემული შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ 2008 წლის 25 აგვისტოდან კვლევების პერიოდამდე (0--07 და 1--0--2014) შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 643 845,10 ლარს, დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით, რაც აბსოლუტურად განსხვავდება და სრულ შეუსაბამობაშია შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დირექტორ ჯ----–-----–-ძის მიერ 2011 წლის 1------------- გაცემულ დასკვნასთან. ექსპერტ კ-------------–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მის მიერ შესწავლილ და გამოკვლეული იქნა მთლიანი ობიექტი, მასზე შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მოხდა მოცულობების დადგენა და ამ მოცულობების გადატანა შესრულებული სამუშაოების ფორმა აქტებში. კვლევისას ექსპერტი დაეყრდნო პირველად დოკუმენტაციას, მათ შორის, ზედნადებებს (რომლის წარდგენაც, ჯ----–-----–-ძის განაცხადებით, არ წარმოადგენდა აუცილებლობას), რა დროსაც გამოვლინდა მრავალი ხარვეზი და დარღვევა, რაც არ იყო ასახული შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დასკვნაში, ასევე, რიგ შემთხვევაში, იყო როგორც ტექსტობრივი, ისე - კომპიუტერით ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომები, მათემატიკური შეცდომები და ა.შ., შეცდომები, რაც, ასევე, იწვევს ცდომილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ აუდიტორული დასკვნა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამცემ პირს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს იურიდიული ძალა გარკვეული უფლების განსახორციელებლად, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორიცაა კვლევის ჩატარება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე - ნამდვილი დოკუმენტის მონაცემების შეცვლა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შექმნა/დამზადება ფაქტების, გარემოებების დამახინჯებულად გადმოცემაში ვლინდება, რაც შეიძლება იყოს გამოსაკვლევი ფაქტის ან მოცემულ შემთხვევაში ქონებაზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის წინასწარი განზრახვით არასწორი შეფასება, რაც არ ეფუძნება სრულ მასალებს, მისი დამახინჯება და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დადგენილია, რომ ჯ----–-----–-ძის მიერ ყალბი აუდიტორული დასკვნის მომზადება და გაცემა მოხდა შპს ,,დ-------------ა‘‘ და შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნული დასკვნა შემკვეთის მიერ წარდგენილ იქნა ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროში, რის თაობაზეც ცნობილი იყო ბრალდებულისთვის.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ჯ----–-----–-ძეს მის მიერ მომზადებულ დასკვნაში ხაზგასმით აქვს მითითებული, რომ კვლევა ჩაატარა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. აღნიშნული სტანდარტების თანახმად, ,,შემფასებელი‘‘ არის ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი ან კომპანია, რომელიც ფლობს აუცილებელ კვალიფიკაციას, უნარებს და გამოცდილებას იმისათვის, რომ ჩაატაროს შეფასება ობიექტური და კომპეტენტური სახით. ამავე სტანდარტის შესაბამისად, შეფასების პროცესი მოითხოვს, რომ შემფასებელმა მიუკერძოებლად შეაფასოს შემავალი მონაცემების და დაშვებების სანდოობა. იმისათვის, რომ შეფასება იყოს სანდო, მნიშვნელოვანია, რომ ეს მსჯელობები იყოს იმგვარად განხორციელებული, რომ იყოს გამჭვირვალე და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეფასებაზე ნებისმიერი სუბიექტური ფაქტორის გავლენა. ამავე სტანდარტების მიხედვით, მსჯელობები, რომლებიც გამოყენებულია შეფასების დროს, აუცილებლად უნდა მიიღებოდეს ობიექტურად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიკერძოებული ანალიზი, მოსაზრება, დასკვნები და თუნდაც ,,მანიპულაციები‘‘.
სწორედ ეს არის პრინციპული მოლოდინი იმისა, რომ ამ სტანდარტებისა და კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გამოყენება, შესაბამისი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები შეფასების პროცესში, უზრუნველყოფენ ობიექტურობის აუცილებელ მაღალ ხარისხს, იმისათვის, რომ საბოლოო შედეგები იყოს თავისუფალი მიკერძოებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,დ----აუდიტის‘‘ დირექტორი, ბრალდებული ჯ----–-----–-ძე შპს ,,ლ---------–--ინგის‘‘ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის შეფასებისას უნდა ყოფილიყო ობიექტური და კეთილსინდისიერი, რაც მიღწეული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სრულად შეამოწმებდა როგორც წარდგენილ დოკუმენტებს, როგორიცაა შესრულებულ სამუშაოთა აქტები, არამედ - მის წინარე დოკუმენტებსაც, რაც გახდა აღნიშნული აქტების შედგენის საფუძველი, ფიზიკურად შეამოწმებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურის მიერ პირობით გადაცემულ მიწის ნაკვეთს და მასზე მიმდინარე პროცესებს და, მიღებული ინფორმაციის სწორი ანალიზითა და შეფასებით, საბოლოოდ შეადგენდა მიუკერძოებელ და ობიექტურ ოფიციალურ დოკუმენტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რომლის დამამძიმებელ ნიშნად ბრალდების მხარეს ჯ----–-----–-ძის მიმართ წარდგენილი აქვს ისეთი ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით, რაც სასამართლოს დაუსაბუთებულად მიაჩნია.
მართალია, დაზარალებულის წარმომადგენელმა მ---------------–-ძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2011 წლის 1------------- გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს დაეყრდნო აჭარის მთავრობის შესაბამისი სამინისტრო, როდესაც შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ ინვესტიციის ნაწილში ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალა, თუმცა, კონკრეტულად არ განუცხადებია, რაში გამოიხატა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი. ყურადსაღებია მის მიერვე გაცხადებული გარემოება, რასაც დაზარალებულის წარმომადგენლის მიერ რამდენჯერმე გაესვა ხაზი, რომ ამ დროისთვის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი არ არსებობს, რამდენადაც ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტრომ მოშალა მყიდველთან ხელშეკრულება და, მინისტრის 2015 წლის ბრძანების საფუძველზე, დღეისთვის ქონება ისევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს.
დაზარალებულის წარმომადგენელმა მ---------------–-ძემ თავის ჩვენებაში, ასევე, მიუთითა, რომ, ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლებოდა გამყიდველის - ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან, მოწმე ლ------–------ის ჩვენების თანახმად კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ვალდებულების დადასტურების საბუთი იმ პერიოდში არ გაცემულა და ვერც გაიცემოდა, რამდენადაც ვალდებულების დასადასტურებლად მიჩნევისთვის აუციელბელი იყო ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული, 2013 წლის 20 ნოემბრის შეთანხმების აქტის თანახმად, ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროსა და შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ შორის 2008 წლის 2------------ გაფორმებულ, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ #9- ოქმში შევიდა ცვლილება დასაქმების ნაწილში ვალდებულების შესრულების ვადის 2015 წლის 1 ი--–-სამდე გაგრძელების შესახებ, ხოლო სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განსახილველად წარიმართა 2015 წლის იანვარში, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ, ერთის მხრივ, სახეზეა ჯ----–-----–-ძის მიერ დამზადებული დასკვნის სიყალბე, რაზეც სასამართლომ ზემოთ იქონია მსჯელობა და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტი, თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული უზუსტობები და გაურკვევლობა, რამდენად მიადგა რეალურად ზიანი სახელმწიფოს ჯ----–-----–-ძის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
როგორც საქმის არსებითი განხილვისას დადასტურდა, სახელმწიფომ, მოცემულ შემთხვევაში, ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტრომ, თავის მხრივ, მოშალა ხელშეკრულება შპს ,,ლ---------–--ინგთან‘‘, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, და ქონება დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებაში დაფიქსირებული გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვის პარალელურად, მხრეებს - ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროსა და შპს ,,ლ---------–--ინგს‘‘ შორის მიმდინარეობს დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით, რომლითაც ხსენებული კომპანია ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ჩათვლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ჯ----–-----–-ძეს სასამართლო მსჯავრს დებს ყალბი ოფოციალური დოკუმენტის დამზადებისთვის, რაც, მართალია, წარედგინა ა---------------------------------–-------------------------------- სამინისტროს, თუმცა ზიანი, მით უფრო, მნიშვნელოვანი, სახეზე არ არის - ქ.ბათუმში, თ------- დ-----–---–- მდებარე ქონება დღეის მდგომარეობით ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ჯ----–-----–-ძის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მონაწილეობით, ბრალდებულის უფლებათა დაცვის სრული გათვალისწინებით, გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ჯ----–-----–-ძემ 2011 წლის 1------------- დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებელი დამამძიმებელი გარემოების გარეშე, და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ----–-----–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დ---შნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დ---შვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საკმარისად მიიჩნევს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის განსაზღვრას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, რამდენადაც ჯ----–-----–-ძის მიერ დანაშაული ჩადენილია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, იგი უნდა გათავისუფლდეს დ---შნული სასჯელისგან.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი CD დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ----–-----–-ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჯ----–-----–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ჯ----–-----–-ძე გათავისუფლდეს დ---შნული სასჯელისგან.
გაუქმდეს ჯ----–-----–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2--------–-- #1------- განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 3-00 (სამი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ჯ----–-----–-ძის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ, ბათუმში, ა---------------–------------ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის (ს/კ 05.---0--0--) ეკვივალენტურ ნაწილს.
ნივთიერი მტკიცებულება - სამი ცალი CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე