განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
330100118002640575
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ---------------ის,ბრალდებულ ბ------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ-----------------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–------------------------------------–-------------------------–-------------------------------–----------------------------–-, - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ბ------------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 აგვისტოს ღამის საათებში, თ---–--–----------------–-----–--------------------ში მდებარე სს „ფ-----------ს“ კუთვნილ მაღაზია „ს---------“ ბ------------ე ფარულად დაეუფლა 2 ცალ თუნუქის ქილაში არსებულ სურსათს (ლუდს და ძეხვეულს) - ჯამში ღირებულს 28 ლარად. აღნიშნული ქმედებით სს „ფ-----------“ მიადგა 28 (ოცდარვა) ლარის მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( ლ-------------------------–-–----------------------–---–------------------–---–--------------------–---–-----------------------–--–-----------------–-----------ს გამოკითხვის ოქმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) ერთობლიობა ბ------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო, ზარალი აანაზღაურა და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

გაუქმდეს ბ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახი გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

ნივთიერი მტკიცებულება:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები (ლუდის ბოთლები და ჭიქა) - რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის ძ---–-------–-----------------–-------------------–---–--- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

ვიდეო ჩანაწერის დავალიერებისას დროს გადაღებული ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერი 02 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

ვიდეო ჩანაწერის დავალიერებისას დროს გადაღებული ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერი 02 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი