გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340310018002743702
საქმე #3/139-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
03 დეკემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერ---------–------–----------------ა“
წარმომადგენელი - ლე-–-------–-–--ლი, ბა------------–--–--ლი
მოპასუხე - №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია
წარმომადგენელი - თო-------–--–--–-–--ლი, ცი----------–--ლი
მესამე პირები - ინ---------–---–ი, და---------------–-–---–ი, ლა---------–--–---–ი, ხა-------------–-–---–ი, თე---------–---–ი, მე-----------–-–---–ი, მა------------–-–---–---------–---–ი, გუ-–-------------–---–ი, მზ-----------–---–ი, ნი--------–---–ი, მა----------–---–ი, ჯუ-–----------–-–---–ი, კო----------–---–ი.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულება.
1.2. დაევალოს №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრების განხილვა და ახალი განკარგულების გამოცემა.
(იხ. სარჩელი და სასამართლოს 03.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი16:28:47-16:29:18 სთ)
მოცემული სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობისას, №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის №23 სოფელ გურჯაანის საარჩევნო უბანზე წარმომადგენლის მიერ ხმის მიცემის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე შედგენილი იქნა საჩივრები, რომელთა მიღებაზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ინ---------–---–ს შეატყობინა. ეს უკანასკნელი, პრობლემის მოგვარების მიზნით, უბანზე გამოცხადდა და წარდგენილი საჩივრების რეგისტრაცია და რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემა მოითხოვა. მას შემდეგ რაც ეცნობა, რომ საჩივრები რეგისტრირებულია და ამის დასტურად მათ ავტორს საჩივრის ასლები გადაეცა, მათი კომისიის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმება მოითხოვა. ინ---------–---–ის ამ მოთხოვნას საუბნო კომისიის წევრების და იქ მყოფი დამკვირვებლების მხრიდან აგრესიული ქმედებები მოჰყვა, უთხრეს, რომ იგი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა, კერძოდ ის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვეს.
№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ინ---------–---–მა განუმარტა, რომ არის შშმ პირი, ფეხზე დგომა არ შეეძლო და ამიტომ დაჯდა სკამზე და თუ ეს სკამი თავმჯდომარის იყო გამოთქვა გათავისუფლების და სხვა სკამზე გადაჯდომის მზადყოფნა. კომისიის წევრების და დამკვირვებლების აგრესია მუქარაში გადაიზარდა და შემდეგ კი საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით პოლიციის მეშვეობით გაძევებული იქნა საარჩევნო უბნიდან.
საუბნო კომისიის მხრიდან საოლქო კომისიის წევრის უბნიდან გაძევების ფაქტზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეადგინა ორი საჩივარი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური ზომების გატარება მოითხოვა. საჩივრები განხილული იქნა 30.11.2018 წელს და საოლქო კომისიის №20/2018 განკარგულებით უკანონოდ ეთქვათ უარი მათ დაკმაყოფილებაზე. ამიტომ საოლქო კომისიის განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს კანონის სრული დაცვით საჩივრების განხილვა და ახალი განკარგულების მიღება უნდა დაევალოს.
2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა წარმოადგინეს ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ უბანზე დაიწერა ოთხი საჩივარი, რომლებიც კომისიის მდივანმა მიიღო და საუბნო საარჩევნო კომისიაში ინ---------–---–ის მისვლისას ოთხივე საჩივარი ჟურნალში გატარებული იყო. უბანზე მისულმა ინ---------–---–მა ჯერ საჩივრის ასლები მოითხოვა და შემდეგ მათზე კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა და ბეჭდით დამოწმება მოითხოვა. შემდეგ კი კომისიის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა არ მუშაობის საშუალება არ მისცა. სიტუაციის გამწვავების შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ დაეტოვებინა უბანი, რასაც მისი მხრიდან შეურაცხყოფა მოჰყვა, განაცხადა, რომ თითონ იყო კანონი და კომისიის წევრებს მისი გაძევების უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდგომ კომისიამ ინ---------–---–ის უბნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად. ინ---------–---–ი არ დაემორჩილა თავმჯდომარის მოთხოვნას, თავისი მოქმედებით ხელი შეუშალა უბანზე არჩევნების ჩატარებას, რის გამოც მოხდა უბნიდან მისი გაძევება და რისი უფლებაც საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტით თავმჯდომარეს ჰქონდა. შესაბამისად, საუბნო კომისიის მოქმედება შეესაბამება კანონს და ამიტომ არ მოხდა წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება.
2.2. მესამე პირი ინ---------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სხდომაზე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნიდან მისი გაძევება უკანონოდ მოხდა. მას შეატყობინეს, რომ უბანზე დაწერილ საჩივრებს არ იღებდნენ და ჟურნალში არ ატარებდნენ. მხარემ განმარტა, რომ მან კომისიის თავმჯდომარეს საჩივრის ასლებზე ხელმოწერა და ბეჭდის დასმა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. იგი არის შშმ პირი და ვინაიდან ფეხზე დიდხანს დგომა არ შეუძლია სკამზე დაჯდომა მოითხოვა. სადაც მიუთითეს იქ დაჯდა. საკითხის გარკვევისას ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან აგრესიულ საუბარს და მუქარას. მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნო, ამიტომ კომისიას პოლიციის გამოძახება მოსთხოვა და როდესაც პოლიცია მივიდა მათთან ერთად დატოვა საარჩევნო უბანი.
2.3. მესამე პირებმა ინ---------–---–მა, და---------------–-–---–მა, ლა---------–--–---–მა, ხა-------------–-–---–მა, თე---------–---–მა, მე-----------–-–---–მა, მა------------–-–---–---------–---–მა, გუ-–-------------–---–მა, მზ-----------–---–მა, ნი--------–---–მა, მა----------–---–მა, ჯუ-–----------–-–---–მა და კო----------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინეს.
2.4. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირებმა განმარტეს, რომ ინ---------–---–ის მოთხოვნა საჩივრის ასლის ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურების თაობაზე უკანონო იყო და ამიტომ ვერ შეასრულებდნენ. მიუხედავად უარისა იგი აგრძელებდა მოთხოვნას. მან დაიკავა თავმჯდომარის სკამი და ხელი შეუშალა თავმჯდომარეს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, განმარტავდა რომ ის იყო კანონი. კომისიის წევრებმა მოსთხოვეს უბნის დატოვება რაზეც უარი განაცხადა და ამის შემდეგ ერთხმად მიიღეს ინ---------–---–ის საარჩენო უბნიდან გაძევების გადაწყვეტილება, თუმცა არც ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილა, რიოს გამოც იძულებულები გახდნენ უბანზე პოლიცია გამოეძახათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა;
3.1.2. მოსარჩელე წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, რომლის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატიც 2018 წლის 28 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში იღებდა მონაწილეობას;
3.1.3. ინ---------–---–ი წარმოადგენს №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს;
3.1.4. გურჯაანის №12 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ინ---------–---–ს შეატყობინეს, რომ №23 სოფელ გურჯაანის საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევებზე დაწერილი იყო ოთხი საჩივარი, მაგრამ კომისიის მდივანი საჩივრების მიღებაზე უარს ამბობდა და არ ახდენდა ჟურნალში მათ რეგისტრაციას;
3.1.5. №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ინ---------–---–ი №23 საარჩევნო უბანზე მივიდა. მისი მისვლისას ოთხივე საჩივარი მიღებული და შესაბამის ჟურნალში რეგისტრირებული იყო. ინ---------–---–მა კომისიის თავმჯდომარეს საჩივრის ასლების ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურება მოსთხოვა, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ უარი განუცხადა;
3.1.6. სოფელ გურჯაანის №23 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ინ---------–---–ი გაძევებული იქნა საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევისთვის. აღნიშნულზე შედგა საარჩევნო უბნიდან ინ---------–---–ის გაძევების აქტი, რომელსაც კომისიის თერთმეტმა წევრმა ხელი მოაწერა;
3.1.7. ინ---------–---–მა №23 საუბნო საარჩევნო კომისიის 28.11.2018 წლის აქტი მისი გაძევების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა, სადაც მიუთითა, რომ უბნიდან მისი გაძევება მოხდა უკანონოდ;
3.1.8. ინ---------–---–ის განცხადებაზე საოლქო საარჩევნო კომისიის 01.12.2018 წლის №185 წერილით ეცნობა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უბნიდან მისი გაძევების შესახებ შეესაბამებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და ამიტომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო სააარჩევნო კომისიის 01.12.2018 წლის №185 აქტი ინ---------–---–ის მხრიდან არ გასაჩივრებულა;
3.1.9. გურჯაანის №12 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ინ---------–---–ის საარჩევნო უბნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაზე მპგ ,,ერ---------–------–----------------ის“ წარმომადგენელმა ლე-–-------–-–--ლმა 2018 წლის 28 და 29 ნოებერს №599 და №773 საჩივრები შეიტანა, სადაც მიუთითა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ინ---------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და უბნიდან მისი გაძევება მოხდა კანონდარღვევით. საჩივრის ავტორმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების და დამკვირვებლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დასჯა მოითხოვა;
3.1.10. №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულებით მპგ ,,ერ---------–------–----------------ის“ წარმომადგენელის №599 და №773 საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 2-13; 42-49);
- საჩივრები (ს.ფ. 28-30)
- 30.11.2018 წლის №20/2018 განკარგულება (ს.ფ.26-27);
- ინ---------–---–ის განცხადება (ს.ფ. 177);
- საოლქო საარჩევნო კომისიის 01.12.2018 წლის წერილი №185 (ს.ფ. 14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 03.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე დავობს იმ გარემოებაზე, რომ ჰქონდათ თუ არა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გაძევების უფლებამოსილება და არსებობდა თუ არა ინ---------–---–ის საარჩევნო უბნიდან გაძევების ფაქტობრივი საფუძვლები. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საჩივრების განხილვის და ახალი განკარგულების გამოცემის დავალების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”;
5.2.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე დავობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, რაც გამოიხატა მასში, რომ მათ საარჩევნო უბნიდან გააძევეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, რისი არც საფუძველი და არც უფლებამოსილება მათ არ გააჩნდათ. მხარემ მიუთითა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებას და მათ მიმართ შესაბამისი ზომების გატარება უნდა მოხდეს;
6.2. თავის მხრივ მოპასუხე მხარემ და მოცემულ დავაში მესამე პირებად ჩართულმა საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრებმა მიუთითეს, რომ მათი ქმედება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს შეესაბამება, ვინაიდან უბანზე მისულმა ინ---------–---–მა თავისი მოქმედებით ხელი შეუშალა კომისიას მუშაობაში, დაიკავა კომისიის თავმჯდომარის სკამი და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ ათავისუფლებდა თავმჯდომარის ადგილს, რითაც ამ უკანასკნელს ხელი შეეშალა უფლებამოსილების განხორციელებაში. სწორედ ამიტომ იძულებულები გახდნენ მიეღოთ ინ---------–---–ის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების შესახებ;
6.3. იმისათვის, რომ პასუხის გაეცეს მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარ საკითხებს სასამართლოს სურს სამართლებრივად შეაფასოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამავდროულად მცირედი განმარტება გააკეთოს არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე;
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს ძირითადი დანიშნულებაა ადამიანების უფლებების დაცვა და საყოველთაო კეთილდღეობის ხელშეწყობა, რისი მიღწევაც შესაძლებელია სახელმწიფოს ხელისუფლებაში იმ პირების არჩევნების გზით მოყვანა, რომელთაც საზოგადოების წევრთა ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფებათ. თავად არჩევნები კი დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს მოხელეები მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულნი ხდებიან. არჩევნების ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიის საზომად თვლიან. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნები უზრუნველყოფს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობას არჩეულ იქნენ სახელმწიფო თანამდებობაზე, ასევე მათი საარჩევნო ხმის თანაბარ ფასეულობას. სწორედ ამიტომ, არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიღებულია არაერთი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს არჩევნების თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება;
6.5. არჩევნების თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარების უზრუნვეოყოფის მიზნით მიღებულ ძირითად ნორმატიული აქტს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წარმოადგენს, რომელსაც ორგანული კანონის სახე აქვს და რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი არჩევნების მაღალ მნიშვნელობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმატიული შინაარსი კი ცალსახად მიუთითებს დემოკრატიული საზოგადოებისათვის არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და თანასწორ პირობებში ჩატარების მნიშვნელობაზე. ნორმატიულ დონეზე დარეგულირებულია ყველა ის წინაპირობა, რამაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების წარმართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების უფლებები და გარანტიები იმისა, რომ როგორც საარჩევნო სუბიექტების, აგრეთვე არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილე თითოეული პირის და ამომრჩევლის უფლებების სათანადო დაცვა. კერძოდ:
6.6. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს–საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს–მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს;
6.7. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან;
6.8. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცეესკო;
6.9. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის მიხედვით არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს; ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს; გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს; დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს; ე) დამკვირვებლებს;
6.10. ამავე მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში;
6.11. ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს; ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას; ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის; თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე; ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
6.12. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანის მოვალეობები. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა;
6.13. ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, 1) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის. 3) დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა. 4) კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო. 5) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია. 6) თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ან ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას. 7) გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
6.14. მითითებულ მუხლებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უფლებამოსილებას კონკრეტულ უბანზე და საარჩევნო კოდექსით დადგენილი პირობების დაცვით ახორციელებს. ამავდროულად საქართველოს საარჩევნო კოდექსი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის ხელმძღვანელობასა და დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს. კანონის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისია, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილია მიიღოს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების გადაწყვეტილება;
6.15. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო უბანზე წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა პირისთვის, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება. მითითებული მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის წესრიგის დამრღვევი პირი. ამ პირობის ქვეშ ექცევა ყველა პირი, რომლის მხრიდანაც ადგილი აქვს წესრიგის დარღვევას და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს დამრღვევი პირი წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს თუ იერარქიულად უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფ პირს. ამ შემთხვევაში კანონი არ განასხვავებს დამრღვევი პირის სოციალურ სტატუსს და ცალსახად ადგენს კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობას;
6.16. გამომდინარე აქედან, მხარეთა კითხვას - ჰქონდა თუ არა უფლება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის წევრებს მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის კენჭისყრის შენობიდან გაძევების უფლება, ცალსახად დადებითი პასუხი უნდა გაეცეს;
6.17. მეორე საკითხი, რომელიც დავას იწვევს იმდგომარეობს იმაში, რომ არსებობდა თუ არა ინ---------–---–ის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების ფაქტობრივი საფუძველი. ამ ნაწილში სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:
6.18. საქმეში წარმოდგენილია საუბნო საარჩევნო კომისიის აქტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ინ---------–---–ი მოითხოვდა საჩივრების ასლებზე თავმჯდომარის ხელმოწერას და კომისიის ბეჭდით დამოწმებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ ატეხა ხმაური, რამაც კომისიის მუშაობის შეფერხება გამოიწვია;
6.19. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 30.11.2018 წლის წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ინ---------–---–მა საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების შეურაცხყოფას და არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნას შენობის დატოვებასთან დაკავშირებით. მან აგრეთვე ნებაყოფლობით არ შეასრულა გაძევების შესახებ კომისიის წევრების მიერ მიღებული აქტი, რის გამოც შეფერხდა კენჭისყრის პროცესი და საჭირო გახდა უბანზე პოლიციის გამოძახება;
6.20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ოთარი მინაშვილმა განმარტა, რომ არჩევნების დღეს იგი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, სადაც ინ---------–---–ი მივიდა. მისი მისვლიდან მალევე კონფლიქტი მოხდა ინ---------–---–სა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის. მოწმის განმარტებით ინ---------–---–ი ითხოვდა საჩივრების ასლებზე კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერას და კომისიის ბეჭდის დასმას, რაზეც თავმჯდომარისგან უარი მიიღო, თუმცა იგი მაინც აგრძელებდა მოთხოვნას რასაც უბნიდან მისი გაძევება მოჰყვა;
6.21. მესამე პირის ლა---------–--–---–ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს საარჩევნო უბანზე მისულ ინ---------–---–ს და უბანზე მყოფ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს შორის ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს, აგრეთვე ერთმანეთის საუბრების და ქმედებების მობილური ტელეფონებით გადაღების ფაქტს. ამავე ვიდეო ფალით დგინდება, რომ ინ---------–---–ი იჯდა კომისიის თავმჯდომარის სამუშაო მაგიდასთან და მიუხედავად მოთხოვნისა არ ათავისუფლებდა ადგილს. მიუხედავად კომისიის წევრის განმარტებისა, რომ მიღებულია მისი გაძევების აქტი არ ტოვებდა საარჩევნო უბანს. ამავე მტკიცებულების მიხედვით ინ---------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მითითებებს კომისიის წევრების მიმართ. საჩივრების ასლებზე ხელმოწერის და ბეჭდის დასმის მოთხოვნაზე კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ მისი თხოვნას ვერ შეასრულებდა, რადგან საჩივრების მიღების შემდეგ უკვე გაცემული იყო შესაბამისი ცნობები და ამ საუბარს ადგილი ჰქონდა უბანზე პოლიციელების მისვლის დროსაც. ამავე მტკიცებულებით დასტურდება, რომ უბანზე პოლიციელების მისვლის შემდეგაც კომისიის წევრების და დამკვირვებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოთხოვნებს რომ მას დაეტოვებინა საარჩევნო უბანი;
6.22. ინ---------–---–ის მხრიდან კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ადგილის დაკავების ფაქტი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ფაილითაც დასტურდება. ამავე მტკიცებულების მიხედვით კომისიის წევრები ითხოვდნენ თავმჯდომარის ადგილის გათავისუფლებას, რაც ინ---------–---–ის მხრიდან რეაგირების გარეშე რჩებოდა. აგრეთვე დასტურდება ინ---------–---–სა და უბანზე მყოფ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს შორის ხმამაღალი და კონფლიქტური შინაარსის საუბარი;
6.23. ინ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი საუბნო კომისიის შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მოსთხოვა კომისიის წევრებს პოლიციის გამოძახება. ფაქტობრივად მხარემ განმარტა, რომ უბნის დატოვებაზე უარი გამოწვეული იყო არა იმით, რომ ხელი შეეშალა კომისიისათვის მუშაობაში არამედ იმით, რომ მუქარის გამო უსაფრთხოდ ვერ იგრძნო თავი. მხარის ეს განმარტება სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია, ვინაიდან მუქარასთან დაკავშირებით რაიმე რელევანტური მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამავდროულად სასამართლოს შეკითხვაზე თავად რატომ არ გამოიძახა პოლიცია განმარტა, რომ არ ჰქონდა პოლიციის ნომერი, რაც მისი განმარტების უსაფუძვლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს;
6.24. გამომდინარე აქედან, ინ---------–---–ის მხრიდან 2018 წლის 28 ნოემბერს სოფელ გურჯაანის №23 საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელშეშლის ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია. შესაბამისად, სახეზეა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რამაც საუბნო საარჩევნო კომისია ინ---------–---–ის კომისიის შენობიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა წარმოშვა, რადგან იმ სიტუაციაში კომისიის მუშაობას ხელი ეშლებოდა და უბანზე არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება შეუძლებელი გახდა;
6.25. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს №23 საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას და ამიტომ არ არსებობს კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების წინაპირობები;
6.26. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრულია უფლებამოსილებანი, რასაც საოლქო საარჩევნო კომისია ახორციელებს. მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები)..., ხოლო ,,ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
6.27. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით;
6.28. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში;
6.29. ამდენად, მითითებული ნორმები ადგენს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ წარდგენილი საჩივრები, რომელთა განხილვის ფარგლებშიც იგი შეისწავლის მათ კანონშესაბამისობას. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს;
6.30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ინ---------–---–ის საარჩევნო უბნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაზე მპგ ,,ერ---------–------–----------------ის“ წარმომადგენელმა ლე-–-------–-–--ლმა 2018 წლის 28 და 29 ნოებერს შეიტანა №599 და №773 საჩივრები, სადაც მიუთითა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ინ---------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და უბნიდან მისი გაძევება მოხდა კანონდარღვევით. საჩივრის ავტორმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების და დამკვირვებლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დასჯა მოითხოვა;
6.31. აგრეთვე დადგენილია, რომ №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულებით მპგ ,,ერ---------–------–----------------ის“ წარმომადგენელის №599 და №773 საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
6.32. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
6.33. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი;
6.34. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული (სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე) ადმინისტრაციული სარჩელი დამოკიდებული და განპირობებულია ადმინისტრაციული აქტის არსებობით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია რომ ის ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებულ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული ღონისძიება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისკენ. ე.ი. იგი აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს, ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ცნების ეს ელემენტი კი გულისხმობს, რომ ღონისძიებამ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას;
6.35. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი;
6.36. სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადაო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა. მართალია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე აღძრულ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ მოსარჩელე სრულიად განთავისუფლებულია მტკიცების ტვირთისგან;
6.37. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულების კანონიერება. მოსარჩელემ მისი ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საჩივრების ხელახლა განხილვის და ახალი განკარგულების გამოცემის დავალდებულება მოითხოვა. მხარემ მიუთითა, რომ სადავო აქტი უკანონო იყო, თუმცა მხარემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა. ამავდროულად, საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ №23 საუბნო საარჩევნო კომისიის ის გადაწყვეტილება, რომლის კანონიერების შემოწმებაზეც იქნა საჩივრები წარდგენილი, არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი გამოცემის დროს კომისიის წევრების მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის დარღვევას, რაც მათ მიმართ საჩივრით მოთხოვნილი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებსაც გამორიცხავს;
6.38. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას;
6.39. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში კი ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;
6.40. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, მისი გამოცემის დროს არ დარღვეულა რომელიმე ნორმის, მათ შორის საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც სასარჩელი №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ვერც მეორე მოთხოვნა იქნება საფუძვლიანი, რომლითაც მხარე მოპასუხისათვის საჩივრების ხელახლა განხილვის და ახალი განკარგულების გამოცემის დავალდებულებას მოითხოვს;
6.41. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
6.42. მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტი ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. ამდენად, სასამრთლოსთვის მიმართვა უკავშირდება მხოლოდ თავისი უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ ნამდვილი ინტერესის მქონე პირი;
6.43. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] ინტერესის ცნების დეფინიციას გარკვეულწილად იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ანუ გამოვიდეს მხარედ სასამართლოში. პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება მის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე, ანუ სარჩელის შემტანს მასში დასმული საკითხებისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონდეს. [...] უფლება სხვა არაფერია, თუ არა სამართლებრივად დაცული ინტერესი. უფლება შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მიმართოს სახელმწიფო ორგანოებს და სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო. ინტერესის არსებობისათვის არკმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. მისი არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენენ უფლების დარღვევა ან დარღვევის საშიშროება, რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს. სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა გასაჩივრებული აქტით. შესაბამისად, მოსაჩელის მოსაზრებით დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.11.2011 წლის განჩინება საქმე №ბს-1514-1493(კს-11))
6.44. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. ასევე სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა შეეძლოს მიღწევა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
6.45. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით რა ზიანი ადგება მას. ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის პროცესუალური ვალდებულებაა და მან უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობას. სასამართლომ მოსარჩელე მხარისგან ვერ მოისმინა ზიანის მიყენების ნაწილში დამაჯერებელი არგუმენტები. ის, კი რაზეც მოსარჩელე უთითებს, რომ მისი სურვილია არჩევნების ჩატარების დროს აღარ მოხდეს მსგავსი დარღვევა, და ამით არის მისი ინტერესი განპირობებული, ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებული პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის დამაჯერებელ არგუმენტად. მითითებული გარემოება კი წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კიდევ ერთ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.2. იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
7.3. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
7.4. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, სარჩელს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჯი გადახდილი არ ყოფილა და ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერ---------–------–----------------ის“ სარჩელი მოპასუხე №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ 2018 წლის 30 ნოემბრის №20/2018 განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი განკარგულების გამოცემის დავალების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერ---------–------–----------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24).
მოსამართლე: რომან კუპატაძე