გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/7529-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - მპგ „ე-----------–------–----------------ა“
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი
მოპასუხე - №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია
წარმომადგენლები - ჭ----------------ი (თავმჯდომარე), გ--–---------ე, კ---------------–-–---–ი, ი-----–-------–---–ი
მესამე პირები: გ-------–---–--ე, ს--–--------------–---–ი, №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება;
1.2. დაევალოს მოპასუხე - №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას მოახდინოს №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადასინჯვა და ნამდვილად ჩაითვალოს უკანონოდ გაბათილებული ბიულეტენები (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: ს.ფ. 29).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირები - გ-------–---–--ე, ს--–--------------–---–ი, №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი, №-- საარჩევნო უბანი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №3------- განკარგულება.
4.1.2. 2018 წლის 29 ნოემბერს მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენელმა - ნ------------–-–---–მა განცხადება/საჩივრით (საოლქოში რეგ. №შ----) მიმართა №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას და ამავე ოლქში შემავალ №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა. განცხადება/საჩივარში აღინიშნა, რომ, ვინაიდან უბნებზე არის ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავის ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემოხაზული და გადახაზული ბიულეტენი უნდა ჩაითვალოს ნამდვილ ბიულეტენად, მითითებულ 30 საარჩევნო უბანზე უნდა განხორციელდეს ბათილი ბიულეტენების გადათვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მპგ „ე-----------–------–----------------ის“ 2018 წლის 29 ნოემბრის განცხადება/საჩივარი (საოლქოში რეგ. №შ----).
4.1.3. №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულებით მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენლის - ნ------------–-–---–ის მიერ №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/საჩივრით (საოლქოში რეგ. №შ----) დაყენებული მოთხოვნა, 30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განკარგულებით №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიუთითა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №--/2018 დადგენილებით დამტკიცებულ „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაზე“ და მიიჩნია, რომ საჩივარი ატარებდა აბსტრაქტულ ხასიათს, არ იყო მითითებული კონკრეტული, იდენტიფიცირებული მონაცემი ან დარღვევის ფაქტი და ემყარებოდა მხოლოდ ვარაუდებს, რის გამოც განცხადება/საჩივრის მოთხოვნა 30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება.
4.1.4. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1437, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 10, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 775. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 40.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1498, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 10, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 830. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 35.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1303, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 734. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 41.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1178, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 6, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 677. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 37.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.8. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1367, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 10, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 708. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 40.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1331, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 11, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 721. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 41.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.10. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1442, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 7, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 792. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 40.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.11. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1329, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 11, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 647. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 40.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.12. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1463, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 12, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 772. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 38.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.13. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1613, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 769. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 36.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.14. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1516, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 841. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 37.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.15. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1546, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 11, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 807. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 37.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.16. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1521, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 818. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 46.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.17. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1316, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 6, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 636. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 36.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.18. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1741, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1176, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 1236. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 52.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №----.
4.1.19. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1122, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 11, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 655. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 35.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---;
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო კომისიის 2018 წლის 28 ნოემბრის შესწორების ოქმი.
4.1.20. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1549, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 771. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 45.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.21. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1546, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 8, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 789. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 35.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.22. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1215, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 10, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 653. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 44.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.23. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1285, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 10, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 623. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 38.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №07--.
4.1.24. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1396, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 6, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 755. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 42.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.25. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1465, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 14, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 817. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 40.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.26. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1539, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 6, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 768. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 38.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.27. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1311, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 6, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 774. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 39.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.28. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1054, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 597. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 38.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.29. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1324, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 710. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 35.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.30. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1368, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 5, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 684. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 42.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.31. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1737, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 9, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 975. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 45.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---.
4.1.32. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1511, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 12, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 825. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 45.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0---;
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საუბნო საარჩევნო კომისიის შესწორების ოქმი.
4.1.33. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის 2018 წლის 28 ნოემბრის №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1493, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა - 3, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში) – 684. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა - 37.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი №0--- (http://results.cec.gov.ge).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მპგ „ე-----------–------–----------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარის და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ“ მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სადავო №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
ამავე ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ხოლო ამავე საკანონმდებლო აქტის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
7.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საარჩევნო უბნებზე შედგა საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი; ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე; გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული); დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს); ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე; ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით); კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა; ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო; ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას.)
საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფენ, რომ №-- გლდანის საარჩევნო ოლქის №-- საარჩევნო უბანზე - 45 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 36 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 36 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 38 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 39 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 40 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 40 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 41 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 44 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 38 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 35 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 40 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 38 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 37 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 37 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 35 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 40 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 37 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 35 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 40 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 42 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 38 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 42 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 41 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 45 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 45 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 46 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 35 ბიულეტენი, №-- საარჩევნო უბანზე - 52 ბიულეტენი და №-- საარჩევნო უბანზე - 37 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე საკანონმდებლო აქტის 72-ე მუხლის თანახმად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენელმა - ნ------------–-–---–მა განცხადება/საჩივრით (საოლქოში რეგ. №შ----) მიმართა №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას და ამავე ოლქში შემავალ №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა. განცხადება/საჩივარში აღინიშნა, რომ ვინაიდან უბნებზე არის ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავის ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემოხაზული და გადახაზული ბიულეტენი უნდა ჩაითვალოს ნამდვილ ბიულეტენად, მითითებულ 30 საარჩევნო უბანზე უნდა განხორციელდეს ბათილი ბიულეტენების გადათვლა.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე დადგენილია, რომ №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულებით მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენლის - ნ------------–-–---–ის მიერ №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/საჩივრით (საოლქოში რეგ. №შ----) დაყენებული მოთხოვნა, 30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განკარგულებით №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიუთითა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №--/2018 დადგენილებით დამტკიცებულ „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაზე“ და მიიჩნია, რომ საჩივარი ატარებდა აბსტრაქტულ ხასიათს, არ იყო მითითებული კონკრეტული, იდენტიფიცირებული მონაცემი ან დარღვევის ფაქტი და ემყარებოდა მხოლოდ ვარაუდებს, რის გამოც განცხადება/საჩივრის მოთხოვნა 30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენლის - ნ------------–-–---–ის მოთხოვნა 30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ და დაევალოს №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას მოახდინოს №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადასინჯვა და ნამდვილად ჩაითვალოს უკანონოდ გაბათილებული ბიულეტენები. მოსარჩელე აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო კომისიის მიერ კანონდარღვევით იქნა გაბათილებული მრავალი ბიულეტენი, რომელშიც ნათლად იყო ამომრჩევლის ნება გამოხატული და შემოხაზული იყო ე-----------–------–----------------ის კანდიდატი გ-------–---–--ე.
7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუში და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე - ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით; ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა; გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი; დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა; ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე; ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის. მე-5 პუნქტის თანახმად კი, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №--/2018 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაზე“, რომლის თანახმად საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 4 ხმა). ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.
განსახილველ შემთხვევაში, №-- გლდანის საარჩევნო კომისიის №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კომისიის თავმჯდომარემ, მდივანმა და კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურეს საარჩევნო ბიულეტენების იმ რაოდენობის ბათილად ცნობა, რაც ოქმის შესაბამის გრაფაშია ასახული.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლს, რომლის მე-9 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. ასეთივე დანაწესი გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტითაც, კერძოდ, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მათ შორის ოქმში მითითებულ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას, კანონმდებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ანიჭებს უფლებამოსილებას ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ №-- გლდანის საარჩევნო კომისიის №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს თან არ ერთვის საარჩევნო კომისიის რომელიმე წევრის წერილობით გამოთქმული განსხვავებული აზრი, მათ შორის ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილე (მპგ „ე-----------–------–----------------ის“) პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელს ავტომატურად მიენიჭა მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის უფლება.
7.5. სასამართლოს ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება. “ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივარში, ისე სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოსარჩელემ ვერ მიუთითა კონკრეტულ დარღვევებსა და შესაბამის ფაქტებზე და შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ახსნა-განმარტებით იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა საარჩევნო ბიულეტენების საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ოდენობით ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.6. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.
საქმეში წარმოდგენილი №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №-- სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენლის - ნ------------–-–---–ის განცხადება/საჩივრის (საოლქოში რეგ. №შ----) განხილვას ესწრებოდა კომისიის 11 წევრი და კენჭი ეყარა საჩივრის (საოლქოში რეგ. №შ----) არ დაკმაყოფილების საკითხს (იხ. 03.12.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი). კენჭისყრის შედეგების მიხედვით: მომხრე - 8; წინააღმდეგი - 3. შესაბამისად, საოლქო კომისიის განკარგულებით მოთხოვნა 30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა კონკრეტულ დარღვევებსა და შესაბამის ფაქტებზე, სასამართლო მიიჩნევს, კენჭისყრის შედეგების მიხედვით (მომხრე - 8; წინააღმდეგი - 3) №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №0------- განკარგულება - მპგ „ე-----------–------–----------------ის“ წარმომადგენლის - ნ------------–-–---–ის მიერ №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/საჩივრით (საოლქოში რეგ. №შ----) დაყენებული მოთხოვნის (30 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა) არ დაკმაყოფილების შესახებ კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს №-- გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას მოახდინოს №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №--; №-- საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადასინჯვა და ნამდვილად ჩაითვალოს უკანონოდ გაბათილებული ბიულეტენები, ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე, 78-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. მპგ „ე-----------–------–----------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეს - მპგ ,,ე-----------–------–----------------ას“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).
მოსამართლე ნათია ბუსკაძე