გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
330210118002464304
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15358-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - შპს „ჯ------------------“

წარმომადგენელი- დ-------------ი

 

მოპასუხე - შპს „წ----------–“

წარმომადგენელი - შ-----------------ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „წ----------–ს “შპს „ჯ------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 47 898.48 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 30 მარტს შპს „ჯ------------------მა“, ა-–--------------------–---–--ან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონების - ს/კ 8-----------, გასხვისებაში დახმარების მიზნით.

 

2018 წლის 09 მაისს, შპს „ჯ------------------მა“ მ-------------–------თან, ასევე გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება. მოსარჩელემ მ-------------–------ს შესთავაზა სხვადასხვა მიწი ნაკვეთები, მათ შორის ა-–--------------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, თუ მხარე ან მასთან დაკავშირებული პირი, ბროკერის გვერდის ავლით შეიძენდა შეთავაზებულ მიწის ნაკვეთს, მაშინ მას დაეკისრებოდა ჯარიმა 5%-ის ოდენობით.

 

2018 წლის 17 მაისს, მ-------------–------მა დააფუნდა (100%-ით) შპს „წ----------–“, რომლის დირექტორიც თავადვე გახდა. ხოლო, 2018 წლის 23 მაისს შპს „წ----------–მა“ შეიძინა შპს „ჯ------------------ის“ მიერ მ-------------–-------სათვის შეთავაზებული მიწის ნაკვეთი 957 969.60 ლარად ისე, რომ მოსარჩელეს არ გააგებინა და არც მომსახურების საფასური 5%, ანუ 47 898.48 ლარი გადაიხადა.

 

ზემოთ აღნიშნულის თაობაზე, შპს „ჯ------------------მა“ შეიტყო ყოფილი მესაკუთრის -ა-–--------------------–---–ისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს შპს „წ----------–“, რომელიც არ არის ხელშეკრულების მხარე. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხე მხარეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 30 მარტს შპს „ჯ------------------სა“ (ბროკერი) და ა-–--------------------–---–ს (მესაკუთრე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ბროკერმა იკისრა ვალდებულება მოეზიდა პოტენციური მყიდველი და გაეწია მესაკუთრისათვის საშუამავლო მომსახურება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თ---–------------–--–------, 6700 კვ.მ., ს/კ 8-----------, გასხვისებაში. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანი ჩაითვლებოდა შესრულებულად, თუ ბროკერის მიერ მოზიდული კლიენტი ან მისი წარმომადგენელი (დაკავშირებული პირი) შეიძენდა მესაკუთრის უძრავ ქონებას.

 

3.1.2. 2018 წლის 09 მაისს შპს „ჯ------------------სა“ (ბროკერი) და მ-------------–------ს (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის საბროკერო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ბროკერმა იკისრა ვალდებულება დამკვეთისათვის გაეწია უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით აუცილებელი სამართლებრივი მომსახურება. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანი ჩაითვლებოდა შესრულებულად, თუ ბროკერის მიერ შეთავაზებულ უძრავ ქონებას შეიძენდა შემკვეთი ან მისი წარმომადგენელი.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ბროკერის მიერ შემკვეთისათვის შეთავაზებულ იქნა სამი უძრავი ქონება. მათ შორის შპს „ჯ------------------სა“ და შპს „წ----------–ს“ შორის 2018 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება, ს/კ 8-----------.

 

ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, დამკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ ამ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, თუ დამკვეთი ბროკერის გვერდის ავლით (დამოუკიდებლად) შევა მესაკუთრესთან გარიგებაში, შემკვეთი დაჯარიმდება უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით.

 

3.1.3. 2018 წლის 23 მაისს ა-–--------------------–---–სა და შპს „წ----------–ს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „წ----------–მა“ ა-–--------------------–---–ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–------------–--–------, 6700 კვ.მ., ს/კ 8-----------, 957 969.60 ლარად.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „წ----------–ის“ საკუთრებად.

 

შპს „ჯ------------------ის“ განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ბროკერის გვერდის ავლით და მისთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა ა-–--------------------–---–ისაგან.

 

3.1.4. მ-------------–------- წარმოადგენს შპს „წ----------–ის“ 100% წილის მესაკუთრეს. იგი, ასევე არის აღნიშნული სამეწარმეო სუბიექტის დირექტორი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფლდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე, 317-ე, 417-418-ე, 744-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.

 

შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. საშუამავლო ხელშეკრულებით მაკლერი კისრულობს შუამავლობას, შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დასადებად. საშუამავლო ხელშეკრულების მთავარ მიზანს შუამავლის ზემოაღნიშნული მოქმედება წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა, დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან. ძირითადი ხელშეკრულების დადებისთვის განსაზღვრულ მოქმედებას უკავშირებს კანონი სწორედ საშუამავლო ხელშეკრულების არსს, რომელიც აღნიშნულიდან გამომდინარე სასყიდლიან ხელშეკრულებას წარმოადგენს. შუამავლობის განმახორციელებელ პირს წარმოადგენს მაკლერი. მისი საქმიანობა შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს შპს „ჯ------------------სა“ (ბროკერი) და ა-–--------------------–---–ს (მესაკუთრე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ბროკერმა იკისრა ვალდებულება მოეზიდა პოტენციური მყიდველი და გაეწია მესაკუთრისათვის საშუამავლო მომსახურება მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თ---–------------–--–------, 6700 კვ.მ., ს/კ 8-----------, გასხვისებაში. ასევე, 2018 წლის 09 მაისს შპს „ჯ------------------სა“ (ბროკერი) და მ-------------–------ს (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის საბროკერო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ბროკერმა იკისრა ვალდებულება დამკვეთისათვის გაეწია უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით აუცილებელი სამართლებრივი მომსახურება.

 

ამდენად, შპს „ჯ------------------სა“ და ა-–--------------------–---–ს, ასევე შპს „ჯ------------------სა“ და მ-------------–------ს შორის, სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მათ შორის გაფორმებულია საშუამავლო ხელშეკრულებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ------------------ი“ და მ-------------–------- 2018 წლის 09 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტით შეთანხმდნენ შემდეგზე: დამკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ ამ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, თუ დამკვეთი ბროკერის გვერდის ავლით (დამოუკიდებლად) შევა მესაკუთრესთან გარიგებაში, შემკვეთი დაჯარიმდება უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით.

 

ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს ა-–--------------------–---–სა და შპს „წ----------–ს“ შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „წ----------–მა“ ა-–--------------------–---–ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–------------–--–------, 6700 კვ.მ., ს/კ 8------------, 957 969.60 ლარად. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება შემკვეთის მიერ დადებულ იქნა ბროკერის გვერდის ავლით. იგი, ასევე განმარტავს, რომ შპს „წ----------–“ წარმოადგენს მ-------------–-------ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომლის 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი არის სწორედ მ-------------–-------. მან ეს შპს დააფუძნა შპს „ჯ------------------თან“ 2018 წლის 09 მაისს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შპს „წ----------–ისათვის“ ჯარიმის სახით, ხელშეკრულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ის 47 898.48 ლარის დაკისრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. ამასთან, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებზე თავად არის პასუხისმგებელი და სწორედ მას შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა - შპს „ჯ------------------მა“ და მ-------------–------მა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 09 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით, თავად განსაზღვრეს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევისათვის, თუკი დამკვეთი ბროკერის გვერდის ავლით გაასხვისებდა უძრავ ქონებას. შესაბამისად, ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ხელშეკრულების პირობის დამრღვევ მხარეს, შემკვეთს - მ-------------–------ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეა შპს „წ----------–“. ამასთან, 2018 წლის 09 მაისის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს „ჯ------------------“ და მ-------------–-------, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 პუნქტით პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ეკისრება შემკვეთს - მ-------------–------ს. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე ჯარიმის, უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ის დაკისრება. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლიდან და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „წ----------–“, რომელიც არაა 2018 წლის 09 მაისის ხელშეკრულების მხარე, არ წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირს და შესაბამისად სარჩელი აღძრული არაა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „წ----------–“ არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე მხარეს. აღნიშნული, კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

სამართლებრივ სურთს ვერ ცვლის ის გარემოება, რომ შპს „წ----------–-ს“ 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი არის სწორედ მ-------------–-------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოთ მითითებული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სასამართლოს მხრიდან მიეცა მითითება არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რაზეც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, შპს ,,ჯ------------------ის" შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,წ----------–ს" (ს/კ 4--------- აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - თ---–------------–--–------ ს/კ 8----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი შპს „წ----------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,წ----------–ს" (ს/კ 4--------- აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - თ---–------------–--–------ ს/კ 8----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/15358-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

06 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე - შპს „ჯ------------------“

წარმომადგენელი- დ-------------ი

 

მოპასუხე - შპს „წ----------–“

წარმომადგენელი - შ-----------------ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ჯ------------------ის“ სარჩელი შპს „წ----------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,წ----------–ს" (ს/კ 4--------- აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - თ---–------------–--–------ ს/კ 8----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი