გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2018
საქმის ნომერი
120310018002669959
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2669959-3/162-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ლონდარიძე

მოსარჩელე - ს---–------ მ---------ე

წარმომადგენელი - ა-–---------------–---–ი

მოპასუხე - ბ---------ი-------–----–---------------

წარმომადგენელი - თ--------ე

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ი------------–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საკადასტრო კოდით 6-.1-.0-.2-- სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ (ვირტუალური) უარი და დაევალოს ბ---------ი-------–----–---------------ს დაადგინოს საკადასტრო კოდით 6-.1-.0-.2-- წინა სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე ს---–------ მ---------ემ 2017 წლის 1--------- საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება N8-----------, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, მდებარე ბ---------ი, ბ---------ი, კ-----–----ის ქუჩის მიმდებარედ, ფართობით 6500კვ·მ, ნაკვეთი კოდით 6-.1-.0-.2--.

 

საჯარო რეესტრმა 2017 წლის 3--------- N2----- წერილით ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაუგზავნა პირველი მოთხოვნა იდენტურობის დადგენაზე, ხოლო შემდეგ 2018 წლის 2------- N2----- წერილით მეორედ გაუგზავნა იდენტურობის მოთხოვნა. შემდეგ საბოლოოდ 2018 წლის 0-------- წერილით N2----- გააგზავნა წინა წერილთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მცირედით კონფიგურაცია შეცვლილი ნახაზი და მოითხოვა 6-.1-.0-.2-- კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა, რადგან სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

 

მოსარჩელის განცხადებაზე არ არის პასუხი მოსული; საჯარო რეესტრიდან მერიაში ბოლო წერილის გაგზავნიდან გასულია ოთხ თვეზე მეტი, შესაბამისად გასულია ყველანაირი ვადა განცხადების განხილვისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.“

 

შესაბამისად ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან უხეშად არის დარღვეული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ აქტის გამოცემის ვადა, რაც ითვლება აქტის გამოცემაზე უარის თქმად.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბ---------ი-------–----–---------------ში 2017 წლის 3-------- შევიდა საჯარო რეესტრის N2----- მომართვა, რითაც ითხოვდა ს---–------ მ---------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას საკადასტრო კოდზე - 6-.1-.0-2--. აღნიშნული მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით მიმართა 2018 წლის 29 მაისის N2----- და 2018 წლის 05-------- №2----- წერილებით ზემოთ მითითებული საკითხის განსახილველად. თუმცა ბ---------ი-------–----–---------------ში მიმდინარე საქმეთა სიმრავლის გამო და დ--------------ის განაშენიანების რეგულირების გეგმაში გარკვეული კორექტირებების შეტანის საფუძველზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე იდენტურობის დადგენა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს ტექნიკური პირობების გამო არ შეეძლო საკითხის განხილვა და არ არსებობს მუნიციპალიტეტის არც დადებითი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს უარის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არასწორია და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ი------------–---–მა განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5-------- N--------------- გადაწყვეტილებით ს---–------ მ---------ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ ინფორმაციის მიღებამდე.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ს---–------ მ---------ემ 2017 წლის 1--------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის უფლების ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე დ--------------ი, წ------------- მიმდებარედ (ზონა ბ---------ი, სექტორი დ--------------ი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს---–------ მ---------ის 13--------–----------- განცხადება;

 

4.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 3-------- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაგზავნა ს---–------ მ---------ის განცხადება და გამგეობას ეთხოვა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 30--------წ. N2----- მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 

4.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 2------- ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაუგზავნა ბ---------ი-------–----–---------------ს და სთხოვა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2---------წ. N2----- მიმართვა ბ---------ი-------–----–---------------ს.

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 5------- ბ---------ი-------–----–---------------ს დამატებით გადაუგზავნა ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მერიას სთხოვა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 0---------–---2----- მიმართვა ბ---------ი-------–----–---------------ს.

 

4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5-------- N--------------- გადაწყვეტილებით ს---–------ მ---------ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაციის მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 0---------–------------------ გადაწყვეტილება.

 

4.6. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დ--------------ში, კ-–----ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6-.1-.0-.2--, მესაკუთრე არის მ-----------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 0---------წ. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ს/კ 6-/1-/0-/2--.

 

4.7. ბ---------ი-------–----–---------------ს ს---–------ მ---------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ბ---------ი-------–----–---------------ს უნდა დაევალოს გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს---–------ მ---------ის მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 1--------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ს---–------ მ---------ის განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე მდებარე ქ. დ--------------ი, წ------------- მიმდებარედ (ზონა ბ---------ი, სექტორი დ--------------ი).

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 3-------- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაგზავნილი იქნა ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გამგეობას ეთხოვა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 2------- ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გადაგზავნილი იქნა ბ---------ი-------–----–---------------ში და მერიას ეთხოვა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 5------- ბ---------ი-------–----–---------------ში დამატებით გადაგზავნილი იქნა ს---–------ მ---------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მერიას ეთხოვა N6-.1-.0-.2-- საკადასტრო კოდზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5-------- გადაწყვეტილებით ს---–------ მ---------ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინფორმაციის მიღებამდე.

ბ---------ი-------–----–---------------ს ს---–------ მ---------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, ს---–------ მ---------ის განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ს---–------ მ---------ის განცხადებისა და საქმის მასალების ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2017 წლის 3--------, 2018 წლის 2------- და 2018 წლის 5------- გადაგზავნის შემდეგ, მერიამ კანონით დადგენილ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ს---–------ მ---------ის განცხადებაზე უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის ს---–------ მ---------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ---------ი-------–----–---------------მ ს---–------ მ---------ის განცხადებაზე ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ი-------–----–---------------ს ვირტუალური განკარგულება/უარი და მოპასუხე ბ---------ი-------–----–---------------ს უნდა დაევალოს ს---–------ მ---------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს---–------ მ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს/კ 6-.1-.0-.2-- სააღრიცხვო ბარათით დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ბ---------ი-------–----–---------------ს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს---–------ მ---------ის მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

 

2. ბ---------ი-------–----–---------------ს დაეკისროს მოსარჩელე ს---–------ მ---------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი