გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2018
საქმის ნომერი
330310018002745258
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7451-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი ანა მგელაძე

მოსარჩელე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------

წარმომადგენლები - ლა----- ჩა-–-–---–-, გი------ ჟა------–---–-

მოპასუხე - №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

წარმომადგენელი - ნი--- ხე----–----–-

მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) – №- ისნის ოლქის №---ე საუბნო საარჩევნო კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ლა----- ჩა-–-–---–-ს საჩივრის (საოლქოში რეგ. N---) შესახებ“ №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №------- განკარგულება;

 

1.2. №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალოს განიხილოს „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლის ლა----- ჩა-–-–---–-ს №--- საჩივარი.

 

2. მხარეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1.1. მოპასუხის - №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

2.2. მესამე პირების პოზიცია:

 

2.2.1. მესამე პირი, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობათ პროცესის თაობაზე, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლი ლა----- ჩა-–-–---–- საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის უფლებამოსილებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის დღეს - 2018 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა №- ისნის საარჩევნო ოლქის N-- საარჩევნო უბანზე. ლა----- ჩა-–-–---–-ს რაიმე სახის საჩივარი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №- ისნის საარჩევნო ოლქის N-- საარჩევნო უბანის საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. 2018 წლის 29 ნოემბერს „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლმა ლა----- ჩა-–-–---–მა N- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა №-- საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისა და №- ისნის ოლქის №---ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ N-- უბანზე ძირითადი ყუთის გახსნისას ჩართული იყო მთელი კომისია და იყო ქაოსი, რის შედეგად ყუთი დაიშალა და კონვერტები დაიყარა იატაკზე. სიტუაცია გახდა უკონტროლო, ყველა შეესია კონვერტებს და იღებდნენ წარმომადგენლები, წევრები, რისი ვიდეომტკიცებულებაც მათ გააჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №------- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3. №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №------- განკარგულებით „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლის ლა----- ჩა-–-–---–-ს მიერ №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 29 ნოემბერს შეტანილი საჩივრით დაყენებული მოთხოვნა №- ისნის საარჩევნო ოლქში შემავალი №-- საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართ განუხილველი დარჩა. სადავო განკარგულების თანახმად, საჩივრის ავტორს დარღვეული აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების/საჩივრის წარდგენის ვადა და წესი, რაც წარმოადგენს მისი განუხილველად დატოვების საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №------- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ე-----------–------–----- მოძრაობის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომა----- და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქუნქტისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, ,,ლა----- ჩა-–-–---–-ს საჩივრის (საოლქოში რეგ. N---) შესახებ“ №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შეფასდეს განსახილველი დავის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №------- განკარგულებას, რომლითაც „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლს ლა----- ჩა-–-–---–ს №- ისნის საარჩევნო ოლქში შემავალი №-- საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასა და კომისიის თავჯდომარის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო უფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. აქტიური საარჩევნო უფლებით დაცული სფერო ერთი მხრივ, გულისხმობს საარჩევნო უფლების მქონე ყოველი პირის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფას და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში, ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე მოიცავს გამოვლენილი ნების დაცვას და განსაკუთრებული, კანონით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევის გარეშე, მისი გაუქმების დაუშვებლობას.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

 

მითითებული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება. იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა 2018 წლის 28 ნოემბერს. ასევე დადგენილია, რომ №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისია მოიცავს სადავო - №-- საარჩევნო უბანს.

 

6.5. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო. ამავე ნორმის მე-16 ნაწილით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 არჩევნების მეორე ტურისათვის N-- საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ლა----- ჩა-–-–---–- იმყოფებოდა როგორც საარჩევნო სუბიექტის - „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლი.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

 

მითითებული მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად; ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დამკვირვებელს არა აქვს უფლება: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდი---ს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

 

მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება: ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდი---ს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/ საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ხოლო მესამე ნაწილი ადგენს, რომ თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლი აწესრიგებს განცხადებების და საჩივრების წარდგენის წესს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდი---ს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ ან/და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/ საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

 

მითითებული მუხლის მე-20 ნაწილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

 

ზემოთაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ავალდებულებს უფლებამოსილ პირს კენჭისყრის, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურის დარღვევასთან, დაკავშირებით საჩივარი შეადგი---ს და წარადგი---ს ჯერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დარღვევის შემჩნევისთანავე, ხოლო შემდგომ კანონით დადგენილ ვადაში იმავე დარღვევაზე საჩივრით მიმართოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლა----- ჩა-–-–---–ს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის დღეს - 2018 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა №- ისნის საარჩევნო ოლქის N-- საარჩევნო უბანზე როგორც საარჩევნო სუბიექტის - „ე-----------–------–----- მოძრაობის“ წარმომადგენლი, საუბნო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ წარუდგენია. მან საჩივრით მეორე დღეს მიმართა №- ისნის საარჩევნო ოლქს. ამდენად, დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტის - „ე-----------–------–----- მოძრაობის“ და მისი წარმომადგენლის ლა----- ჩა-–-–---–-ს მიერ არ მოხდა საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი გასაჩივრების წესის დაცვა, მას საარჩევნო უბანზე საჩივარი არ წარუდგენია და პირდაპირ მიმართა საარჩევნო ოლქს. ამასთან, მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა სავარაუდო დარღვევის ჩადენის მეორე დღეს და არა დაუყონებლივ, დარღვევის შემჩნევისთანავე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

ამრიგად, №- ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა გასაჩივრების კანონით დადგენილი წესი.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით, ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, მოსარჩელე მხარეს სრულად არ ათავისუფლებს იმ ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, რაზეც იგი უთითებს და ამასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგი---ს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსაბამობა კანონთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამრიგად, მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12, 22-ე, 23-ე, 261.3.; 32-ე; 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლებით 72-ე, 73-ე და 78-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ე-----------–------–----- მოძრაობის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეს - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებას - „------------–------–-------------------ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 1 (ერთი) დღის ვადაში გადაწყვეტილების მიღებიდან ;

 

მოსამართლე დავით წერეთელი