განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1382-18
(№021030518001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი - ხ----- გ-----------
დაცვის მხარე: ბრალდებული ნ-------- ს------------, დაბადებული 1--- წლის 08 ს-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, დაოჯახებული, საშუალო გა--თლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---------- რაიონი, სოფელი ს-–------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 მაისს დაახლოებით 23:30 საათზე გ---------- რაიონის სოფელ ს-–-----–- მდებარე ბ----- ი-----–---–-- კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნ-------- ს------------მ დედამისის მ--- გ-------–---–-- მეუღლეს ბ----- ი-----–---–- ურთიერთშელაპარაკებისას, დაუწყო ჯაჯგური, დააგდო მიწაზე და რეზინის მილი დაარტყა მარჯვენა გვერდზე ნეკნების არეში. ნ-------- ს------------- ქმედებებით ბ----- ი-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ბ----- ი-----–---–-- ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (გერის) ნ-------- ს------------- მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმემ მ--- გ------–---–-- ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (შვილის)ნ-------- ს------------- მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმემ ა-- ი-----–---–-- ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (ძმის) ნ-------- ს------------- მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.4 სასამართლო პროცესზე მოწმე ზ---- ზ--------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს გ---------- რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში უბნის-უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სს საქმეზე მას ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხული ჰყავს მოწმეები, დათვალიერებული აქვს შემთხვევის ადგილი, ტანსაცმელი აქვს ამოღებული, ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავს ნ-------- ს------------. გამოძიება დაიწყო თვითონ შეტყობინების საფუძველზე, ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინება შევიდა ნ-------- ს-------------გან, რომელიც განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. გამოძიებით კი დადგინდა, რომ კონფლიქტის დროს ნ-------- ს------------მ მამინაცვალს ბ----- ი-----–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა. ტანსაცმლის ამოღება საჭირო გახდა იმიტომ, რომ ჩხუბის შედეგად დაზიანდა პერანგი. დათვალიერებულ იქნა ბ----- ი-----–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზო, ამოღებულ იქნა ასევე რეზინის შლანგი დაახლოებით 1მ სიგრძის შეშის მერქანი. მათი ამოღება საჭირო იყო, რადგან როგორც გამოკითხვისას გაირკვა ჩხუბის დროს ხდებოდა მათი გამოყენება.
3.5 სასამართლო პროცესზე მოწმე თ-------- ხ------–---–-- განაცხადა, რომ მოწმე მუშაობს გ---------- რაიონულ სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული ჰყავს მოწმეები, აქედან ერთი არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც ფლობდა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას. განმარტავს, რომ ზუსტად არ ახსოვს რომელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მაგრამ ადასტურებს იმ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორეს, რაც მის მიერ არის ჩატარებული, რაც დადასტურებული აქვს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე შესაბამისი ხელმოწერით.
3.6 სასამართლო პროცესზე მოწმე ნ-------- გ----–---–-- განაცხადა, რომ ცხოვრობს გ---------- რაიონ სოფელ საცხენეში. 2018 წლის 2 მაისს, როცა შემთხვევა მოხდა იყო ნასვამი. ამ დღეს ბ----- ი-----–---–- და ნ-------- ს------------ს შორის მოხდა შეკამათება. ამ დროს ისინი ბ-----ს სახლში იყვნენ. შეკამათება მოხდა ეზოში, თუმცა მიზეზი მან არ იცის. შეკამათება იყო სიტყვიერი. სიტყვიერი შეკამათების გარდა ერთმანეთს ფიზიკურად არ შეხებიან. დაზიანება როგორ მიიღო ბ----- ი-----–---–-- არ იცის, თვითონ სახლში იყო ამ დროს და ბ-----ს ბავშვს ელაპარაკებოდა. ბ-----ს შვილი და მისი შვილი თანატოლები არიან, რაღაც რვეულები გაატანა მისმა შვილმა მასთან, რაღაცეებში ემზადებოდნენ, და მას ელაპარაკებოდა ამ თემაზე. ესენი აუტანა იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. კამათის ხმაზე გავიდა გარეთ, მაგრამ უკვე დაწყნარებული იყო სიტუაცია, მანამდე ხმამაღალი საუბარი იყო და რომ გავიდა გარეთ აღარ იყო ხმაური. არ ახსოვს ბ----- ი-----–---–- რა მდგომარეობაში იყო, ნასვამი იყო და არ ახსოვს. პოლიცია, რომ მივიდა იქ არ იყო, წამოვიდა სახლში. პოლიციაში რატომ წაიყვანეს არ იცის, იქ რა კითხვებიც დაუსვეს ყველაფერს პასუხი გასცა, რასაც სასამართლოში ამბობს გამომძიებელთანაც იგივე თქვა. ნასვამი იყო, დილიდან ქეიფობდა და დეტალურად არ ახსოვს, იმის მერე წელიწადი გავიდა და ზოგი ახსოვს და ზოგი არ ახსოვს. ამ ფაქტის შემდეგ ბ-----სთან ამ თემაზე აღარ უსაუბრია, სასამართლოში ერთად კი მოვიდნენ, მაგრამ ამ თემაზე აღარ უსაუბრია, ბ-----მ თქვა ვპატიობო, დავანებე თავიო, განცხადება გამოვიტანეო, არ მინდაო, პატარა ბავშვი ჰყავსო და შეიცოდა. პოლიციაში დეტალურად არ წაუკითხია მისი ჩვენება, 10 გვერდიანი ჩვენება იყო და იქ რას წაიკითხავდა, თან ეჩქარებოდათ.
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ-------- გ----–---–-- მიერ 2018 წლის 18 მაისს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც ის ცხოვრობს გ---------- რაიონის სოფელ ს-–-----–- ოჯახთან ერთად. 2018 წლის 02 მაისს ქ. თბილისში იმყოფებოდა. საღამოს როდესაც წამოვიდა სოფელში მისი კუთვნილი ავტომანქანით, სადაც წაიყვა-- ნათესავი ბ----- ი-----–---–-, როდესაც ავიდნენ სოფელში ბ----- ი-----–---–- მიიყვა-- სახლში და მასთან ერთად შევიდა. ბ-----ს მეუღლემ მ--- გ------–---–-- გაუშალათ სუფრა, რომელსაც მიუსხდნენ დაახლოებით 23:00 საათზე სახლში შევიდა ბ-----ს გერი ნ--------ი ს------------. მან შემოსვლისთანავე დაიწყო სახლის წილზე საუბარი. მისმა დედამ მ--- გ------–---–-- უთხრა რომ სტუმარი ყავდათ და უხერხული იყო საუბარი და ასულიყვნენ ზედა სართულზე. ნ--------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში. ისინი ავიდნენ ზედა სართულზე. ზემოთ ასვლის შემდგომ ისმოდა მათი საუბარი, თუმცა არ ისმოდა რაზე საუბრობდნენ. საუბრის დროს ნ--------მა დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და გინება დედის მისამართით. ბ-----მ ქვემოდნ ხმამაღლა ასძახა, რომ დაწყნარებულიყვნენ მაგრამ არ ჩერდებოდნენ. ცოტახანი უსმინა ბ-----მ, გაბრაზდა და ავიდა მეორე სართულზე, საიდანაც ჩამოვიდნენ სამივე, თუმცა სახლში არ შესულან, აივნის ძირში ისმოდა მათი ხმამაღალი საუბარი. ნ--------ი კვლავ იგინებოდა და ილანძღებოდა. თვითონაც გავიდა გარეთ რათა გაერკვია რა ხდებოდა. დაინახა, რომ ნ--------ის ორივე ხელი მოკიდებული ჰქონდა ბ-----ს ტანსაცმელზე და ეჯაჯგურებოდა. ამ დროს ნ--------იმ მოულოდნელად აწია მაღლა ბ----- და ძირს მიწაზე დაანარცხა. წაქცევის შედეგად დაინახა, რომ ბ-----მ თავი დაარტყა ძირს ბალახნარევ ასფალტს. ის მივარდა ნ--------ის და დაიჭირა, ვინაიდან ის ცდილობდა ბ-----სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. წამოდგომისას დაინახა ასევე, რომ ბ-----ს თავი ჰქონდა გატეხილი. ბ-----მ აიღო შეშის ნატეხი და მარჯვენა ხელში დაიჭირა ნ--------ი კვლავ წავიდა ბ-----ს მიმართულებით როდესაც მიუახლოვდა მას ბ-----მ მოუქნია ხის ნაჭერი, მაგრამ ნ--------იმ აიცილა. ამის შემდეგ ნ--------იმ აიღო რეზინის მილი და ბ-----ს მოუქნია, რომელიც მოხვდა მარჯვენა გვერდში ნეკნებში, რომელიც შემდეგ ბ-----მ წაართვა ნ--------ს და ამჯერად მან მოუქნია, რომელიც ნ--------ს მოხვდა ზურგში. ამასობაში მან და მ--- გ------–---–-- გააშველეს, რის შემდეგ წავიდა სახლში. განმარტავს, რომ მან დაინახა როგორ დაა--რცხა ძირს ნ-------- ს------------მ მისი მამინაცვალი ბ----- ი-----–---–-, ასევე დაინახა როგორ მოუქნია ნ--------ი ს------------მ ბ-----ს შეშის ნატეხი, რომელიც ბ-----მ აიცილა, ბ-----ს მოუქნია ნ--------მა რეზინის შლანგი, რომელიც მოხვდა მარჯვენა გვერდში, ასევე დაინახა როგორ წაართვა ბ-----მ ნ--------ს რეზინის შლანგი ხელიდან და შემდეგ მოუქნია ნ--------ს და ზურგში გადაარტყა. აღნიშნული ფაქტის დროს მისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მოწმეს წარედგინა მისი გამოკითხვის ოქმი. მან დაადასტურა ოქმზე გაკეთებული შენიშვნა და ხელმოწერა, რომ ნამდვილად მის მიერ არის შესრულებული, თუმცა არ დაეთანხმა მის შინაარს ნაწილობრივ და განმარტა, რომ პოლიციაში მას არ წაუკითხავს ჩვენება, მას ესე დეტალურად არ უსაუბრია, არ ჰგონია რომ ამდენი ელაპარაკა. გამომძიებელს ეს არ მოუგონია, ალბათ მან ვერ გაიგო რას წერდა, იქაც უთხრა, რომ დეტალურად არ იცოდა, რაც იცის და რაც ნახა ამბობს, იქაც და აქაც. ცემა-ტყეპა მას არ უნახია, ყვირილი და ჩხუბი რომ იყო გაიგონა. როგორც ესეთი კინკლაობა და ფიზიკური ომი არ დაუნახავს. კინკლაობას და ხმამაღლა ლაპარაკს შეესწრო, ნასვამი იყო ძალიან. მოწმის განმარტებით, როდესაც ნ-------- ს------------ შევიდა სახლში ის მიესალმა ყველას და შემდეგ დედამისს უთხრა შენთან სალაპარაკო მაქვსო და ავიდა დედამისთან ერთად მაღლა. ჩხუბით და გინებით შევიდაო ეს არ არსებობს არ უთქვია. პროკურორმა რაც წაიკითხა სასამართლო სხდომაზე აქედან ბევრი რამე მართალია, ბევრი ისეთი რამე აღარ ახსოვს, რა იყო და რა არ იყო, ნასვამი იყო, თვითონ ბრალდებულიც ნასვამი იყო. მას არ ახსოვს დაარტყა თუ არა ბრალდებულმა ბ-----ს ხელი. იგი შეესწრო რომ ძიძგილაობდნენ და ყვირილი და გინება იყო, მთელმა უბანმა გაიგო. ჩაარტყა თუ არა ერთმა მეორეს შეშა და შლანგი ეგ დეტალურად არ იცის, არ ახსოვს. ბ----- და ნ-------- ს------------ ძიძგილაობდნენ და გააშველა, ერთმანეთს აგინებდნენ და გააშველეს, შლანგი და შეშის ნაჭერი იყო ალბათ, შეშა ეყარა იქ. შლანგი იყო და აიღო და დეტალურად რომ ბალახებში აგორავა, აიყვანა და დასცაო, რაც ჩვენებაში წერია ეს არ ყოფილა, რომ დაკითხეს დედამისიც იქ იყო და ყველა იქ იყო. მას ბოლომდე არ წაუკითხავს ჩვენება. მას ესე დეტალურად არ უთქვია რომ ასფალტიან მიწაზე ბალახი იდგა და დაახეთქა, ეს არ დაუნახავს, იქ არის მიწა სხვა არაფერი არ არის.
მოწმის განმარტებით, პირველად რომ ავიდნენ კიბეებზე, ისიც ავიდა, ის და ბ----- ერთად მაღლა არ ასულან. მოწმე რომ ავიდა და ჩამოვიდა ბ-----ს იჭერდა და არ უშვებდა. დაბლა რომ ჩავიდნენ მას ყელში არ წაუჭერია ბრალდებულისთვის და არ უთქვამს შენ იცი ვის ოჯახში ხარო. ის და მ--- აშველებდნენ, ხომ არ დაახოცინებდნენ ერთმანეთს. მოწმის განმარტებით ის, რომ გარეთ მანქა--სთან გამოვიდა თავისი ყურით გაიგონა, როგორ გამოიძახა ნ-------- ს------------მ საპატრულო პოლიცია.
3.7 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 მაისს საქართველოს შსს გ---------- რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N021030518001 საქმეზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2018 წლის 02 მაისს, ღამის საათებში გ---------- რაიონის ს. ს-–-----–- ნ-------- ს------------ს და ბ----- ი-----–---–- ერთმანეთში მოუვიდათ კონფლიქტი.
3.8. 2018 წლის 03 მაისის მ--- გ------–---–-- საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით თა--ხმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ---------- რაიონის სოფელ ს-–-----–- მ--- გ--------–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში, ,,საცხოვრებელი სახლის აივნის ქვეშ დგას ხის მაგიდა, რომელზეც არის სხვადასხვა ნივთები. ასევე მაგიდასთან დგას რკინის მცირე ზომის სკამი. საცხოვრებელი სახლის წინ ხის ბარი აგდია, რეზინის შლანგი, ასევე საცხოვრებელი სახლის მარცხენა მხარეს ღობის ძირში აგდია ხის მცირე ზომის შეშის მერქანი. აღნიშნული ადგილის დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა რეზინის მილი და ხის საშეშე მერქანი, რომელიც დაილუქა და დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებულ იქნა 48 ცალი ფოტოსურათი, რითიც დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ერთი ცალი რეზინის მილი, რომელიც დაილუქა ლუქით, ასევე მცირე ზომის საშეშე მერქანი(შეშის ნარჩენი), რომელიც დაილუქა ლუქით, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.
3.9 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 მაისის სამედიცინო ექპერტიზის N002929218 დასკვნის მიხედვით, გარეგანი დათვალიერებით ბ----- ი-----–---–- 03.05.2018 წ. აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა თხემ-კეფის მიდამოში, სისხლნაჟღენთები ორივე მხარის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
3.10. 2018 წლის 07 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, გ---------- რაიონი, სოფელ ს-–-----–- ბ----- ი-----–---–-- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა ღია ფერის პერანგი, რომელიც ამოღების შემდეგ დაილუქა ვაზიანის განყოფილებაში ლუქით პაკეტში, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ნ-------- ს------------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32). აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის ბიძიან ი-----–---–-- პოზიციის მიუხედავად, რომ მან არ მისცა ჩვენება სასამართლოს, 2018 წლის 2 მაისს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმეების, გამომძიებლების ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბ----- ი-----–---–-- მიმართ ნ-------- ს------------- მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა, რაც საკმარისია ბრალდებულის ნ-------- ს------------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდა--შაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდა--შაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ნ-------- ს------------- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აა--ზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ნ-------- ს------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------- ს------------ს დაენიშნოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნ-------- ს------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105 (ას ხუთი) საათის ხანგრძლივობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნ-------- ს------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 03 მაისიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ნ-------- ს------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-------- ს------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 105(ას ხუთი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ნ-------- ს------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 03 მაისიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ სასჯელის აღსრულების ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ნ-------- ს------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი