განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
270100118002747322
დავის ტიპი
186 2 ა
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002747322 (1/76-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

პროკურორ - მა----------ს,ბრალდებულ ალ-----------------ას, ლე----------–--სა და

ადვოკატ - გვ--–--–--–-ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს შუამდგომლობა

 

ბრალდებულ ალ-----------------ას მიმართ

დაბადების თარიღი: 16-------0 წელი,პირადი ნომერი: 51--------9,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–--------------------------–-----–--ა

 

ბრალდებულ ლე----------–--ს მიმართ

დაბადების თარიღი: 12-------6 წელი,პირადი ნომერი: 51--------6,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: წა-–--------------------------–-------–ი

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ალ-----------------ამ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ფლობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ალ-----------------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლიდან (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) 2018 წლის 25 სექტემბრამდე, ალ-----------------ა ლე----------–--სთან ერთად წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ფლობდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 11, 047 მ.კ (28 ცალ) 1458. 204 ლარად ღირებულ წიწვოვანი ჯიშის ხის მორს.

 

დადგენილია, რომ ლე----------–--მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ფლობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ლე----------–--ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლიდან (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) 2018 წლის 25 სექტემბრამდე, ლე----------–-- ალ-----------------ასთან ერთად წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ფლობდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 11, 047 მ.კ (28 ცალი) 1458. 204 ლარად ღირებულ წიწვოვანი ჯიშის ხის მორს.

 

2018 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს, ბრალდებულებს ალ-----------------ას, ლე----------–--სა და ადვოკატ გვ--–--–--–-ას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ალ-----------------ა და ლე----------–-- აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებულები ალ-----------------ა და ლე----------–-- აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებულები ალ-----------------ა და ლე----------–-- ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი მა---------- შუამდგომლობს ალ-----------------ასა და ლე----------–--ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული ალ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის ძირითად სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხალის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ალ-----------------ას საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

ბრალდებული ლე----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის ძირითად სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხალის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ლე----------–--ს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

11, 047 მ.კ (28 ცალი) წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, რომელიც მოთავსებულია ჯვარის პოლიციის განყოფილების საქმიანი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაეცეს სახელმწიფოს.

 

ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

ალ-----------------ასა და ლე----------–--ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

1. ბრალდებულ ალ-----------------ას გამოკითხვის ოქმი;

2. ბრალდებულ ლე----------–--ს გამოკითხვის ოქმი;

3. მოწმე ლო----------–-–-ას გამოკითხვის ოქმი;

4. მოწმე ზუ-----–-------ას გამოკითხვის ოქმი;

5. მოწმე გი--------------ის გამოკითხვის ოქმი;

6. მოწმე ზვ--------------ას გამოკითხვის ოქმი;

7. ამოღებული მორები, ავტომანქანა და სასამართლოს განჩინება;

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ალ-----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლე----------–--მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

ალ-----------------ას და ლე----------–--ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ლე----------–--ს მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს, ბრალდებულებ ალ-----------------ას, ლე----------–--სა და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გვ--–--–--–-ას შორის;

 

ბრალდებული ალ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის ძირითად სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხალის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ალ-----------------ას საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

ბრალდებული ლე----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის ძირითად სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხალის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

ბრალდებული ლე----------–--ს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

11, 047 მ.კ (28 ცალი) წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, რომელიც მოთავსებულია ჯვარის პოლიციის განყოფილების საქმიანი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაეცეს სახელმწიფოს;

 

ალ-----------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

ლე----------–--ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

ალ-----------------ას და ლე----------–--ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა