განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
340100118002608280
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002608280

№1/186-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 დეკემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ან------ ლ-–----ის

ადვოკატ - გი- ფა------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030230718001)

 

ბრალდებული: ან------ ლ-–----ე

მამის სახელი: ან---------

დაბადებული: 1----–-–----------------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი არ-–-------ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ლაგოდეხი შ-----------------–-----------–-----------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაცია: ან------ ლ-–----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ან------ ლ-–----ემ, ქალაქ ლაგოდეხში შ-----------------–-----------–------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სახის არეში გაარტყა და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი მეუღლეს ალ- მე–-–------ას, ასევე თმებში მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც ალ- მე–-–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ან------ ლ-–----ე 2018 წლის 23 ივლისს 01:55 საათზე დააკავეს და 2018 წლის 24 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ან------ ლ-–----ემ, ქალაქ ლაგოდეხში შ-----------------–-----------–------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სახის არეში გაარტყა და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი მეუღლეს ალ- მე–-–------ას, ასევე თმებში მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც ალ- მე–-–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ალ- მე–-–------ამ განაცხადა, რომ ან------ ლ-–----ე 2013 წლიდან მისი მეუღლეა. 2018 წლის 22 ივლისს სტუმრად იყო წასული, რომ დაბრუნდა ან------ ლ-–----ესთან შელაპარაკება მოუხდა. ან------ ლ-–----ემ სახეში 2-3-ჯერ დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნოდარ აროიანცმა განაცხადა, რომ ან------ ლ-–----ე მისი შვილის - ალ- მე–-–------ას მეუღლეა. 2018 წლის 22 ივლისს, საღამოს, ან------ ლ-–----ე მთვრალი დაბრუნდა სახლში. ალ- მე–-–------ას აგინებდა. ნოდარ აროიანცმა დარტყმის ხმაც გაიგონა, მაგრამ არ ჩაერია. შემდეგ ისევ შემოესმა ხმაური და დაინახა, რომ ან------ ლ-–----ეს ყელში ჰქონდა ხელი მოჭერილი ალ- მე–-–------აზე. უთხრა თავი დაენებებინა, მაგრამ ან------ ლ-–----ე ხელს არ უშვებდა, ამიტომ გამოუძახა პოლიციას.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები: ან--- ბა---------–---–ი და ზუ---- ხვ-----–--ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.

 

გარდა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, თავად ბრალდებულ ან------ ლ-–----ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ან------ ლ-–----ემ, ქალ-ქ ლ-გოდეხში, შ-----------------–-----------–------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სახის არეში გაარტყა და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი მეუღლეს - ალ- მე–-–------ას, ასევე თმებში მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც ალ- მე–-–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან------ ლ-–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან------ ლ-–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ან------ ლ-–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ან------ ლ-–----ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ან------ ლ-–----ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რომელშიც დაზარალებული მისი ოჯახის წევრი - მეუღლეა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ან------ ლ-–----ეს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. დაზარალებულს ან------ ლ-–----ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ან------ ლ-–----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.

 

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ან------ ლ-–----ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. ამრიგად, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი, უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ან------ ლ-–----ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ან------ ლ-–----ეს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ან------ ლ-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ან------ ლ-–----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. საბოლოოდ, ან------ ლ-–----ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ან------ ლ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 ივლისის 01:55 საათიდან.

 

პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი