განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-189-18
(038220818001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ნოემბერი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გოგიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ------ კ--------, დაბადებული 1976 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში
ადვოკატი - მ--------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ------ კ-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, და რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 აგვისტოს, შუადღის საათებში, კ-------- ლ------მ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა თვისი მეუღლის დასთან - ქე------------–-–---–თან ხაშურში, თ------–---–ის ქუჩის №6-ში, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - მეუღლეს, შ-------------–-–---–ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ------ კ-------მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №005927518 დასკვნა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ-------- ლ------მ მეუღლის, შ-------------–-–---–ი მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ------ კ--------სთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; ჰყავს შვიდი არასრულწლოვანი შვილი, მატერიალურად ეხმარება ოჯახს, დაზარალებულის განმარტებით, მომხდარ ფაქტამდე ბრალდებულს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია; დაზარალებულისავე განმარტებით, იგი შეურიგდა მეუღლეს და მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კ-------- ლ------მ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ლ------ კ-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, შეურიგდა დაზარალებულს, უნდა ჩაითვალოს პირობითად. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-------- ლ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 22 აგვისტოდან 01 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.
დანიშნული სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
კ-------- ლ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი