განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/42--18წ. 0- დეკემბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - თ------- გ--–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0-.1--- წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრაციის მისამართი: ა------ის რაიონი, სოფელი-ხ-------ი; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.რ--------. მე-6 მიკრორაიონი, კ--------- 3, ბინა 4--.
ბრალდებული - დ-------- გ--–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 10.1-.1--- წელს, პ/ნ 0----------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ა------ის რაიონი, სოფელი-ხ-------ი;
ადვოკატი - ნ------------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1-6-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ------- გ--–-–---–ის ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 0- სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, ა------ის რაიონის სოფელ ხ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ------- გ--–-–---–მა დ-------- გ--–-–---–თან ერთად ჯგუფურად მიაყენა ფიზიკური შეურაწყოფა თ------- ფ---–----–-–---–ს, კერძოდ, რამდენჯერმე უკბ--ა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თ------- გ--–-–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1-6 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ,, პუნქტით.
დ-------- გ--–-–---–ის ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 0- სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, ა------ის რაიონის სოფელ ხ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ-------- გ--–-–---–მა თ------- გ--–-–---–თან ერთად საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, რძალს თ------- ფ---–----–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაწყოფა, კერძოდ დაარტყა ხელის სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე თმიდან მოითრია, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ-------- გ--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 1-0-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1-6-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულებმა თ------- გ--–-–---–მა და დ-------- გ--–-–---–მა აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, შეტყობ--ება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ოქმები მოწმეთა დაბარების შესახებ, თ------- ფ---–---–--–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილება, დაზარალებულზე უფლებების გაცნობის ოქმი,თ------- ფ---–---–--–---–ის მოწმისა და დაზარალებულის სახით მოცემული ჩვენებები, დადგენილება თ------- ფ---–---–--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თ------- ფ---–---–--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება თ------- ფ---–---–--–---–ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თ------- ფ---–---–--–---–ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო თ------- ფ---–---–--–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების სესახებ, თ------- ფ---–---–--–---–თან საგამოძიებოექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი ფოტოცხრილით, თ------- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ნ-----–--------------ის, მ-----–------------ის, დ---- მ----ის და ი----- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება თ------- გ--–-–---–ის ნიმუშის აღების შესახებ, თ------- გ--–-–---–ის ნიმუშის აღების ოქმი და ხელწერილი, დადგენილება გენეტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თ------- გ--–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერი, დ-------- გ--–-–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერი, არასწრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისთვის უფლებების განმარტების ოქმი, ნასამართლეობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები დ-------- გ--–-–---–ის მიმართ, ნასამართლეობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები თ------- გ--–-–---–ის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულის თ------- ფ---–----–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა------ის რაიონ სოფელ ხ-------ში, ი----- გ--–-–---–ის ოჯახში. 2018 წლის 0- სექტემბერს დაახლოებით 08:30 საათზე, სახლში ყოფნისას ოჯახური კონფლიქტის დროს დედამთილმა სახის არეში ცხვირში დაარტყა მუშტი საიდანაც წამოუვიდა სისხლი, შემდეგ მოკიდა ხელი და თმებიდან ითრია, ამასობაში მივიდა მისი მული და ხელზე უკბ--ა, ძირს წააქციეს და თ-------მა მარცხენა ფეხზე უკბ--ა მუხლის დაბლა, ასევე თმებით ითრევდნენ მისი მული თ------- გ--–-–---–ი და დედამთილი დ-------- გ--–-–---–ი. თავის დაღწევის შემდეგ დარეკა 1---ში.
მოწმე თ------- გ--–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის დადგენილია, რომ რძალთან თ------- ფ---–----–-–---–თან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით. 2018 წლის 29 აგვისტოს კამათის დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არც სასწრაფოსთვის არ დაურეკავს და არც სავადმყოფოსთვის მიუმართია. ხოლო 2 სექტემბერს თმებიდან მოქაჩა, საპასუხოდ ყელში მოუჭირა ხელები. ასევე ჩხუბის დროს უკბ--ა ფეხზე. მალევე მივიდა პოლიციაც, რომლებმაც წაიყვანეს პოლიციაში.
მოწმე დ-------- გ--–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ რძალთან, თ------- ფ---–----–-–---–თან აქვს კონფლიქტური დამოკიდებულება. მათ შორის დაძაბულობა და კამათი ხდება ყოფით და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. ამავე წლის 2 სექტემბერს კამათის დროს დაუწყო ლანძღვა, წყევლა და ჯიკაობა, ამ დროს მოარტყა ხელი. მას სასწრაფოსთვის და არც სავადმყოფოსთვის არ მიუმართავს.
2018 წლის 0- სექტემბრის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული თ------- გ--–-–---–ის ჩვენება, რომელმაც ა------ის რაიონის სოფელ ხ-------ში მდებარე თავის მშობლების საცხოვრებელ სახლში მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 0- სექტემბერს თ------- გ--–-–---–მა და დ-------- გ--–-–---–მა რძლის თ------- ფ---–----–-–---–ის მიმართ განახორციელეს ძალადობა.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N7--/0-/9-3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ------- ფ---–---–--–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 29 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, თ------- ფ---–---–--–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 1-6-ე პრიმა პირველი ნაწილით და სსკ-ის 1-6-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.
სასამართლოს დასკვნა დ-------- გ--–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულბის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლოს დასკვნა თ------- გ--–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
დ-------- გ--–-–---–ის და თ------- გ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დ-------- გ--–-–---–ს და თ------- გ--–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------- გ--–-–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
თ------- გ--–-–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
2. დ-------- გ--–-–---–ის და თ------- გ--–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ყადაღისგან გათავისუფლდეს ბრალდებულ დ-------- გ--–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული დ-------- გ--–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი----- გ--–-–---–ის (პ/ნ 0----------), ს-------- გ--–-–---–ის (პ/ნ0-----------) და თ------- გ--–-–---–ის (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში არსებულ 4800 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელ ხ-------ი, სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 6-, სექტორი - ვ------- – 1-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 0--, 2000 ლარის ფარგლებში; (განჩინება N1-/0---18წ. 0-.1-.2018წ)
ყადაღისგან გათავისუფლდეს ბრალდებულ თ------- გ--–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული დ-------- გ--–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი----- გ--–-–---–ის (პ/ნ 0----------), ს-------- გ--–-–---–ის (პ/ნ0-----------) და თ------- გ--–-–---–ის (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებულ 4800 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელ ხ-------ი, სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 6-, სექტორი - ვ------- – 1-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 0--, 1 000 ლარის ფარგლებში; (განჩინება N1-/0---18წ. 0-.1-.2018წ)
3. ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი პატარა ხის სკამი, რომელიც ინახება შსს ა------ის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
4. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი