განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული -------------------------------------- დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------–--
ადვოკატი - გ-----------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2----–-–---------–---- დაახლოებით 23:30 საათიდან 23:50 საათამდე, ქ------–-------–-------------------------------------–-, გ---------------------- ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ი---------------- მიმართ, კერძოდ, ი---------------- არასრულწლოვანი შვილების - ქ-------------------------------- თანდასწრებით, კომპიუტერის კლავიატურა ესროლა მას ხელის არეში, ხელი ჰკრა და მიაჯახა მაგიდას, რის შედეგადაც ი--------------- დაეცა ძირს. გ---------------------- მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ი---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2----–-–---------–---- დაახლოებით 23:30 საათიდან 23:50 საათამდე, ქ------–-------–-------------------------------------–-, გ---------------------- ი---------------ს ხელი ჰკრა და მიაჯახა მაგიდას, რის შედეგადაც ი--------------- დაეცა ძირს და მოიტეხა მე-8 ნეკნი, რითაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ---------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ორივე ეპიზოდთან მიმართებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გ---------------------- მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - მ----------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული კომპიუტერის კლავიატურით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტზის N--------- დასკვნით, გ---------------------- დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ოჯახური ძალადობა არასრულწლოვნების თანდასწრებით კრიმინალიზირებულია. ამ გზით კანონი იცავს არასრულწლოვანთა უფლებას, რომ ისინი იმყოფებოდნენ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და მიეცეთ სწორად განვითარების საშუალება. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ხორციელდება ძალადობა, არასრულწლოვანთა თანდასწრება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ძალადობის ფაქტს უშუალოდ უნდა ხედავდეს არასრულწლოვანი. თუ ის ამ ყველაფერს ისმენს თუნდაც სხვა ოთახიდან და ოჯახის წევრებს შორის მიმდინარე კონფლიქტი იწვევს მასში შიშს, დაძაბულობას, განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას და ილახება მათი ინტერესები, ასეთი გარემოებაში ჩადენილი ოჯახური ძალადობა ცხადია შეფასდება როგორც არასრულწლოვანთა თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ს----------–----------------–------------------------–--------------------–---- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ი--------------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურ მკურნალობას იტარებდა 0-------–---------–- დიაგნოზით: გულმკერდის დახურული ტრავმა, მარცხნივ მე-8 ნეკნის მოტეხილობა. მოქ.ი---------------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა წინამხრის მიდამოში აღინიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით. 2-------–------------- წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარდგენილი CD დისკი შესწავლილ იქნა თ---------------–----------------------------–--------–- პროფესორის ი.------–---–ის მიერ, რომლის დასკვნის თანახმად: „შესწავლილ იქნა მოქ. ი---------------- CD დისკზე ჩაწერილი გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგრამა გადაღებული 0-------–- წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მარცხნივ მე-8 ნეკნის მოტეხილობა იღლიის უკანა ხაზზე. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 0-------–-“ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. მე-8 ნეკნის მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. სისხლნაჟღენთები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------------------- ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
გ---------------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. სასამართლო ბრალდებულ გ---------------------- აღიარების გარდა ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ, რომ ეს იყო მათ ოჯახში მომხდარი ძალადობის პირველი ფაქტი და რომ მისი შვილები მოუთმენლად ელოდებიან გ--------------- სახლში დაბრუნებას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ---------------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გ--------------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–---------–---------------–-–--------------------------–---- დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი დაზიანებული კომპიუტერის კლავიატურა თავისი ნატეხებით, რაც ინახება ქ------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–--------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_-----------------------–--------------------–------ ამოღებული ი---------------- ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი 1 ცალი ელექტრონული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი 1 ცალი ელექტრონული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი