გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
080224016001215799
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

22.11.2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი- გიორგი ესაძე

 

განმცხადებელი - ლამარა ჯ--–ელეიშვილი

მხარდაჭერის მიმღები - ლაშა ქ------ე

ადვოკატი - სოფიო ყუბანეიშვილი

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაღდათის

რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მარიამ ლომინაძე

 

მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის დაწესება. მხარდამჭერის დანიშვნა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 55-ე, 243-244-ე; 248-249, 250-ე, 257-ე, 363 ოცდაერთი პრიმა, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლამარა ჯ--–ელეიშვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. ლაშა ქ------ე (პ/ნ 09001022939, დაბ. 1987 წლის 22 იანვარს) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში (სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილი):

 

-მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება/გაყვანა/გადაყვანა, მედიკამენტების შეძენა, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობა), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, წვრილმანი გარიგების დადება, ლაშა ქ------ის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა როგორც სახელმწიფო (ადმინისტრაციულ ორგანო) ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში, საერთო სასამართლოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის გავლა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის) დამზადება/აღება, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობა, ნებისმიერ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვა, შშმ პირთა სოციალური პროგრამებით სარგებლობა, ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით სოციალური პაკეტის გაზრდის პროგრამით სარგებლობა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა, ერთჯერადი ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით სარგებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით სარგებლობა (მათ შორის განცხადებით მიმართვის, გადაწყვეტილების მიღების, თანხის აღების), საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტის/ფულადი დახმარების, სახელმწიფო პენსიის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, ფულადი დანამატის, დანიშვნის/ცვლილების/აღდგენის/აღების (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/მის ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება), ლაშა ქ------ის პერსონალური მონაცემებით სარგებლობა (მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება), ლაშა ქ------ის ყველა სახის საბანკო ოპერაციების მართვა (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობა), პლასტიკური/ელექტრონული ბარათის (მათ შორის დამატებითი ბარათის) დამზადება/აღება/გაუქმება, ლაშა ქ------ის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა (მათ შორის შეჩერებულ/დაგროვებით ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვა, საბანკო ანგარიშიდან ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელება, თანხის გამოტანა/გადარიცხვა).

მხარდამჭერს ლამარა ჯ--–ელეიშვილს (პ/ნ 09001022756) მიენიჭა უფლება მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მათ შორის მიიღოს ლაშა ქ------ის (პ/ნ 09001022939) სახელით სახელმწიფო გასაცემელი.

 

3. ლამარა ჯ--–ელეიშვილი (პ/ნ 09001022756) დაინიშნოს ლაშა ქ------ეს (პ/ნ 09001022939) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

 

4. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.

 

5. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.

 

6.მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

7.თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

8.მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

9.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

10.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

 

11.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

 

12.მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

13.გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

14.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

15.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლების და დაინტერესებული პირის თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: მალხაზ ჩუბინიძე