გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-247/17
№ 010310017001876588
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – იო--- თხ--–--–---–ი
წარმომადგენელი - ვა–- ხა-------–---–ი
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
–სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - თა---- ბა----–--ე
მოპასუხე – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო)
წარმომადგენელი - ლე--- მუ--–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. იო--- თხ--–--–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ სოციალური მომასახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე იო--- თხ--–--–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 2- თებერვალს №0----------- წერილის ბათილად ცნობა.
იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------- წერილის ბათილად ცნობა.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს) 2017 წლის 2- მარტის წერილის ბათილად ცნობა, იო--- თხ--–--–---–ის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველოს) დავალდებულება, იო--- თხ--–--–---–ის პირადი საქმის და საჭირო დოკუმენტაციის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისათვის გადაგზავნის თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების დავალდებულება, იო--- თხ--–--–---–ის განცხადების განხილვისა და სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
იო--- თხ--–--–---–მა 19-- წლის 2- ოქტომბრიდან, 19-- წლის 3- ოქტომბრამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ (19-- წლის 7 აპრილიდან) მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ქობულეთის განყოფილების დაცვის სამსახურში, რიგით მილიციონერად.
20-- წლის 7 სექტემბერს იო--- თხ--–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო), მაიორის სპეციალური წოდებით. ამ წლების განმავლობაში იო--- თხ--–--–---–ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მან სულ შინაგან საქმეთა სისტემაში იმუშავა 21 წელი და 5 თვე, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, 23 წელი და 5 თვე, რაც საკმარისია შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირთათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (პენსია) მისაღებად.
იო--- თხ--–--–---–მა ჩათვალა, რომ სპეციალური კანონის საფუძველზე მას ეკუთვნოდა პენსია, ამიტომ 2017 წლის 2- თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, რაზედაც ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ იყო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინება და თანდართული საჭირო დოკუმენტები.
ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილობითი პასუხი მოსარჩელის მიერ 2017 წლის 1- მარტს გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაზეც 2017 წლის 2- მარტს №0------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა იმ საფუძვლით რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას.
იო--- თხ--–--–---–მა ქობულეთის რაიონული განყოფილების პასუხის შემდეგ განცხადებით მიმართა (მანამდე არაერთჯერ ჰქონდა მიმართული) სსიპ პოლიციის დეპარტამენტს, რათა სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც ისევ უარი ეთქვა.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იო--- თხ--–--–---–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული ჰქონდა 7 დღით პატიმრობა, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იო--- თხ--–--–---–ზე სამხედრო და სპეციალური წოდება ჩამორთმეული არ არის, რაც დასტურდება სასა----თლო დადგენილებით.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო, თუმცა, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსხვავებულ წესს ადგენს, რომლის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პენსია არ დაენიშნება პირს, თუ მას განაჩენით ჩამორთმეული აქვს სამხედრო წოდება, იო--- თხ--–--–---–ი კი სამსახურიდან დათხოვილი იქნა პოლიციის მაიორის წოდებით და ადმინისტრაციული სახდელის დადების დროს პოლიციის მაიორის წოდება არ ჩამორთმევია როგორც სასამართლოს, ისე სხვა ორგანოს გადაწყვეტილებით.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, დღეისათვის დასახელებული ორივე კანონი მოქმედებს და ისინი განსხვავებულად არეგულირებენ ამ საკითხს, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ „სახელმწიფო კომპენსაციიასა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი სპეციალური კანონია, ხოლო „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი კი, ზოგადი. შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირებს პენსია ენიშნებათ სპეციალური კანონით და ამდენად, იო--- თხ--–--–---–ს, როგორც პოლიციის მაიორს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, უფლება აქვს, სპეციალური კანონით მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია (პენსია).
ასევე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმისი მოთხოვნა, რომ კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო ორგანოს წარდგინებით და დოკუმენტაციის საფუძველზე.
პენსიის (კომპენსაციის) დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა და სამსახურის წარდგინების (მიმართვის) არარსებობა არ არის განცხადების მიღებაზე ან განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს მოქალაქის განცხადება და განიხილოს იგი, თუ რაიმე დოკუმენტაცია არ ახლავს განცხადებას, მან გამოითხოვოს ან მისცეს მხარეს უფლება, საშუალება წარმოადგინოს იგი, რისთვისაც უნდა დაუწესოს ვადა მისი წარმდგენის თაობაზე. იო--- თხ--–--–---–ის შემთხვევაში კი, სააგენტოს რაიონულმა განყოფილებამ დასახელებული ნორმების უგულვებელყოფით მისი განცხადება დატოვა განუხილველად, რითაც ფაქტიურად უარი უთხრა კომპენსაციის დანიშვნაზე.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის ორგანო არ არის. მათი ყოფილი თანამშრომლების თხოვნას არ აკმაყოფილებს და განცხადების მოთხოვნას სათანადო დოკუმენტაციის სოციალურ სამსახურში გადაგზავნის თაობაზე არ აკმაყოფილებს, რითაც დამატებით პრობლემებს უქმნის პენსიის მაძიებლებს, მაშინ როცა, იგი კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის ორგანო არ არის.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მხარის, სსიპ სოციალური მომასახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი მოტივით:
2017 წლის 2- თებერვალს იო--- თხ--–--–---–მა განცხადებით მიმართა ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრს, თანდართულ მასალებთან ერთად, რომლითაც მოითხოვდა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის გამო.
განცხადებას თან ერთვოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი, ნამსახურობის ნუსხის ასლი, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
დოკუმენტაციას არ ერთვოდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარდგინება, იო--- თხ--–--–---–ისათვის კომპენსაციის დანიშნვის თაობაზე. ასევე, აღნიშნული წარდგინება დღემდე არ არის შესული ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრში.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე–15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულის გამო, იო--- თხ--–--–---–ს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2-/------- წლის №0----------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე
ქობულეთის ცენტრის უარი იო--- თხ--–--–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს 2-/-------წ №0------- გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2-/-------წ №0----------- და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2-/-------წ №0------- აქტები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რის გამოც სარჩელი არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო.
2.1.მოპასუხე მხარის, სსიპ პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი მოტივით:
დეპარტამენტი იმ შემთხვევაში აკეთებს წარდგინებას, თუ არსებობს კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი, რაც განისაზღვრება საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესებით“
მოსარჩელე იო--- თხ--–--–---–ი არ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს, რადგანაც მითვის კომპენსაციის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რის გამოც მას დეპარტამენტის მიერ ადრეც არაერთხელ უარი ეთქვა წარდგინების გაგზავნაზე, ხოლო 2017 წლის 2- მარტის წერილით, მოთხოვნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე განუხილველი დარჩა.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. იო--- თხ--–--–---–მა 19-- წლის 2- ოქტომბრიდან, 19-- წლის 3- ოქტომბრამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ, 19-- წლის 7 აპრილიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ქობულეთის განყოფილების დაცვის სამსახურში, რიგით მილიციონერად.
20-- წლის 07 სექტემბერს იო--- თხ--–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო), მაიორის სპეციალური წოდებით.
წლების განმავლობაში იო--- თხ--–--–---–ი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, სულ შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში მან იმუშავა 2- წელი და 5 თვე, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჩათვლით, 23 წელი და 5 თვე, რაც იო--- თხ--–--–---–მა საკმარისად მიიჩნია შინაგან საქმეთა ორგანოებში მომუშავე პირთათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის (პენსია) მისაღებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნამსახურობის ნუსხა;
- ნამსახურობის უწყისი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. იო--- თხ--–--–---–მა 2017 წლის 2- თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, რაზედაც განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილობითი პასუხით ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის თანახმად, კომპენსაციის დასანიშნად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იო--- თხ--–--–---–ის 2017 წლის 2- თებერვალს განცხადება;
- ქობულეთის განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილობითი პასუხი იო--- თხ--–--–---–ის მიერ 2017 წლის 1- მარტს გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 2- მარტს №0------- წერილობითი პასუხით უარი ეთქვა იმ საფუძვლით რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას, ხოლო იო--- თხ--–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რაც წარმოადგენდა არამართლზომიერი ქმედებით დათხოვნის საფუძველს, შესაბამისად, სამსახურიდან მსგავსი დათხოვნის საფუძვლით მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოშობილა. ამასთან, წერილით იო--- თხ--–--–---–ს განემარტა, რომ კომპეტენტური ორგანო (შინაგან საქმეთა სამინისტრო) კანონით განსაზღვრული დოკუმენტების (წარდგინება, წელთა ნამსახურების ნუსხა, ბრძანების ამონაწერი შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ) წარდგენის შემთხვევაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით მისთვის სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაციის და არა პენსიის) დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი მაინ არ წარმოიშობოდა, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, იო--- თხ--–--–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იო--- თხ--–--–---–ის 2017 წლის 1- მარტის საჩივარი;
- ქობულეთის განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი;
- სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------- წერილობითი პასუხი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. იო--- თხ--–--–---–მა 2017 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რათა ქობულეთის სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც 2017 წლის 2- მარტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ წერილით აცნობა, რომ ანალოგიური მოთხოვნით იო--- თხ--–--–---–ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული, რომელთა განხილვის შედეგებზე მას ეცნობა წერილობით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებნით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელახლა ვერ იქნება განხილული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იო--- თხ--–--–---–ის 2017 წლის 13 მარტის განცხადება;
- ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 2- მარტის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. იო--- თხ--–--–---–მა 2017 წლის 6 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ სოციალური მომასახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების და სსიპ პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე იო--- თხ--–--–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 2- თებერვალს №0----------- წერილის ბათილად ცნობა.
იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------- წერილის ბათილად ცნობა.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს) 2017 წლის 2- მარტის წერილის ბათილად ცნობა, იო--- თხ--–--–---–ის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველოს) დავალდებულება, იო--- თხ--–--–---–ის პირადი საქმის და საჭირო დოკუმენტაციის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებისათვის გადაგზავნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იო--- თხ--–--–---–ის სასარჩელო განცხადება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იო--- თხ--–--–---–ის სასარჩელო განცხადება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს იო--- თხ--–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
– „სახელმწიფო კომპენსაციისა, და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი;
– „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი;
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესები“;
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს:
ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები;
ზ) გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები;
თ) სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე.
ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებს წარმოადგენს ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ.
6.2. 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა „სახელმწიფო კომპენსაციისა, და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი (მოქმედებს 2006 წლის 1-ლი იანვრიდან), რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, რომლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა, ხოლო მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ იო--- თხ--–--–---–მა 2017 წლის 2- თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური სამსახურის სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას, კომპენსაციის (პენსიის) დანიშვნის თაობაზე, სწორედ შინაგან საქმეთა ორგანოში კანონით დადგენილი ნამსახურობის კონკრეტული სტაჟის საფუძველზე, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2017 წლის 2- მარტის №0------- წერილობითი პასუხით მას უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას, ხოლო იო--- თხ--–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის გამო, რაც წარმოადგენდა არამართლზომიერი ქმედებით დათხოვნის საფუძველს.
6.3. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, რომ იო--- თხ--–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 20-- წლის 7 სექტემბერს, „შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 69-ე მუხლით (ადმინისტრაციული სა----თალდარღვევის გამო), კერძოდ, ის ბათუმის საქალაქო სასა----თლოს 20-- წლის 14 აგვისტოს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სა----თალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 7 დღის ვადით.
რამდენადაც, იო--- თხ--–--–---–ი წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში და იქიდან იქნა დათხოვნილი, წარმოადგენს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტს.
ამასთან, იმისათვის, რომ იო--- თხ--–--–---–ს დაენიშნოს კომპენსაცია, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის დადგენილ სავალდებულო პირობებსაც.
განსახილველი დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის მნიშვნელოვანია და საჭირო, იო--- თხ--–--–---–ის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო კომპენსაციისა, და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებიდან, რომელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული და გავრცელებული აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ამისათვის გაანალიზებული უნდა იქნას კონკრეტული დაინტერესებული პირის მიმართ კომპენსაციის მიღების უფლების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის საკითხი, შესაბამისი ნორმების გამოყენებით და ასევე, მისთვის კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის პროცედურული და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით დადგენილი პირობები.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია კონკრეტული შემზღუდავი პირობები, კომპენსაციის მიღების უფლების მხრივ: ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო.
სწორედ ეს სამართლებრივი შეზღუდვა იქნა გავრცელებული მოპასუხის მიერ, იო--- თხ--–--–---–ის მიმართ, რომ ის როგორც არამართლზომიერი ქმედების გამო სამუშაოდან დათხოვნილი პირი, არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი პირის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ უკვე არსებული უფლების რეალიზაციის შემზღუდავ ერთადერთ პირობას ადგენს, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პენსია არ დაენიშნება პირს, თუ მას განაჩენით ჩამორთმეული აქვს სამხედრო წოდება.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, დასარეგულირებელი ურთიერთობის მიმართ წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომელიც ვრცელდება უშუალოდ კანონით განსაზღვრული სპეციალური სუბიექტების მიმართ. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კი, ზოგადი კანონია და შეეხება სხვადასხვა არა მხოლოდ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სფეროში მომუშავე პირებს.
როგორც აღინიშნა, ზოგადი კანონით გათვალისწინებული, კომპენსაციის მიღების უფლებები არ წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების გამო, ხოლო სპეციალური კანონის დანაწესი კრძალავს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშნვას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებსაც სასამართლო განაჩენით აქვთ ჩამორთმეული სამხედრო ან სპეციალური წოდება. დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელე იო--- თხ--–--–---–ი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იქნა მაიორის წოდებით. იო--- თხ--–--–---–ი სამსახურიდან დათხოვილი ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძვლით, თუმცა პოლიციის მაიორის წოდებით და ადმინისტრაციული სახდელის დადების დროს მას პოლიციის მაიორის წოდება არ ჩამორთმევია როგორც სასამართლოს, ისე სხვა ორგანოს გადაწყვეტილებით.
სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ უნდა ემსჯელა სპეციალური კანონის, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჰქონდა თუ არა პენსიის მიღების უფლება იო--- თხ--–--–---–ს მოპოვებული და შემდეგ უნდა ემსჯელა, უფლების მქონე პირისათვის პენსიის დანიშვნასა და გაცემაზე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი მხოლოდ პენსიის გაცემისა და დანიშვნის წესზე იმსჯელა და არაფერი თქვა, სპეციალური კანონის საფუძველზე იო--- თხ--–--–---–ისათვის კომპენსაციის მიღების არსებულ უფლებაზე და ნაცვლად იმისა, რომ ამ გარემოების კანონისმიერი რეგულაციისათვის გამოეყენებინა სპეციალური კანონი, იგი დაეყრდნო ზოგადი ნორმის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის წესებს.
ამდენად, საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, განსახილველი დავის მიმართ არსებობს ასეთი მოცემულობა - სპეციალური კანონის თანახმად, მოსარჩელე ექვემდებარება კომპენსაციის (პენსიის) მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რადგანაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული არ აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ზოგადი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არსებობს საკითხის შემდეგი მოწესრიგება, თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული, ან არამართლზომიერი მოქმედება, მიუხედავად სამხედრო, ან სპეციალური წოდების ჩამორთმევისა, ეზღუდება კომპენსაციის (პენსიის) მიღების უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, ასეთი მოცემულობის პირობებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) კომპენსაციის დანიშვნის დროს მართალია უნდა მოხდეს ორივე კანონის გამოყენება, თუმცა არა იმ წესით, როგორც ეს იო--- თხ--–--–---–ის მიმართ განხორციელდა. იმ მოცემულობით, როდესაც სპეციალური კანონის დანაწესი პირის მიმართ ქმნის უკეთეს სამართლებრივ პირობებს და ითვალისწინებს შესაბამის შედეგს, ზოგადი კანონით დადგენილი წესით არ უნდა იქნას მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესებული. თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ლოგიკას გავყვებით, მაშინ ფაქტობრივად, სპეციალური კანონის („სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“) რეგულაციების გამოყენება აღარ არის საჭირო და ასეთ შემთხვევაში აუხსნელი რჩება, თუ რატომ არ იქნა გაუქმებული (ძალადაკარგული) ეს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების, ან მასში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.
იო--- თხ--–--–---–მა მუშაობა დაასრულა მაიორის წოდებით, მას ეს წოდება შუნარჩუნდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, რის გამოც იგი აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნას, კომპენსაციის მიღების შესახებ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრი მას შემდეგ, რაც იო--- თხ--–--–---–მა განცხადებით მიმართა კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ვალდებული იყო საკითხის გადაწყვეტისას გამოეყენებინა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ნორმები და მოსარჩელისათვის დაენიშნა, კანონით განსაზღვრული შესაბამისი ოდენობის კომპენსაცია.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი და იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------ გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
შესაბამისად, წინამდებარე დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას.
აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში სასა----თლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რითაც პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მოსარჩელე იო--- თხ--–--–---–ის კანონიერ უფლებასა და ინეტერესებს.
ამდენად, იო--- თხ--–--–---–ის სარჩელი ამ აქტების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი, კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------ გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იო--- თხ--–--–---–ის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციული აქტების კანონწინააღმდეგობის დადგენისა და მათი ბათილად ცნობის შემდეგ, დასაბუთებულია სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის დავალება, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იო--- თხ--–--–---–ისატვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.
6.6. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.
სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
აღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიის (კომპენსაციის) დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
სასამართლო მიიჩნევს, კანონითა და ნორმატიული აქტით განსაზღვრული ამ რეგულაციის შესაბამისად, ის ადმინისტრაციული ორგანო, სადაც მუშაობდა დათხოვნილი პირი, ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს პირის სამსახურებრივი მდგომარეობის ამსახველი ის დოკუმენტაცია, რაც ესაჭიროება პენსიის (კომპენსაციის) საკითხის განსახილველად.
იო--- თხ--–--–---–მა 2017 წლის 13 მარტს განცხადებით მიმართა (მანამდე არაერთჯერ ჰქონდა ასევე მიმართული) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რათა ქობულეთის სოციალურ სამსახურში გადაეგზავნა წარდგინება, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, რაზედაც 2017 წლის 2- მარტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ წერილით აცნობა, რომ ანალოგიური მოთხოვნით იო--- თხ--–--–---–ს არაერთხელ ჰქონდა მიმართული, რომელთა განხილვის შედეგებზე მას ეცნობა წერილობით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებნით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელახლა ვერ იქნება განხილული.
სასა----თლო მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური (ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) ვალდებული იყო, დაინტერესებული პირის, იო--- თხ--–--–---–ის მოთხოვნით, კომპენსაციის დანიშვნაზე უფლებამოსილ ორგანოს გაუგზავნოს პირის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია (წარდგინება, წელთა ნამსახურების ნუსხა, ბრძანების ამონაწერი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ), ხოლო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ დოკუმენტებისა და კანონით განსაზღვრული წესის საფუძველზე იღებს, კომპეტენტური ორგანო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველო) უნდა დავალდებულდეს, იოსებ თხ--–--–---–ის მოთხოვნის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქობულეთის რაიონულ განყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-250-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. იო--- თხ--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო კომპენსაციის (პენსია) დანიშვნის თაობაზე, იო--- თხ--–--–---–ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- წერილი;
3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2017 წლის 2- თებერვლის №0----------- აქტის (გადაწყვეტილება) გაუქმებისა და სახელმწიფო კომპენსაციის (პენსია) დანიშვნის თაობაზე, იო--- თხ--–--–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2- მარტის №0------ გადაწყვეტილება;
4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 2- მარტის №MIS 7170067573 წერილი, იო--- თხ--–--–---–ის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ.
დავალდებულდეს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ადამიანური რესურსების მმართვის სამმართველო) იო--- თხ--–--–---–ის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქობულეთის რაიონულ განყოფილებას.
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იო--- თხ--–--–---–ისათვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ.
6. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე