განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
(---------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა
სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ - გ------------------------
დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნ------------------------,განსასჯელ – გ-----------------------
ადვოკატების _ ტ-----------------, გ----------------------, ო----------------, ი----------------------, მ--------------------- მონაწილეობით
განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელ გ----------------------------------- (დაბადებული---------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საბრალდებო დასკვნით, განსასჯელ გ---------------------------------- ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება.
გ---------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ---------------------------------- ნათესაურ ურთიერთობაში იმყოფებოდა დ-------------------------------------. კერძოდ, 19 წლიდან გ--------------------- იყო დ------------------ს მეჯვარე, შემდგომში კი ბავშვის ნათლიაც.----------- მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან დ------------------ა მიიჩნია, რომ გ--------------------- მას არასწორად მოექცა. კერძოდ, არ გადაუხადა საერთო საკუთრებაში არსებული სამარშრუტო ხაზის გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილი. აღნიშნულის ნიადაგზე ბოლო წლების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა.-------–-–----------------–-, გ------------------- დ------------------ შესჩივლა, რომ გ--------------------- მას არ უბრუნებდა ვალს, რომელიც ერთი წლით ადრე, გ--------–- წასვლასთან დაკავშირებით, მისი წარმოდგენით გ--------------------- წარმოეშვა. დ------------------ გამოექომაგა გ------------------. ამ საკითხზე ურთიერთობის გარკვევის მიზნით მოძებნეს გ--------------------- ქ------–--–---------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ---------------------- კატეგორიული უარი განაცხადა ვალის დაბრუნებაზე. განაცხადა, რომ გ.----------ის ვალი ჰქონდა არა მას, არამედ სავიზო ფირმის წარმომადგენელს - გ.--------ლს. აღნიშნულის ნიადაგზე ერთი მხრივ გ.-------–---–ი და მეორე მხრივ დ.----------–ი შეკამათდნენ, რა დროსაც დ.----------–მა უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა გ.-------–---–ს. კამათი გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ერთმანეთი ცემეს. აღნიშნული განმეორდა------------------------- ამჯერად მ--------------------------------, სადაც გ--------------- და დ.----------–მა კვლავ ცემეს ერთმანეთი. ჩხუბის დროს გ.-------–---–ის დაშინების მიზნით დ.----------–მა თანნაქონი პისტოლეტიდან მრავალჯერადი გასროლა აწარმოა გ.-------–---–ის ფეხების წინ. პასუხად გ--------------- მას გადაარტყა თავში რკინის ჯოხი, რითაც თავის არეში მიაყენა დაზიანება. შემსწრე პირების მეშვეობით მოჩხუბრები გაშველდნენ.
იმავე დღეს,----------------------- დაახლოებით 20:35 საათზე, დ.----------–ი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ქ------–-----------–--–---------- კ---------- ეზოში და ქეიფობდა მეზობლებთან ერთად, რა დროსაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი - არაყი. დაახლოებით 21:45 საათზე მათთან მივიდა გ---------------------, რომელმაც დ.----------–ი გაიხმო გვერდზე, მ---- კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე. გ---------------, ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა, ჩხუბის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი, გამოძიებით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოა გასროლა დ.----------–ის მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი და სახიფათო დაზიანება. დ.----------–ი ადგილზე გარდაიცვალა. გ.-------–---–ი კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
წინასწარი გამოძიების მიერ გ---------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულები დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
2----–-–----------------–-----------------------------------–--------------------–-------------------–-------–---–- შესახლებული იქნა ა-------------------–------- ექსტრადირებული გ----------------------------------.
მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე განსასჯელმა გ---------------------- არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: დ------------------ იყო მისი უახლოესი მეგობარი და შვილის ნ.----------–ის ნათლია. თავდაპირველად მათ შორის კონფლიქტი დაიწყო სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით და გაგრძელდა ვიზისთვის გადახდილი თანხისთვის, რაც გ.----------ს უნდა დაებრუნებინა ვინმე გ---------.----- წლის დასაწყისში, როდესაც ნახა გ.----------ი დ.----------–თან ერთად, უთხრა, რომ შეეძლო მოეთხოვა ვინმე გ----------- მისი კუთვნილი 200 დოლარი.-------------------------–-, იმყოფებოდა სტუმრად დასთან, სადაც მივიდნენ დ----------------------, ჯ--------------, გ-------------, ო------------------ და უთხრეს, რომ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით ეძებდა დ.----------–ი. ბიჭებმა იცოდნენ, რომ დ.----------–ი იყო ნასვამი, ამიტომ უთხრეს, რომ ხვალ ენახათ ერთმანეთი. სახლთან მისულები შეხვდნენ დ.----------–ს და გ.----------ს და ეზოდან გადაინაცვლეს N--------–------, სადაც დ.----------–მა უთხრა, რომ გ.----------მა მას გადააბარა ფული და მისთვის უნდა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ჩხუბი და დ.----------–მა მას თავი გაუტეხა.----- წლის პ------–-------- ეზოში ნახა დ.----------–ი და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა. რამდენიმე საათში ჩავიდნენ მ----------------------, სადაც ასევე იყვნენ დ.----------–ი, გ.-----ა, ო-------------- და სხვები. დ---------------------- და გ------------------ იყვნენ თუ არა, არ ახსოვს. სანაპიროზე დ.----------–ს უთხრა, რომ წინა დღეს არ უნდა დაერტყა მისთვის, რის გამოც ის გაბრაზდა და იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. უკან დაბრუნებისას დ.----------–თან კიდევ მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც მას რკინის ნაჭერი ჩაარტყა და თავი გაუტეხა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მ----------------- ნახა მისი დეიდაშვილი, ა----------------- და უამბო მომხდარის შესახებ. დაახლოებით ერთ საათში-–-------- მარკის ა/მანქანით მივიდა გ------------- და ს------ ს---–---. ისინი მიდიოდნენ გ-------- ბაბუასთან ა/მანქანის შესაკეთებლად და ა-----------------სთან ერთად გაჰყვა მათ. ა/მანქანის შეკეთების შემდეგ ს---–---მ ყველანი დასალევად დაპატიჟა და წავიდნენNN---------–------ მდებარე სასადილოში, სადაც დაახლოებით ერთი საათით გაჩერდნენ. ამ პერიოდში გ.-----ამ ნახა თავის სკოლელი ვინმე ზ------ რომელიც უნდა გაყოლოდა მათ მ--------------------------. სასადილოში ყოფნის დროს გადაწყვიტეს სოფელში დედამისის სანახავად წასვლა. გ.-----ამ თქვა, რომ მისულიყვნენ სახლში, ეზოდან დაიძახებდა, რომ ღამით სახლში არ მივიდოდა და ისე წასულიყვნენ სოფელში. უბანში ა/მანქანა გააჩერეს ი.----------–ის კ---------- ქვეშ, მაღაზიასთან. გ.-----ა გადავიდა სიგარეტის საყიდლად, ხოლო თვითონ დაინახა, რომ უბანში იყვნენ ბიჭები და მათკენ გაემართა. როდესაც მათ მიუახლოვდა, დაინახა დ------------------, კ---------------, ი----------------- და პ------------------. სხვა ვინმე იყო თუ არა, არ ახსოვს. მისი დეიდაშვილი და ს---–--- ა/მაქანაში დარჩნენ. რაღაც მომენტში დ------------------ გავიდა და როცა დაბრუნდა უთხრა, რომ მოეცადა, რათა სალაპარაკოდ გასულიყვნენ. მივიდა ა/მანქანასთან, ბიჭებთან ერთად საწვავის ჩასასხმელად გავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში უკან დაბრუნდა. ეზოში ისევ ის სიტუაცია იყო და დ.----------–ს უთხრა, რომ დროულად ესაუბრათ. ასეთ დროს ყოველთვის იცოდნენ, რომ ს----–------ გადიოდნენ, გზად კი გარაჟები უნდა გაევლოთ. თვითონ ოდნავ წინ მიდიოდა, დ------------------ კი უკან მიყვებოდა. მან შეაგინა და უთხრა: „ჩემი დედა, ეხლა თუ არ დაგიმთავრო“, ხოლო მარჯვენა ხელი იარაღისკენ წაიღო. იარაღი დაინახა, თუმცა ამოღება მოასწრო თუ არა, არ დაუნახავს. ამ დროს, მის უკან, მარცხენა მხრიდან გაიგონა მისი დეიდაშვილის სიტყვები: „სროლა არ გაბედო“ და იყო გასროლაც. სროლისას წნევა მოხვდა თავთან და აიფარა ხელი, ყველა გაიქცა, დ.----------–ი კი გულაღმა, მსროლელის საპირისპიროდ დაეცა. ამ დროს მასთან მივიდა გ.-----ა და წავიდნენ მ------------------. მას რომ იარაღი ქონოდა, ყველა დაინახავდა. დ.----------–ის მოკვლის მიზანი არ ჰქონია, რადგან მ----------- თავის გატეხვით მასზე შური უკვე ნაძიები ჰქონდა. ა----------------- და დ------------------ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ა.--–------ისგან იცის, რომ მკვლელობის დღეს მას ჰქონდა გადაჭრილი თოფი, რომელიც გასროლის შემდეგ დამალა. მკვლელობის დღეს ა-----------------ს ეცვა მუქი ფერის, გრძელი ქურთუკი, ამიტომ არ შეუმჩნევია, ჰქონდა თუ არა მას იარაღი. ა.--–------ის ხელში იარაღი დაინახა მას შემდეგ, როცა მან დ.----------–ს ესროლა. აღნიშნულის შემდეგ გააცნობიერა, რომ ყველა გზა მისკენ მიდიოდა და წავიდა ა---––---–-- სადაც გაჩერდა სამი თვე, ხოლო შემდეგ წავიდა რ------–-. შემდეგ ისევ დაბრუნდა ს----------–--–-, გააკეთა პასპორტი ვ----------------- სახელზე, ა-----------------სთან ერთად აიღო ვიზა და-------------------------–----------------- წავიდა ჩ-----–-. ჩ---------- ჩავიდა ა--------–- და მას შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ერთ მისამართზე. ვინაიდან იმ პერიოდში პატიმრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, არ გამოცხადდა პოლიციაში. პირველად ადვოკატი----- წელს აიყვანა, რომელმაც უთხრა, რომ საქმიდან გამომდინარეც უდანაშაულო ჩანდა. სწორედ ამიტომ, ასევე იმ მიზეზით, რომ ადვოკატი პირადად არ უნახავს, ა------------------ შესახებ მისთვის არ მოუყოლია.--------------------------- მისამართზე მიუვიდა მოწვევა სასამართლოდან. იბარებდნენ გ----------------------ა და ვ----------------- ვინაობის იდენტიფიცირებისთვის. აღნიშნულის შემდეგ ა.--–------ე ნახა----- წელს. ახალ წელს შეხვდნენ ერთად და გადაწყვიტეს, რომ ის უნდა ჩასულიყო ს----------–--–- ადვოკატის სანახავად და სიმართლის სათქმელად, თუმცა ა.--–------ე ა--------–- დაიჭირეს.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ------------------------ დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ----------------------- როდესაც მოხდა მისი მამის, დ------------------ს მკვლელობა, იყო-–----- წლის. დედისგან გადმოცემით იცის, რომ დ.----------–ს და გ.-------–---–ს ჰქონდათ უთანხმოება საერთო სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით, რაც გ---------------------- გაყიდა და კუთვნილი წილი არ მისცა მამამისს. მისთვის ცნობილია, რომ-------------------------–-, მ--- მ-----------, გ---------------------- რკინის ჯოხით თავი გაუტეხა დ.----------–ს. მიზეზი იყო გ------------------სთვის მისაცემი თანხა, რასაც გ.-------–---–ი არ აბრუნებდა. აღნიშნული მისთვის ცნობილია ო-----------------ისგან და გ-------------სგან, რომლებიც იყვნენ განსასჯელის და მამამისის საერთო მეგობრები. მხოლოდ ეს იყო მათი უთანხმოების მიზეზი თუ სხვა რამ, მისთვის უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის ფაქტს, იცის, რომ----------------------- მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დ--------------------ნ ერთად იმყოფებოდნენ კ---------------, დ----------------ე, ი----------------- და პ------------------. კ--------------ისგან იცის, რომ მათთან მივიდა გ--------------------- და მამამისი გაიყვანა გ----–---- მხარეს. კ.------–--ემ ასევე უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ვიღაც უცხო პიროვნება, რომელიც გაჰყვა გ.-------–---–ს და დ.----------–ს. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მამამისი ნახეს თავიანთი საცხოვრებელი კ---------- მოპირდაპირე მხარეს, სამანქანე გზაზე. მას ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა თვალის არეში. შემდგომში, ოჯახის წევრებისგან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მკვლელობა ჩაიდინა გ----------------------, რომელიც არის მისი ნათლია.
მოწმე ა------------------- დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დ------------------ იყო მისი შვილი, რომელიც გარდაცვალებამდე, გარკვეული პერიოდით ადრე, მუშაობდა ს-----------------–--–-. გ--------------------- იყო მისი შვილის მეჯვარე და შვილიშვილის, ნ------------------------ ნათლია.----------------------- საღამოს საათები იყო, როდესაც გაიგო იარაღიდან გასროლის და მანქანის სწრაფად გასვლის ხმები. გასროლიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, მათ კარზე დააკაკუნა მეზობელმა, რომელმაც უთხრა, რომ ეზოში დ.----------–ს ესროლეს და ჩასულიყო. როდესაც ეზოში ჩავიდა,--------------- წინ ნახა მისი შვილი, თავთან სისხლის გუბეში. აღნიშნულის გამო მიიღო შოკი, ესმოდა სიტყვები „მეჯვარე“, მაგრამ იმ მომენტში არ უფიქრია, რომ აღნიშნული გაკეთებული იყო გ.-------–---–ის მიერ. პ---–------ დღეებში, ოჯახის წევრებისგან გაიგო, რომ მისი შვილის მკვლელი იყო გ---------------------. გასვენების შემდეგ მისი რძლისგან, ნ------------------ შეიტყო, რომ დ.----------–ს და გ.-------–---–ს ჰქონდათ კონფლიქტი საერთო სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით, რომლის გაყიდვიდან მიღებული თანხა მიითვისა გ--------------- და წილს არ აძლევდა მის შვილს. მათ შორის უთანხმოება ასევე გამოწვეული იყო ვიზების გამო. აღნიშნულის დაკავშირებით---------------------------, N-- ს----–--------–-, გ---------------------- და დ------------------ა იჩხუბეს, რაც გაგრძელდა-----------, მ----------------------. მეორე ჩხუბის დროს გ--------------- რკინის ჯოხი ჩაარტყა დ.----------–ს. ორივე ჩხუბის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ო------------------, ჯ-------------- და გ-------------. სწორედ გ-------------სგან გაიგო მომხდარი ჩხუბების შესახებ. მისი შვილის მკვლელობიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეხვდა გ-------------ს, რომელმაც უთხრა, რომ სროლის მომენტში დ.----------ესთან ერთად ცალკე იყო გასული და საუბრობდნენ დ.----------–ის და გ.-------–---–ის შერიგების საკითხზე. შესაბამისად, მას სროლის მომენტი დანახული არ ჰქონდა.
მოწმე ი-----------------ა დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ დ------------------ და გ--------------------- იყვნენ მისი მეზობლები და მათთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა.----------------------- დაახლოებით 21:00 საათზე, იმყოფებოდა ეზოში, სადაც დგას ო-----–-------------–---- კორპუსი ------------------- კორპუსები. მათ შორის იყო ამაღლებული სათამაშო მოედანი, სადაც იდგნენ პ------------------, კ---------------, დ------------------, დ----------------ე და სვამდნენ არაყს. ცოტა ხანში მათთან მივიდა გ-------------ც. მალევე, იმავე მხრიდან, საიდანაც მივიდა გ-------------, ამოვიდა გ---------------------ც და დ------------------ გაიყვანა--------------- მხარეს, გ----–----კენ. ხედავდა, რომ დ------------------ იდგა მისკენ ზურგით, ხოლო გ--------------------- მის წინ, ოდნავ მარცხნივ. მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით ერთი მეტრი. იმ საღამოს იყო ნათელი ღამე და ხილვადობაც იყო კარგი, ამასთან, 21:30 საათისკენ მოვიდა შუქიც. ეზოში მათი ყოფნის დროს,--------------- მხრიდან შევიდა ღია ფერის-–------- და გაჩერდა. იქიდან გადმოვიდა საშუალო აღნაგობის, უცხო მამაკაცი, რომელიც გაემართა გ.-------–---–ისა და დ.----------–ისკენ. აღნიშნულმა მამაკაცმა გვერდზე ჩაუარა. მას ჰქონდა წვერი. მალევე, გ----–---- მხრიდან გამოვიდა ორი მამაკაცი, რომლებიც ასევე მივიდნენ მათთან და დადგნენ გ---------------------- და წვერებიანი, უცხო მამაკაცის გვერდით. მათ შორის დ------------------ ყველაზე მაღალი იყო. ესმოდა ხმამაღალი საუბარის ხმა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. დაინახა, რომ გ.-------–---–ს ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც მიმართული იყო დ.----------–ის სახისკენ, ქვემოდან ზევით მიმართულებით. სხვა პირებს არც დაკვირვებია და შესაბამისად, მათ ხელში არაფერი დაუნახავს. საგნიდან, რაც გ--------------------- ეჭირა, გამოიფრქვა ცეცხლი და დ.----------–ი დაეცა. გ---------------------- მიერ იარაღის ამოღება არ დაუნახავს და არ ახსოვს, თუ რომელ ხელში ეჭირა ის. შემთხვევის ადგილზე არ მისულა, შეშინებული გაიქცა------------------. კ.------–--ე და პ------------- საით გაიქცნენ, არ იცის. გ---------------------- მიერ დ------------------ს მიმართ სროლის შესახებ უამბო პ------------------- მისთვის ცნობილია, რომ მკვლელობამდე დ------------------ მუშაობდა დ-–--–--
მოწმე პ------------------ა დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ მუშაობს ც--------–---------------–----------–-–-------------------–--------------------------–-- თანამდებობაზე. დ------------------ და გ--------------------- იყვნენ მისი მეგობრები და ცხოვრობდნენ ბ------------–--–--------------–-. მათი საცხოვრებელი კორპუსები კ------------------------ განლაგებული, მათ შორის არის დიდი ეზო, სადაც მოწყობილი იყო ბავშვთა გასართობი სკვერი. თავად ცხოვრობდა-------------–-, მისგან მარცხნივ იყო--------------- მარჯვნივ ---------------- ხოლო წინ---------------------- წლის----------- იმყოფებოდა სტუმრად ნათესავებთან, სახლში დაბრუნდა ნასვამი, თუმცა სახლში არ ასულა და დარჩა ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ დ.----------–ი, დ.----------ე, კ.------–--ე და ი.----------–ი. მათ ჰქონდათ ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ი----------------- და კ--------------- არ სვამდნენ. ცოტა ხანში დ----------------ე გავიდა, როგორც შემდგომში გაიგო, ის გაუყვანია გ-------------ს. ცოტა ხანში დ------------------ც გავიდა და დარჩა ი.----------–თან და კ.------–--ესთან ერთად. მალევე გაიგეს სროლის ხმა, გაიქცნენ გ----–---- მიმართულებით და ნახეს გარდაცვლილი დ------------------. აღნიშნული მოხდა 21:00 საათიდან 22:00 საათის შუალედში. ამ დროს დენი მოსული იყო. თავად შემთხვევის ადგილს ვერ ხედავდა. მისგან მარჯვნივ, დაახლოებით ორ მეტრში იდგნენ კ--------------- და ი-----------------, რომლებიც დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან უყურებდნენ შემთხვევის ადგილს. შემთხვევიდან ორი-სამი დღის შემდეგ, გამოძიებისთვის უკვე ჰქონდა ჩვენება მიცემული, როცა შეხვდა ი----------------- და კ---------------ს და რომლებმაც უთხრეს, რომ დაინახეს გ.-------–---–ის მიერ დ.----------–ის გაყვანის ფაქტი. მათ ასევე დაინახეს, რომ გ.-------–---–ის ხელში ეჭირა იარაღი და იყო ცეცხლის დიდი ალი. მათი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ დაწერეს ჩვენებებშიც. შემდგომში მათ კიდევ ბევრჯერ ესაუბრა და ყოველი საუბრისას ისინი ადასტურებდნენ, რომ დაინახეს გ.-------–---–ის მხრიდან დ.----------–ის მიმართულებით გასროლის ფაქტი.----------- დაიკითხა მეორედ, თუმცა ე----------------------- მიერ მისთვის მოყოლილი ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწვდია, რადგან აღნიშნულზე მისთვის კითხვა არ დაუსვამთ. მიუხედავად იმისა, რომ გ-------------სგან გაიგო გ--------------------- და დ------------------ შორის არსებული კონფლიქტის მიზეზის შესახებ, რაც უკავშირდებოდა სამარშრუტო ხაზის და ვიზების საკითხს, გამოძიების ეტაპზე, მეორედ დაკითხვის დროს ჩვენებაში დაფიქსირდა, რომ მისთვის უცნობი იყო რაიმე სახის კონფლიქტის შესახებ.
მოწმე კ---------------მ დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ დ------------------ და გ--------------------- იყვნენ მისი მეზობლები და მეგობრები.----------------------- დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ იმყოფებოდა უბანში, სადაც ასევე იყვნენ დ------------------, პ------------------, ი-----------------, დ----------------ე და სხვები. ცოტა ხანში მათთან მივიდა გ.-------–---–ი და სასაუბროდ გაიყვანა დ.----------–ი, რომელიც მალევე დაბრუნდა და შემდეგ სიგარეტის საყიდლად წავიდა. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მათთან მივიდა გ------------- და დ----------------ე გაიყვანა. ამ დროს დ.----------–ი მაღაზიიდან დაბრუნებული იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეზოში შევიდა-–-------- მარკის ავტომანქანა და მათგან დაახლოებით 15 მეტრში გაჩერდა. ამავე დროს გ.-------–---–ი ისევ მივიდა მათთან და გ----–---- მხარეს გაიყვანა დ.----------–ი, რომელიც იდგა მისკენ ზურგით. გ.-------–---–ს თითქმის ვერ ხედავდა, ვინაიდან მას ეფარებოდა დ.----------–ი, რომელიც იყო დიდი აღნაგობის. დაინახა, რომ ა/მანქანიდან გადავიდა ერთი პიროვნება, რომელმაც მათთან ახლოს ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა და წავიდა იმ მიმართულებით, სადაც იყვნენ დ.----------–ი და გ.-------–---–ი. მას ეცვა ყავისფერი ე.წ. კურტკა, ჰქონდა წვერი და იყო გამხდარი პიროვნება. ადგილზე რომ მივიდა, დადგა დ------------------ს წინ. მალევე გაიგო გასროლის ხმა, გაიხედა და დაინახა, რომ დ.----------–ი წაიქცა. აღნიშნულის გამო შეეშინდა და გაიქცა. რაც შეეხება ა/მანქანას, გასროლიდან მალევე, სწრაფად გავიდა ეზოდან. გ---------------------- ხელში იარაღი არ დაუნახავს, რადგან მას ფარავდა დ------------------.
მოწმე კ-------------- დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ დ------------------ და გ--------------------- იყვნენ მისი უბნელები. როგორც მისთვის ცნობილია, გ.-------–---–ი იყო დ.----------–ის მეჯვარე და ბავშვის ნათლია. მკვლელობამდე სამი დღით ადრე იმყოფებოდა სახლში ო--------------------თან, დ-----------------------ან და გ-------------სთან ერთად, რა დროსაც ეზოდან დაიძახა დ------------------ა, რომელსაც ახლდა გ------------------ და იკითხა გ---------------------- ადგილსამყოფელი. უთხრა, რომ გ.-------–---–ი მასთან არ იყო და წავიდნენ. ვინაიდან დ------------------ იყო ნასვამი და გ.----------ის ვალის თაობაზე უნდოდა გ---------------------- ნახვა, მათ შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ჯ.---–--ის ა/მანქანით მიაკითხეს მას ზ--------, რათა სახლში მიეყვანათ ისე, რომ მას და დ------------------ ერთმანეთი არ ენახათ. როდესაც ჯ.---–--ის ა/მანქანით თავიანთ ეზოში შევიდნენ, ამ დროს ტაქსით მივიდნენ დ------------------ და გ------------------. ეზოდან გადაინაცვლეს N--------–------, სადაც დ------------------ გ--------------------- სთხოვდა გ------------------სთვის ვიზის ფულის დაბრუნებას. ამავე დროს, დ.----------–მა გ.-------–---–ს რკინის მეტალით სცემა და თავი გაუტეხა. ს----–------ ასევე იმყოფებოდნენ ო------------------, დ---------------------- და გ-------------. ჯ-------------- იყო თუ არა, არ ახსოვს. რაც შეეხება დ.----------–ის მკვლელობის ფაქტს,----------------------- მეგობართან ერთად საქეიფოდ იმყოფებოდა ა--–-----–-. სახლში დაბრუნდა გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე და გაიგო, რომ გ.-------–---–ს მოუკლავს დ.----------–ი. კონკრეტულად არავის უთქვას, რომ დაინახეს გ---------------------- მხრიდან დ------------------ს მიმართ იარაღიდან გასროლის ფაქტი, თუმცა ჭორის დონეზე მთელი უბანი ამბობდა, რომ აღნიშნული ჩაიდინა გ---------------.
მოწმე ჯ--------------მ დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ გ--------------------- და დ------------------ იყვნენ მისი მეგობრები და ცხოვრობდნენ ერთ უბანში. გ.-------–---–ი იყო დ.----------–ის მეჯვარე და ბავშვის ნათლია.-------------------------–- იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა კ------------- და სთხოვა მისი ა/მანქანით გ.-------–---–ის მოძებნა. მიზეზი იყო ის, რომ დ------------------ და გ------------------ ეძებდნენ მას ვიზის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. გ.-------–---–ი იმყოფებოდა მის დასთან ზ--------, სადაც წავიდა გ-------------სთან, დ-----------------------ან, კ-------------სთან, ო------------------სთან ერთად და გ.-------–---–ი სახლში წაიყვანეს. როდესაც ეზოში დაბრუნდნენ, დანარჩენები გადავიდნენ ა/მანქანიდან, ხოლო თვითონ ა/მანქანა ავტოფარეხში გააჩერა. სახლთან დაბრუნებულს ადგილზე აღარავინ დახვდა. ჩათვალა რომ ყველა სახლში წავიდა და თავადაც სახლში ავიდა. მეორე დღეს გ---------------------- მოუყვა N--------–------ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომ დ------------------ა მას ხელკეტით გაუტეხა თავი და სურდა მისი ნახვა.----------------------- დღის პირველ ნახევარში, შეხვდა დ------------------, რომელმაც ასევე უთხრა, რომ სურდა გ.-------–---–ის ნახვა. სთხოვა, რომ მის გარეშე ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. რამდენიმე ხანში გამოჩნდა გ---------------------ც, აღნიშნული აცნობა დ.----------–ს და სასაუბროდ წავიდნენ კორპუსების მოშორებით, სადაც მის გარდა იყვნენ ო------------------, დ---------------------- და გ-------------. გ---------------------- დ------------------ აჩვენა გატეხილი თავი და ჰკითხა რატომ გაუტეხა. დ.----------–მა უთხრა, რომ საცემი იყო და მათ შორის კვლავ დაიწყო ჩხუბი. ამ დროს დ.----------–მა ამოიღო იარაღი და ისროლა, შესაჩერებლად ყველა მივარდა მას, გ.-------–---–ს ყურადღებას აღარავინ აქცევდა. სწორედ ამ დროს მან აიღო რკინის ნაჭერი და თავში ჩაარტყა დ.----------–ს, რის შემდეგაც გაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ყველანი დაიშალნენ. დაღამებული იყო, როდესაც ისევ ეზოში იმყოფებოდა და გაიგო სროლის ხმა, წავიდა იქით, სადაც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და გაიგო, რომ დ------------------ მოკლეს. როგორც მისთვის ცნობილია, სროლის დროს ეზოში იყო კ---------------. იმ ღამესვე მისცა ჩვენება. პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ გ--------------- ისროლა. შემთხვევის შემდეგ, ეზოში მყოფ პირებს, მათ შორის კ---------------ს, ჰკითხა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგი დუმდა, ზოგი კი ამბობდა, რომ არაფერი დაუნახავთ. მიუხედავად ამისა, მოცემულობად იქნა მიღებული, რომ დ------------------ მოკლა გ----------------------, რაც გამოწვეული იყო მისი მხრიდან ქვეყნის დატოვებით და მათ შორის კონფლიქტის არსებობით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, დ------------------ და გ--------------------- შორის არსებობდა უთანხმოება სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით, რაც გ--------------- გაყიდა, ხოლო დ.----------–ი სთხოვდა წილს ისე, რომ არ ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გ--------------- თანხის ნახევარი მისცა დ.----------–ს.
მოწმე ო------------------მ დაადასტურა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ გ------------------------ და დ--------------------ნ ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა და ცხოვრობდნენ ერთ უბანში.------–-–--------------- თვეში გ-------------სთან და დ-----------------------ან ერთად იმყოფებოდა კ-------------- სახლში, სადაც გ.----------თან ერთად მივიდა დ.----------–ი და იკითხა გ---------------------, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა მის დასთან ზ--------. იმისათვის, რათა გ.-------–---–ი და დ.----------–ი ერთმანეთს არ შეხვედროდნენ, აღნიშნულ პირებთან ერთად მიაკითხეს ჯ--------------ს და სთხოვეს მისი ა/მანქანით გ.-------–---–ის სახლში წაყვანა. როდესაც დაბრუნდნენ, ჯ--------- ა/მანქანა წაიყვანა გასაჩერებლად, რა დროსაც ტაქსით მივიდნენ დ------------------ და გ------------------. მათ დაიწყეს ხმამაღალი საუბარი, რის გამოც გადაინაცვლეს ს----–--------–-. გ.----------ი და დ.----------–ი გ.-------–---–ისგან ითხოვდნენ ფულს, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ჩხუბის დროს დ------------------ა აიღო რკინის ნაჭერი და თავში ჩაარტყა გ---------------------. აღნიშნულის შემდეგ ისინი გააშველეს და დაიშალნენ.----------------------- შუადღის საათებში, კონფლიქტს მოჰყვა გაგრძელება. იმყოფებოდა კ---------- წინ, ეზოში, სადაც მივიდნენ ჯ--------------, დ---------------------- და გ-------------. ასევე მივიდა დ------------------, შემდეგ კი გ---------------------. მათი შერიგების მიზნით ეზოდან გადაინაცვლეს მ-----------, თუმცა შერიგების ნაცვლად მათ შორის კვლავ მოხდა შელაპარაკება და დ.----------–მა გ.-------–---–ის ფეხების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო შემდეგ გ---------------------- მას თავის არეში ჩაარტყა რკინის ნაჭერი. უშუალოდ მკვლელობის მომენტში იმყოფებოდა სახლში. როდესაც ეზოში ჩავიდა, ხალხი იყო გაურკვევლობაში, რადგან არ იცოდნენ ვინ ესროლა დ.----------–ს. პოლიციელებისგან გაიგო, რომ მკვლელობა ჩადენილი იყო გ---------------------- მიერ. მიუხედავად იმისა, რომ უბანში იკითხა მკვლელის ვინაობის შესახებ, ზოგმა არ იცოდა, ხოლო ზოგმა უთხრა, რომ ჯ-----–---–- არ უსვრია. გ-------------მ ასევე არ იცოდა, ვინ ესროლა დ------------------. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მკვლელობამდე გ--------------------- და დ------------------ ჰქონდათ უთანხმოება სამარშრუტო ხაზთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ საერთო სამარშრუტო ხაზი, რაც გაყიდეს და თანხა გაიყვეს, ხოლო გ--------------------- ჰქონდა საკუთარი სამარშრუტო ხაზიც, საიდანაც დ------------------ სთხოვდა ფულს, მიუხედავად იმისა, რომ წილი არ ეკუთვნოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე გ------------------ს ჩვენებით, დ------------------ იცნობდა-------------- და ცხოვრობდნენ ერთ უბანში, ქ------–------------------–--–------------. მისგან გაიცნო გ---------------------, რომელიც იყო დ.----------–ის ბავშვის ნათლია.------–-–-- ბოლოს გ.-------–---–თან, ო--------------სთან და დ.--------–---–თან ერთად გადაწყვიტა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა. ვიზებისთვის მიმართეს ერთ-ერთ კომპანიას, სადაც მუშაობდა ვინმე გ------ რომელსაც გადაუხადეს 1000 ან 1200 დოლარი, საიდანაც მისი წილი იყო 250 ან 300 დოლარი.----- წელს გაემგზავრნენ გ--------–-, ბ---–--------- საზღვარზე მათი ვიზები დაიწუნეს და უკან გამოაბრუნეს. გ---------------, დ.--------–---–მა და ო--------------მ სხვა ფირმაში გააკეთეს ვიზები და ისევ წავიდნენ, თავად კი ს----------–--–- დარჩა.----- წლის ო----------–- გ.-------–---–ი ისევ ჩამოვიდა ს----------–--–-, ხოლო ნ--------- თვეში, მასთან და დ--------------------ნ ერთად სვამდა უბანში. საუბრისას გ--------------- უთხრა, რომ ბიჭებმა გ--------- ამოიღეს თანხა და მასაც ერგებოდა რაღაც წილი.----- წლის დასაწყისში დ.----------–თან ერთად გადაწყვიტა სამუშაოდ გ--------–- წასვლა, თუმცა ფული არ ჰყოფნიდათ. დ.----------–მა შესთავაზა მას, რომ მიემართა გ.-------–---–ისთვის და დაეზუსტებინა ჰქონდა თუ არა მისთვის ფული მისაცემი.-------------------------–- დალია დ.----------–თან ერთად, რა დროსაც გადაწყვიტეს, რომ თანხასთან დაკავშირებით ენახათ გ.-------–---–ი. იგი უბანში ვერ იპოვეს და დაახლოებით 19:30 საათზე, მივიდნენ კ.--------ესთან, რომელიც ასევე ცხოვრობდა ბ-----–--–------------. გ--------------------- იქ ვერ ნახეს. დაახლოებით 21:00 საათზე, კორპუსთან დაინახეს გ.-------–---–ი, ო-------------- და კ.--------ე. დ.----------–მა წამოიწყო საუბარი ფულთან დაკავშირებით, ხოლო გ--------------- მას შესთავაზა N--------–------ გასვლა. ყველანი წავიდნენ N--------–------, სადაც დ.----------–ის კითხვაზე გ--------------- თქვა, რომ მას ფული მისგან არ ეკუთვნოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დაიწყეს კამათი და გინება, თუმცა მუქარას მოკვლასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და მათ ერთმანეთი ცემეს.----------------------- მთელი დღე იმყოფებოდა ბიძასთან სტუმრად. სახლში დაბრუნდა----------- და შეიტყო, რომ დ.----------–ს კორპუსთან ესროლეს. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც დ.----------–ს ჰქონდა კონფლიქტი, იყო გ---------------------. მას მტრები არ ჰყოლია, რომ ჰყოლოდა, მათი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეცოდინებოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე დ----------------ის ჩვენებით,----------------------- დაახლოებით 19:00 საათზე იმყოფებოდა ბ-----–--–-------------- კ------------–------------–------------------–--- მოედანთან. ეზოში იყო დ------------------ც, ცოტა ხანში მივიდნენ პ------------------ც და კ---------------ს. საუბრობდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასთან დაკავშირებით. ცოტა ხანში კ.------–--ე და დ.----------–ი წავიდნენ სიგარეტზე. მოიტანეს ტკბილი არაყი, ქადა და დაიწყეს დალევა. დაახლოებით 22:30 საათისთვის, მათთან მივიდა-------------–- მცხოვრები ი.----------–ი. შემდეგ მივიდა გ-------------ც, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ჰქონდა საქმე და გავიდნენ------------------------ მარკეტისკენ. მოძრაობისას, მისგან მარცხნივ შენიშნა, რომ ბიჭებისგან მიდიოდა ვიღაც, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გ.-----ამ გამოყვანისთანავე უთხრა, რომ 0---------, დილის საათებში დ.----------–მა და გ--------------- მ------------------ იჩხუბეს, რა დროსაც გ.-------–---–ს დ.----------–ისთვის თავში ჩაურტყამს რკინის ჯოხი. ისინი ერთმანეთს გადაეკიდნენ და სურდა მათი შერიგება. საუბრისას--------------- მხრიდან გაიგეს გასროლის ძლიერი ხმა, გაიქცნენ და დაინახეს, რომ დ.----------–ი პირაღმა, ფეხებით------------------ ეგდო ძირს. აღნიშნულის გამო შეეშინდათ და გაიქცნენ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე გ----------------- ჩვენებით,----------------------- დილიდან იმყოფებოდა ნაკვეთში, რომელიც მდებარეობდა ბ-----–--–--- ქუჩის ბოლოში, მდინარე მ------------------. დაახლოებით 15:30 საათზე მასთან მივიდნენ ძმები მ------------------------------------ მ----------- გააგზავნეს არყის მოსატანად, ის დაბრუნდა დაახლოებით 20 წუთში და თქვა, რომ მისი ნაკვეთის შესასვლელი ჭიშკრიდან, დაახლოებით 60-70 მეტრში იდგნენ ბიჭები და კამათობდნენ. გარეთ არ გაუხედავთ, დასხდნენ ფარდულში, დახურეს კარი და დაიწყეს არყის სმა. სმის დროს არანაირი ხმაური არ გაუგიათ. დაახლოებით 16:00 საათზე გაიგონა ძახილი და გაიხედა. კარში იდგა ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთს თავი ჰქონდა გატეხილი. მან თქვა, რომ გადმოვარდა და თავი დაიზიანა. მეორე ბიჭი წავიდა, ხოლო თავგატეხილი დარჩა, გაწმინდა „კურტკა“ და მოიბანა თავი. მ---------------------- იცნო თავგატეხილი ბიჭი და თქვა, რომ ის იყო დ------------------. მან მ-----------ს ეთხოვა ქუდი და წავიდა. მეორე დღეს, სიგარეტის საყიდლად იყო მარკეტში და გამყიდველისგან გაიგო, რომ წუხელ, უბანში, დ------------------ იყო მოკლული.
დაცვის მხარის მოწმე ა------------------ ჩვენებით,----------------------- ბ------------–--–------------ ნახა დეიდაშვილი გ---------------------, რომელიც იყო ნაცემი. მან მოუყვა დ--------------------ნ წინა დღეებში მომხდარი ჩხუბის შესახებ. საუბრის დროს კრემისფერი----------- ავტომობილით მივიდნენ გ.-------–---–ის მეგობარი გ------------- და ს------ ს---–---, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. ისინი მიდიოდნენ ა/მანქანის შესაკეთებლად და გ.-------–---–თან ერთად გაჰყვა მათ. ა/მანქანის შეკეთების შემდეგ წავიდნენ ს--------ში და ცოტა დალიეს, ამასთან, მოილაპარაკეს, რომ წავიდოდნენ სოფელში გ.-------–---–ის დედის სანახავად, რომელიც იყო ავად. ს--------ში მათთან ერთად ასევე იყო გ-------- მეგობარი ვინმე ზ-----------------. ვინაიდან იმ დროს მობილური ტელეფონები არ იყო, გ.-----ამ თქვა, რომ დაბრუნებულიყვნენ უბანში, ოჯახის წევრებს გააფრთხილებდა, რომ ღამე არ მივიდოდა და ისე წასულიყვნენ. როდესაც უბანში მივიდნენ, ა/მანქანა გააჩერეს დ.----------–ის კორპუსსა და გ-------- კ---------- უკან, ტრასაზე. მისი დეიდაშვილი და გ------------- გადავიდნენ კორპუსთან ჯიხურში სიგარეტის საყიდლად. მძღოლი ა/მანქანაში დარჩა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევ გავიდნენ ა/მანქანაში საწვავის ჩასასხმელად. უკვე დაბინდებული იყო, უკან რომ დაბრუნდნენ, გ.-----ა და ზ----------------- ერთად წავიდნენ მისი სახლისკენ. ეზოში ისხდნენ ბიჭები, მათ სახეზე ვერ არჩევდა. ზოგადად, უბნის ბიჭებს სახეზე ყველას იცნობდა, თუმცა მათთან ახლო ურთიერთობა არ ქონია. გ--------------------- წავიდა მათკენ. თავად იდგა ა/მანქანასთან და სიგარეტს ეწეოდა. ცოტა ხანში გაიგო ხმაური. ხმაზე იცნო გ--------------------- და დ------------------, რომლებიც ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. გაიარა ეზო, მიუახლოვდა მათ და გაიგონა, რომ დ.----------–ი გ.-------–---–ს ეუბნებოდა „დაგბრიდავო“, ამასთან ხელი წაიღო იარაღისკენ. დ------------------ა, რომელიც იდგა ზურგით ეზოსკენ, ხოლო სახით მისკენ, მისი მისვლა დაინახა. გ---------------------- დაინახა თუ არა, არ იცის, რადგან უკანა მხრიდან მივიდა. იმ დღეს თავადაც ჰქონდა გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი, რომელიც მომხდარ ფაქტამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე წაართვა ვიღაც გვარდიელს. დ.----------–ს დაუძახა „ბიჭო არ ქნა“, მარცხენა საქამრედან ამოიღო იარაღი და დაახლოებით ერთი მეტრიდან, ზემოთ მიმართულებით ისროლა. სროლის მომენტში იდგა გ.-------–---–ის უკან, ოდნავ მარცხნივ. სროლის შედეგად დ.----------–ი გულაღმა გადავარდა, ხოლო შემდეგ გაიქცა. გზად რკინიგზა გადიოდა, იარაღი იქ დააგდო, ხოლო შემდეგ ისევ აიღო და მტკვარში გადააგდო. მკვლელობის დღეს ეცვა მუქი ფერის გრძელი ქურთუკი, რომელიც იყო განიერი სტილის. იარაღი ედო საქამრეში და მისი შემჩნევა არ იყო შესაძლებელი. აღნიშნულის შემდეგ დარჩა ს----------–--–-, ხოლო----------- წავიდა საზღვარგარეთ გ.-------–---–თან ერთად. მანამდე ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, რადგან იცოდა, რომ მის დეიდაშვილს პოლიცია ეძებდა. გ--------------------- შეუთანხმდა, რომ თუ მას დაიჭერდნენ, სიმართლეს იტყოდა. ე-------–- სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდა, არის ნასამართლევი ქურდობისთვის და ჯამში ცხრა წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს.----------- იყო ს----------–--–- ჩამოსული, შემდეგ ისევ უკან წავიდა.----------------------- იმყოფებოდა გ------------------------ ერთად ა--------–-, სადაც კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ თუ გ.-------–---–ის თავისუფლებას საფრთხე შეექმნებოდა, სიმართლეს იტყოდა. შემდეგ, როცა გ.-------–---–ი დაიჭირეს, თვითონაც სასჯელს იხდიდა. ბოლოს------------------ თვეში ჩამოვიდა ს----------–--–-. აპირებდა სასამართლოში აღიარებით გამოცხადებას, თუმცა ერთხელ, როცა იყო თავის მამიდაშვილთან, ციხიდან დარეკა გ---------------, რომელსაც ჰკითხა, იყო თუ არა მათი შეთანხმება ძალაში. აღნიშნულზე მისი დეიდაშვილი გაბრაზდა, ყვირილი დაიწყო და ტელეფონი გაუთიშა. სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა აღიარებით სამართალდამცავ ორგანოებში. თუ გ.-------–---–ი იტყოდა, რომ შეთანხმება ძალაში იყო, მაშინვე გამოცხადდებოდა. გ--------------------- თავის მხრივ მის წინააღმდეგ არ აპირებდა რაიმეს თქმას და ამიტომ გაიქცა. გარდა ამისა, ოცი წლის განმავლობაში იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, როდესაც ბოლოს ს----------–--–- ჩამოვიდა, ჰქონდა ე.წ. „ლომკა“, აღნიშნულიც იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი სამართალდამცავ ორგანოში გამოუცხადებლობის.------- წლის------------ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ-----–--–--- ქ---------–-------------------- კორპუსებს შორის. აღნიშნული კორპუსები მათი ადგილმდებარეობის მიხედვით ქ--------------------- და აქვთ საერთო ეზო. ეზოს შუაგული მაღლობს წარმოადგენს, სადაც საბავშვო მოედანია. ბ-----–--–--- N----------------------- სადარბაზოს წინ, სადარბაზოში შესასვლელიდან 19 მეტრის დაშორებით, ასფალტირებულ გზაზე ასვენია მამაკაცის გვამი, გულაღმა მდგომარეობაში, ქვედა კიდურებით--------------- მიმართულებით. მარცხენა ჯიბის ზემოთ, სხეულზე დევს ბარაბნიანი პისტოლეტი, რომლის ლულა ჩაყოფილია შარვლის საქამრის შიგნით. სავაზნეებში არის 5 ცალი გაუსროლელი ტყვია. ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში დევს რკინის ხელჯოხი. გვამს მარცხენა თვალბუდეში თვალის კაკალი არ აღენიშნება.------- წლის------------ ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გაჩხრეკილი იქნა გ----------------------------------- საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ------–-----------–--–-------------- კ------------------------–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. ნ------------------ა წარადგინა მისი მეუღლის, გ.-------–---–ის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ჯ-------------------- კი სარდაფის მარცხენა მხარეს არსებული მაგიდიდან წარადგინა მოყავისფრო ფერის ხელჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა 6 (ექვსი) ცალი 16 კალიბრიანი სანადირო თოფის სპილენძის გაუსროლელი ვაზნა, 4 (ოთხი) ცალი პოლიეთილინის შავი ფერის გასროლილი ვაზნები, 73 (სამოცდაცამეტი) ცალი კაფსულა, 35 (ოცდათხუთმეტი) ცალი ქეჩის ე.წ. „პიჟი“, 42 (ორმოცდაორი) ცალი მუყაოს „პიჟი“, 2 (ორი) ცალი კუსტარული წესით დამზადებული „პიჟების“ საჭრელი, ყვითელი ფერის ფხვნილი, დაახლოებით 200 (ორასი) გრამი, 24 (ოცდაოთხი) ცალი პოლიეთილენის „პიჟი“, ვაზნების დასატენი მოწყობილობა. სხვა საქმისთვის მნიშვნელოვნი ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი----- წლის------------ მოსამართლის ბრძანებით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, დ------------------ს სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ქალას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით და ქალას სარქველის და ქალას ფუძის დამსხვრეული მოტეხილობით. დ.----------–ის გვამს მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი, შემავალი ქალას ღრუში, თავის ტვინის დაზინებით და ქალას სარქველის და ქალას ფუძის მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლმსროლელი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის (საფანტის) მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან. ჭრილობის არხი მიემართება წინიდან უკან, თითქმის ჰორიზონტალურად. დ.----------–ის სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დ.----------–ს თხემ-კეფის არეში აღენიშნებოდა ხუთი კვანძოვანი ნაკერით გაკერილი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებს დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს. დ.----------–ის გვამიდან აღებული სისხლის სასამართლო-ქიმიური გამოკვლევით სისხლში აღმოჩნდა 0.6 პრომილე ეთილის სპირტი, რაც სიმთვრალის ხარისხის განსაზღვრისას შეეფარდება მსუბუქი ხარისხის სიმთვრალეს.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად, დ------------------ს სისხლი მიეკუთვნება------ ჯგუფს. წარმოდგენილ ნივთმტკიცებაზე - დ.----------–ის ტანსაცმელზე: ქურთუკზე, შარვალზე, ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება------ ჯგუფს. წარმოდგენილ ნივთმტკიცებაზე - გ.-------–---–ის ჯინსის შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება------ ჯგუფს.
ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ მცირეკალიბრიან (-------------–------------- რევოლვერების ტიპზე დამზადებულ ხრახნილლულიან, გვერდითი აალების ვაზნებისათვის განკუთვნილ იარაღს. იგი გამარულია, ვარგისია სროლისათვის და მისგან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. გამოსაკვლევი ნივთმტკიცებანი წარმოადგენს სტანდარტულ, სპორტულ-სანადირო დანიშნულების მცირეკალიბრიან (------ ხრახნილლულიანი იარაღებისათვის განკუთვნილ გვერდითი აალების ხუთ ვაზნას და სამ მასრას. ვაზნები ვარგისი აღმოჩნდა სროლისთვის. გამოსაკვლევი სამი მასრა ნასროლია წარმოდგენილ იარაღში. კონვერტში არსებული საგნები წარმოადგენს სტანდარტულ, სანადირო დანიშნულების გლუვლულიან იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნების შემადგენელ კომპონენტებს - N----------------------–-------------------------------------- ნაწილს. სანადირო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის კომპონენტები არ არის და არც შეიძლება ყოფილიყო გასროლილი წარმოდგენილი მცირეკალიბრიანი ხრახნილლულიანი იარაღიდან.------ წლის----------- გ---------------------------------- დაუსწრებლად მიცემულ იქნა პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გამო.------- წლის------------ ბრძანებით, გ---------------------------------- აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, რის საფუძველზეც მასზე გამოცხადდა ძებნა.------------------------------------------------------ დაკავებული იქნა გ---------------------, რომელიც ექსტრადირებულ იქნა და------–-–----------------–-----------------------------------–--------------------–-------------------–-------–---–- იქნა შესახლებული.
ბ) მტკიცებულებათა და განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა განსასჯელის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------------------- მიერ ჩადენილია დ.----------–ის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ამავდროულად სასამართლო მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მისი ქმედებები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი 2000 წლის 01 ივნისის რედაქციასთან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთან და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის და 2000 წლის 01 ივნისის რედაქციები განზრახი მკვლელობის ჩადენისთვის ითვალისწინებს შ-----დან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2000 წლის 01 ივნისის რედაქციით შემცირებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარებისთვის გათვალისწინებული სანქციის მინიმალური ზღვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------------------- მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია).
საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მართალია გ--------------------- ექსტრადირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისთვის, მაგრამ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია), ისევე როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) - ეს არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილი (1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილთან (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) შედარებით ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს. შესაბამისად, კვალიფიკაციის შეცვლა გ.-------–---–ის მიმართ არ ეწინააღმდეგება ექსტრადიციის მოთხოვნებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ფაქტობრივად ბრალი არის იგივე, იცვლება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რედაქცია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახ მკვლელობას და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქმედების განხორციელებას ყოველგვარი მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე. მკვლელობის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი და არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ და შედეგი - სიკვდილის სახით. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლი კი ითვალისწინებს სათანადო ნებართვის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულის უფლებამონაცვლის, განსასჯელის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ------------------ გარდაცვლილია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, აღნიშნული არც მხარეთა მიერ გამხდარა სადაო. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ მოახდინა გასროლა და ვის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დადგა შედეგი - დ.----------–ის სიკვდილი, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ჰქონდა თუ არა გ--------------------- დ------------------ს მკვლელობის მოტივი და განზრახვა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ------------------------, ასევე მოწმეების - ა-------------------, კ--------------, ჯ---------------- ო-----------------ის, გ------------------ს, დ----------------ის და თავად განსასჯელ გ---------------------- ჩვენებებით დადგენილია, რომ დ------------------ და გ--------------------- შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება დაიწყო მკვლელობამდე დაახლოებით ორი წლით ადრე და მათ ძველებურად ახლო მეგობრული ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. კონფლიქტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც დ.----------–მა გაიგო, რომ გ.-------–---–ს თითქოსდა გ------------------ ჰქონდა მისაცემი თანხა. კონფლიქტი იმდენად სერიოზული იყო, რომ-------------------------–-, N--------–------ ჯერ დ------------------ა გაუტეხა თავი გ---------------------, ხოლო, იმავე წლის-----------, მ--------------------------------, გ--------------- გაუტეხა თავი დ.----------–ს. მართალია მხარეთა მიერ სადაოდ არ გამხდარა კონფლიქტის არსებობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ გ.-------–---–ს შური უკვე ნაძიები ჰქონდა დ.----------–ისთვის თავის გატეხვით და აღარ ჰქონდა არანაირი საფუძველი მისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა.
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დ----------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია, რომ დ.----------–ის მკვლელობის მომენტში ის გაყვანილი ჰყავდა გ-------------ს და საუბრობდნენ მისი და გ----------------------- როგორც ერთმანეთზე „გადაკიდებული“ პირების შერიგებაზე. აღნიშნულიდან იკვეთება გარემოება, რომ გ.-------–---–სა და დ.----------–ს შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის და მეგობრები ცდილობენ მათ შერიგებას. მითუმეტეს, თუ შეფასებისას მხედველობაში მივიღებთ განსასჯელ გ.-------–---–ისა და დაცვის მხარის მოწმე ა.--–------ის ჩვენებებს იმ დღესთან მიმართებით, როცა გ------------- მათთან ერთად იმყოფებოდა გარკვეული დროის მანძილზე, შესაბამისად მას უნდა ჰქონოდა წარმოდგენა თუ რა დამოკიდებულება იყო კონფლიქტურ მხარეებს შორის და სწორედ ამიტომაც ცდილობდა დ.----------ისთვის ახსნას და პრობლემის მოგვარებას.
თავად გ---------------------- ჩვენებით დასტურდება, რომ მ----------- მომხდარი კონფლიქტიდან (გ.-------–---–ის მიერ დ.----------–ისთვის თავის გატეხვის ეპიზოდი) რამდენიმე საათში, მათი საცხოვრებელი კ---------- ეზოში ნახა დ.----------–ი, რომელიც იმყოფებოდა კ--------------------, ი------------------ნ და პ--------------------- ერთად და მან უთხრა, რომ ჰქონდა სალაპარაკო. ვინაიდან იმ მომენტში საუბარი ვერ შეძლეს, ა/მანქანით გავიდა საწვავის ჩასასხმელად და შემდეგ ისევ უბანში დაბრუნდა, მივიდა დ--------------------ნ და შეახსენა, რომ უნდა ესაუბრათ. სასამართლოსთვის ალოგიკურია გ.-------–---–ის ქმედება, ვინაიდან იმ ფონზე, როდესაც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მას თავის დასთან მიაკითხეს კ-----------, ჯ--------- და ო--------------მ და სხვებმა, რათა თავიდან აერიდებინათ მისი და დ.----------–ის შეხვედრა, რაც მცდელობის მიუხედავად თავიდან აცილებული ვერ იქნა და N--------–------ დ.----------–მა მას გაუტეხა თავი. რატომ მივიდა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა დ------------------, რომელსაც რამდენიმე საათით ადრე თვითონაც გაუტეხა თავი და მითუმეტეს რატომ დაბრუნდა უკან მის სანახავად და მასთან სასაუბროდ, როცა სულაც არ იყო რთულად განჭვრეტადი დ.----------–ის საუბრის შინაარსი და ქმედება (თავის გატეხვის და მის ფეხებთან იარაღის გასროლის შემდეგ). სწორედაც რომ გ.-------–---–ის ამგვარი ქმედება მიუთითებს მის სურვილზე, კვლავ ენახა დ------------------.
მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დ------------------ ისეთი კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში იყო გადაზრდილი, ჰქონდა მხოლოდ გ------------------------ და მას ისეთი მტრები, ვისაც სურდა მისი სიკვდილი, არ ჰყავდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - პ------------------ს, კ--------------ის და ი-----------------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ----------------------- მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე გ--------------- სასაუბროდ გაიყვანა დ.----------–ი მათ ეზოში მდებარე გ----–----კენ. მალევე ი.----------–ის ყურადღება მიიპყრო მათმა ხმამაღალმა საუბარმა, რომელიც მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ასევე ხედავდა მათ. დ.----------–თან ხმამაღალი საუბარი და კამათი არც განსასჯელმა უარყო და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ხელი იარაღისკენ წაიღო. ი-----------------ა ასევე განმარტა, რომ ხედავდა გ.-------–---–ს, რომელსაც დ.----------–ის სახის მიმართულებით ეჭირა რაღაც საგანი, საიდანაც გამოიფრქვა ცეცხლი და შედეგად დ.----------–ი დაეცა. აღნიშნული ინფორმაცია მან მიაწოდა წინასწარ გამოძიებასაც და ასევე შეხვედრის დროს მოუყვა პ------------------აც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი.----------–ის მხრიდან მსგავსი შინაარსის ჩვენების მიცემა გამოწვეულია პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ჯერ ერთი იმიტომ, რომ ი.----------–ი წინასწარ გამოძიებაში, როგორც არასრულწლოვანი მოწმე, დაკითხულია პედაგოგის თანდასწრებით, ამასთან მან თავისი თვალით დანახული ფაქტის შესახებ მოუყვა პ------------------, რაც ორივე მათგანმა დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს და სასამართლოს კითხვებზეც იგივე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ისაუბრა, რაზეც წინასწარ გამოძიებაში. გარდა ამისა, დაცვის მხარე ზოგადად მიუთითებს, რომ ი.----------–ის ჩვენება შედეგია სხვისი მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის, თუმცა დაცვის მხარეს კონკრეტულად არც ზეწოლის ფაქტი მოჰყავს და სასამართლო სხდომაზე არც მისი ინტერესი გამოუკვეთავს, თუ რატომ შეიძლება ამბობდეს ის გ.-------–---–ის მამხილებელ ჩვენებას ან ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებას. მხოლოდ აბსტრაქტული მითითება, რომ მოწმე ცრუობს და მისი მხრიდან მამხილებელი ჩვენება შედეგია მასზე განხორციელებული ძალადობის, ცხადია სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, დაცვის მხარის შეფასებას მოწმე ი.----------–ის ჩვენების არათანმიმდევრობასთან დაკავშირებით. მოწმემ სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე გასცა ამომწურავი პასუხები, რაც მთლიანობაში თანხვედრაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას, თუ როგორი იყო გ---------------------- ქმედება დ------------------ს მკვლელობის შემდეგ. თავად განსასჯელ გ.-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ.----------–ის მკვლელობის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და წავიდა ა---––---–-- ხოლო შემდეგ რ------–-. რ----------- დაბრუნების შემდეგ მან გააკეთა ყალბი პასპორტი ვ----------------- სახელით და------–--–- წავიდა ჩ-----–-, საიდანაც გადავიდა ა--------–- და მას შემდეგ ცხოვრობდა იქ.
სასამართლოსთვის ამ შემთხვევაშიც ალოგიკურია მისი ქმედება ვინაიდან, თუ დ.----------–ის მკვლელობის მომენტში მას არ ჰქონდა იარაღი და არ უსვრია, ამასთან, მისივე განმარტებით, დ------------------ ჰყავდა ბევრი სხვა მტერი, მაშინ რატომ ჩათვალა, რომ ყველა გზა, როგორც მკვლელის მიმართ, მიდიოდა მისკენ? ხომ იცოდა რომ მისი გაქცევით უფრო გამყარდებოდა პოზიცია მისი, როგორც მკვლელობის ჩამდენის მიმართ?
აღსანიშნავია, რომ იქამდე, სანამ მოხდებოდა გ---------------------- დაკავება და ს----------–--–- ექსტრადირება, მას არ ჰქონია არანაირი მცდელობა საკუთარი „სიმართლის“ დამტკიცების. წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა როგორც ძებნილი, სხვისი სახელით და მისივე განმარტებით, არ აპირებდა არაფრის თქმას, სანამ მის თავისუფლებას საფრთხე არ შეექმნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მისთვის ძებნილის და დამნაშავის სტატუსის არ ქონაზე, ასევე სიმართლის დამტკიცებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებაში ყოფნა.
სასამართლო შეაფასებს დაცვის მხარის მოწმე ა------------------ ჩვენებას სარწმუნოობისა და სანდოობის თვალსაზრისით.
განსასჯელ გ---------------------- ჩვენების თანახმად, ა----------------- არის მისი დეიდაშვილი, რომელმაც მისგან იცის დ.----------–თან არსებული კონფლიქტის შესახებ. ისინი იცნობდნენ ერთმანეთთან და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. კონფლიქტებში, რომელიც ჰქონდათ დ------------------ და გ---------------------, ა----------------- არასოდეს ჩარეულა.
განსასჯელ გ.-------–---–ის და ა.--–------ის ჩვენებების თანახმად, ერთმანეთს შეხვდნენ ბ-------------------------- წლის-----------. გ--------------- მას უამბო, რომ დილით ეჩხუბა დ.----------–ს, ხოლო შემდეგ გ--------თან და ს----- ს---–---სთან ერთად წავიდნენ ა/მანქანის შესაკეთებლად. რამდენიმე საათში დაბრუნდნენ უბანში, შემდეგ ისევ გავიდნენ საწვავის ჩასასხმელად და ისევ დაბრუნდნენ. ა.--–------ე დარჩა ა/მანქანასთან და ეწეოდა სიგარეტს, ხოლო გ.-------–---–ი წავიდა იმ მიმართულებით, სადაც შეკრებილები იყვნენ უბნელი ბიჭები. ცოტა ხანში ა-----------------ს მოესმა დ.----------–ის და მისი დეიდაშვილის ხმამაღალი საუბარი, წავიდა მათკენ. ადგილზე მისულმა გაიგო, რომ დ------------------ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა გ--------------------- და ამასთან, ხელი წაიღო იარაღისკენ. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ა.--–------ემ ამოიღო იარაღი, რომელიც მისი ჩვენების თანახმად ზევით მიმართულ მდგომარეობაში დაუმიზნა დ.----------–ს და იარაღი გაუვარდა. განსასჯელის და ა.--–------ის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ მათ დაინახეს მხოლოდ ხელის იარაღისკენ წაღება და რომ დ------------------ იარაღი არ ამოუღია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითაც, სადაც მითითებულია, რომ დ.----------–ს მარცხენა ჯიბის ზემოთ, ჰქონდა ბარაბნიანი პისტოლეტი, რომლის ლულა ჩაყოფილი იყო შარვლის საქამრის შიგნით. აღნიშნულით დასტურდება, რომ იმ მომენტში, როდესაც დ------------------ ესროლეს, მას იარაღი ამოღებული არ ჰქონია. შესაბამისად, სხვისი მხრიდან, მითუმეტეს ა------------------ მხრიდან, რომელსაც მანამდე კონფლიქტი არ ჰქონია დ--------------------ნ, იარაღის გამოყენებით დ.----------–ის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობდა. საქმის გარემოებების მიხედვით მას ასეთის სურვილიც კი არ უნდა გასჩენოდა.
ი-----------------ს და თავად განსასჯელ გ.-------–---–ის ჩვენებების თანახმად, საუბრის დროს დ.----------–ი იდგა ზურგით ეზოსკენ, ხოლო გ.-------–---–ი იდგა მის წინ, ოდნავ მარცხნივ. ა------------------ ჩვენების თანახმად, როდესაც მას მოესმა ხმაური, გაიარა ეზო და ისე მივიდა მათთან. ამ პოზიციას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ ა.--–------ე შემთხვევის ადგილამდე უნდა მისულიყო არა გ.-------–---–ის ზურგის მხრიდან, არამედ პირიქით და გ.-------–---–ს უნდა დაენახა მისი მისვლა. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ვერც განსასჯელმა და ვერც ა.--–------ემ ვერ შეძლეს. წინასწარ რომ არ ჰქონია ა.--–------ეს დ.----------–ის მოკვლის განზრახვა, აღნიშნულს თავად ადასტურებს, ხოლო ის სიტუაცია, რასაც მისივე განმარტებით შეესწრო, სასამართლოს შეფასებით არ უნდა გამოეწვია მკვლელობის განზრახვის უეცრად აღმოცენება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ი-----------------ს მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე დაცვის მხარე მოწმეთა დაკითხვის დროს ინტერესდებოდა მხოლოდ გარემოებით, იმყოფებოდა თუ არა უცხო პირი დ.----------–ის და გ.-------–---–ის სიახლოვეს. ცხადია მოწმეები დადებით პასუხს გასცემდნენ ამგვარ შეკითხვაზე, რადგან შემთხვევის ადგილი მდებარეობს ისეთ ადგილზე, სადაც არის მრავალსართულიანი კორპუსები, აღნიშნული ადგილი ა----------- კ---------- საერთო ეზო, სადაც ხალხი მუდმივად მოძრაობს. ი.----------–ის მიერ სასამართლო სხდომაზე გ.-------–---–ის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემამდე დაცვის მხარეს თავისი პოზიციის გასამყარებლად კითხვა არ დაუსვამს იმგვარი ფორმულირებით, რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული პირი და არა ზოგადად, აბსტრაქტული უცხო პიროვნება. მითუმეტეს, თუ ა.--–------ე ხშირად დადიოდა მათ უბანში და ზოგიერთი, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის სკოლელი იყო, მაშინ ვინმეს ხომ უნდა ეცნო მისი თავი უბანში. ასევე დაცვის მოწმე ა.--–------ე სასამართლოსთვის დასაკითხად შემოთავაზებული იქნა და თავად ა.--–------ემაც სასამართლოს მომართა მას შემდეგ, რაც უკვე დაკითხული იყო მოწმეთა უმრავლესობა, მათ შორის ი.----------–ი.
სასამართლოსთვის ალოგიკურია ა.--–------ის ახსნა იარაღთან დაკავშირებით. მისი განმარტებით იარაღი, რომელიც მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე წაართვა გვარდიელს, მკვლელობის დღეს თან ჰქონდა იმიტომ, რომ სოფელში დაეტოვებინა. თუმცა მისი და გ.-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მათ სოფელში წასვლის სურვილი გაუჩნდათ მოგვიანებით, დილით ერთმანეთის უბანში ნახვის და ა/მანქანის შეკეთების შემდეგ, სასადილოში ყოფნის დროს.
ლოგიკური ახსნა იმისა, რატომ არ ამბობდნენ სიმართლეს აქამდე, თუ მართლაც ა.--–------ე იყო დ.----------–ის მკვლელობის ჩამდენი, ამ შემთხვევაშიც ვერ მოისმინა სასამართლომ, რადგან იმ პირობებში, როცა გ.-------–---–ი ცხრამეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ იმ მიზეზით, რომ თავის ქვეყანაში მას ჰქონდა მკვლელობისთვის ძებნილის სტატუსი, საინტერესოა, რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღნიშნულზე ა.--–------ეს? რატომ არ სთხოვდა გ--------------------- მას სიმართლის თქმას? ა------------------ ჩვენების თანახმად მან საზღვარგარეთ ქურდობებისთვის ჯამში 9 წელზე მეტი მოიხადა სასჯელი და გამოდის, რომ ის თავისუფლებაში მაინც არ იმყოფებოდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ა.--–------ის ჩვენებას როგორც სარწმუნოსა და სანდოს ვერ გაიზიარებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის არ შეესაბამება რეალობას და სასამართლოსთვის იგი წარმოდგენილი იქნა რათა პასუხისმგებლობა არიდებოდა კვლავ მრავალი წლის შემდეგ გ.-------–---–ს.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ი-----------------ს ჩვენების გარდა საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რაც შექმნიდა გ.-------–---–ის მსჯავრდების საფუძველს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო არსებობდეს მოწმე, რომელიც თავიდან ბოლომდე (ამ შემთხვევაში კონფლიქტის დაწყებიდან მკვლელობამდე) შეესწრება ყველა ფაქტს, მითუმეტეს ცხრამეტი წლის შემდეგ ყველა დეტალს გაიხსნებს და ახსნის მაქსიმალური სიზუსტით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები, რომელთა ნაწილით დადასტურდა დ.----------–სა და გ.-------–---–ს შორის არსებული კონფლიქტი, მტკიცებულებების ნაწილით დადასტურდა გ.-------–---–ის მიერ დ.----------–ის გაყვანის და მათი ერთად ყოფნის ფაქტი მკვლელობის მომენტში, ი.----------–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ გ.-------–---–ს ხელში ეკავა საგანი, საიდანაც გამოიფრქვა ცეცხლი და შედეგად დ.----------–ი დაეცა. ასევე ფაქტია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გ.-------–---–ი ემალებოდა სამართალდამცავ ორგანოებს. ყოველივე აღნიშნული ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და ადასტურებს, რომ დ.----------–ის განზრახ მკვლელობა ჩადენილია გ.-------–---–ის მიერ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ დ------------------ს სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ქალას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით და ქალას სარქველის და ქალას ფუძის დამსხვრეული მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლმსროლელი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის (საფანტის) მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. მოწმე ი-----------------ს ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ გ.-------–---–ს ხელში ეჭირა საგანი, საიდანაც გამოიფრქვა ცეცხლი და დ.----------–ი დაეცა. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--------------- ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ.-------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია).
ამასთან, გ---------------------- მიმართ უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მე-15 მუხლების მოქმედება, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმ ნაკლებად მძიმე დანაშაულებისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას. გ--------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამაძიმებელი გარემოებაა ის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, 502-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 514-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისის რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.
საბოლოოდ, გ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ---------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის მისი ფაქტობრივი გადმოცემის მომენტიდან - 2----–-–---------------–-----. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–-------------------------–-–---------------–---------–----
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი