განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–- ა-------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ე----ის ძე ნ-–-----ე დაბადებული 1----–-–----------------–ს, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ------–---------------–------------------------–------------------------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------ში
ადვოკატი - მ------ა მ----–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დაახლოებით 2015 წლიდან ლ--–---------–---–ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გ------- ნ-–-----ესთან და ოჯახის შექმნას აპირებდნენ. ბოლო პერიოდში, ლ--–---------–---–ს სურდა გ------- ნ-–-----ესთან დაშორება, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2018 წლის 29 ივნისს, გ------- ნ-–-----ე უკანონოდ შევიდა ქ------–--–-------------–------------–--------------------------------------------ში მდებარე ლ--–---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მისი ნების საწინაარმდეგოდ და დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება. იმავე ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ ლ--–---------–---–ი და მისი შვილი - ა----- მ-----–---–ი, რა დროსაც გ------- ნ-–-----ე კვლავ უკანონოდ იმყოფებოდა მათ ბინაში. გ------- ნ-–-----ე იყო გაღიზიანებული და შესვლისთანავე, უსაფუძვლო მოტივით, ლ--–---------–---–ს და ა----- მ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავდროულად, სწვდა მათ თმაში და რამდენჯერმე ერთმანეთზე თავი არტყმევინა. ლ--–---------–---–ი შეეცადა გათავისუფლებას, რა დროსაც გ------- ნ-–-----ე სწვდა მას ყელში, ზურგზე ხელი ჰკრა და კედელთან მიიმწყვდია. გასაშველებლად მისულმა ა----- მ-----–---–მა უკან მოქაჩა გ------- ნ-–-----ე, რა დროსაც ამ უკანაკნელმა მარცხენა ხელით თმაში მოქაჩა, ხოლო მარჯვენა ხელით კარტოფილის სათლელი განზრახ დაარტყა კისრის არეში, რითაც ა----- მ-----–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ხოლო ლ--–---------–---–მა, განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 23 ივნისს, ქ------–--–----ა--------–------------–------------------------------------ სადარბაზოში, გ------- ნ-–-----ემ, უსაფუძვლო მოტივით, ლ--–---------–---–ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ამ უკანაკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
გ------- ნ-–-----ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე სრულად შეესაბამება სასამართლო - სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, დაზარალებულთა ლ--–---------–---–ის და ა----- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეთა, ა---------– შ--–--–---–ის, ხ------ა ა-------–---–ის, ხ------ა კ--–-----ის, კ--- გ---------ის, დ----- ბ--------–---–ის, დ------–--ნ ყ---------ის, გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ ფოტოსურათებს, ამოღების ოქმს და ამოღებულ მაისურს, გ------- ნ-–-----ის დაკავების ოქმს, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- ნ-–-----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ასევე ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას და ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით; სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ნ-–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულები თანახმანი არიან მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავეთები. გ------- ნ-–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ნ-–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცვრი სასჯელები და გ------- ნ-–-----ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
გ------- ნ-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან;
გაუქმდეს გ------- ნ-–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
მსჯავრდებულ გ------- ნ-–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: - ა----- მ-----–---–ის კუთვნილი მაისური, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი ფერის დაზიანებული მობილური ტელეფონი, შავი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ოთხი ცალი სტერილიზებული ჩხირით ამოღებული სისხლის ლაქები, ერთი ცალი შავი ფერის ტარის მქონე მეტალის საგანი, თაბაშირის ნაკეთობის ფრაგმენტები, ორი ცალი ქაღალდში გახვეული დოლბანდი მოწითალო ფერის ლაქებით, ა----- მ-----–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, გ------- ნ-–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი გადახდის ქვითარი და შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/