განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002563165
#1/215-18 (#0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ-–-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----------–---–ი დაბადებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--–---------------------------------------.
ადვოკატი: თ---------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის დაახლოებით აპრილის თვეში, ქ--–-----–--------------–------------------------ მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ი----------–---–მა, თავის მეუღლეს ე-------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ერთხელ გაარტყა ხელი. ე---------------–---–მა, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის დაახლოებით 24 ივნისს, ქ--–-----–--------------–------------------------ მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ი----------–---–მა, თავის მეუღლეს ე-------–---–ს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ყელში მოუჭირა ხელი. ე---------------–---–მა, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ და უდაოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ი----------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ე-------–---–მა და ბრალდებულის დედამ რ----------------–---–მა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადეს, რომ არ სურთ მათი ოჯახის წევრის, ი----------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, რის გამოც მათი დაკითხვა ვერ მოხდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ--–----------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ასევე განმარტა, რომ უშუალოდ მან გამოკითხა დაზარალებული ე---------------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ განახორციელა ძალადობა, რაც ასახა გამოკითხვის ოქმში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი----------–---–მა თვის შესავალ და დასკვით სიტყვაში არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით ბრალდებულ ი----------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
ი----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ი----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი----------–---–ის მიმართ ზემოაღნიშნულ წარდგენილ ბრალდებებს, კერძოდ:
დაზარალებულებმა ე---------------–---–მა და მოწმე რ----------------–---–მა, რომელიც არის ბრალდებულის დედა, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადეს, რომ არ სურთ მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. რაც შეეხება გ--–----------–-–---–ს, მან სხდომაზე განმარტა, მხოლოდ იმ ფაქტების თაობაზე, რაც მას გამოკითხვისას განუცხადა ე-------–---–მა. ამასთან საქმეში უდაოდ გამხდარი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციით არ დასტურდება ი----------–---–ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი, მეტიც მოწმე ნ-----–---------–---–ი თავის გამოკითხვის ოქმში უარყოფს ი----------–---–ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ბრალდებულის ახლო ნათესავს. ახლო ნათესავის განმარტებას კი, თავის მხრივ, იძლევა ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ,,ახლო ნათესავი არის მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე---------------–---–ი და რ----------------–---–ი, როგორც ბრალდებულ ი----------–---–ის მეუღლე და დედა, უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, ხოლო მათ მიერ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია გაზიარებულ არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ, ვინაიდან სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
რაც შეეხება გ--–----------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც განუმარტა, რომ ი----------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ქონდა ძლადობას. გარდა ამისა საქმეში უდაოდ გამხდარი ნ-----–---------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ხსენებული პირი საერთოდ უარყობს ი----------–---–ის მხრიდან ძლადობის ფაქტს. ასევე უდაოდ გამხდარი ლ---–----------–---–ის, თ-------------–-----–---–ის, ი----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით არ დასტურდება ი----------–---–ის მიერ ე---------------–---–ის მიმართ 2018 წლის აპრილის თვესა და 2018 წლის 24 ივნისს განხორციელებული ძლადობის ფაქტი. ამასთან ყურადსაღებია, რომ ყოველი მოწმე გამოკითხულია 2018 წლის 28 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ი----------–---–ს ბრალდება არ აქვს წარდგენილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ კი სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად შეფასებული და გაანალიზებული უნდა იქნეს ბრალდებულ ი----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, დასადგენია ი----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ინკრიმინირებულ დანაშაულებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანებია: ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის (პირის, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი) თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის, მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად (ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა არა ყოველთვის), გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ამ უკანასკნელის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, ამასთან, ზემოაღნიშნულ ქმედებებს არ უნდა მოჰყვეს არც ჯანმრთელობის მძიმე და არც ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
მოცემულ შემთხევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა ე---------------–---–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო საქმეში უდაოდ გამხდარი სხვა მტკიცებულებებით არ დაადასტურა ი----------–---–ის მხრიდან ე---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი----------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
გამომძიებელი გ--–----------–-–---–ი განმარტავს სხვის მონათხრობს, ხოლო დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, გამომძიებლის ჩვენება ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვია (არ მოუსმენიათ) ი----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელის ჩვენების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება თუ უდაოდ გამხდარი გამოკითხვის ოქმი, რომლის მიერ მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც მოწმე ნ-----–---------–---–მა გამოკითხვისას უარყო ი----------–---–ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ამასთან იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელიც უდაოდ არის გამხდარი, სხსენებული პირები უშუალოდ ფაქტის შემსწრეები არ არიან და გამოძიებას აწვდიან ე---------------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას 2018 წლის 28 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც სასამართლო კვლავ განმეორდება, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით ი----------–---–ს ბრლდება არ აქვს წარდგენილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სასამართლო არ დავობს აღნიშნული ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ ე---------------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენები სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება).
სასამართლო მიუთითებს, რომ განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, თუმცა, ვერ გაიზიარებს იმ პოზიციას, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თითქოსდა ერთი პირდაპირი და არაერთი ირიბი მტკიცებულება არ უნდა იყოს საკმარისი განაჩენის დასადგენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები იყოს დასაშვები, რელევანტური, უტყუარი, აშკარა, დამაჯერებელი და რაც მთავარია, ერთამანეთთან ურთიერთკავშირში, შეთანხმებული, მით უმეტეს, როცა ეს საქმე ეხება ძალადობრივი ხასიათის ქმედებების შესახებ არსებულ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და მით უმეტეს, არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, ანალოგიური კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი მოწმის ან დაზარალებულის ჩვენება, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანმიმდევრული და შესაბამისი სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ირიბ მტკიცებულებებთანაც (აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. ამის შესახებ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენი). ამდენად, აუცილებელია თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულების, კერძოდ - დაზარალებულის ჩვენების და სხვა ირიბი მტკიცებულებების არსებობა, რათა დადგინდეს დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ი----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და მხოლოდ წარმოდგენილი იქნა ირიბი ჩვენებები ისიც 2018 წლის 28 ვნისის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც არც ედავება ბრალდების მხარე ი----------–---–ს და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ი----------–---–ის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდებულ ი----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, ი----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი----------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ი----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი----------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ი---------–---–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე