განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100116001612115
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/5----16

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს--–---- ა----–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ------------- ვ-------ის ძე ე--------ე დაბადებული 1----–-–-----------------, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------–-----------–-,ადვოკატი - მ----ა გ-------–--,წარდგენილი კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2016 წლის თებერვლის თვიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მ-----ა რ------–---–ის მიმართ მისი მეუღლე პოლიციის ზემდეგი კ------------- ე--------ე, როგორც მათი ერთად თანაცხოვრების პერიოდში, ისე მ-----ა რ------–---–ის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, 2016 წლის ივნისის თვიდან ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებასა და ლანძღვაში. ამცირებდა მას სხვადასხვა ღირსების შემლახავი უშვერი სიტყვებით, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ გამოაშვებინებდა სამსახურიდან და შეუქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას. მისივე ოჯახის წევრების თანდასწრებით მიაყენებდა შეურაცხყოფას და დაამცირებდა. 2016 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ,,ე------“ ამბოლატორიული კლინიკის ავტოსადგომზე მდებარე თბილისში, ა-----–-------–---------ში, კ------------- ე--------ე დახვდა მ-----ა რ------–---–ს, არ მისცა მას ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალება და ყელის არეში ხელის წაჭერით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მ-----ა რ------–---–ის განმარტებით, კ------------- ე--------ე არის მისი ყოფილი მეუღლე და ჰყავთ ერთი საერთო შვილი - ლ---- ე--------ე. მეუღლე ბოლო პერიოდში აყენებდა შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. ზემოაღნიშნულის მიუხედავად ბრალდებული ურეკავდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. 2016 წლის 25 ოქტომბერს დილით, კ------------- ე--------ემ დაურეკა ლ----ს, სთხოვა აეწია ტელეფონის ხმისათვის, რომ მასაც გაეგო ლანძღვა. იმავე დღეს დილის საათებში, ბრალდებული მას შეხვდა ა-----–-------–---------ში მდებარე ,,ე------“ ამბოლატორიული კლინიკის ავტოსადგომზე და როცა აპირებდა მანქანიდან გადმოსვლას, მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფეხი მოაყოლა მანქანის კარებსა და ძარას შორის, ასევე წვდა ყელის არეში და ახრჩობდა, რითაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მომხდარი ფაქტი მოუყვა თანამშრომლებს, ანახა მიღებული დაზიანება და ხელმძღვანელს იმავე მიზეზით თხოვა გაეთავისუფლებინა სამუშაოდან, რომ პოლიციისათვის მიემართა.

 

მოწმე ე----------–--ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის ოქტომბრის თვეში მუშაობდა კლინიკა ,,ე----ში“ კაბინეტის მედდის პოზიციაზე. 25 ოქტომბერს, როცა მივიდა სამსახურში ნახა აღელვებული მ-----ა რ------–---–ი. დაზარალებულმა უთხრა, რომ დილით ყოფილმა მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა. მანვე აჩვენა ყელზე გაწითლებული ადგილი და უთხრა, რომ მიდიოდა სარჩელის შესატანად.

 

მოწმე ნ---- ბ------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა კლინიკა ,,ე----ში“ და იყო მ-----ა რ------–---–ის უშუალო ხელმძღვანელი. 25 ოქტომბერს მ-----ა ნახა განერვიულებული, რომელმაც უთხრა, რომ ყოფილმა მეუღლემ მასზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ ხელები მოუჭირა ყელის არეში და ახრჩობდა. იმავე დღეს იმის გამო, რომ დაზარალებულს შეკრული ჰქონდა ზედატანი არ დაუნახავს. გაანთავისუფლა ამ უკანასკნელის მოთხოვნის გამო სამსახურიდან რადგან აპირებდა პოლიციაში განცხადების შეტანას და მეორე დღეს თავად უთხრა ეჩვენებინა დაზიანება.

 

ნ---- ბ------–---–მა განმარტა, რომ მ-----ა რ------–---–ს ყელის არეში ჰქონდა დაზიანება რომელიც იყო მოლურჯო - მოწითალო ფერის. უშუალოდ რა გარემოების გამო ჰქონდა დაზარალებულს უკმაყოფილება მეუღლესთან მისთვის უცნობია, რადგან არასოდეს ინტერესდება სხვისი პირადი საქმით.

 

ბრალდებულმა კ------------- ე--------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს დ------ეში შეხვდა მ-----ა რ------–---–ს და უთხრა მიეღო სახლში დაბრუნების გადაწყვეტილება, რომ ერთ ოჯახად ეცხოვრათ და შვილი გაეზარდათ. როცა მან ყოფილი მეუღლის გაყინული თვალები დაინახა მიხვდა, რომ მ-----ას პოზიცია შეცვლილი არ ჰქონდა და მანქანის კარი მიუჯახუნა. არც იმ დღეს და არც სხვა დროს მას მ-----ა რ------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც შვილის აღზრდაში, ასევე ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ყოფილ მეუღლეს გვერდით ედგა და როგორც შეეძლო ეხმარებოდა. უყიდა ავტომანქანა და ასწავლა მართვა. შვილთან ურთიერთობა არც შემდეგ გაუწყვეტია როცა ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ მ-----ა რ------–---–ი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ცდილობდა ლ---- მისთვის არ გაეტანებინა.

 

ამავე ჩვენებით ბრალდებულმა განმარტა, რომ არ განიცდიდა მისი ოჯახი ეკონომიურ სიდუხჭირეს და კუთვნილი ხელფასის ბარათი მ-----ე რ------–---–ისათვის ჰქონდა გადაცემული, თავად კი კმაყოფილდებოდა იმ ფინანსური შემოსავლითაც რომელიც მას ჰქონდა ტაქსაობით არასამუშაო საათების დროს. მათი დაშორების მიზეზი იყო მ-----ა რ------–---–ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მ-----ა რ------–---–ი მუშაობდა ორ ადგილზე და ვერ ახერხებდა როგორც დედის, ასევე მეუღლისა და ოჯახის დიასახლის ფუნქციების სათანადოდ შესრულებას, სთხოვდა მისთვის ერთ-ერთი ნაკლებმნიშვნელოვანი სამსახურისათვის დაენებებინა თავი, რომ მცირეწლოვანი - 5 წლის შვილისათვის გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმო და ის არ დარჩენილიყო უმეთვალყურეოდ რადგან თავადაც მუშაობდა და ყოველთვის ვერ ახერხებდა ბავშვის გამო სამსახურიდან განთავისუფლებას.

 

კ------------- ე--------ემ ითხოვა გამართლება და განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მაინც იქნებოდა ფაქტის შემსწრე პირი ვინც დაადასტურებდა მომხდარს, მითუფრო, რომ მისი და მ-------ს შეხვედრა მოხდა საჯარო ადგილზე და დილის საათებში. ბრალდებულის აზრით დაზარალებულმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და იგივე ბრალდებით მ-----ა რ------–---–მა პოლიციას საკუთარი ძმაც დააჭერინა.

 

არასრულწლოვან ლ---- ე--------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ არის შვიდი წლის. ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან სოფელ მ----–---–ში. მამა - კ----- ე--------ე ყოველ პარასკევს აკითხავს მას, მიჰყავს თბილისში და კვირას უკან აბრუნებს. კ----- ყოველთვის ეკითხება თუ როგორ იქცევა თავად, ასევე, როგორ ექცევიან მას და რას აჭმევენ. როცა ერთად ცხოვრობდნენ მამას დედასათვის ხელი არ დაურტყამს და მხოლოდ ხანდახან აგინებდა. როცა ეკითხებოდა თუ რის გამო აგინებდა დედას, მამა პასუხობდა, რომ დედობა უნდა ჩამოვართვა, სულ სამსახურშია და ბავშვის მოვლა არ უნდაო. 25 ოქტომბერს, დილით როცა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა, დაურეკა კ-----მ და უთხრა მიეცა ტელეფონი მ-----ასათვის. როცა მშობლებმა საუბარი დაამთავრეს, მან თავად დაურეკა მამას და ჰკითხა თუ რა უნდოდა. კ-----მ უპასუხა, რომ დედამისს ნახავდა და მასზე ისეთ რამეებს იტყოდა, რომ სამსახურს დააკარგვინებდა. მას უყვარს, როგორც მამა, ისე დედა და სურს, რომ ისინი შერიგდნენ.

 

მოწმე ნაზი რ------–---–მა განმარტა, რომ არის დაზარალებულის დედა. მას ჰქონდა კარგი ურთიერთობა სიძესთან. რამდენიმე წლის წინ მისდა გასაკვირად მეუღლეები განქორწინდნენ. მოგვიანებით გაიგო მიზეზი, რომ მ-----ა არ იყო კარგი დიასახლისი. მას ეცოდება შვილიშვილი, რადგან ლ----ს როგორც დედა ისე მამა უყვარს და სჭირდება. გადმოცემით იცის, რომ ბრალდებული მ-----ას სამსახურთან დახვდა, ხელი ყელში წაუჭირა და ახრჩობდა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე მ-----ა რ------–---–ს 26.10.16 წელს პირადი შემოწმების მომენტისათვის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ექსპერტმა ე-–----------–---მ სასამართლოში დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მ-----ა რ------–---–ი უჩიოდა ყელის მიდამოში ტკივილს. 2016 წლის 26 ოქტომბერს, ამბულატორიული წესით პირადად მის მიერ იქნა დათვალიერებული და შემოწმებული დაზარალებული, რომელსაც დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები სხეულზე არ აღენიშნებოდა. ამავე ჩვენებით მოწმემ განმარტა, რომ თუ იქნებოდა დაზიანება სხეულზე სისხლნაჟღენთის ან ნაჭდევის სახით, ის აუცილებლად დარჩებოდა, არ გაქრებოდა ერთ დღეში და მის მიერ არსებული დაზიანება აუცილებლად იქნებოდა მითითებული კვლევაში.

 

2016 წლის 25 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, მოწმის სახით დაკითხვის შემდგომ მ-----ა რ------–---–ისაგან ამოღებული იქნა ,,ლენოვო“ S 580 მოდელის მობილური ტელეფონი.

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,lenovos-ს“ ფირმის S 580 მოდელის მობილურ ტელეფონში არსებული სატელეფონო საუბრისას 9 ცალ აუდიო ჩანაწერზე არ დაფიქსირდა არავითარი სახის მონტაჟის ნიშნები. ეტალონურ ნიმუშზე წარმოდგენილი კ------------- ე--------ის ხმა იდენტურია სადავო ფონოგრამაზე მოსაუბრე მამაკაცების ხმის და სადავო ფონოგრამაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცების ხმა სავარაუდოდ მიეკუთვნება კ------------- ე--------ეს.

 

ექსპერტებმა ა----- მ-----–-----იამ და მ----- ს--------–--ემ დაადასტურეს გაცემული ფონოსკოპიური დასკვნის სისწორე.

 

შ---- გ-------–---–მა, ი----------მ, შ----- ჟ----–---–--ემ და რ--------- ც-–--–---–მა დაადასტურეს მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ავთენტურობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა მოხდეს პირის მსჯავრდება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული კ------------- ე--------ის მიერ მეუღლის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიციით განხორციელებული ქმედება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულის მონაყოლს და სხვა ნეიტრალური პირი არ შესწრებია ბრალდების დადგენილებაში ასახულ ფაქტს, მნიშვნელოვანია სასამართლომ შეაფასოს როგორც გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი, ასევე დაადგინოს მათი სანდოობაც.

 

საქმის მასალებით გამოძიების დაწყების საფუძველია მ-----ა რ------–---–ის 2016 წლის 25 ოქტომბერს შსს ქ. თ---–-------------------------------------------–-------- განყოფილებაში შეტანილი განცხადება. ამავე განცხადებაში დაზარალებული განმარტავს, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც მივიდა სამუშაოზე მდებარე ქ. თბილისი ა. წ-------–-------------------ში, რაც წარმოადგენს „ე------“ ამბულატორიულ კლინიკას, ავტოსადგომზე ავტომანქანის გაჩერებისას დახვდა ყოფილი მეუღლე და არ მისცა მანქანის დატოვების საშუალება, ფეხი მოაყოლა ავტომანქანის კარებში, წვდა ყელში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებული ითხოვს, რომ მომხდარზე არ სურს დაიწყოს გამოძიება, მას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია, ექსპერტიზაზე აცხადებს უარს და სურს მხოლოდ მეუღლის მკაცრად გაფრთხილება, რომ მასთან არ იქონიოს კონტაქტი.

 

ზემოთმოყვანილი განცხადება არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ის უპირისპირდება, არა მარტო უკვე დაზარალებულის დაკითხვისას გადმოცემულ ფაქტებს, ასევე წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და მოწმეთა, ლ---- ე--------ის, ე----------–--ისა და ნ---- ბ------–---–ის ჩვენებებთან.

იმავე ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც წინ უსწრებდა შეტანილ განცხადებას მოწმე ე----------–--ემ განმარტა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, დილით, სამსახურში მისულს თანამშრომელი მ-----ა რ------–---–ი დახვდა აღელვებული და უთხრა, რომ როცა ის მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა მეუღლემ კ------------- ე--------ემ ყელში მოუჭირა ხელი და ახრჩობდა. არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მანვე ფეხი მოაყოლა ავტომანქანის კარებში რომლითაც განიცადა ასევე ტკივილი. მოწმის განმარტებით, მ-----ამ აჩვენა ყელის მიდამო რომელიც გაწითლებული ჰქონდა.

რაც შეეხება დაზარალებულ მ-----ა რ------–---–ის უშუალო ხელმძღვანელს ნ---- ბ------–---–ს, ამ უკანასკნელის განმარტებით დგინდება, რომ მას მ-----ა რ------–---–მა სთხოვა სამსახურიდან განთავისუფლება, რადგან მეუღლემ ყელზე მოუჭირა ხელი და მიაყენა დაზიანება. მასვე იმის გათვალისწინებით, რომ მ-----ა რ------–---–ს ეცვა შეკრული ტანსაცმელი არ დაუნახავს დაზარალებულზე არსებული ნაჭდევი და მეორე დღეს თავად უთხრა ეჩვენებინა, რა დროსაც მან მ-----ას ყელზე ნახა სიწითლე სილურჯეში გადასული დაზიანების კვალი.

ზემოთმოყვანილი მტკიცებულებების შეპირისპირებისას აშკარად ჩანს მათ შორის განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ მ-----ა რ------–---–მა თანამშრომლებს უთხრა, რომ მეუღლის ქმედების შედეგად მან მხოლოდ ყელის არეში მიიღო დაზიანება, პოლიციას განცხადებით განუმარტა საწინააღმდეგო, რომ არ ჰქონდა დაზიანების კვალი და გარდა ყელის არეში ხელის მოჭერისა, მას ყოფილმა მეუღლემ ფეხიც მოაყოლა მანქანაში.

დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების შემოწმებისა და ხარისხის დადგენის გამო გამოძიების მიერ დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-----ა რ------–---–ს სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. უფრო მეტიც, ექსპერტიზის გამცემმა ე-–----------–---მ დაადასტურა რა დასკვნის სისწორე, კატეგორიულად გამორიცხა მ-----ა რ------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანების არსებობა, განმარტა, რომ ერთ დღეში დაზიანების კვალი არ ქრება და ჩატარებულ კვლევაში ის აუცილებლად აღწერდა მას თუ ასეთს ექნებოდა ადგილი.

 

მნიშვნელოვანია, ისიც რომ სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია 26 ოქტომბერს, ანუ იმ დღეს, როცა ნ---- ბ------–---–მა მ-----ე რ------–---–ის სხეულზე ნახა სილურჯე სიწითლეში გარდამავალი დაზიანება.

 

განსხვავებულად აღწერს 2016 წლის 25 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ლ---- ე--------ე, რომელის გამოკითხვის ოქმიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული. ლ---- ე--------ე რომელიც იკითხება იმავე წლის 26 ოქტომბერს განმარტავს, რომ დილით ვიდრე სკოლაში წავიდოდა მამამ კ-----მ დაურეკა მას და უთხრა ტელეფონი გადაეცა დედისათვის. მშობლებმა როცა საუბარი დაამთავრეს, მან გადაურეკა მამას და ჰკითხა თუ რა უნდოდა. განსხვავებულად აღწერა ზემოაღნიშნული გარემოება თავად მ-----ა რ------–---–მა. ციტირება სხდომის ოქმიდან „ ... 2016 წლის 25 ოქტომბერს დილით წვიმდა, ეზოში გამოვედი მანქანა დავქოქე და რომ შევედი ოთახში ჩემს შვილს უჭირავს ტელეფონი და ჩემი ყოფილი მეუღლე ლაპარაკობს ხმამაღლა და ეუბნება მამი იცი რა, აუწიე ტელეფონს, რომ მაგან გაიგოს და ბებიაშენმაც გაიგოს. დედაჩემი ეჯდა გვერდით ლ----ს და უსმენდა. მე ვჩქარობდი რომ არ დამგვიანებოდა სამსახურში და ბავშვს ვაკოცე და წამოვედი“.

 

სასამართლოსათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ნ---- ბ------–---–ისა და ე----------–--ის ჩვენებების სანდოობაც.

 

ე----------–--ემ სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ დასმულ შინაარსობრივად ერთსა და იმავე კითხვაზე გასცა რამდენიმე სხვადსხვა პასუხი. ციტირება სხდომის ოქმიდან „ფაქტი სად მოხდა არ უთქვამს“ (გულისხმობს მ-----ა რ------–---–ს), შემდეგ იქვე აგრძელებს „სადღაც მანქანების სადგომზე“ ..... და ბოლოს, „უფრო სწორად არ ვიცი...“.

 

სასამართლო ყურადღებას მაიპყრობს ნ---- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმს იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელმაც გამოძიებისაგან განსხვავებით სასამართლოზე განმარტა, რომ არ ინტერესდება თანამშრომელთა პირადი ცხოვრებით და მისთვის უცნობია მ-----ა რ------–---–სა და კ------------- ე--------ეს შორის კონფლიქტის მიზეზი. გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას კი დააფიქსირა საწინააღმდეგო, რომ მისთვის ცნობილი იყო მ-----ა რ------–---–ისა და მისი მეუღლის კ------------- ე--------ის დაშორების მიზეზი, რაც უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ ხასიათს და მ-----ა უყვებოდა, რომ ისინი ხშირად აყენებდნენ ერთმანეთს შეურაცხყოფას.

 

გარადა დაზარალებულის, მოწმეთა და გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი წინააღმდეგობისა, სასამართლოსათვის საეჭვო ის გარემოებაც, რომ მ-----ა რ------–---–მა არსებული დაზიანება აჩვენა თანამშრომელს რომელთანაც არ ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა, რაც გარკვეულწილად იმითაც აიხსნებოდა, რომ ე----------–--ე სამსახურში იყო სულ ორიოდე თვის მისული, ხოლო ნ---- ბ------–---–ი, რომელიც იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი არ უნახებია არსებული დაზიანებები და შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო ფონოგრამაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცების ხმა სავარაუდოდ მიეკუთვნება კ------------- ე--------ეს.

 

მტკიცებულებათა შეფასების თავისუფლების პრინციპი სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა. იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებითი სამართალი არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა მყარ იერარქიას თუ რომელს მიენიჭოს მეტი მტკიცებულებითი ძალა, მოწმის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნას თუ ამოღებულ ნივთმტკიცებას, თოთოეული მათგანი მისი სახის მიუხედავად თანაბრად უნდა იყოს შეფასებული. სწორედ ამიტომ კანონმდებელი უთითებს, რომ სამართალწარმოების პროცესში არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. თუმცა იმავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულების წონა მატულობს იმისდა მიხედვით, თუ მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება და როგორი სიზუსტით და დამაჯერებლობით, ამტკიცებს ან უარყოფს მას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------------- ე--------ის დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ის უნდა იქნეს გამართლებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------- ე--------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გაუქმდეს კ------------- ე--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა. გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად გირაოს შეფარდებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები;

 

გამართლებულ კ------------- ე--------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

ნივთიერი მტკიცებულება: მ-----ა რ------–---–ის ,,ლენოვოს“ ფირმის S 580 მოდელის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 1(ერთი) ცალი დისკი, რომელზეც განთავსებულია კ------------- ე--------ის ხმის ნიმუში, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/