გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.02.2018
საქმის ნომერი
010310017001809946
კატეგორია
დავის ტიპი
სამშენებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 01031001-001809946

№3-90/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“

წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი- მა----- ხა------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

- „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „აკ--------–ისის“ მიერ სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობა;

- „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „უკრაინ ინ---------- გრ---ის“ დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 02 დეკემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობა;

- „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 02 დეკემბრის N3-- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ წარმომადგენლის, რამაზ გიორგაძის 20-- წლის 1- დეკემბრის N3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის N0---- ბრძანების ბათილად ცნობა;

- „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბრის N3-- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ წარმომადგენლის, რამაზ გიორგაძის 20-- წლის 2- ნოემბრის N3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის N0---- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილებით ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ (ყოფილი შპს ,,აკ--------–ისი“), შეუჩერდა ქ. ბათუმში, დასახლება ან---ა №7--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობა.

იმის გამო, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ არ შეასრულა ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 4 ნოემბერს გაცემული №1-- მითითება, ქ. ბათუმში დასახელება ან---ა №7--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) მიმდინარე მშენებლობის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით, ასევე, კომპანიას დაევალა 1-ელ სართულზე 5-6 ღერძებში მიშენებული კიბის უჯრედის და დამატებული ოთხი სართულის დემონტაჟი, რაც ხელს უშლის აღნიშნულ მისამართზე კიმპანიის მიერ სხვა მიმდინარე სამშენებლო საქმიანობის განხორციელებას და კომპანიას ზიანს მიაყენებს მითითებული დემონტაჟი.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოები (კარ-ფანჯრის ჩასმა, აივნების მოპირკეთება, სადარბაზოების მოპირკეთება, ბლოკის წყობა სადარბაზოში კედლების შელესვა, ფასადის მოწყობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და სხვ.). შესაბამისად, კომპანია შეზღუდულია ვადაში აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან კომპანიას მყიდველებთან მიმართებაში აღებული აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანი მიადგება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომპანიისაგან შეიძინეს საცხოვრებელი ფართები.

შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“ მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილება და 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილება იყო უკანონო, რის გამოც მათი გაუქმების მოთხოვნით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას. სადავო დადგენილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომპანიის ინტერესს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

ამის მიუხედავად, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ უარი ეთქვა ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო, ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანებით უარი ეთქვა, ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ მიაჩნია, რომ დასახელებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ამის შედეგად კომპანიას ადგება სერიოზული ზიანი, რის გამოც ისინი მბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად, გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას დადგენილების 62-ე მუხლით კი განსაზღვრულია სამშენებლო დოკუმენტის ისეთი დასაშვები ცვლილებები, რომელიც მშენებლობის ახალი ნებართვის აღებას არ საჭიროებს.

შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ ქ. ბათუმში, დასახლება ან---აში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა , კერძოდ, პირველ სართულზე ,,5”-,,7” ღერძებში კიბის უჯრედის მიშენება, ასევე, მე-4 სართულის დაშენება არ წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს. შესაბამისად, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად, შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ განხორციელებული პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობა წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც ესაჭიროება მშენებლობის ნებართვის აღება.

დადგენილია, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობით განხორციელდა სამშენებლო დოკუმენტის ისეთი ცვლილება, რომელსაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2- მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვის აღება.

ასევე დადგენილია, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ არ გააჩნდა მოცემულ ცვლილებებზე მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თვისუფალი მიმოქცევის კოდექსი”-ს 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თვისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შესახებ; გ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.ამავე კანონის 45-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად სამშენებლო დოკუმენტაციიტა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თვისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“ დაეჯარიმებინა 1000 ლარით და დაედგინა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მითითებით გათვალისწინებეული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

 

2.2. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 2- აგვისტოს №მ----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „აკ--------–ისის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445449122) განცხადება და ცვლილება იქნა შეტანილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 1-ლი სექტემბრის №მ---- ბრძანებაში და შეთანხმებული იქნა ცვლილებები, ქ. ბათუმში, დასახლება ან---ა №7--ში მდებარე 755 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) მრავალბინიანი, 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შეთანხმებულ არქიტექტუტულ პროექტში, ასევე, შპს „აკ--------–ისის“ სახელზე გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა.

20-- წლის 15 თებერვალს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შპს „აკ--------–ისმა“ შეიცვალა სახელწოდება- შპს „უკრაინ ინვენსტმენტ გრ---ით“, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი დარჩა იგივე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 2- აგვისტოს №მ----- ბრძანება;

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.2. ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა, რომ შპს ,,აკ--------–ისმა“ (შემდგომში შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“) შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევით განახორციელა ქ. ბათუმში დასახლება ან---აში საცხოვრებელი სახლის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა, კერძოდ, პირველ სართულზე „5“-„7“ ღერძებში მიშენებული იქნა კიბის უჯრედი, ამასთან, დაშენებული იქნა 4 სართული.

ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 4 ნოემბერის №1-- მითითებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიმართ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით განესაზღვრა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 20 (ოცი) დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბერის №1-- მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა შპს ,,აკ--------–ისის“ (შემდგომში შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“) მიერ 20-- წლის 4 ნოემბრის №1-- მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მის მიერ შესრულებული არ იყო მითითების პირობები, ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 20 დღიან ვადაში მას არ შეუჩერებია მშენებლობა და არ აღმოუფხვრია სამართალდარღვევა, რის თაობაზეც 20-- წლის 2- ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბერის №1-- მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილებით შპს ,,აკ--------–ისს“ (შემდგომში სახელშეცვლილ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ----ს“) შეუჩერდა ქ. ბათუმში, დასახელება ან---ა №7--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობა.

ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით, ასევე კომპანიას დაევალა ქ. ბათუმში, დასახელება ან---ა №7--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) მიმდინარე მშენებლობაზე, პირველ სართულზე „5“-„7“ ღერძებში მიშენებული კიბის უჯრედის და დამატებული 4 სართულის დემონტაჟი.

შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილება გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მერიაში. ასევე, 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ქალაქ ბათუმის მერიაში.

ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ უარი ეთქვა ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანებით უარი ეთქვა, ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანება;

- ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს~ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

6.2. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 2- აგვისტოს №მ----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „აკ--------–ისის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445449122) განცხადება და ცვლილება იქნა შეტანილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 1-ლი სექტემბრის №მ---- ბრძანებაში და შეთანხმებული იქნა ცვლილებები, ქ. ბათუმში, დასახლება ან---ა №7--ში მდებარე 755 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) მრავალბინიანი, 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შეთანხმებულ არქიტექტუტულ პროექტში, ასევე, შპს „აკ--------–ისის“ სახელზე გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. 20-- წლის 15 თებერვალს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შპს „აკ--------–ისმა“ შეიცვალა სახელწოდება - შპს „უკრაინ ინვენსტმენტ გრ---ით“, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი დარჩა იგივე.

ასევე, დადგენილია, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ განახორციელა ქ. ბათუმში, დასახლება ან---აში საცხოვრებელი სახლის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა, კერძოდ შენობის პირველ სართულზე ,,5“-,,7“ ღერძებში მიშენებული იქნა კიბის უჯრედი, ამასთან შენობაზე დამატებით დაშენდა, 4 სართული.

ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 4 ნოემბერის №1-- მითითებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიმართ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით განესაზღვრა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 20 დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ 20-- წლის 4 ნოემბრის №1-- მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ 20 დღიან ვადაში მას არ შეუჩერებია მშენებლობა და არ აღმოუფხვრია სამართალდარღვევა, რის თაობაზეც 20-- წლის 2- ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი.

ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილებით შპს ,,აკ--------–ისს“ (შემდგომში სახელშეცვლილ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ----ს“) შეუჩერდა ქ. ბათუმში, დასახელება ან---ა №7--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობა, ხოლო 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“ დაჯარიმდა 1000 ლარით, ასევე კომპანიას დაევალა ქ. ბათუმში, დასახელება ან---ა №7--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.3-.0-.5--) მიმდინარე მშენებლობაზე, პირველ სართულზე „5“-„7“ ღერძებში მიშენებული კიბის უჯრედის და დამატებული 4 სართულის დემონტაჟი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

ამ მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 20-- წლის 2- აგვისტოს №მ----- ბრძანებით შეთანხმებული პროექტისაგან გადახვევას, რასაც არც მოსარჩელე უარყოფს, თავის სასარჩელო განცხადებაში და ადასტურებს ამ ფაქტობრივ მოცემულობას.

უდავოა, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ განახორციელა ქ. ბათუმში, დასახლება ან---აში საცხოვრებელი სახლის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მშენებლობა, კერძოდ შენობი პირველ სართულზე ,,5“-,,7“ ღერძებში მიშენებული იქნა კიბის უჯრედი, ამასთან შენობაზე დამატებით დაშენდა 4 სართული.

სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაფიქსირებული, პროექტის ასეთი გადახვევით მიმდინარე მშენებლობა არ წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს.

შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას, შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ განხორციელებული პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობა წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებას, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვის აღება.

შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ პროექტით გაუთვალისწინებელი მშენებლობით განხორციელდა სამშენებლო დოკუმენტის ისეთი სახისა და შინაარსის ცვლილება, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვის აღება, ხოლო მოცემულ ცვლილებებზე მშენებლობის ნებართვა მოსარჩელეს არ გააჩნდა.

ამდენად, შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებს, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს შემდეგ წესს:

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 4 ნოემბერის №1-- მითითებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ განესაზღვრა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 20 დღის ვადაში ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ 20-- წლის 4 ნოემბრის №1-- მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მშენებლობა არ შეჩერებულა და არ აღმოფხვრილა სამართალდარღვევა, რის თაობაზეც 20-- წლის 2- ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი.

მოსარჩელე მხარე ამის საწინააღმდეგო გარემოებებზე არც მიუთითებს და ამასთან, თავისი სარჩელის არც სამართლებრივი დასაბუთება აქვს მოცემული.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის“ 51-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილება მიმდინარე მშენებლობის იძულებით შეჩერების ნაწილში არ შეასრულა, რისთვისაც შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ი“ ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილებით დაჯარიმდა 1000 ლარით.

შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---მა“ ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილება გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მერიაში. ასევე, 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ქალაქ ბათუმის მერიაში.

ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანებით შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ უარი ეთქვა ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 2 დეკემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანებით უარი ეთქვა, ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 7 ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.

 

6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი -

„სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „აკ--------–ისის“ მიერ სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბრის №3-- დადგენილება, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „უკრაინ ინ---------- გრ---ის“ დაჯარიმების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 02 დეკემბრის №3-- დადგენილება, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 02 დეკემბრის N3-- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ წარმომადგენლის, რამაზ გიორგაძის 20-- წლის 1- დეკემბრის №3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანება და „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ წარმომადგენლის, რამაზ გიორგაძის 20-- წლის 2- ნოემბრის №3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა.

განსახილველ შემთხვევაში შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დავასთან დაკავშირებული, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 45-ე და 51-ე მუხლების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო სადავო აქტების მისაღებად, რამდენადაც უდავოა შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი შპს „უკ-------- ინ---------- გრ---ის“ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აქტები: ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 0- ნოემბრის №3-- დადგენილება, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 20-- წლის 02 დეკემბრის №3-- დადგენილება, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 20-7 წლის 2- იანვრის №0---- და №0---- ბრძანება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული, რასაც არ გამოუწვევია მოსარჩელე შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ს“ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,უკ-------- ინ---------- გრ---ის“ სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე