განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/3----18
№00----------
01 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ც-------–---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ---------------–-, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჯ----–---------------–-------------------------
ადვოკატი - დ-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებული ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. შ---------------–- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს თ---–--–----–---–ს, თვეების განმავლობაში 2017 წლის ო----------- თვიდან სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ხელების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმებით, ასევე ემუქრებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აშანტაჟებდა, რის შედეგადაც თ---–--–----–---–ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ:
1.1.1. 2017 წლის ნ--------- თვეში, ქ. თბილისში მ-------–------------–--–--------------–- შ---------------–მა დაარტყა ხელები და ფეხები თ---–--–----–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც თ---–--–----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.1.2. ასევე, 2018 წლის 1----------, ქ. თბილისში, მ-------–--------–--–---------------ში შ---------------–მა დაარტყა ხელები და ფეხები თ---–--–----–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც თ---–--–----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.1.3. 2018 წლის 0-------, 2018 წლის 0-------- და 2018 წლის 2-------ს ქ. თბილისში მ-------–------------–--–---------------–- შ---------------–მა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე დაარტყა ხელები თ---–--–----–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც თ---–--–----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.2. 2018 წლის 0-------- და 2018 წლის 2-------ს, ქ. თბილისში მ-------–------------–--–--------------–- შ---------------–- სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თ---–--–----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ დაემუქრა, რომ გამოასალმებდა სიცოცხლეს თუ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე განაცხადებდა პოლიციაში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა შ---------------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა დაზარალებულმა თ---–--–----–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შ---------------–თან. თანაცხოვრების პერიოდში იგი სისტემატიურად ძალადობდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. 2017 წლის 4----------- მათ საცხოვრებელ ბინაში მდებარე, ქ. თბილისი, მ-------–--------–--–--------------ში შ---------------–მა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა. მანვე, განმარტა, რომ ანალოგიურ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ასევე 2018 წლის 1----------, 2018 წლის 0-------, 2018 წლის 0-------- და 2018 წლის 2-------ს. შ---------------–-ს ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2.3. დაზარალებულმა თ---–--–----–---–მა დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 0-------- და 2018 წლის 2-------ს, ქ. თბილისი, მ-------–--------–--–--------------ში შ---------------–- მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი იგი მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე განაცხადებდა პოლიციაში. მანვე, განმარტა, რომ იყო შეშინებული და ვერ ახერხებდა პოლიციისათვის მიმართვას. 2018 წლის 2-------ს, კონფლიქტის შემდეგ შეძლო სახლიდან გაქცევა და მიმართა პოლიციას.
2.4. სასამართლოს დასკვნა შ---------------–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მ-------–------ს, შ---------------–---–-ს, კ--------–--–----–---–ის, თ--------------ს, გ-----------------–---–-ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს.
2.5. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ შ---------------–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ თ---–--–----–---–ის ჩვენებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.7. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია, რომ ობიექტური პირი დარწმუნდეს შ---------------–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 12 ნაწილით დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები,) მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერადად ან არაერთჯერადად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ძალადობის სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი. თითოეული ეს ძალადობა განხორციელდა დროის მცირე ინტერვალში და ყოველ მომდევნო ძალადობამდე მსხვერპლს არ ჰქონდა განელებული ძალადობის შედეგები.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის (სსკ-ის 151 მუხლი), რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - შ---------------–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებული ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11, 126-ე მუხლის 12 ნაწილით და ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ---------------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ შ---------------–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11, 1261-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი. შესაბამისად, შ---------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ---------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ შ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 ივნისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი